კუბოში პატარა საქართველო იწვა...

მკითხველი

კუბოში პატარა საქართველო იწვა...

1970 იან 1 04:00:00
იწვა კუბოში მრავალსაუკუნე გამოვლილი საქართველო _ ოციოდე წლის ბიჭად ქცეული, იწვა კუბოში ნაღმზე აფეთქებული, დანაწევრებული, იწვა სულის და გულის აკივლებად, გოდებად!

სრულიად საქართველოს ტკივილი იწვა კუბოში... თუმცა, სრულიად საქართველოს?!

"ყავარჯენს დაყრდნობილი საქართველოს" შვილი იწვა კუბოში _ მშობლიურ მიწას, წყალს დანატრებული გია გოგუაძე იწვა!

მგზნებარე გულის ბიჭი იყოო! თვალსხივიანი და კეთილსურვილიანიო!

... გულმა ძგერა შეწყვიტა!

თვალებში ნათელი ჩაქრა.

სული კი...

უდაბნო, ტყე, მთამ ზღვა გადმოიარა და... დედას თვალარდასანახავად შეეხო.

წამი გაიყინა წამით!

გაოგნდა დედა!

გულის გულში გული შეიძრა!

სული? გამოუცნობმა ძალამ დედა-შვილის სული, თითქოს, შეაერთა!

_ შვილო! _ კვნესას ამოყვა სუნთქვა!

_ დედა! _ შორეთიდან გაიგონა შვილის ხმა.

ავღანეთი ჰქვია ამ შორეთს!

აფეთქებულმა ნაღმმა გიას სისხლით მორწყო ავღანეთის მიწა, საქართველოში კი, დედის სხეულში სისხლი გაყინა!

როგორი გია იწვა კუბოში?! მზერა სურათებს, მოგონებებს შერჩა!

იმატა ცრემლმა და გოდებამ, ქარმა უცნობი ხმებიც მოიტანა.

ეს ნინო თოიძის კვნესა იყო. რუს ჯარისკაცთა სისასტიკით 9 აპრილს დაღუპული გოგონა ლიხაურის სასაფლაოდან დასტიროდა უცნობ და მაინც ასე ახლობელ გიას.

საფლავში ნასაკირალელი ზურაბ მახარაძე შეიძრა, თითქოს, ჩაიჩოჩა და თავისივე გვერდით ადგილი გაუთავისუფლა მის მსგავსად ავღანეთში დაღუპულს.

ოზურგეთელი ლაზარე მესხიც შეტოკდა, დაენანა ნაადრევად სიცოცხლეწართმეული ბიჭი.

"ღაღადებს ფუჭად დაღვრილი სისხლი,

დაჩეხილი და განაწამები...

ჩამოდიოდა თუთიის ყუთით,

ჯერ კიდევ თბილი თქვენი გვამები."

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ლევან ბერაძის კვნესაც გაისმა: "მე უსაფლავო ჯარისკაცი ვარ! გია, ჩათვალე, რომ შენ გვერდით ვწევარ!"

რუსთა და ოსთა შეერთებული ძალით დაღუპული, ქალაქის ბაღში დაკრძალული ზაზა დამენია თითქოს, წამოიმართა საფლავიდან: "მე საქართველოს ერთიანობისთვის ვიბრძოდი, გია, უყავარჯენო საქართველოსთვის ვიბრძოდი!"

...შავი სამარე დღის სინათლეზე ისაკუთრებს გარდაცვლილს.

დადგა ჟამი გიას სხეულთან განშორებისა...

როგორი გია იწვა კუბოში?!

დედამ ჯერ ცას ახედა, მერე მიწას მიაპყრო მზერა და...

ამოყვა სულის კივილს "იავნანა" _ აკვანში მოთამაშე გიას ხედავდა დედა. სიკვდილს "იავნანას" უმღეროდა დედა, ქართულ "იავნანას" უმღეროდა _ კვნესოდა თუ მღეროდა დედა!

თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაშავდა და ამ სიშავეში ვარსკვლავებიდან აენთო ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული ქართველი ბიჭების სახელები.

"ავღანეთში ჩვენი სიცოცხლის ნათება ჩაქრა! საქართველოში? _ სასუფეველში ერთად ვიქნებით, ბიჭებო!"

ქართველთა ხსოვნაში?! _ ავღანეთში დაღუპული ბიჭების სევდა, ტკივილი და საწუხარი _ დედის "იავნანას" კვნესად შეუერთდა... მერე ისევ აენთო ვარსკვლავები და "ჩვენ, ერაყში დაღუპული გიორგი მარტიევი, ზურაბ გვენეტაძე, დანიელ კორძაია ვართ! გიას დედის "იავნანას" გვინდა ჩვენი შეწყვეტილი სიცოცხლე ჩავაწნათ. დაე, ეს სიმღერა საქართველოს ერთიანობად, ქვეყნის ლამაზ სიმღერად, უკვდავ "მრავალჟამიერად" იქცეს! დაე, ქართველი უპირველესად საქართველოსთვის ქართველობდეს!"

გავიგონეთ ამ ბიჭების ამონაკვნესი?

გიას სამარხისკენ დედის "იავნანა" მიაცილებდა!

იწვა კუბოში პატარა საქართველო და სრულიად საქართველოს სიძლიერეს ნატრობდა!

და მიაცილებდნენ გია გოგუაძეს სამუდამო განსასვენებელში ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ბიჭების სულები.

კუბოში პატარა საქართველო იწვა!

ოციოდე წლის ბიჭი, ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული, ქართული "იავნანით" გაზრდილი გია გოგუაძე იწვა.




 ახალი ამბები
  • სეირნობისას ნაპოვნი კოლხური ოქროს საყურე ჟურნალისტი და გიდი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ ნაპოვნი კოლხური ოქროს საყურე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცა. “სეირნობის დროს ვიპოვე ერთ ადგილას. მზეზე მიწიდან ამოშვერილი ნაწილი ელვარებდა და იმით. გაოცდებით და რვა თვის შემდეგ ისევ იმ ადგილას მოვხვდი და ამისი მეორე ცალი ვიპოვე. არქეოლოგებმა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით დაათარიღეს. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადავეცი. ნივთი ჯერჯერობით გამოფენილი, არ არის, რადგან შესწავლა-კონსერვაცია მიმდინარეობს. ძალიან დიდია და ეფექტური. საოცარად დახვეწილი ნახელავია. სანამ მუზეუმს გადავცემდი, სახლში ეს ფოტო გადავუღე.“- წერს ფეისბუქში ზურაბ ბაუჟაძე.  ... ...
  • როგორ ჩატარდა წირვა ჩოხატაურში _ დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარებას აღნიშნავსდღეს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს _ ხარებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.  სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. გუშინ, ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. "დარჩით სახლში და ილოცეთ სახლიდან. დავიცვათ ჩვენი ეკლესია", _ მოუწოდა იმნაძემ მორწმუნეებს, რომალთა დიდი ნაწილი საღვთო ლიტურღიას, მართლაც არ ესწრებოდა. ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებს ითვალისწინებდა და მორწმუნეები ტაძრის ეზოში სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ. ტაძარში სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები და რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 1 აპრილს მრევლს მიმართა. ილია მეორის მიმართვაში წერია, რომ რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ. პატრიარქი ასევე ურჩევს მრევლს, შეასრულონ მითითებები და ტაძარებსა და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან დისტანცია, საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც. "გურია ნიუსი" გილოცავთ დღესასწაულს და ჯანმრთელობას ... ...
  • კალაძე: ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდებათბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის, გადაიდება მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი. „რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოგვიწევს. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული, დროებით  შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს გამოცხადდა, შეჩერებული იქნება“, - განაცხადა კახა ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევა - კახეთში გოგოს ხელის თხოვნა 27 000 ლარი დაჯდაცოტა ხნის წინ,  კომენდანტის  საათის დარღვევისთვის, 9 პირი 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს თელავში, სოფელ ყარაჯალაში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთი დაჯარიმებულის ახლობელმა განუცხადა, თანასოფლელი ბიჭი  მის მეგობრებთან ერთად, გოგოს ხელის სათხოვნელად მიდიოდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" მერის წარმომადგენელთან, შალვა ახმედოვთან შეეცადა, თუმცა, მან ეს ფაქტი არ დაადასტურა. "არ ვიცი,ინფორმაციას არ ვფლობ",_ ამბობს ... ...
  • ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულთა პნევმოკოკზე აცრას გეგმავსსახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არის ვერსია, რომ ეს აცრა შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუგში და მოხდეს ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ ვაქცინის განახლება ამ მოქალაქეებში. „ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“, - განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...