ღია წერილი სოსო ჯაჭვლიანს!

მკითხველი

ღია წერილი სოსო ჯაჭვლიანს!

1970 იან 1 04:00:00
სოსო! ადვილად წარმოსათქმელი სახელი, სახელი, რომელიც ბევრ სხვა სახელში გაერთიანდა!

ოცდაათი დღე იშიმშილეთ! მადლობა უფალს _ საოცარი ძალა მოგცათ!

ახლა წმიდა პაისი დიდი ეგვიპტელის სახელი უნდა წარმოვთქვა მოწიწებით _ უდაბნოში ცხოვრობდა; ორმოცი დღის განმავლობაში საკვები არ მიუღია; ლოცვა-მარხვით უფალმა გააძლიერა.

შენ რწმენით, საქართველოს სიყვარულით იყავი ძლიერი. შენ ის ხარ, ვინც იცის, "ვისი გორისაა". ძალას შენი წინაპრები _ სახელიანი და უსახელო წინაპრები გმატებდნენ. შენც იბრძოდი მარაბდასთან, კრწანისთან, 9 აპრილს... შენ შენი ქართველობით ებრძოდი და ებრძვი უსამართლობას! ამიტომაცაა ასე ადვილად წარმოსათქმელი შენი სახელი, თუმცა, მრავლისმთქმელი, მრავლისტევადი. შენში საქართველოს ამაყი და ტკივილიანი წარსული ბუდობს, შენ დღევანდელი საქართველოდან ხვალინდელობის მეკვლე ხარ! შენ ღირსეული ქართველი ხარ, სოსო!

იცი, სოსო, შენი ვაჟკაცობით სანამდე მიმიყვანე?! ძალიან შემაცოდე სააკაშვილი და მისი გუნდი, ყველა "მგოსანი და მეხოტბე" მიხეილისთვის თაფლად რომ იღვრება (ვითომ მიხეილისთვის?!).

პრეზიდენტმა და მმართველმა პარტიამ ეს მერამდენედ გაიმეტა ქართველი ხალხი _ ცემა, ტყვია, შხამი, გინება... თანამდევად გაიხადეს. თვალებზე შავი საფარი აიფარეს, ყურები დაიხშეს, გული და სული კი... ქართული როგორ ექნებათ "თავისუფლების ინსტიტუტის წარჩინებულ კურსანტებს!"

პრეზიდენტი, ხელისუფლება, ნაციონალები _ ისინი, ვინც ასე გაიმეტებენ მსოფლიოში ცნობილ ქართველებს: ნონა გაფრინდაშვილს, რობერტ სტურუას, ლუკა კურტანიძეს, რეზო ესაძეს (სიის გაგრძელება უსაზღვროდ შეიძლება)... არ უნდა შეგვეცოდოს?!

არადა, რა არ აკადრეს თითოეულს _ ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს და ეს მაშინ, როცა სამოცდაათმა პარლამენტარმა, პრეზიდენტის ნება-სურვილით, ეკლესიები გაასხვისა!

მე ახლაც მესმის ირინა ენუქიძის ამოძახილი _ "შვილო!" ამ ამონაკვნესში სრულიად საქართველოს, დღეს ასე დაპატარავებული საქართველოს დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ჩაბუდებული!

შენ ამ ტკივილს, ამ ტრაგედიას მამულიშვილების სახელით დაუპირისპირდი, სოსო! შენ ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა, მათი სახელების შენს სახელთან ამაყად წარმოთქმის საშუალება მოგცეს, თავისუფლებისა და მართალი საქართველოსთვის ბრძოლა დაგავალეს, სოსო!

კარგის დაფასების საოცარი უნარი გაქვს, სოსო, გულმოწყალება, თანაგრძნობა რომ შეუძლია. იქნებ, იმ ქალისთვის, ის ასი ლარი (რომელიც სრულიად უცნობმა შენ ცოლს მისცა) საკვების ფულიც იყო! იმ ქალის სახით, შენ მე ის "ქართვლის დედა" დამანახე, მთაწმინდიდან თბილისს კი არა, საქართველოს რომ დაჰყურებს.

შენ გაგრძელება ხარ მოგუგუნე სიმღერისა: "კიდევაც დაიზრდებიან..."

შენით თაობები გაიხარებენ, შენით თაობები იამაყებენ, სოსო ჯაჭვლიანო!

შენ ხელბორკილებიც გაწყვიტე რამდენჯერმე!

ამაშიც შენი საოცარი სწრაფვა იკვეთება: "თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა..."

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ნაღდი პრეზიდენტი რომ იყოს, მაშინ მარტო ამ მოქმედებისთვის მოგცემდა თავისუფლებას! მაგრამ...

რამდენ გმირში გაერთიანდა შენი, ჩვეულებრივად წარმოსათქმელი სახელი _ სოსო!

შენ ჩემი საქართველოს ძლიერება ხარ! მე, სამოცდათორმეტი წლის ქალს, ჟურნალისტს, მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას შენნაირები ჰყავს. ამიტომ გაძლიერდება იმედი: შადიმანები დიდხანს ვერ იშადიმანებენ!

ჩემს საქართველოს ხომ შენნაირი შვილები ჰყავს, სოსო!

რა გქვია შენ? შენ ჩემი, ჩვენი საქართველო გქვია, სოსო!




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...