გვძინავს საღათას ძილით

მკითხველი

გვძინავს საღათას ძილით

1970 იან 1 04:00:00

გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებული წერილის _ "წმინდა სინოდის იმ წევრთა სკანდალური სია, რომლებმაც ეკლესიასა და პატრიარქს უღალატეს და არ უღალატეს" (ავტორი დიტო ჩუბინიძე) წაკითხვის შემდეგ, დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, საკუთარი პოზიცია გამომეხატა იმ უმსგავსობის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 ივლისის სინოდის სხდომაზე.

ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ალბათ, ყველას აფიქრებს და მეც ჩემს აზრს და ნაფიქრს მოგახსენებთ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერის "დასაჭურისება" მიმდინარეობს. "ცვედანები" მომრავლდნენ ერსა და ბერში. ალბათ, სიტყვა _ ბერის ხსენებაზე ბევრი შეშფოთდება და მკრეხელობაში ჩამომართმევს, მაგრამ მე ვფიქრობ, ის დრო დადგა, როცა ამის შესახებ თავისი გულისტკივილი ერმა უნდა გამოხატოს და მე, როგორც ჩემი ერის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც მხოლოდ რიგითობაზე აქვს პრეტენზია და ვცდილობ, მართალი ვიყო ერისა და ბერის წინაშე, გადაწყვიტე, ჩემი გულისტკივილი გამოვხატო. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მარტო ჩემი გულისტკივილი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, ბევრი თავს არიდებს ამ თემაზე საუბარს. იქნებ, ჩემმა სიტყვებმა საზოგადოების ნაწილს "გულიც მოფხანოს", მაგრამ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს მოვიშველიებ _ "ქეციანი ხომ არ ხართ, მოფხანა რომ გშველოდეთ". ნურც ილიას მოწოდება დაგავიწყდებათ: "მამული, ენა, სარწმუნოება", ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი შენობის კედელს, დიდი ასოებით, რომ აწერია და დავფიქრდეთ, რა დღეშია ჩვენი უწმინდესი სამება.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იმ გზაგასაყარზე ვდგავართ, როცა ან უნდა დავრჩეთ ერთად, ან დავემსგავსოთ იმ ხალხის ერთობას, რომლებმაც საკუთარ ღირსებაზე უარი თავისი უნიათობით და უმოქმედობით თქვა. როცა ამ თემაზე ვფიქრობ, უნებლიეთ ნიკო გომელაურის ლექსებიდან ფრაზები მახსენდება ნაწყვეტ-ნაწყვეტ _ "აქ ტაძარშიც შეიტანეს ნაგავი"... "ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა"... "აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში..." _ ეს ფრაზები ხომ რეალობამ ათქმევინა პოეტს?! ილიასი არ იყოს, ლუარსაბივით თავი მარტო იმიტომ კი არ გვაქვს, რომ ტანში წყალი არ ჩაგვივიდეს...

მაგრამ კაცობრიობის ისტორიას რომ თვალს გადავავლებ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ადამიანი პირველყოფილი ინსტინქტებიდან დიდად არ გათავისუფლებულა. მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ ვერაფერი შეგვძინა, თითქოს. სიკეთის დანახვა გვიჭირს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ილიას ვესროლეთ, სულხან-საბა წვერებით ვათრიეთ, ექვთიმე თაყაიშვილის კუბოს, ვგონებ, სასაფლაომდე ოციოდე კაცი გაჰყვა...

ზემოთ ჩამოთვლილი ერის შვილები, სიცოცხლეში პატივმიუგებლობის მიუხედავად, შემდგომ, წმინდანებად გამოვაცხადეთ, ჩვენს კაბინეტებში თუ დარბაზებში მათი სურათები დავკიდეთ, ვყვებით მათ ისტორიებს და თითქოს გვეამაყება, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, ჭკუა გვესწავლა, რადგან დღესაც იგივეს ჩავდივართ. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ავტორიტეტების, ჩვენი წმიდა და საფიცარი რელიქვიების შეურაცხყოფა და ნგრევა, მაგრამ გვძინავს საღათას ძილით და ველოდებით, სხვა როდის გააკეთებს ჩვენ საკეთებელს.

არ დაგვაგვიანდეს, ხალხო!

"ელიტარული" საზოგადოების ნაწილს "კეთილდღეობისა" და "ძღომისაგან" გონება ცხიმში უცურავს და დუმს, ხოლო "სულანჯიებს" იმის დაკარგვის ეშინიათ, რაც აქვთ და ხვალ შეიძლება, არ ჰქონდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, თავისუფლება ლომთა ხვედრია და არა _ მონათა!

ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ასეთი ტონისთვის, მაგრამ ეს ჩემი გულისტკივილის ერთი ამოსუნთქვით ამოძახილია და კიდევ ერთხელ ვითხოვ პატიებას.

წერილი კი ოპტიმისტურად მინდა დავამთავრო: მე ისიც მახსოვს, რომ ასი ათასი მოწამის მშობელი ერი ვართ და იმედს ვიტოვებ ჩემთვის...

მარინე სუნგულია




 ახალი ამბები
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...
  • თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპათავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვლილი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა. ... ...
  • პარლამენტთან აქცია გაიმართაპარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და  „ბიძინას ბოსტანი“ დააწერეს. მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორიის შემოღობვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების მიზანი პროტესტის შეჩერებაა, რადგან ხელისუფლებას აქციების ეშინია. მოქალაქეებთან ერთად პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ... ...
  • მალხაზ მაჩალიკაშვილი: ჩემი გამჩერებელი კაციშვილი არ არისმალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია შემოსაზღვრულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, პროტესტის გაგრძელებას აპირებს. „უკვე თითქმის 800 დღე-ღამეა, აქ ვარ და უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს ვაცხადებ. ამით ვერაფერს დამიშლიან. სადაც იქნება ჩემთვის ადგილი, ბანერსაც გავშლი და კარავსაც დავდგამ. შეშინებული, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს ადამიანები ამ ვითარებაში არიან. ეს კედელი შექმნილია, რათა მაჩალიკაშვილს და მის მომხრე ადამიანებს პროტესტი არ ჰქონდეთ. იციან, რომ მათი საქმე წასულია, მაგრამ იმედის ნაპერწკალს იტოვებენ, იქნებ, პროტესტი შევამციროთ და რამენაირად გადავრჩეთ. ამერიკაც და ევროპაც მიხვდა, რომ ამათი საქმე წასულია. ჩემი პროტესტი და ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, ვისგანაც სამართალს ვითხოვ. ჩემი გამჩერებელი კაციშვილი არ არის“, – განაცხადა ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება-უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...