პოლიციელი, გუბერნატორი, მინისტრი თუ მსაჯული?!

მკითხველი

პოლიციელი, გუბერნატორი, მინისტრი თუ მსაჯული?!

2011 აგვ 20 09:55:49
"ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა" _ დავით მეფსალმუნის ეს შეგონება თქვენმა სიტყვებმა: "...მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის მაქსიმალურად დაისაჯოს... მან სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს. არავითარი დანდობა", _ გამახსენა.

თქვენ, გიორგი ტაკიძის ჯერ არდამტკიცებული დანაშაულისგან ხართ "შოკირებული", მე და ბევრი სხვაც _ თქვენი ასეთი შოკის მომგვრელი განცხადებით!

გამაოგნა თქვენეულმა მოთხოვნამ: _ არავითარი დანდობა!

რატომ გამაოგნა? თქვენ ხშირად გხედავენ შემოქმედის ეპარქიის ღვთისმსახურებთან. ნუთუ, არც მათთან საუბრისას გაგიგიათ იუდა ისკარიოტელს რამდენჯერ დაუხარა იესო ქრისტემ ტოტი, ოღონდ მისგან გულწრფელად თქმული _ "შემინდე!" _ გაეგონა და სიკვდილისგან გადაერჩინა?

საოცარი სიტყვაა შენდობა, შებრალება, დანდობა!

თქვენ?

_ არავითარი დანდობაო! _ უფალი დანდობას, შენდობას, მიტევებას გვთხოვს.

თქვენ?

მე ტაკიძის ბრალეულობა-არბრალეულობაზე არ ვლაპარაკობ _ ეს სამართლიანი სასამართლოს მოვალეობა და უპირატესობაა! მე თქვენთან მინდა საუბარი, როგორც ადამიანთან, როგორც მართლმადიდებელთან, როგორც ეკლესიის მრევლთან!

ამბობთ: "გამოძიებით გავრცელებულმა ინფორმაციებმა ყველაფერში დამარწმუნა. აქ ორი აზრი არ შეიძლება, არსებობდეს".

მაინც, რატომ არ შეიძლება, არსებობდეს? ნუთუ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გსურთ?

თქვენ, ადრე, მაღალი რანგის პოლიციელი იყავით. ამიტომ, არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ "გამოძიებით გავრცელებულმაო" კი არა, უნდა ბრძანოთ: "წინასწარი გამოძიებით", რომელიც თავისებურად ამართლებს ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ ხარვეზს.

არა, ბატონო რამაზ, ორი აზრიც გაჩნდა და სამიც (მე არ ვამბობ: არსებობს).

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ ბრიფინგზე ბრძანა, რომ გიორგი ტაკიძემ მერაბ კურდღელაშვილთან, დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებით, 2010-2011 წლებში გააფორმა ხელშეკრულებაო.

აი, ამ სიტყვებმა გააჩინეს მეორე და მესამე აზრიც:

ჟურნალისტური გადამოწმებით გაირკვა, რომ კურდღელაშვილს ტაკიძესთან კი არა, 2010 წელს, ავთანდილ მექვაბიშვილთან, (მაშინდელ გამგებელთან) გაუფორმებია ხელშეკრულება! აი, რამაც მეორე აზრი გააჩინა.

ახლა მესამე აზრის შესახებ _ ტაკიძეს, თურმე, კურდღელაშვილთან არც 2011 წელს გაუფორმებია ხელშეკრულება და ეს საკრებულოს პრეროგატივა ყოფილა!

ამ საქმის გამო კიდევ ბევრი აზრი არის გაჩენილი და ბევრიც გაჩნდება.

რატომ? თუნდაც, იმიტომ, ადამიანებს ხშირად გვავიწყდება ნაღდი მეგობრობის ფასი, პასუხისმგებლობაც და მოვალეობაც, ხშირად არც საკუთარ სინდისში ვიხედებით, გულს და სულს ეკალ-ბარდში ვახვევთ და მასში ოდითგან ჩათესილ სიკეთის თესლს ვალპობთ!

ეს, რაც ახლა ამოვთქვი, ტაკიძის ფაქტამდეც მაწუხებდა, მაწუხებს და ალბათ, გარდაცვალებამდეც გამყვება!

შოკში თქვენ ჯერ არდამტკიცებულმა ფაქტმა ჩაგაგდოთ! მე? თქვენმა შეფასებებმა.

სიტყვა _ "დაპირისპირება" უცხო და მიუღებელია თქვენთვის!

ვითომ ასეთი რაღაცეები არ ხდება ზემდგომ ინსტანციებში?

თქვენ საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახი ბრძანდებით: იცით, ვისთან იმეგობროთ... სხვა ბევრი რამეც იცით!

მაგიდასთან როგორი სიტყვაუხვიც ხართ ამას, მერე, მსმენელ-თანამესუფრენიც ჰყვებიან. გზებზე სუფრის გადაფენაც უყვარს და კარგი მოლხენაცო. დავიჯერო, თქვენი თანამესუფრე არ იყო ტაკიძე? ნუთუ არასდროს მოუსმენია თქვენეული დამოძღვრა, თუ რას ნიშნავს "გურიის დედაქალაქის ხელმძღვანელად დანიშვნა?!"

"მან ხომ ეს თანხა ჩვენ, ყველა გურულს, ყველა ოზურგეთელს მოგვპარა"... გიკვირთ ის, რაც ჯერ არავის დაუმტკიცებია. ვინ დაგადგინათ მსაჯულად, რატომ მოისხით მოსამართლის მანტია?!

ბევრი რამ მიკვირს და განსაკუთრებით, იცით, რა? რამ გახადა აუცილებელი, დილაუთენია, ყაჩაღივით დაეპატიმრებინათ გიორგი ტაკიძე? ან რატომ არ დაიჭირეს ფაქტზე _ კურდღელაშვილს მისთვის კიდევ ხომ უნდა მიეცა გარიგებით დარჩენილი თანხა?

ეგებ, ცოტა დაგეცადათ, ისე, როგორც ბატონი ჩიტაიშვილი იცდის: კომენტარს გამოძიების დასასრულს გავაკეთებო! თუმცა, შეკამათება აქაც შეიძლება: გამოძიების კი არა, სასამართლოს განაჩენის შემდეგო!

რა მოგვპარა მე და თქვენ, თითოეულ ოზურგეთელს ტაკიძემ, ამას სწორი ძიების და სამართლიანი განაჩენით გავიგებთ.

ახლა, უბრალოდ, მინდა გკითხოთ: იყავით პოლიციის მაღალი რანგის ჩინოსანი, გურიის გუბერნატორი, ახლა ხართ მინისტრი...

გაგვაგებინეთ, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები: "ამ დღეებში ჩამოვდივარ გურიაში და გუბერნატორთან ერთად, ღირსეულ ადამიანს შევარჩევთ ოზურგეთის გამგებელის პოსტზე".

ჩანს, რომ ისევ პირველკაცობთ გურიაში, თქვენ წყვეტთ კადრების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხს. ვითომ ვალერი, რომელსაც ტაკიძემ, თქვენი თქმით "ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა", გაბედავს წინააღმდეგობის გაწევას, თუ კანდიდატურა არ მოეწონა?!

ჰო, ოზურგეთში კარგა ხანია ხმამაღლა ამბობენ, რომ გურიის გუბერნატორი ისევ თქვენ ხართ (ეს თემა რესტორან "გურიაშიც" გაირჩაო).

მოარული ხმების გამართლება, ზოგჯერ დამთხვევა მგონია, მაგრამ თუ თქვენი ღირსეული კანდიდატურა ერთ-ერთი პარლამენტარის ხელისმომკიდე (თუ პირიქით) აღმოჩნდება...

თქვენი ტიტული დღეს ასე იკითხება _ "ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი".

სიტყვა _ "განვითარებამ" ისევ კითხვა გამიჩინა: რა რემონტი ჩაუტარეს ისეთი წყლის სისტემას, როგორ განავითარეს ისე, რომ სასმელ წყალს უცხო მატლი თუ მისი მსგავსი არსებები მოჰყვებიან?! სხვათაშორის, იმ რემონტის დროს ტაკიძე არ იყო გამგებელი!

არავითარი დანდობაო! _ ბრძანეთ!

არადა, მმართველ გუნდს, როცა სურს, დანდობის დიდი უნარიც გაქვთ! ფაქტი გნებავთ? ირინა ენუქიძეს გაგახსენებთ: პოლიციელებმა ცემით მოუკლეს ერთადერთი ბიჭი! როგორ დაისაჯნენ სანდროს მკვლელები? შეღავათიანი სასჯელებით, უარესიც: ვადამდე ადრეც გაათავისუფლეს.

დიახ, როცა ნაციონალებს გნებავთ, დანდობაც იცით, თანაც მკვლელის. არაა ეს იმის დასტური, რომ მმართველი გუნდისთვის ფული უფრო მთავარია, ვიდრე ვინმეს სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მოგვცა?!

სხვა რამეც მინდა გითხრათ, ბატონო რამაზ!

გურია ძალიან გყვარებიათ: რას ამბობთ, მე არასდროს მივატოვებ ჩემს კუთხეს, გურულ ხალხსო, ბრძანეთ!

დამიჯერეთ! მეც გურული ვარ და გრიბოედოვის ქუჩის #29-ში ის მცხოვრებნიც, რომლებიც კორპუსის გადახურვას და ეზოში გუბეების ამოშრობას წლებია, ხან ვის ვეხვეწებით და ხან _ ვის...

მიგაჩნივართ გურულებად? _ მაშინ, თუ რესტორან "ნიაბაურში" ინებებთ წასვლას, ჯერ სანაპიროსთან, მრავალსართულიან ბინებთან შეჩერდით, გაგვიცანით, ნახეთ აქაურობა და აქაურები...

ჩემდა უნებურად, წერილის სტილი შემეცვალა, თუმცა, სათქმელი ითქვა, მკითხველი წაიკითხავს, გამგები _ გაიგებს!

დასასრულ, მინდა გკითხოთ _ სათაურში ჩამოთვლილი ოთხი თანამდებობიდან, დღეს რომელია თქვენთვის ნამდვილი და პირველი?! თუმცა, აქვე დავძენ, რომ რა თანამდებობაც არ უნდა გვქონდეს, უნდა გვახსოვდეს მთავარი: "ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა".

დიახ, დაიცვან სამართალიო! ამ სურვილით დაიწერა ეს წერილი, ბატონო გუბერნატორ-მინისტრ-მსაჯულო!

ეთერ ქადეიშვილი




 ახალი ამბები
  • სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა. პოლიტოლოგის  შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება. „სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია.  აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს  პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი  ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ... ...
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს