რატომ ვისმენთ და რატომ ვითმენთ?!

მკითხველი

რატომ ვისმენთ და რატომ ვითმენთ?!

1970 იან 1 04:00:00
"ვისაც გინება სძულს, იგი ეშმაკთა მძლე იქნება" _ ამბობს წმიდა ეფრემ ასური.

გავაცნობიეროთ წმიდა ეფრემ ასურის შეგონება _ თურმე, როგორ შეგვიძლია, ეშმაკთა მძლე გავხდეთ, მაგრამ გვსურს ეს?

ბოლო წლებში საქართველოში სხვადასხვა სახის მანკიერება დამკვიდრდა: "იგინებიან ყველგან ჴ ქალაქად და სოფლად... იგინებიან უსწავლელნი და განსწავლულნი, მდიდრები და ღარიბები, დიდები და პატარები, კაცები და ქალები, აგინებენ საკუთარ თავს და ერთმანეთს" ("ბილწსიტყვაობის ცოდვის შესახებ").

განსწავლულნიც და მდიდრებიცო! დიახ, პარლამენტარებიც, მინისტრებიც, პოზიციონერებიც და ოპოზიციონერებიც.

ბილწსიტყვაობა ისმის ტელეეკრანებიდანაც დებატებისას.

არადა, დავით მეფსალმუნე ასე გვაფრთხილებს: "გინების" მოყვარეობა უღმერთოების განსაკუთრებული ნიშანია".

უღმერთოების განსაკუთრებული ნიშანიო! დიახ, გინებისმოყვარეობა გახლავთ, თურმე, უღმერთოების განსაკუთრებული ნიშანი!

ოზურგეთელები კარგად ვიცნობთ პიროვნებას, რომელიც ამბობს, რომ ბევრი ფული არ მაქვსო, მაგრამ მაინც ახერხებს საჩუქრების გაცემას (გმადლობთ ამ უნარისთვის), ველად სუფრის გადაფენაც უყვარს, ქეიფიც და დროსტარებაც (თავისი საქმის სპეციალისტიც არისო), მაგრამ გინების დიდი მოყვარულიც ბრძანდება. იგინებაო მთაში თუ ბარში, ზღვასთან თუ აჭისწყალთან, მეგობართან თუ თანამესუფრესთან, ერთი სიტყვით, იგინება ერთან თუ ბერთანო!

წავიკითხოთ და ღრმად გავიაზროთ წმიდა ეფრემ ასურის ეს შეგონება: "ვაი, მას, ვისაც ჩვეულება აქვს გინების, უნდა ვგლოვობდეთ მას, რამეთუ გინებაზე უარესი არაფერია".

გინებაზე უბოროტესი არაფერიაო! ჩვენ ვმეგობრობთ გინებისმოყვარულთან, სიხარულით ვიღებთ მისგან საჩუქარს. არ ვნებთ ამით საკუთარ თავს?! "ვინც ბილწსიტყვაობს, ვინც იგინება, უხამსი და უშვერი სიტყვები შეიყვარა, ის ღმერთის მოწინააღმდეგეა, ანტიქრისტესიანია, ანტიქრისტეს სულის მატარებელია" ("ბილწსიტყვაობის ცოდვის შესახებ").

ვკითხულობთ წმიდა მამათა შეგონებებს და...

ღმერთო, შემინდე! თითქოს მესმის გომის თუ ბახმაროს მთებიდან, როგორ ჩამოაქვს ნიავს უხამსი სიტყვები, როგორ ბილწავს გინების კორიანტელი მდინარე ბჟუჟის და აჭისწყლის ტალღოვან სვლას, საიდანღაც ძალიან შეწუხებული და ვედრებით სავსე ხმაც ჩამესმა: "როცა იგი გინებას დაიწყებს, მაშინვე იმღერეთ, ისე იმღერეთ, რომ გინების ჩახშობა შეძლოთ!"

"მრავალჟამიერით" ჩახშობილი გინება!

სადამდე მივედით, რატომ და როგორ დავკარგეთ ასე ღირსება?!

როგორ მრავლისმთქმელად გვაფრთხილებს წმიდა იოანე ოქროპირი: "უმჯობესია სიმყრალე ამოგდიოდეს პირიდან, ვიდრე ბოროტი სიტყვა... არაფერი ისე არ შეურაცხყოფს ღმერთს, როგორც ბილწსიტყვაობა და არაფერი ისე არ ხდის ადამიანს უსინდისოს, როგორც ბოროტი სიტყვების წარმოთქმა და მოსმენა!"

წარმოთქმაც და მოსმენაცო! ბრძანებს წმიდა მამა, რომლისაგან ჩვენ შორს ვართ! თუ არ წარმოვთქვამთ, ხომ ვისმენთ?!

განსაკუთრებით მაოგნებს "თანამდებობებით ამაღლებული" ზოგიერთი ქალბატონის საქციელი _ ისინი, ტრადიციისამებრ მაღალი რანგის სტუმრებს თან დაჰყვებიან (კომუნისტური რეჟიმის დროსაც დავყვებოდით სტუმრებს, მაგიდასთანაც ვრჩებოდით, მაგრამ გინება, უხამსი სიტყვები და ბილწი ანეკდოტები არავისგან გაგვიგონია).

მესმის, მათი სამსახური მოითხოვს სტუმართან ახლოს ყოფნას, მაგრამ გინების მოსმენა, თანაც ქალისგან?!

აკი, ამბობს წმიდა მამა, რომ მოსმენაც უსინდისობაა?!

მახსოვს, სტუმრის ასე თანმდევს ვუთხარი:

_ რატომ ისმენ ისეთ ბილწ სიტყვებს?

პასუხმაც არ დააყოვნა.

_ ეთერი დეიდა, ახლა... გამაზრდევინე!

_ შენ მის გაზრდას ვერ შეძლებ! ჩამოშორება შეგიძლია! ჩამოშორდი!

როგორ ფიქრობთ, ჩამოშორდა? ჩემთან გულძვირობა არჩია (ღმერთმა ორივეს შეგვინდოს)!

პავლე მოციქული გვევედრება: "სიტყვა უშვერი ნუ გამოვალნ პირისაგან"...

რატომ არ გვესმის ეს ვედრება, რატომ ვუხრით თავს მაგინებელს, რატომ ვისმენთ გინებას, რატომ ვითმენთ?

დიდი ლევან გოთუა ამბობს: "უტიფრობა ადის კიბეზე!"

დიახ! ზემოდან დაგვყურებენ, არადა... ისევ ლევან გოთუას დავესესხები: "გაფრთხილდი... დიდმა ნიჭმა ზომის დიდი დაკარგვა იცის!"

ზომას ის მაღალჩინოსანი მოხელეც კარგავს და ჩვენც, რომლებიც ვისმენთ, ვდუმვართ, ვუღიმით...

რატომ?

შიშით, დუმილით უფალი ჯვარს აცვეს!

ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, მლიქვნელობით, ჯვარს არ ვაცვამთ უფალს?

რატომ ვისმენთ, რატომ ვდუმვართ? არადა, წმიდა მამა გვაფრთხილებს: "ნუ დააყოვნებთ სიტყვას საჭიროების ჟამს".

როგორ ჟამს და დროს ველოდებით? გადააყენებენ თუ...

რატომ არ გვინდა სიმართლის თქმა? იმიტომ, რომ "ძნელია მართალკაცობა" _ ისევ ლევან გოთუა.

ეგებ ისიც გავიხსენოთ, რამდენ მართალ კაცს ეძებდა უფალი სოდომ-გომორში?

ჰოდა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი მოვალეობა გავიხსენოთ და ერმა თუ ბერმა, ეგებ, უპასუხოს ჩემს ტკივილიან შეკითხვას _ რატომ ვუსმენთ? რატომ ვდუმვართ?!

მინაწერი: ამ წერილის წაკითხვისას, იქნებ, ვინმეს კითხვაც გაუჩნდეს, თავად რატომ არ ასახელებს გინების მოყვარულ ამ პიროვნებასო.

ჩემი პასუხი ასეთია: მხატვარმა მზე დახატა, ნახატი დარბაზში გამოფინა. რომელიმე ჩვენგანს გაუჩნდება კითხვა: რატომ არ აწერია ნახატს: "მზე?!"

პორტრეტი დახატულია!

გამოიცანით!!!




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...