"ნუ კითხულობ, ვის უხმობს ზარი..."

მკითხველი

"ნუ კითხულობ, ვის უხმობს ზარი..."

1970 იან 1 04:00:00

ღია წერილი საქართველოს წამყვან იუმორისტებს,ბატონებს _ ჯემალ ბაღაშვილსა და ვანო ჯავახიშვილს

შემოგეხმიანეთ იმიტომ, რომ იმ უამრავი შოუდან, რომელიც საქართველოს ტელეეთერში ტრიალებს, ყველაზე რეიტინგული, რომლებსაც ხალხი ელოდება, "იუმორინა" და "ვანოს შოუ" არის.

მართალია, იმასაც კი გაიგონებთ, რომ "ვანოს შოუ" და გაზეთი "ასავალ-დასავალი" ხელისუფლებაზე მუშაობსო, ანუ "ორთქლის გამოშვებას ემსახურებაო". ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ მანქანა იქნება ის, ცალკეული ადამიანი, თუ საზოგადოება "ორთქლიდან დაცლილი" ნაკლებად ფეთქებადია. ასე რომ, მსგავსს ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.

აზრი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, იმდენად სერიოზულად მეჩვენება, რომ იუმორისტების ჩარევის გარეშე, მისთვის სწორი მიმართულების მიცემა შეუძლებელია. ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით, კარგი იუმორისტი შეიძლება იყოს მხოლოდ სერიოზული ადამიანი. ისიც კარგია, რომ ჯავახიშვილი მათემატიკოსი ყოფილა, რაც აუცილებელია იმ კრიტერიუმების მოსაძებნად, რომელიც განასხვავებს აზრიან იუმორს უაზროსაგან (როგორც ცნობილია, მათემატიკა მარტო იმიტომ უნდა ისწავლოს ადამიანმა, რომ აზრი წესრიგში მოიყვანოს).

მინდა შეგახსენოთ საბჭოური კომედიური ფილმი "წარმატებული ჯენტლმენები", რომელიც თავისი შინაარსით რაიმე ფასეულობას არ წარმოადგენდა, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე "საკასო ფილმი" იყო, რომელსაც მოგვიანებით ძლივს გაუსწრო აბულაძის "მონანიებამ" (პარადოქსია, მაგრამ ფაქტი!). ამ ფილმში მთავარი როლი ითამაშა ე. ლეონოვმა, რასაც სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა, ვინაიდან იუმორი უბრალო სიცილზე მაღლა უნდა იდგესო. მაგალითისთვის ამ ფილმიდან ერთ-ერთ ეპიზოდს მოვიყვან: ფილმის პერსონაჟი, სახელად ალი ბაბაევიჩი ჰყვებოდა, რომ მათ ვიღაცამ (უკაცრავად) ჯორის შარდით გაზავებული ბენზინი მიჰყიდა, რასაც დარბაზის შემაზანზარებელი სიცილი მოჰყვა, ეს გაუგებარი დარჩა გვერდით მჯდომი ინგლისელისთვის და გაოცებაც გამოიხატა: როცა თავხედი ასეთ სიმახინჯეს აკეთებს, ეს საზოგადოებას რატომ უხარიაო. მისი აზრით, მახინჯი სულის ადამიანი სიცილით არ გამოსწორდება, ის სისტემატურად სირცხვილის ქვეშ უნდა იყოს, ანუ მან ვერ უნდა მოახერხოს საერთო მხიარულების ქვეშ "შეყუდრება".

მისი აზრი სწორად იმიტომ მიმაჩნია, რომ თავის დროზე, საბჭოეთის წამყვანი იუმორისტები ერთი შეხედვით შეუპოვრად ებრძოდნენ საბჭოთა ბიუროკრატიას, მექრთამეობასა და ქურდობას, მაგრამ დიამეტრალურად საწინააღმდეგო შედეგი მივიღეთ, ანუ ქვეყანა თავზე დაგვამხეს, გაგვქურდეს, შემდეგ კი გაყიდეს... პროცესი პოსტსაბჭოურ სივრცეში უფრო უარესი კატასტროფული შედეგებით დღესაც გრძელდება.

აშშ-ის ცივილიზაციის მშენებლობის განთიადზე, ბევრად უფრო უხეში საზოგადოება იყო თავშეყრილი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, სადაც ქვეყნის "მამა-დამაარსებლების" და კერძოდ, აბრაამ ლინკოლნის პატიოსნება და აზრიანი იუმორი უფრო აღმზრდელობითი გამოდგა, ვიდრე კანონის უზენაესობა.

გავიხსენოთ უდიდესი ფრანგი დრამატურგი ბომარშე, რომელმაც "სევილიელი დალაქის", ფიგაროს პირით დაუსვა შეკითხვა ევროპის არისტოკრატიას ჯერ კიდევ 250 წლის წინ: "თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ზნეობრივ ხარისხსა და ნორმებს, რომელთაც თქვენ ითხოვთ ჩვენგან, ბევრი მოიძებნება, თქვენო ბრწყინვალებავ, არისტოკრატებს შორის ღირსეული, რომ დაიკავოს მოსამსახურის ადგილი?"

უნდოდათ, თუ ხალხმა აიძულა, ევროპის არისტოკრატია შედარებით ადრე მოეგო გონს, ჩვენ კი რამდენით ვართ ჩამორჩენილი და მივჩანჩალებთ (დიდი კულტურის მქონე ერის პრეტენზიით) ამაზე უფიქრია ვინმეს?

გენიალური პუშკინი, აღფრთოვანებით წერდა შემდგომში, რომ "ბომარშე აშიშვლებს ყოველივე იმას რაც მანკიერი და დამამცირებელია ადამიანებისთვის, დაბერებული და დაჩაჩანაკებული მონარქია კი ხითხითებს და ტაშს უკრავსო". სწორედ ამისთვის იქნა ის მოკლული, ანუ 1837 წლის "დუელი" პუშკინსა და დანტესს შორის იყო რუსეთის არისტოკრატიის მიერ დაკვეთილი მკვლელობა, რომლის მიზანი იყო რუსეთს არ ღირსებოდა გამოღვიძება. 175 წელი გავიდა პუშკინის "გასაღებიდან", მაგრამ მკვლელობა დაკვეთით უფრო მეტი სისასტიკით შემოდის მოდაში. ხოლო კრიმინალური ბიზნესი პრესტიჟული გახდა.

ბატონებო, ხომ არ დადგა დრო, რომ ოცდამეერთე საუკუნეში იუმორის "ტექნოლოგიები" შეიცვალოს? ანუ დაუბრუნდეს ბომარშეს დახვეწილობას. ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია?! წარმოვიდგინოთ, რომ ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 250 წლით ადრე, დიოგენ სინოპელი ჩვეულებრივ კასრში ცხოვრობდა და არა იმიტომ, რომ სასახლეში ცხოვრების უნარი არ გააჩნდა, არამედ, საერთო გაჭირვების ფონზე უმტკიცებდა ხელისუფლებას, თუ რაოდენ ცოტა სჭირდება ადამიანს, თუ პატიოსნად გავიყოფთ იმას, რაც გაგვაჩნია უკეთესი მომავლის შექმნამდეო. განტვირთვისთვის გავიხსენოთ ერთი პატარა კურიოზული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან. დიოგენე დაუპატიჟებია იმდროინდელ "ოლიგარქს" საკუთარ სასახლეში (რაც, ალბათ, მიზნად ისახავდა დიოგენეს დამცირებას); როცა ამ ბრწყინვალე სასახლის დათვალიერება დასასრულს უახლოვდებოდა, დიოგენეს ხველება მორევია... და შეუფურთხებია სახეში მეპატრონისთვის სიტყვებით: "ასეთ სასახლეში, აბა, სად უნდა გადააფურთხოს ადამიანმაო."

ბატონო ჯემალ, არ მინდა, ჩვენი ხელისუფლების ხელფასებზე და ხალხის პენსიაზე ვილაპარაკო. უბრალოდ, არ ღირს. არც იმის მტკიცებას ვაპირებ, რომ ბათუმში გადატანილი სასამართლო, თბილისში უკეთესი იქნებოდა, მაგრამ, როცა საკითხი ეხება პარლამენტის ქუთაისში გადატანას, ეს აღარ უნდა დავუშვათ. აქ უკვე უმიზნებენ არა ქვეყნის გახლეჩას, არამედ დანგრევას. ვინაიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველანაირი ხერხი მოსინჯულია. ვფიქრობ, რომ დადგა თქვენი (იუმორისტების) ჯერი, რომ მაღალ დონეზე დასვათ შეკითხვა და არა მარტო დასვათ, _ მოითხოვოთ პასუხი. რა, პარლამენტარი თორთლაძე და მისთანები ქუთაისში უკეთ იმუშავებენ?!

სირცხვილი ქუთაისს, რომ მან მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს სულში ჩააფურთხა და კიდევ ორი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე აპატია ამ ხელისუფლებას.

სათქმელის მეტი რა არის, მაგრამ დავამთავრებ იმით, რომ ქრისტეშობიდან 2000 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ თითებზე ჩამოსათვლელ რამდენიმე ქვეყანაში საშუალო ფენის ნორმალური ცხოვრება დაიწყო, სულ რაღაც, 40-50 წლის წინათ.

გთხოვთ, ჩაუფიქრდეთ ამ ციფრებს და იფიქროთ ამ მიმართულებით.

"ნუ კითხულობ, ვის უხმობს ზარი, ის გიხმობს შენ!"




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...