"ლექსი _ სიტყვა სრული და რჩეული!" _ მეუფე კალისტრატე მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის

მკითხველი

"ლექსი _ სიტყვა სრული და რჩეული!" _ მეუფე კალისტრატე მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის

2011 სექ 29 22:55:36
მეუფე კალისტრატე მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის! წავიკითხე გაზეთის ფურცლებზე და... გავოგნდი!

რატომ? თუმცა, ჯერ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ლექსს _ "საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს" _ შემოგთავაზებთ:

"იანვრის მზიანი დღეები

სხივებით გვაწვდიან ნიშანს,

ალბათ, საქართველო განახლდება

თქვენი გამარჯვებით, მიშა.

ალბათ, თქვენ გელოდათ ბაგრატი...

ნაშალი კედლები მისი,

თქვენი გამარჯვებით, ტაძარიც აღდგება...

ქვეყანაც აღდგება, ვიცით.

დიდი დავითის... აღმაშენებლის...

საფლავზე დადეთ ფიცი...

რწმენით ააშენე... რაც ააშენე...

შენ საქართველო გიცდის...

იღვინე ერისთვის... ქვეყნისთვის აენთე...

დაგჭირდეს? დაღვარე სისხლიც!

გახსოვდეს! ვიცი გორისა ხარ...

და ვისთან დადე ფიცი!"

წაიკითხეთ, გაიაზრეთ ლექსი? ალბათ, ვიღაცა იკითხავს, გამაოგნებელი აქ რა არისო?!

ახლავე გეტყვით, თუმცა, ჯერ წერილის სათაურზე გკითხავთ _ ხომ არ მოგეჩვენათ იგი უცნაურად?

"ლექსი _ სიტყვა სრული და რჩეული" _ ასე განმარტავს დიდი სულხან-საბა სიტყვას _ "ლექსი".

მეუფის გულიდან დაიძრა "სიტყვა სრული და რჩეული!"

მე და ჩემნაირები რამ გაგვაოგნა?!

უპირველესად, ეპისკოპოსი თეოფანეს შეგონება გამახსენდა: "შექება იგივეა, რაც სწრაფად მავალისთვის ფეხის დადება".

საქართველოს პრეზიდენტს უყვარს ქების მოსმენა. მასზე შექმნილი სიმღერაც უყვარს და სიამოვნებისგან სახე უნათდება, როცა შეძახილები _ "მიშა მაგარია!" ესმის.

შეძახილი _"მიშა მაგარია!" ნაციონალებმა, ლამის, ჰიმნად გვიქციეს.

მიშა ზოგისთვის გმირად იქცა. ნახეთ, რა სიღრმისეულად ბრძანებს თამაზ ბუთხუზი: "ბედნიერია ის ერი, რომელსაც გმირი არ ჰყავს."

მიშა გმირიაო!

საქართველო? ბედნიერია დღეს დანაწევრებულ-დატაცებული საქართველო?!

გაპრეზიდენტებისას მიხეილმა მართლაც დადო ფიცი აღმაშენებლის საფლავთან და ამაყად გვითხრა, რომ ამ დღიდან ერთ წელში სოხუმში შევალთო (?!).

ახსოვს ეს ფიცი მიხეილს? ან რამდენი წელი დასჭირდება დანაპირების შესრულებას?

ალბათ, საქართველო განახლდება, თქვენი გამარჯვებით, მიშაო! _ ბრძანა მეუფემ. არადა, ღმერთო, შემინდე, სიტყვა _ "ალბათ" ხომ ჟღერს საეჭვოდ?!

საოცარი სიტყვებია _ "იღვინე ერისთვის!"

ერისთვისო! ესმის ეს მიხეილს?! მაშინ რატომ გაქრა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ეროვნება და მამის სახელი? რა იმოღვაწა იმისთვის პრეზიდენტმა, რომ ამით ევროპის სტანდარტებს მივახლოებოდით?!

ასეთი შეგონებაც ამოტივტივდა მეხსიერებიდან: "დაიმახსოვრეთ _ მთავარი ის კი არ არის, ვინ ხართ, არამედ, რას აკეთებთ!"

ერსაც გავახსენოთ და ბერსაც, რასაც უბრალო ხალხისთვის აკეთებს ნაციონალების ლიდერი?

თავად ბრძანება, რომ საქართველოში პენსიონერები 100 დოლარს მიიღებენო, ხომ იყო ტყუილი? მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და 100 ლარი ახლახან მოგვცეს. ან როგორ შეიძლება გამართლება მოქმედებისა, როცა თბილისელ პენსიონერებს 10 ლარით მეტი მისცეს, სხვებს კი... ხომ გაგათანაბრეთო! მაგრამ ხომ დაგვამცირეთ?!

არის ვინმე განმკითხავი, გაზრდილ ფასებში როგორ ვარეგულიროთ 100 ლარი?

ახლა წყლის გადასახადიც გაგვიზარდეს! საშველი? პარლამენტარი გიორგი ასანიძე რჩევას გვაძლევს: "ვისაც რამდენის გადახდის საშუალება გვაქვს, იმდენი დენი, გაზი და წყალი უნდა მოვიხმაროთ!"

სად წაუვალთ "ბრძენი პარლამენტარის" ასეთ შეგონებას?

ასანიძე ასეც ბრძანებს: "მჯერა, საქართველო სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელში აყვავდება!"

ღმერთო, უსმინე მეუფესაც და პარლამენტარსაც, მაგრამ ჯერ ეტყობა საქართველოს აყვავება? დღეს ყველას დასანახავად არ ხდება რეგიონების და კუთხეების გამორჩევა? ისევ დატაცებული არაა ჩვენი მამული?! არ გვყავს მათხოვრები, უმუშევრები?!

მიხეილს გამჭრიახობასა და სიმახვილეს უქებენ. არადა, მამა პაისი მთაწმინდელი ასე გვმოძღვრავს: "თუ გონებას არ განწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის."

გონებაგანწმენდილი კაცი "ჩარეცხილებს" დაუძახებდა ინტელიგენციას, ან "პირდაუბანელი ქალებიო", იტყოდა?!

ნიჭიერებას და ენის სისხარტეს მართლაც არ უჩივის მიხეილი, მაგრამ მაინც არ აწყენდა დიდი ლევან გოთუას ამ სიტყვების გააზრება: "გაფრთხილდი... დიდმა ნიჭმა, ზოგის დიდი დაკარგვა იცის!"

"დაგჭირდეს? დაღვარე სისხლიც!" _ შეაგონებს მეუფე მიხეილს.

ამ ლექსამდეც დაღვარა მიხეილმა სისხლი, თუმცა, საკუთარი არა, ქართველთა სისხლი.

გავიხსენოთ ირინა ენუქიძის შვილი _ სანდრო გვირგვლიანი. შეიძლება ასეთი ფაქტის დავიწყება? არადა, უდანაშაულოთა ჩახოცვა კარგახანს გაგრძელდა.

ქართველს შეიძლება, დაავიწყდეს ქუჩაში მოკლული გურამ შარაძე?! ან მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მისმა თანამემამულეებმა სასტიკად ვაწამეთ?!

რამდენმა რამემ დაგვისერა გული... არაა ეს ზოგის დიდი დაკარგვა?!

საქართველოსთვის საკუთარი სისხლის დამღვრელი არაა მიხეილი. ამის დასტური არ არის რუსთა თვითმფრინავის ხმის გაგონებისას მიწაზე გაწოლილი თუ მფორთხავი სააკაშვილის ხილვა?!

სააკაშვილს არ შეიძლება, ქართველი ხალხი უცდიდეს, რადგან როგორც თამაზ ბუთხუზი ამბობს: "გულში უნდა გეჯდეს ერი და არა მხოლოდ ხმალსა და ხახაში".

ტკივილმა დამაწერინა ეს სტრიქონები, ტკივილმა და წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის შეგონებამ: "დუმილით ღმერთს ვღალატობთ!"

_ ნუ დაწერ ასეთ წერილს, _ მირჩია ერთმა.

რატომ? ეს განკითხვაა? ნახეთ, რას ბრძანებს წმიდა გრიგოლ ნოსელი: "უფალი არ კრძალავს კეთილგანზრახულ განკითხვას, არამედ, გვიკრძალავს განსჯას შეუწყნარებელს".

წმიდა ათანასეც (ალექსანდრიელი) მრავალმხრივად გვიხსნის: "როცა უფალმა თქვა: "ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ", მხედველობაში ჰყავდა ფარისეველნი და მწიგნობარნი, რომლებიც სხვებს განიკითხავდნენ, მაგრამ არ მართავდნენ საკუთარ თავს".

ტკივილით დავწერე ეს სიტყვები. ღმერთო, შემინდე, ეგებ, მართალიც არ ვარ, რომ ეს ტკივილი გავასხვისე, მაგრამ ზირაქის სიბრძნე ასე გვასწავლის: "ნუ დააყოვნებ სიტყვას საჭიროების ჟამს".

არის ამ წერილის დაწერა-დაბეჭდისთვის "საჭიროების ჟამი?" მაგრამ რადგან "მიკერძოება უცხოა ღმრთისთვის", უფალი განგვსჯის!

"ლექსი _ სიტყვა სრული და რჩეული!" _ მიუძღვნა მეუფე კალისტრატემ მიხეილ სააკაშვილს!

მეუფის გულიდან დაიძრა ეს ლექსი.

ჩემი გულიდან ტკივილიანი სიტყვები დაიძრა...

გული გატკინეთ?

შენდობას გთხოვთ!

ღმერთს ვებარებოდეთ!

მინაწერი: საქართველო განახლდება, თქვენი გამარჯვებით ქვეყანაც აღდგებაო, მიშა!

არადა, "ანგელოზის განმარტებით, სახელი იესო ნიშნავს _ იხსნის ხალხს".

ქვეყნის განახლება, საქართველოს გაბრწყინება, ქართული ხალხის ხსნა უფალთან ჩვენს მიახლებაშია.

...ნუთუ, ასე ძნელია, გავშალოთ ხელები, რომ მასში ღმერთმა თავისი წმიდა ძღვენი ჩაგვიტოვოს?! _ გვეკითხება დიაკვანი ანდრეი კუსაევი.

გული წრფელი, სული სუფთა, მადლით სავსე ხელები უფლისკენ გავიწვდინოთ!

უფალშია ჩვენი ხსნა!




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...