თუ სათავეში წარღვნის საშიშროება გაქრება

მკითხველი

თუ სათავეში წარღვნის საშიშროება გაქრება

2014 ივლ 7 13:56:40

მედიკოსები პიროვნების პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზებს ეძებენ, რომ მკურნალობის ოპტიმალური გზები იპოვონ. საზოგადოებრივი ხასიათის პათოლოგიებს კი, უპირველესად, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა უმკურნალონ. არასწორი დიაგნოზი ერთ შემთხვევაში შეიძლება უცოდინარობის შედეგი იყოს, სხვა შემთხვევაში კი გარკვეული მიზნით განპირობებული მოჩვენებითი გულწრფელობა.

არც ისე სულელები ვართ, რომ ქვეყნის ნამდვილი უბედურების მიზეზს ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ზედაფენები რეკლამას არარსებულ და გამოგონილ მიზეზებს უწევენ და ქვეყნის ბედის გამო პასუხისმგებლობას გაურბიან _ ამტკიცებენ, რომ ჩვენი ხალხი ზარმაცი და უსაქმურია. სინამდვილეში მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე უმუშევრობას გაექცა საზღვარგარეთ, საიდანაც აქ დარჩენილ ოჯახებსაც არჩენენ და ქვეყნის ბიუჯეტსაც ხელს უმართავენ.

როდესაც ჩვენგან წასულ მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს და სპორტსმენებს უცხო ქვეყანაში ჯეროვანი დაფასება აქვთ, როგორ უნდა დავიჩივლოთ პროფესიონალიზმის დეფიციტზე?

ქვეყნის სიღატაკეს ბუნებრივი რესურსების სიმწირითაც ხსნიან. თუ ეს ასეა, რატომ ვართ სომხეთთან შედარებით ჩამორჩენილები? ამ კითხვაზე ძველი ხელისუფლების ჩინოვნიკებს და არც ახლების საკმაოდ დიდ ნაწილს პასუხი არ აქვთ. მინდა პირდაპირ ვთქვა _ ქვეყნის ყველა უბედურებას ერთადერთი მიზეზი აქვს და ესაა სახელმწიფო მოხელეთა კრიმინალური აპარატი. კომუნისტების დროსაც ასე იყო და მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა _ დღემდე სხვადასხვა შეფერილობის კრიმინალური ბანდები ებრძოდნენ ერთიმეორეს ძალაუფლებისთვის. მათ შორის უმნიშვნელო განსხვავება იყო.

ღმერთმა დაიფაროს დღევანდელი ხელისუფლება ამ მძიმე ბრალდებისგან, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობას საზოგადოება მანამდე ვერ იგრძნობს, სანამ სახელმწიფო აპარატი ძველი ხელისუფლების ნარჩენებისგან არ გათავისუფლდება. მათთან ერთად სიძველეთა მუზეუმს უნდა ჩავაბაროთ მუშაობისა და ცხოვრების ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ათეული წლის მანძილზე ბატონობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ადვილი საქმე არ არის და არც ვართ იმის მოლოდინში, რომ რომელიმე დეკრეტის საფუძველზე ვითარება მყისიერად შეიცვლება და ჩვენი ჩინოვნიკები ერთ დღეს ანგელოზის ფრთებს გამოისხამენ, მაგრამ სისტემური და ჯანსაღი კონტროლის შედეგად ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზმის ის დაავადება, რომელიც გვტანჯავდა ათეული წლის მანძილზე, ემორჩილება მკურნალობას.

არ არსებობს ეკონომიკური ხასიათის არც ერთი დანაშაული სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობის გარეშე. რა გასაკვირია, რომ ამის გამო სახელმწიფო აპარატი ქურდებითა და მექრთამეებით იყო სავსე. დღეს მშრომელ ხალხს საშინლად უჭირს ბიზნესის წამოწყება, მოხელეებისთვის კი სახელმწიფო ორგანოები ტრამპლინი გახდა ბიზნესის საკეთებლად. ყველა ბიზნესის წარმომავლობა რომ გაირკვეს, ქვეყანაში არსებული ციხეები პატიმართა მესამედსაც არ ეყოფოდა. ასეთი რამ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მაგრამ ქვეყნის მართვის საჭესთან მდგომი კრიმინალები, რომლებსაც ძარცვის დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, მართლმსაჯულებას ვერ უნდა გაექცნენ.

ისტორია იცნობს კრიმინალებს, მოწყალება რომ გაიღეს ღატაკთა და უმწეოთა გადასარჩენად. ჩვენს ქვეყანაში საკმაო რაოდენობის მილიონერია. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ ბევრია მძიმე ავადმყოფი, რომლებსაც ფული არ აქვთ, რომ უცხოეთში იმკურნალონ. მათ შეუძლიათ რამდენიმემილიონიანი ფონდი შექმნან საამისოდ, მაგრამ ნახა ვინმემ მათი ქველმოქმედება? ბიზნესი, რომლისთვისაც სინდისის ცნება არ არსებობს, არჩევანს აკეთებს წყნარი ოკეანის რომელიმე კუნძულზე, სადაც დასვენებისთვის ერთი დღე-ღამეში 25 ათას დოლარს იხდის. არც ამ ბიზნესმენს და არც მის მფარველს ხელისუფლებიდან, არც მშიერის ბედი აწუხებს და არც ავადმყოფის.

დღეს სახელმწიფო მოხელეებს უზარმაზარი პრივილეგიები აქვთ, მაგრამ, როგორც პრემიების საქმემ ცხადჰყო, ხელისუფლებაში მორალური კლიმატი საკმაოდ მძიმეა. არადა, ხელისუფლებასაც და მთლიანად ქვეყანასაც უპირველესად მორალური კლიმატის გაჯანსაღება სჭირდება.

სადაც ზნეობაზე მოთხოვნილება არ არსებობს, იქ მოვლენებს შიში უნდა მართავდეს. ადრე ხალხს ბევრი რამ სჯეროდა და მიმზიდველი დაპირებების გამო, ავანსად უწყობდა ოვაციებს კრიმინალების ბანდას. ხალხი საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ გროშის ფასი აქვს იმ კაცის დაპირებას, რომელსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ იოტისოდენა მსხვერპლი არ გაუღია. ყალბ დაპირებას და სხვის ხარჯზე განცხრომას ხალხი დღეს არავის აპატიებს.

ჩვენი რეგიონის დედამდინარე მზიან ამინდში ხშირად მინახავს ამღვრეული _ სათავეში იყო უამინდობა. სხვა საკითხია წარღვნა, რომელმაც ამ ორიოდე წლის წინ მთლიანად წალეკა ცენტრალური ხელისუფლება. მინდა ადიდებულმა მდინარემ ზღვაში არ ჩაიტანოს ამ ხელისუფლების ნარჩენები. მდინარის ნაპირზე გარიყულებმა იქნებ შეძლონ ხალხის წიაღში დაბრუნება, ნაწილობრივი რეაბილიტაცია _ როდესაც სათავეში წარღვნის საშიშროება გაქრება, საზოგადოებრივი ცხოვრების მდინარეც დაიწმინდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.




 ახალი ამბები
  • “რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - მიტროპოლიტი იოსები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას: „არც ჯარი გვაქს, არც იარაღი და არც გვექნება,_ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ფეიბუქზე ეხმაურება. “ქვეყნის მთავარსარდალი ესეთ განცხადებას რომ გააკეთებს, ამას ჰქვია, ქვეყნის, ერის, ჩაგდება სასოწარკვეთილებაში, ანუ უიმედობაში. ესეთი განცხადება, დავით აღმაშენებელს, ერეკლე მეფეს ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენ საამაყო მეფეებს, რომ გაეკეთებიათ, ჩვენ, ყველა ომს წავაგებდით. რა არი და რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი. არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს, ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს, ჩვენ გადავრჩებით“,_ წერს მიტროპოლიტი ... ...
  • ბერაია: „რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი"„რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი, ამიტომ  მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რომან გოცირიძე მატყუარა და უზრდელი ადამიანია. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ შეურაცხყოფა მივიღე მისგან. შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო, თუმცა საზოგადობას მაინც ბოდიში მინდა მოვუხადო, " - განაცხადა დაჩი ბერაიამ. ცნობისთვის, როგორც რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერ: „ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ხუნდაძის მკაცრად დასჯას აპირებს თავისი გამოხტომებისათვის. დავნიშნოთ ეს კაცი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ ადგილზე და დაე, ატაროს ეს მძიმე ტვირთიო. თუ ურჩობისთვის ასეთ სასჯელს აწესებენ, რომ შევაგინო, შეიძლება მთლად ჯანდაცვის მინისტრობა დავირტყაო, გაუფიქრებია დაჩი ბერაიას და გუშინ აეროპორტში ისე ხმამაღლა უგინებია ივანიშვილისათვის, მგზავრები შოკში ჩაუგდია. თანაც სელფით იღებდა ამ გინებას მტკიცებულებისათვის. უნდა ველოდოთ ადებატურ სასჯელს (ახალი სიტყვაა, ადეკვატურის მსგავსი, მაგრამ უფრო ... ...
  • თალაკვაძე: ნებისმიერ ხელის შემშლელ მცდელობაზე იქნება სათანადო რეაქციებიპარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა ეს პარლამენტის წევრებზე ქიმიური შეტევა იყო. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია მოქმედებები. მისივე თქმით, შესვენების დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა გაიმართება. "სამწუხაროდ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, "სირცხვილიამ" აიღო ამაზე პასუხისმგებლობა. ჩვენთვის ეს განცხადება საკმაოდ უცნაური იყო. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობს და სხდომა განახლდება. პარლამენტის მუშობას ვერავინ შეაჩერებს და ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტს, იქნება სათანადო რეაქციები", - განაცხადა არჩილ ... ...
  • „მოვიდა პირდაპირ და დამესხა თავს"_გოცირიძერომან გოცირიძემ დეპუტატ დაჩი ბერაიასან დაპირისპირების შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით, უცნობია ბერაიას რა უდოდა, რატომ დაუპირისპირდა. „მოვიდა პირდაპირ და დამესხა თავს. არ ვიცი რა უნდოდა, გაუგებარი რაღაცები ილაპარაკა. ფიზიკური შეხების მცდელობა იყო,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. ინციდენტს სასესიო დარბაზთან ჰქონდა ადგილი, თუმცა, მანდატურის ჩარევის შედეგად მალევე ... ...
  • ექსპერტკრიმინალისტები პარლამენტში პარლამენტში ექსპერტკრიმინალისტები მივიდნენ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სდხომათა დარბაზში სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერების გაშვების გამო სუნი დადგა და სხდომა შეწყდა. ამ დროისთვის რანდენიმე ადამიანი, საავადმყოფოშია ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...