სადამდე უნდა იყოს უკულტურობა სიამაყის და ვაჟკაცობის სიმბოლო?!

მკითხველი

სადამდე უნდა იყოს უკულტურობა სიამაყის და ვაჟკაცობის სიმბოლო?!

2014 ივლ 21 17:33:34

ქვეყანაში, სადაც კვების პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება არ ხდება და ამის გამო საზოგადოებას პროტესტის გრძნობა არ გააჩნია, ვინმე  დაინტერესდება სხვა სახის  ცხოვრებისეული პრობლემებით? ძალზე საეჭვოა.

პრობლემები ჩვენთან განუზომლად ბევრია. არადა, რატომ არ უნდა აღელვებდეს საქართველოს მოქალაქეებს ის ტრაგიკული მოვლენა, რომ სოფლის მეურნეობა და მრეწველობა თითქმის მთლიანადაა განადგურებული, დანგრეულია ერთ დროს უმძლავრესი ფაბრიკა-ქარხნები, სხვადასხვა სახის კომუნიკაციები, პერიოდულად გამოდის მწყობრიდან საცხოვრებელი სახლები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ამ დროს კი გაოცებას იწვევს ის, რომ არავინ არავითარ რეაგირებას არ ახდენს საქართველოში ჩაის, ციტრუსის, ხეხილის, ბოსტნეულის, ბაღ-ვენახებისა და ყველა იმ ბუნებრივი პროდუქტების ლიკვიდაციის ამაზრზენ ფაქტებზე, რომლებითაც საქართველო მსოფლიოში განთქმული იყო. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, რატომ არ უნდა გვაშფოთებდეს ის, რომ საქართველო დღეს ჩაის ყიდულობს? ამ დროს კი ხელისუფლებაში არიან და მოდიან "პოლიტიკოსები", რომლებიც საკუთარი ხელფასებისა და პრემიების გარდა არაფერზე ზრუნავენ.

ყველაფერი ეს კი ხდება იმ დროს, როცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი, დამშეული და უსახლკაროა. ხოლო ასეთ დანაშაულებრივ მოვლენებზე, იშვიათ გამონაკლისთა გარდა, ხმას არავინ იღებს.

ასე რომ, ხელისუფლებაში მოსულთა თუ მომსვლელთა ლოზუნგი: "საქართველო ტყუილის გარეშე", მხოლოდ წინასაარჩევნო და გამოსაყენებელი პიარია და სხვა არაფერი. გავიხსენოთ _ ღარიბაშვილმა ამასწინათ ერთი საწარმო  რომ გახსნა, დღეს იგი უკვე აღარ მუშაობს; გავიხსენოთ, როცა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე სუფსის ტერმინალის ამოქმედებით აშენება-დამშვენებას გვპირდებოდა. მაგრამ როცა ტერმინალი ამოქმედდა და ნავთობდოლარმა ჩვეული თავბრუდამხვევი სურნელი გამოუშვა, მან მისთვის ჩვეული ცინიკური ღიმილით და გურული იუმორით  გვაუწყა:  "ნუ დავემსგავსებით იმ ას კაცს, ასი ცხვარი რომ უხაროდაო". ამ ხუმრობაში მხოლოდ ერთადერთი სიმართლე ჩანს _ ყველა ის ტრანზიტი, რომელიც გადის საქართველოს "კორიდორით", სუფსის ტერმინალია  თუ რკინიგზა, ავტომაგისტრალი თუ მრავალი სხვა საბაჟოები, არანაირ "მონიტორინგს" არ ექვემდებარება, და არავინ იცის, რა შემოსავალი მოაქვს იმ 18-თვლიანი  "ტრაილერების" ქარავანს, რომლებიც უმოწყალოდ, დღიან-ღამიანად სერავენ საქართველოს, ან რა ტვირთის გადაზიდვით არიან დაკავებული???

უნებლიედ, ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უჭირთ მორგებული სავარძლების, თბილი და გრილი კაბინეტების დატოვება,  მაშინაც კი როცა ყოველგვარი ვადები ამოწურულია. ეს იმიტომ, რომ იმ უაზროდ დიდი ხელფასებისა და პრემიების გარდა,  აქვთ სხვა აუწერლად ველური შემოსავალი ზემოთხსენებული ობიექტებიდან, ბიუჯეტში კი აქედან შედის მხოლოდ ის  მინიმუმი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მსოფლიო რუკაზე, როგორც სახელმწიფო, თავისი პრეზიდენტის, პრემიერის, სასამართლოსა და ყოველგვარი  სამართალდამცველი ინსტიტუტებით.

რაც ყველაზე სასაცილოა, გვაქვს ბიუჯეტგაბერილი კულტურის სამინისტრო, მინისტრით და ხუთი მოადგილით _ სასაცილო იმიტომ, რომ ქვეყანაში სადაც კულტურაა, იქ იმდენ პატივს სცემენ კანონს, რომ მსგავსი ველური დანაშაული არ მოხდება.

კიდევ ერთი მაგალითი: რამდენიმე წლის წინათ სააკაშვილის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინიდან შეისყიდა 80 ტანკი, ჩამოიტანეს, ჩამოტვირთე პოლიგონზე, ჩაასხეს საწვავი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაიქოქა _ ჩაიხედეს და არც ერთ მათგანში ძრავი არ აღმოჩნდა. ცოტა ხმაურის შემდეგ ძრავების ყიდვას ამჯობინეს ტანკები ჯართად გაეყიდათ თურქეთში. ადვილია ტანკში გადახდილი საფასურის და მისი ჯართად გაყიდვის შემდეგ აღებული თანხის შედარება, თუმცა, ამ ქვეყანაში ვინმეს ეს აწუხებს? აი, ასეთი სამინისტრო ჩაიბარა ახალმა ხელისუფლებამ და სამინისტროს შეფმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ჩუმად არის. რატომ?!

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიით გავიდა ისრაელის მაშნდელი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი, ეს მყინვარივით გათეთრებული ბერიკაცი, ბავშვივით გარბოდა ტელესტუდიის დერეფანში და განუწყვეტლივ იმეორებდა, ხალხი უნდა დავამშვიდოო. საქმე ყოფილა შემდეგში: ვინმე კანადელ ბიზნესმენს, შარონის ანგარიშზე ჩაურიცხავს 1,5 მილიონი დოლარი, რაც იმავე დღეს  გამხდარა ცნობილი ისრაელი საზოგადოებისთვის. ამ ფაქტს მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი ქუჩებში: შენ ხარ ჩვენს მიერ დაქირავებული პრემიერი და ანგარიშვალდებული ხარ, აგვიხსნა, რაშია საქმეო. შარონმა მართლაც დაამშვიდა ხალხის და აუხსნა, კრიმინალს ადგილი არ ჰქონია.

ნორმალურ ქვეყანაში ხალხი სისტემატურად აკონტროლებს მის მიერ დაქირავებულ ხელისუფლებას. როცა ჩვენ მსგავსი საკითხები არ გვაინტერესებს და სასაცილოდ მიგვაჩნია, იმიტომ ხომ არ არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 5 (?) მილიარდი, ხოლო ისრაელის _ 72 მილიარდი? ისიც უნდა ითქვას, რომ ტერიტორიის მიხედევით, ისრაელი 3,5 -ჯერ ნაკლებია საქართველოზე და იქედან ნახევარი უდაბნოა.

ასე რომ, თუ საქართველოს მომავალი თაობა არ გადახედავს ამ ჩვენს გასაოცარ მენტალიტეტს, ანუ  ყველაზე დიდი უკულტურობა სიამაყის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქნება მიღებული, ჩვენ სახელმწიფოდ არასდროს ჩამოვყალიბდებით და მეტიც, მსოფლიო კრიმინალის სასეირნო ტერიტორიად ვიქცევით.

ღმერთმა ჰქნას, რომ მე ვცდებოდე, მაგრამ თუ დანგრეულ გზას შეიძლება გზატკეცილი ეწოდოს, მაშინ საქართველოც სახელმწიფო ყოფილა.

P.S. თუ მსგავსი წერილის წაკითხვის და ანალიზის გაკეთების დრო არ აქვთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, საინტერესო და უფრო პრიორიტეტული რა არის მათთვის?

გრამიტო (გერმანე) მამინაშვილი




 ახალი ამბები
  • როგორ მოხდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა ახალი კვირიდანმედიის გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოზე სარეალიზაციო გამზადებული ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. ხორცი შპს “სოფოს“ ბათუმის საბავშვო ბაღებში უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ მოახერხეს. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ტენდერში გამარჯვებულია შპს “მანუჩარი“, რომლის ქვეკონტრაქტორია შპს “სოფო“. ა(ა)იპ“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ისინი ელოდებიან სურსათის ეროვნული სააგენტოსგან განცხადებას და ხვალვე უნდა დაიწყო ერთ პირთა მოლაპარაკება, რადგან ოზურგეთის ბაღებში სამშაბათს და ოთხშაბათს შევიდეს ხორცი. “სამშაბათს და ოთხშაბათს უნდა შემოვიდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში ხორცი, რომლის მომწოდებული იყო შპს “სოფო“, რადგან დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უვარგისი ხორცის შეტანა იგეგმებოდა, როგორც ეს მედიით გავრცელდა, ჩვენ ერთ პირთან მოლაპარაკების შესაბამისად, უნდა შევიტანოთ ხორცი ბაღებში. ხვალ ველოდებით წერილს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან. “ - გვითხრა მაკა ჭყონიამ. შპს “სოფოს“ დირექტორთან “გურია ნიუსმა“ შეეცადა დაკავაშირება, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა მას. დვაბზუში მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 198_ე მუხლით, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანას ან რეალიზაციას ... ...
  • ოზურგეთელი და-ძმა გაზით მოიწამლნენთბილისში ოზურგეთელი და ძმა არასწორად დამონტაჟებული გამათბობლის გამონაბოლქვით მოიწამლნენ. 30 წლის  და გარდაიცვალა, 22 წლის ძმის გადასარჩენად იბრძვიან ღუდუშაურის ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს