მონოგამიის დასასრული?

მკითხველი

მონოგამიის დასასრული?

1970 იან 1 04:00:00
პიროვნება არც დაუწერელი დაფაა და არც მხოლოდ გარემოცვის ნაყოფი _ მას გენეტიკური და საზოგადოებრივი ზემოქმედების ერთიანობა ქმნის. ძნელია იმის განსაზღვრა, რომელს მივანიჭოთ უპირატესობა. პირადი დაკვირვება მაძლევს საფუძველს, პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახის პრიორიტეტი დავინახო, თუმცა, გამონაკლისი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ოჯახში ჩამოყალიბებული ურთიერთობის გარკვეული წესი ბოლომდე ინარჩუნებს გამძლეობას და საზოგადოებრივ ზემოქმედებასაც ძნელად ემორჩილება. ჩემი პირველი და სიცოცხლის ბოლომდე ყველაზე რეიტინგული აღმზრდელები ჩემი მშობლები იყვნენ. მათგან ვისწავლე ავის და კარგის გარჩევა, შრომის სიყვარული და უახლოეს გარემოცვაზე ზრუნვა. და მაინც, ჩემი მშობლების სოციალური მდგომარეობის გამო, ადამიანებზე მათი ზემოქმედების სფერო მკაცრად შეზღუდული იყო. პიროვნების ზემოქმედება საზოგადოებრივ მოვლენებში, ამ საზოგადოებაში მისი ადგილით განისაზღვრება. მიმაჩნია, რომ ყველა რანგის სახელმწიფო მოხელე პროფესიულ მოვალეობასთან ერთად აღმზრდელის ფუნქციასაც ასრულებს და ამ მხრივ, მისი ზემოქმედების სფეროც საკმაოდ დიდია. სხვა საკითხია საზოგადოებისთვის მისაღები და დადებითი ტრადიციების მიმართ ერთგულება ჩანს თუ არა მათ მოქმედებაში. საზოგადოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, ჩვენთან უპირატესობა ფულს და ძალაუფლებას უჭირავს. რატომ? პასუხი მარტივია _ ფული წარმოშობს ძალაუფლებას და პირიქით. თითქმის არ არის ისეთი შემთხვევა, თვალსაჩინო რანგის მოხელე უფულო იყოს; გამოკითხულთაგან არავის უთქვამს, ძალაუფლება იმისთვის მინდა, სამართლიანობა დავამკვიდროო. სამართლიანობა კი ის იქნება, შენ რომ განცხრომით ცხოვრობ, მშრომელ კაცსაც შეუქმნა ნორმალური ცხოვრების პირობები.

ალბათ, არსად არ არის პოლიტიკური მოღვაწეობისადმი ისეთი გაზრდილი ინტერესი, როგორც ჩვენთან. ვითომ ბევრი და მაღალი რანგის პოლიტიკოსები გვყავს? პირიქით _ განვლილმა ოცწლეულმა დაამტკიცა, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ძალზე დაბალია და იგი პირად ინტერესებს ნაკლებად სცილდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პატიოსან შრომას გვირჩევნია, პოლიტიკური ტვირთი ავიკიდოთ იმიტომ, რომ იგი უკეთეს ცხოვრებას გვპირდება ენერგიის ნაკლები დანახარჯებისა და არც ისე ნაკლები პასუხისმგებლობის პირობებში. სწორედ იქ გველოდება მაძღარი ცხოვრება კონცერტებით, ბანკეტებით, დიდ წარმატებებზე ტრაბახით და საქართველოს გულის ამაჩუყებელი სადღეგრძელოებით.

მშრომელი კაცისთვის არაფერია იმაზე უფრო დამამცირებელი, როდესაც პარაზიტები ფლობენ ყოველგვარ სიკეთეს და მორალს უკითხავენ ალალ-მართალ ხალხს. შრომისა და მშრომელის მიმართ შეურაცხყოფის გამო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ზურგი აქცია წარმოებას და მომხმარებელი გახდა.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ, კორუფცია დავამარცხეთო. ვერ დაგეთანხმებით, ბატონებო! როდესაც სახელისუფლებო პარტია ფინანსური უპირატესობით სარგებლობს და ამომრჩეველს ბიულეტენით ვაჭრობის პირობებს სთავაზობს, კორუფცია დამარცხებული არ არის. როდესაც ფასებს მხოლოდ ხელისუფლება აკონტროლებს, თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია კი იდევნება, ვერ დავიჯერებ, რომ ამ ხელისუფლებამ კორუფციის დამარცხება შეძლოს.

ამბობენ, დღევანდელი ხელისუფლება საბჭოურს ჰგავსო. მეც ასე ვფიქრობ. ციფრებით მანიპულირება, წარმატებების მასშტაბური რეკლამირება, საზეიმო განწყობილება და აპლოდისმენტები კომუნისტებსაც კარგად ეხერხებოდათ და ნაციონალებსაც არანაკლებ ეხერხებათ. ვინმემ არ იფიქროს, პრივილეგიებს უარვყოფდე ან საზეიმო განწყობილება არ მომწონდეს, აუტანელი მხოლოდ ის არის, უზნეო ხალხს რომ ანგელოზებად ნათლავენ და სულ ამაღლებული განწყობილებაა ქვეყანაში, რომელსაც საქმე არ აქვს საკონცერტოდ და საკარნავალოდ.

პრივილეგიებისკენ ლტოლვასა და რეკლამირებაშიც მეტი ზომიერება გვმართებს. სტახანოვური წესით არ დაიძლევა ის სიმახინჯე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და მთელ საზოგადოებრივ ორგანიზმს მოედო, როგორც ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები. განათლების სისტემაში ჩემი მუშაობის დროს, წარჩინებული მოსწავლეების მედლებით დაჯილდოება და ხუთქულიანი ატესტატები უსირცხვილო ვაჭრობის საგნად გადაიქცა. მაშინ ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს მედლები, საშუალოზე მაღალი ცოდნა რომ აქ ჰქონდათ. ამ სტრიქონების ავტორს შეეძლო, უზრუნველეყო საკუთარი შვილების მედლებით დაჯილდოება ისე, რომ კაპიკიც არ გადაეხადა, მაგრამ მან ამჯობინა, ღია წესით ჩაბმულიყო საკონკურსო გამოცდებში და ოპონენტებისთვის დაეჭვების საბაბი არ მიეცა. იქნებ შევცდი, იქნებ შვილების გაუმხელელი საყვედური დავიმსახურე? როდესაც პრივილეგიებს ყიდულობენ, შენ კი უყიდლად უარს ამბობ მასზე, გაუმართლებელია, არა? ჩვენ ასე არ ვფიქრობდით და გავიმარჯვეთ უძნელეს ბრძოლაში მაშინ, როდესაც კორუფცია ცხოვრების წესად იყო გადაქცეული. ეს იყო შრომის, სამართლიანობისა და ცოდნის დღესასწაული _ ნებისმიერ მედალზე უფრო მაღალი ჯილდო. საზოგადოებაში თითქმის გაბატონებულ წესს რომ არ დავმორჩილებოდით და არ შეგვექმნა ოჯახური კლიმატი, სადაც მარადიული ღირებულებები გაიხარებდა, ჩვენც სიყალბის ტყვეობაში აღმოვჩნდებოდით.

დღეს კრიზისია ქვეყანაში და კრიზისია ოჯახშიც. ალბათ, მკითხველებსაც ექნებათ ინფორმაცია იმაზე, რომ ტელეგადაცემებიდან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სამხრეთ ამერიკული სერიალები ყოფილა. ეს ის სერიალებია, სადაც ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისი ცოლი, ვისი ქმარი და ვისი შვილია. სადაც პოლიგამია ლამის ცხოველურ დონემდე არის დაყვანილი. ბოლო დროს შექმნილი ქართული სერიალებიც "გამორჩეულია" ამ მხრივ. ჩვენ, ქართველები, ნიჭიერებიც ვართ და უცხოელების უხეირო მიმბაძველებიც. ნიჭიერება ორიგინალურია, შენია. მიმბაძველობა კი არ არის შენი. ჩვენია "დათა თუთაშხია" და "მონანიება". "მგლების ხორუმი" კი არ არის ჩვენი. რომელიმე ნორმალურ ქართველს მოუვა აზრად, შეაჩვენოს ხელოვნების ტიტანები იმის გამო, რომ ისინი კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწეობდნენ? ვის სჭირდება ასე საჯაროდ და ურცხვად გაშიშვლებული სექსი? როგორც ეტყობა, ხელისუფლებას მორალური ხასიათის მოსაზრებები და ოჯახის სიწმინდე რომ არ აწუხებს, მაგრამ პრობლემას მატერიალური მხარეც აქვს: გაიზარდა უპატრონო ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მარჩენალი არ ჰყავთ. ახლა ფიქრობენ იმაზე, რომ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე დაადგინონ მშობლების ვინაობა და ტვირთი შეუმსუბუქონ ბიუჯეტს. ხომ არ დაგვავიწყდა დედაშვილური და მამაშვილური სიყვარული ნორმალური მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი რომ არის? ფიზიკურ იზოლაციას და სულიერ დაცემას ვუმზადებთ ჩვენს მომავალ თაობას ჩვენი "სააღმზრდელო" პოლიტიკით. იქნებ, ვინმეს უნდა, გაიზარდოს თანამედროვე მამელუქები, რომლებიც ყველაზე დანაშაულებრივ ბრძანებასაც კი უყოყმანოდ შეასრულებენ. აკი წამოსცდა ერთ-ერთ ნიღბოსანს ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, თუ გვიბრძანებენ აქედან ცოცხალს არავის გავუშვებთო. გულიანი კაცი ამას არ იტყვის და არც უიარაღოზე აღმართავს სისხლიან ხელს. ჩვენ ვამაყობდით მამაკაცების რაინდული სულისკვეთებით და ქალების კდემამოსილებით. ახლა კი იმისთვის ვამზადებთ ნიადაგს, რომ ლაჩრობითა და პროსტიტუციით მოვიწონოთ თავი, ეს კი ერის გადაშენების და სიკვდილის ტოლფასია. ეროვნული კრიზისი საწყის სტადიაზეა და იგი მანამდე უნდა შევაჩეროთ, სანამ შეუქცევადი არ გამხდარა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...