აქ არ უნდა ვიდგე!

მკითხველი

აქ არ უნდა ვიდგე!

2014 აგვ 18 12:51:15

ეკლესიის ჭიშკართან მდგარმა ტანმორჩილმა ქალმა ჩემ დანახვაზე პირი იბრუნა, მაგრამ ნაბიჯს ვერ აუჩქარა, ვერ დაიმორჩილა გაყინული ფეხები. მოვაბრუნე, მუჭი გავაშლევინე, ხელისგულზე ხურდა დავუმატე...

სამოცამდე წლის თუ იქნებოდა, მარცხენით თავსაფარს ქაჩავდა, ვითომ თოვლ-ჭყაპს ირიდებდა. მივხვდი, მემალებოდა. მარჯვენა ისევ გაწვდილ-გაშეშებული ჰქონდა. ორმხრივი დუმილი და უხერხულობა ისევ მან დაარღვია, მაგრამ არა მადლობით და დალოცვით, როგორც ხდება:

_ აქ არ უნდა ვიდგე...

სახით ვერ ამოვიცანი, მაგრამ ხმამ გასცა...

სახლში მიმავალს და სახლშიც ეს საშინელი ფრაზა ამეკვიატა _ სად უნდა იდგე და როგორია დაბერება საქართველოში? მე სად ვდგავარ ახლა და სად ვიდგები მაშინ, თუ ჩემს 68 წელს კიდევ რამდენიმე დაემატება?

დღევანდელი სიბერე უმრავლესობისთვის აუწეველი ტვირთია და იძულება მოშორდე მწარე სინამდვილეს, იცხოვრო წარსულით, რადგან როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ხასხასა ბავშვობა და ხალასი ახალგაზრდობაა.

ჰოდა, მეც თავის დასაღწევად, აღმოსავლეთ გურიის მთებში, სუფსის ხეობაში გაშლილ სურებს მივაშურე. განსაკუთრებული ისტორია აქვს ჩემს სოფელს, სადაც, ჩემს ბავშვობაში, ოჯახებში ბავშვთა ჟრიამული აცოცხლებდა მთათა მდუმარებას, ყველაზე ფართო ჯორკო შუაცეცხლთან კი მოხუცს ეკუთვნოდა. სურები _ უამრავი ღირსეული მამულიშვილის აკვანი...

"სურები? ანი ვსე მენშევიკი, ვსეხ ნადა რასსტრელიატ!" - პირდაპირ დაახალა კრემლში მიწვეულ ნინო რამიშვილს სტალინმა; არადა, "როკვით განფენილ ქართულ გენიას" სწორედ სურებელი ნინოს გამო უკრავდა მსოფლიო ტაშს!

მაინც რით აღწევდა სურებელი, გურული, ქართველი კაცი მწვერვალს? მხოლოდ ერთი პასუხი მექნება ამ კითხვაზე სიკვდილამდე _ წიგნით! წიგნით, რომელიც ძნელად საშოვნელი იყო, რომელსაც ფიჩხი ალზე კითხულობდნენ ფეხშიშველი, ნაჯაფარი ბავშვები. წიგნით, რომელიც ჩვენს პატარებს ხელიდან გამოგლიჯა კომპიუტერმა. არა, არ დამაბრალოთ, ეს ქალი მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩარჩენილაო. ტექნიკური პროგრესი არ უნდა უკუვაგდოთ, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ქართველი ბავშვების დიდი ნაწილი აღარ მღერის ქართულად, აღარ უყურებს ისედაც იშვიათობად ქცეულ ქართულ კინოს, არ იციან, რომ ოჯახი, ცოლი ან ქმარი არაა თურქული "ნასკი" ყოველ კვირაში რომ შეგიძლია გამოიცვალო?!

იყო დიდი სიყვარული, მაგრამ იყო უსიყვარულო ქორწინებები. თითქმის უცნობი ქალი და მამაკაცი ქორწინდებოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ხელოვნურად იქცეოდნენ "ერთ სულ და ერთ ხორც", მაგრამ "ჯვარნაფსკვნნი", ოჯახების საქვეყნო სიმტკიცის წინაშე ვალდებულნი, მშვიდად გადიოდნენ ცხოვრების გზას. იყო შვილთამრავლობა, მათი არა მხოლოდ თავისთვის, ქვეყნისთვის გაზრდა და აღზრდა, იყო უფროს-უმცროსობის მკაცრი კანონი და მას ქართული ზრდილობა ერქვა!

სიყვარული ძლიერი ოჯახის საფუძველია, მაგრამ მარტო სიყვარული ოჯახი არ არის; ოჯახისა და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულება არ არის მხოლოდ სექსი და ამ თემაზე დაუსრულებელი ლაპარაკი პრესაში და ტელევიზიაში! გაკვეთილზეც კი!

ახალგაზრდებო! მიჭირს ამ თემაზე თქვენთან საუბარი, მაგრამ რადგან არც ერთი ჩვენგანი მარიამ ღვთისმშობელს არ უშვია, და რადგან ყველანი სექსის შვილები ვართ, რადგან გარყვნილება სადღეისოდ მომგებიან თემად, საქმედაც კი იქცა, რადგან მიშასგან ბუჩქებში შერეკილი გოგო-ბიჭები ჯერ კიდევ არ გამოსულან მითითებული ადგილიდან, მოგიწოდებთ, ბუნების ამ კანონს ნუ გამოვაჯირითებთ საჯაროდ, ყველაფერს აქვს თავისი საზომ-საწყაული და ქართველებისთვის ეს საწყაული წმინდა სიყვარულია, რომელსაც "მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა!"

დაუჯერეთ დაბერებული დედის, ბებიის რჩევას, რადგან ის ქართველი ქალია და ესეც ჰყოფნის საამაყოდ!

რადგან წარმოუდგენელია უპოლიტიკო გურია, ნუ დავშორდებით ერთმანეთს ისე, "რაცხას" თუ არ გავკარით პოლიტიკური კბილი; მარა, მოგიკვდეთ ჩემი თავი, საღათაა კბილი?! გეხსომებათ, 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, მიშა რომ გამოშლიგინდა "საცხეიდან" ტელევიზორში და გადირია, მარა რა გადირია - ღმერთო, კი მომკალი, რას ჰქვია მოხუცი თავდაჯერებულად ვერ იცინოდესო! ჩამოდგა გურიაშიც სტომატოლოგიური მანქანები; ვინ მოასწრო ან რამდენმა კბილების ჩაკრიჭინება არ ვიცი, მაგრამ ის მანქანები ნაოქტომბრალს რომ იდგა სუფსასა და ნატანებში სილაში "პაკრიშკაჩაკარგული", კი გავიგე. ზოგი იღბლიანი დაბერებული ყურებამდე იცინოდა ახალჩახვანჭალებული კბილებით; ზოგიც პირზეხელაფარებული ტკარცალებდა, _ მაი მოგვშორდეს ერთი და, ორი საჭკუიანო კპილი დამჩა, ამევიძროფ და გავატანო!

არადა, "დაბერების პოლიტიკაში" კბილებს კი არა, უპირველესად საპენსიო ასაკს გადმოვწევდი უკან _ დუხჭირ ცხოვრებას ისედაც ნაკლები  მიჰყავს პენსიამდე!

ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ უნდა შეცვალოს დაზღვევის სისტემა, რადგან პოლისების დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოა ბევრისთვის; "მაინცდამაინც მუცელზე უნდა გამხახონ პოლისის თანხა რომ მევიხმარო?! მომეცით წამლის ფულის ნაწილი მაინც", _ საყვედურობენ გურულები.

ადამიანები გაჭირვებით ცხოვრობენ, მალე ბერდებიან და კვდებიან. დაბერებული მიცვალებულის ჭირისუფალი გულამოგლეჯილი ტირის

"მაი ახლა პენსიას ტირის თუ ბებიამისს?" _ მაინც ნახულობს "სამასხროს" გურული. ამ სიცილ-ტირილში მწარე რეალობაა. ბევრი მრავალსულიანი ოჯახი ხომ მხოლოდ დაბერებულთა პენსიით ცხოვრობს ან გადახვეწილმა უნდა ეძებოს პურის ფული აქ დარჩენილთათვის; აფხაზეთში დაღუპული ვაჟკაცის მეუღლეს ძალიან გაუჭირდა, შვილები მოხუც მშობლებს დაუტოვა და საბერძნეთში წავიდა. როცა დედა  გამოასვენეს, ყურზე ტელეფონი მიადეს _ ისმოდა შვილის გოდება ათენიდან.

რომ შემეძლოს, კანონს ისე შევცვლიდი, ამ საშინელ გადახვეწას შევაჩერებდი. გვიჭირს, ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩვენი სატკივარი აქ, ჩვენს კერიასთან უნდა მოვიმტკივნოთ.

არსებული პოლიტიკით საქართველო მალე გაქრება მსოფლიო რუკიდან ისე, როგორც უამრავი დიდი სახელმწიფოები და ენები შთაინთქნენ ჟამთა ტრიალში. და მაშინ აღარც დაბერებას ექნება მნიშვნელობა და აღარც ახალგაზრდობას; მაშინ აღარავის შეაძრწუნებს ტელეფონით მოტირალი შვილი შორეული ქვეყნიდან და არც ის, რა სიმწრით ამოღერღა ხელგაწვდილმა ღირსეულმა ქართველმა ქალმა " მე აქ არ უნდა ვიდგე!"

დღეს ასეთია დაბერება საქართველოში. ხვალ იქნებ მეც ვერ გავარკვიო, სად უნდა ვიდგე...

რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...