წყალწაღებული ქვეყანა სასმელი წყლის გარეშე


მკითხველი

წყალწაღებული ქვეყანა სასმელი წყლის გარეშე

1 იან. 1970, 04:00:00
ანეკდოტი: საბჭოთა კავშირის დროს, ებრაელი ითხოვს პირდაპირ ტელეეთერს. უარს ეუბნებიან. ერთი სიტყვა მაინც მათქმევინეთო, გაიძახის. იმის იმედით დართეს ნება, რომ ერთ სიტყვაში სერიოზულს ვერაფერს იტყვისო. "გვიშველეეეთ!!!" _ ყვირის ებრაელი.

არ ვიცი, ამ ძველ "სოვდეპურ" ანეგდოტზე ვის გაეღიმება, მაგრამ ჩვენ რომ მართლაც შველა გვჭირდება, უდავოა.

ძნელი წარმოსადგენია, ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც ოზურგეთია, წყალმომარაგებას ექვსი მილიონი ლარი "მოხმარდა" და ქალაქი მაინც სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი იმიტომ, რომ მთავარ წყალსაცავზე "დაავიწყდათ" გამწმენდი ფილტრების დაყენება, ანუ ე. წ. სასმელი წყალი მოგვეწოდება თავისი შლამით და ჭუჭყით, ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე. მეტიც _ ასეთი წყალმომარაგებისთვის ელემენტარული სინდისის და ზნეობის მქონე ხელისუფლება ფულს როგორ უნდა ითხოვდეს მოსახლეობისგან?!

საინტერესოა, როგორ აპირებენ თავის მართლებას პრეზიდენტის ის რწმუნებულები, რომელთა მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო და საექპლუატაციოდ დაუსრულებელი გადაიცა ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიც წყალსადენია?!

რბილად რომ ვთქვათ, აქ ხომ კოლექტიურ ქურდობასთან გვაქვს საქმე რაიონის თუ რეგიონის ხელისუფლების მხრიდან, ამ გაგანია კორუფციასთან ბრძოლის პერიოდში?!

დღეს თუ მერაბიშვილს ეს საქმე, ვთქვათ, გამორჩა მხედველობიდან, მსგავს შეკითხვას უნდა სვამდეს ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან პოლიციის აკადემიის პირველკურსელი მსმენელი (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი იქ იმიტომაა მისული, რომ ისწავლოს, როგორ შენდება სამართლებრივი სახელმწიფო და არა, უბრალოდ, ფულის საშოვნელად).

ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი ის არის, რომ თავისი მასშტაბით, ამოდენა დანაშაულის შენიღბვასაც არავინ ცდილობდა და ცდილობს.

ფულს იქეთ გვთხოვენ და გვაფურთხებენ სახეში, როცა თავმოყვარე ადამიანი ასეთ ბინძურ წყალს საქონელსაც არ ასმევს.

პოსტსაბჭოური თურქმენეთის ხელისუფლებას ჩვენი დღევანდელი პრესა და ხელისუფლება ფეოდალურს უწოდებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მთავარი _ აწ გარდაცვლილმა თურქმენბაშმა არამარტო თავის დედას დაუდგა ლამაზი ძეგლი, არამედ საკუთარი ძეგლიც დაიდგა თურქმენი ხალხის გულში იმით, რომ წყალი და ბუნებრივი აირი დატოვა უფასოდ, ხოლო პურის ფასი განახევრებულია და თანაც ისეთი დამცველი მექანიზმით, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება. ალბათ, ნორმალურ საზოგადოებას არ გაუძნელდება იმის განსჯა, თუ ვინ არის ფეოდალი _ სააკაშვილი თუ ნიაზოვი?

საუდის არაბეთი თუ რამდენით მეტია საქართველოზე ტერიტორიულად, თქვენ თვითონ იანგარიშეთ (ტერიტორია _ 2 150 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა _ 12 მილიონი). ამ ქვეყნის 90% უდაბნო იყო, რომელიც დღეისთვის ოაზისად არის ქცეული. სპარსეთის ყურიდან წყლის ამოტუმბვა, გასუფთავება და სასმელი წყლის დონეზე დაყენება, თავისი ატომური ელექტრო სადგურებით და გამწმენდი ნაგებობებით, მილიარდები უჯდება სახელმწიფოს, მაგრამ წყალი იქ მაინც უფასოა. უფასო კიდევ ორი რამაა იმ ქვეყანაში _ საყოველთაო სამედიცინო მომსახურება და განათლება. რა, ნავთობი აქვსო? ნავთობი ბევრს აქვს, მაგრამ ასეთ შეღავათებს ხალხს არავინ აძლევს. ჩვენი ქვეყანა ხომ საერთოდ "პოლე ჩუდესია" _ არც ნავთობი გვაქვს, არც მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, მაგრამ პრეზიდენტმა მილიარდად ღირებული რეზიდენცია აიშენა და დაფრინავს 150-მილიონიანი თვითმფრინავით, როცა ხალხისთვის ქვიშაც კი დეფიციტადაა ქცეული!

ალბათ, იმიტომაა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლებას ზარბაზნის გასასროლ მანძილზეც არ იკარებს, რაიმე "ბაცილების" შეტანის შიშით.

და ბოლოს, ჩვენი პატარა ქვეყნის შუაგულში გვაქვს ღვთის ნაბოძები უნიკალური მთები, თავისი უნიკალური ანკარა წყაროებით, რომელსაც შეიძლება, მიეცეს ისეთი გათვლილი მიმართულება, რომ საქართველოს ყველა მოსახლე იქნება უზრუნველყოფილი თვითდინებითი ანკარა წყაროთი, ყოველგვარი ელექტროენერგიის მოხმარების გარეშე. მაგრამ ამისთვის საჭიროა ჭკუა, სინდისი და, რაც მთავარია, ზნეობა.

წყალი არის ყველაფრის დასაწყისის დასაწყისი. ამიტომ, გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილნი მის მიმართ. გამოეხმაურეთ ამ წერილს და ხალხის ნების გამოყენებით, ეს საქმე მაინც მივიყვანოთ ბოლომდე.

ხომ გაგიგონიათ, "წყალაღებული ხავსს ეჭიდებოდაო"?!




 ახალი ამბები
  • ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის?საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" ინფორმაციით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. "ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი ძალა გამოჩნდება. სადაც ძირითადად ძველი სახეები იქნებიან. “რაინდი” ლევან ვასაძე პოლიტიკაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის გარშემო ტრიალებდა. მოსვლითაც რამდენჯერმე სცადა მოსვლა, მაგრამ დაამუხრუჭა. „თაიმერის“ ინფორმაციით, ის ახლო მომავალში გააკეთებს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას. როგორც გვითხრეს, მასთან ერთად ახალ ძალაში ვიხილავთ პარლამენტის ყოფილ წევრსა და საქართველოში პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ჩვენი ინფორმაციით, ვასაძემ ე.წ. პრორუსული ფლანგი უნდა აითვისოს. მას „ქართული ოცნება“ დაეხმარება იმაში, რომ პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის პარტია ამ ველიდან განდევნოს. ამ საქმეში მას რუსებიც შეუწყობენ ხელს. ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგის დუგინის ახლობელი და მისი იდეების დიდი მოტრფიალეა", _ წერს ... ...
  • "მაინც ჩამაგდეს წყალში! ნათლისღებას გილოცავთ!“ _ სააკაშვილი განბანვის ფოტოებს აქვეყნებსმიხეილ სააკაშვილმა განბანვის რიტუალში მიიღო მონაწილეობა.  "მაინც ჩამაგდეს წყალში _ მინუს  19 გრადუსში. ნათლისღებას გილოცავთ",  _ წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და განბანვის ამსახველ ფოტოებს ... ...
  • ლანჩხუთში მატარებელმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლალანჩხუთში უბედური შემთხვევა მოხდა _ მატარებელი დაეჯახა 60 წლის ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • როგორ ხვდებოდნენ ნათლისღებას საქართველოშიროცა ქვეყანაში მიმქრალი იყო უფლისადმი რწმენა, ქრისტიანული დღესასწაულისადმი ცოდნაც ნაკლები იყო ხალხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკურთხი წყლისადმი თავისებური რწმენა ჰქონდათ შერჩენილი ძველ ქართველებს. ამბობენ, ნათლისღების დღეს აღებული უბრალო წყალიც კი ნაკურთხიაო. არ ვიცი, რამდენად ცნობილი იყო ჩემს სოფელში _ გორმაღალში იმ პერიოდის მცხოვრებთათვის მაცხოვრის ნათლისღების ან მდინარე იორდანეს მიერ განწმენდის ძალის შესახებ ისტორიულ-ბიბლიური განმარტება, მაგრამ, რწმენა დიდი იყო როგორც წარსულ დროში, ისე ახლაც და იცოდნენ და იცავდნენ იმ მთავარ წესს, რომ მოუნათლავი არავინ არ უნდა დარჩენილიყო. მაშინ, როცა ტაძრები თითო-ოროლა იყო და, რასაკვირველია, სასულიერო პირებთან ნაკლები შეხება ჰქონდათ, ერთადერთი ხელსაყრელი მომენტი სამეზობლო კუთხეში გარდაცვლილის წესის ასაგებად მოძღვრის მოყვანა გახლდათ. როგორც გადმოცემით ვიცი, ჯიხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად შედგომილ სქემმონაზონ მარიამს (გოგიტაძეს) დიდი წვლილი მიუძღვის ამ კუთხის გაქრისტიანებაში. როგორც მითხრეს, მას დაჰყავდა მონასტრის წინამძღვრები და მის ოჯახში შეკრებილ მსურველებს ფარულად ანათლინებდა. ჩემ მახსოვრობასაც შემორჩა ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღების დილას, უთენია წამომდგარი ოჯახის უფროსი უმძრახად (ხმაგაუცემლად) როგორ აავსებდა ჭურჭელს წყლით,  სახლის ოთხივე კუთხეში დაღვრიდა, წყლის ნარჩენს კი ტანის საბანად ტოვებდა ოჯახის წევრებისთვის, მადლიანიაო. ამბობენ, ზოგ კუთხეში ეს წყალი საფლავზეც მიჰქონდათ და ზედ მოასხურებდნენ _ ამგვარად, თითქოს, თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულსო, მაგრამ ამ ტრადიციის შესახებ მე არ მსმენია. ვისაც მტკიცე რწმენა და შესაძლებლობა ჰქონდა, მამლის ყივილამდე ავიდოდა ზანდოს წმიდა გიორგის ნანგრევზე, თავისივე ჩამოქნილ სანთელს ანთებდა, შინ დარჩენილები კი სანთელთან ერთად კეცზე დაყრილ ნაკვერჩხალზე დამწვარ ნაძვის ზინთის კვამლს გაატანდნენ (,,ჩაუთქვამდნენ“ )სათხოვარს.  ყველა, როგორც შეეძლო და აღიქვამდა, ისე აღნიშნავდა და პატივს მიაგებდა ამ მადლიან დღეს. თუმცა, ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ფაქტსაც, როცა პიროვნება არასერიოზულად აღიქვამდა ამ წმიდა საიდუმლოს მნიშვნელობას და ხდებოდა მექანიკური თუ წამბაძველობითი ნათლისღება. როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ საეკლესიო საიდუმლოს, ეს მეტად საშიშია _ ხშირ შემთხვევაში, მას მადლი ცოდვად ექცევა ხოლმე. მასზე, ამათუ იმ საიდუმლოს შედეგად, რა თქმა უნდა, მექანიკური მოქმედებითაც გადადის უფლის მადლი და ძალა, მაგრამ აქ შემდეგ უმთავრესი გარემოებაა ის არის, როგორ მოხდება ამ მადლის დაცვა. ადამიანმა უფლისგან მიღებული მადლი სწორად უნდა გამოიყენოს და არ მოხდეს პირიქით _ არ შეურაცხყოს სიწმიდე თავისი უწესო ცხოვრებით. როგორც წმიდა მამები ამბობენ, არსებობს ორი შობა: ერთი, როდესაც ბუნებრივად იშვება ადამიანი და მეორე _ სულიერად. ასევეა, ორი სიკვდილი: სულიერი სიკვდილი, როდესაც ხდება მადლის განშორება, რაც გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიოლოგიური სიკვდილი. ამიტომ ადამიანებს ბევ რამეზე დაფიქრება გვმართებს. ასევე, როდესაც ნათლისღების რიტუალის მიმდინარეობისას ვდებთ აღთქმას ანუ ფიცის უფლის წინაშე რომ:,,შეუდგებოით ქრისტესა“ მისი გზიდან გადახვევა არის ღალატის ტოლფასი. თუ მოინათლე ყრმობის ასაკში და ბოლომდე ვერ აცნობიერებდი დაკისრებულ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში მეტად დიდი პასუხისმგებელური მისია აკისრია თავად ნათლიას და ამიტომ უნდა მოხდეს ნათლიის სწორი შერჩევა რადგან მან უნდა წარმართოს სწორად შენი ცხოვრების გზა. ნათლისღება არის სიმბოლო განწმენდისა, ქრისტეს სხეულთან თანაზიარებისა, ქრისტეში ახლად დაბადებისა, რომლის არსის გაცნობიერება და მეტად სიღრმისეული წვდომაა საჭირო. ვისურვებდი, როგორც იორდანე უკუიქცა, ასე უკუგვექციოს ბოროტება და სიკეთეში ვშობილიყვეთ, რათა ერთ ემბაზში განწმენდილნი ერთად ვადიდებდეთ უფალს და ზეციურ კარიბჭეს მიდგომლებს. რ ოგორც იორდანეში ჩასული იესო ქრისტეს ნათლისღებისას გაისმა ხმა ზეციდან, ისევე გაისმოდეს თითოეულ ჩვენგანისათვის; ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3,22). გოგიტა ... ...
  • ”გაგვიფრინდა ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა, გიო აღარ გვყავს!"17  წლის გიორგი ბერიძე, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა, ცოტა ხნის წინ დაიღუპა, _ ამის შესახებ ნფორმაცია სპეციალურად გიორგისვის შექმნილ სოციალურ ჯგუფში გავრცელდა. გიორგის გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ამისთვის კი 140000 დოლარი იყო საჭირო. გიორგის დედას იმავე დიაგნოზით ქალიშვილიც გარდაცვლილი ჰყავს და საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდა გიორგის სიცოცხლის გადარჩენაში. მას მთელი საქართველო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....