ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლის შუქჩრდილები

მკითხველი

ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლის შუქჩრდილები

2014 ნოე 18 14:52:30

ოზურგეთის სოფლებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო სოფელია ლიხაური, რომელიც თავისი ისტორიული წარსულით, მაღალი კულტურით, საუკეთესო ტრადიციებით და ულამაზესი ბუნებით ოდითგანვე იპყრობდა ადამიანების ყურადღებას, რის გამოც ის ყოველთვის მოწინავე სოფლად ითვლებოდა.

 სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: სოფლის ცენტრში მდებარეობს XV საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესია და სამრეკლო; აჭის ტერიტორიაზეა XIII საუკუნეში აგებული წმინდა გიორგის ეკლესია ღირსშესანიშნავი ფრესკებით; ამ სოფელშია XVI საუკუნეში აგებული ციხე-სიმაგრე...

 სოფლის მშვენებას წარმოადგენს ანკარა მდინარე აჭისწყალი, რომელიც მოუსვენრად მოედინება უზარმაზარ ლოდებს შორის და თავისი სანახაობით ატკბობს ადამიანებს.

ბუნების ამ შესანიშნავ წიაღში დაიბადა და აღიზარდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის დიდი მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელსაც მადლიერმა ხალხმა სოფლის ცენტრში დიდების ძეგლი აუგო; აგრეთვე, გადაწყდა, რომ მისი დიდების უკვდავსაყოფად ყოველწლიურად გაიმართოს სახალხო დღესასწაული "ექვთიმობა". 1984 წელს "ექვთიმობის" საზეიმო დღესასწაულზე საძირკველი ჩაეყარა სოფლის ცენტრში ექვთიმეს სახლ-მუზეუმის მშენებლობას, თუმცა, რატომღაც აღნიშნული ტრადიცია აღარ გაგრძელდა.

სოფელში, ექვთიმეს გარდა, კიდევ ბევრი შესანიშნავი ადამიანი აღიზარდა, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს სოფლისა და ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში:

ერთ-ერთი მათგანი იყო ამბერკი ურუშაძე, რომლის უშუალო ინიციატივით მდინარე აჭისწყალზე, სოფელ ლიხაურში 1935 წელს აიგო და ამუშავდა 96-კილოვატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგური, რომელმაც 25 წლის მანძილზე იარსება.

აღსანიშნავია, აწ განსვენებული ნოდარ მიხეილის ძე სურგულაძის შემოქმედებითი საქმიანობა, რომლის ინიციატივით, 1957 წელს ლიხაურში ჩამოყალიბდა კინომოყვარულთა ჯგუფი. ამ ჯგუფმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ჩვენი სოფელი" და სხვა. ბატონმა ნოდარმა, როცა სოფლის კულტურის სახლის დირექტორად მუშაობდა, შემოიკრიბა მოწინავე ახალგაზრდობა და მრავალი შემოქმედებითი წრე ჩამოაყალიბა, რითაც ხალისიანი და მიმზიდველი გახადა სოფლის ცხოვრება. აღნიშნული კულტურის სახლი მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული მთავრობის მიერ.

უნდა აღინიშნოს, აწ განსვენებული რობერტ გოგოლიშვილის საქმიანობა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ობელისკი-მემორიალისა და ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის მშენებლობის საქმეში.

თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარების საქმეში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, აწ განსვენებულმა გულვან ხომერიკმა, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა საზოგადოებას.

დიდ ყურადღებას იმსახურებს აწ განსვენებული მამია ცეცხლაძე, მის მიერ დაწერილი ლექსებით, რომლის მიერ შექმნილი უამრავი ლექსები, ლექსთა თხრობის მგზნებარე მანერა, დიქცია და თეატრალური საქმიანობა საზოგადოების დიდ მოწონებას და აღტაცებას იწვევდა.

ასევე, აღსანიშნავია აწ განსვენებული დოქტორისა და აკადემიკოსის გიზო ჭელიძის დიდი ღვაწლი მეცნიერებაში, რომელიც მოიცავს ფოლკლორისტიკას, ქართველოლოგიას, პალოგრაფიას (დამწერლობათმცოდნე), ლიტერატურათმცოდნეობას და სხვა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ აწ განსვენებული სოკრატ სალუქვაძე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ფარმაკოლოგიის განვითარების საქმეში; მინდია სალუქვაძის, კარპეზ დონაძის და სხვათა შემოქმედებითი საქმიანობა.

სოფლის ცენტრში, რომელსაც მრავალწლოვანი ბერმუხა ამშვენებდა, ხშირად იმართებოდა მოწინავე საზოგადოების თავყრილობანი, სადაც იხილებოდა და წყდებოდა სოფლის საჭირბოროტო საკითხები.

ჩვენი მამა-პაპანი უფრთხილდებოდნენ და მტკიცედ იცავდნენ თავისი სოფლის ავტორიტეტს და ტრადიციებს _ მტრულად განწყობილი ვაჟკაცები ერთმანეთს უთანასწორო ბრძოლაში არ შეებმებოდნენ და ადამიანის ლაჩრულად მოკვლა დიდ სირცხვილად და ამორალურ საქციელად ითვლებოდა.

წვეულებებში და ქორწილებში წარსაგზავნ პირებს არა მხოლოდ ნათესაური ნიშნებით, არამედ მათი ვაჟკაცობის, შესახედაობის, ყოფაქცევის, სიტყვაკაზმულობის და მუსიკალური განათლების მიხედვით არჩევდნენ.

არსებობს ასეთი თქმულება _ სოფლის ტერიტორიაზე, ქვედა ნიაბაურში ერთ-ერთ ოჯახს სწვევია სტუმრები მეზობელი სოფლიდან. შესანიშნავი სუფრაზე მრავალხმიანი გურული სიმღერები რომ შეესრულებინათ, ერთი ხმა დააკლდათ. ამ ხმის კარგი შემსრულებელი ყოფილა მასპინძლის მეზობელი, რომელიც იმ პერიოდში მომდურავად ყოფილა ამ ოჯახთან. მიუხედავად ამისა, ოჯახის თავკაცს წვეულებაზე ეს მეზობელი მოუწვევია. სოფლის ავტორიტეტის გულისთვის მასაც მიუღია მიწვევა, მისულა მომდურავ ოჯახში და თავისი ვალი ვაჟკაცურად მოუხდია, ხოლო როცა წვეულება დამთავრებულა, წასვლის წინ მადლობა გადაუხდია და ოჯახის თავკაცისათვის განუცხადებია, რომ ჩვენს შორის მომდურაობა კვლავ გრძელდებაო.

ასე რომ, ჩვენ სოფელში ბევრი შესანიშნავი ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი ზნეობრივი თვისებებით, ვაჟკაცობით, შემოქმედებით, იუმორით და მათ სოფლისათვის და ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო საქმე უკეთებიათ. აქედან გამომდინარე, იქმნება იმის საჭიროება, რომ სოფლის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილას აიგოს დიდების მუზეუმი, სადაც უკვდავყოფილი იქნება ამ დიდებული ადამიანების საქმიანობა. ეს სტიმულს მისცემს მომავალ თაობებს, მშობლიური სოფლისათვის სასიკეთო საქმეები აკეთონ.

დიდი ბედნიერება იყო, როცა, ამ რამდენიმე წლის წინ, მოეწყო ლიხაურ-ანასეულის წყალსადენი, რომლის ნორმალურად მოწესრიგება არ მოხერხდა, რის გამოც მოსახლეობას დიდი შეფერხებებით, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი მიეწოდებოდა. ამის შესახებ პრესის საშუალებით და წერილობით მივმართეთ ხელმძღვანელობას. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ საკმაოდ დიდმა დრომ განვლო, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა და მოსახლეობას კვლავ დიდი შეფერხებებით, სასმელად უვარგისი წყალი მიედინება, რაც სოფელში კონფლიქტის მიზეზი გახდა _ საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, გაღმა ნიაბაურის ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მეორე ნაწილს გადაუკეტა წყალსადენი. ამ ქმედებას დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც, საბედნიეროდ ხელმძღვანელობის ჩარევით მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი კონფლიქტური სიტუაციები სოფლის სხვა უბნებშიც წარმოიშვას და ცუდი შედეგებით დამთავრდეს.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების სახელით, ვთხოვთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, აღნიშნული წყალსადენი გატანილი იქნას აუქციონზე და გაიყიდოს, მყიდველმა კი უზრუნველყოს სოფლის სასმელი წყლით მომარაგება.

საყურადღებოა ისიც, რომ სოფლის რიგ უბნებში მოსახლეობას აქვს საკუთარი წყალსადენი, თუმცა, წყლის ავზებში და მილებში, წვიმების შემდეგ, ზედაპირული წყლები ჩაედინება, ავზები არ იქლორება, რამაც, შესაძლებელია მოსახლეობაში ეპიდემია გამოიწვიოს. ამიტომ, აღნიშნული წყალსადენები კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი და მოწესრიგდეს, რაზედაც პასუხისმგებლობა შესაბამის ორგანოებს დაეკისროს.

საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა ოზურგეთ-ლიხაურის და სოფელ აჭის მიმართულებით გზის მოასფალტებას. გვპირდებიან, რომ მომავალი წლისათვის გზის მოწყობა გათვალისწინებულია ქვედა ნიაბაურის ტერიტორიაზე.

ჩვენ დიდი იმედით ველით, რომ დადებითად გადაწყდება ციტრუსის და ხილის რეალიზაციის საკითხი, რისთვისაც საჭიროა ოზურგეთში აშენდეს მძლავრი გადამამუშავებელი საწარმო, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკას.

 გარდა ამისა, უნდა განვითარდეს ფერმერული მეურნეობა, რაც მთავრობის ხელშეწყობით უნდა მოხდეს, მაგრამ არა ისე, რომ სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ გაყიდოს მათ სარგებლობაში არსებული სავარგულები, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მათ _ ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია!

ამ ბოლო პერიოდში მასობრივად გავრცელდა საშიში საკარანტინო მავნებელი _ ამერიკული თეთრი პეპელა, რომელიც 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს და გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით. ამ მავნებლის კერები მთლიანად არ არის ლიკვიდირებული. ამიტომ ამ მიმართულებით კვლავ უნდა გაგრძელდეს მუშაობა; აუცილებელია, სოფელში ფუნქციონირებდეს მცენარეთა და ცხოველთა მავნებელთა და დავადებათა წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურები, ვეტექიმის და აგრონომ-ენტომოლოგ-მიწათმომწყობის შტატებით.

სოფლის მშრომელების მოთხოვნაა, შეიქმნას დასუფთავების სამსახური, სოფელს გამოეყოს ნაგავსაყრელი, სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული იქნას სანაგვე ურნები და მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; პერიოდულად უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი, რომ სოფლის ტერიტორიაზე არ იყოს ღია ტუალეტები ან ეს ტუალეტები არ იყოს მიერთებული გამდინარე წყლებზე; სოფელშიც უნდა მოეწყოს საკანალიზაციო სისტემა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, ეკოლოგიური გარემოს დაცვისა და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს.

რეზო გორგოშიძე,

დამსახურებული აგრონომი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი




 ახალი ამბები
  • იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ... ...
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...