აგონიის წინაშე

მკითხველი

აგონიის წინაშე

1 იან. 1970, 04:00:00
დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. სამოქალაქო ომისა და სამეურნეო ნგრევის პირობებში არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ეს პროგრამა მაშინვე ამოქმედდებოდა. იმედები ხელისუფლებაში "ვარდოსნების" მოსვლას უფრო უკავშირდებოდა. ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მშრომელთა მოლოდინი გაამართლა _ 5 ჰექტრამდე ფართობზე მიწის გადასახადი გაუქმდა. ეს გადასახადი უმნიშვნელო იყო, ნაციონალების გაზრდილ მადას ვერ აკმაყოფილებდა და ხელისუფლებამ აამოქმედა მოსახლეობიდან ფულის ამოქაჩვის ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტური სისტემა _ უსაშველოდ გაიზარდა საწვავის, სასუქისა და შხამ-ქიმიკატების ფასი. ეს მატება იმდენად დიდი იყო, რომ მარტო ერთი ტომარა სასუქის ფასი 2-3 ჯერ ფარავდა იმ დანაკლისს, რაც მიწაზე გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყოველ მეურნეობას საშუალოდ 6-7 ტომარა სასუქი მაინც სჭირდება, ცხადი გახდება ის დიდი "სიხარული", რაც ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობას აჩუქა. ნამდვილად ღირს, ასეთი "სიხარული" მარჩენალი ძროხის ფასად რომ დაგიჯდება!

ახლა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ "მიხედეს" "ვარდოსნებმა" სოფლის მეურნეობის წამყვან დარგებს _ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მარტო კახეთში, 10 ათასამდე ჰექტარი ვენახი აიჩეხა. რამ მიიყვანა კახელი გლეხი იმ მდგომარეობამდე, რომ მის სათაყვანებელ კულტურას ასე დაუნდობლად გასწორებოდა? პასუხი ნათელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თვითღირებულების ხარჯებს ვერ ფარავდა. კახელებმა ვენახი მთლიანად მაინც ვერ გაწირეს და ეს დარგი შეზღუდულ ჩარჩოებში მაინც გადარჩა. მეორე წამყვანი დარგი _ მეჩაიეობა კი სრულიად მოისპო. თუ მანამდე ეს დარგი, თითქმის, მთლიანად საექსპორტო პროდუქციას იძლეოდა, დღეს ქვეყნის მოთხოვნილებასაც ვერ აკმაყოფილებს. სამაგიეროდ, მაღაზიებში უხვად შემოდის საღებავებით გაჯერებული იმპორტული ჩაი და წამლავს ჩვენს მომხმარებელს. ხელისუფლებას დარგის დასაფინანსებლად ფული არ ემეტება. არადა, არაფრის მაქნისი კონცერტების მოსაწყობად რომ ფული იხარჯება, მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში ნებისმიერ რეგიონს გაჭირვებიდან ამოიყვანდა.

ტექნოლოგიის უკიდურესად დაბალმა დონემ, სასუქისა და შხამ-ქიმიკატების მკვეთრმა გაძვირებამ და ბაზრის დავიწროებამ, სოფლის მეურნეობა და სოფელი კატასტროფამდე მიიყვანა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება ხელისუფლების გეგმებში არ შედის. სასოფლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის მდგომარეობა მაძლევს ამის თქმის უფლებას _ ჩვენი ბაზრები სავსეა იმპორტული პროდუქციით, რომელიც ეკოლოგიურად მავნე და უხარისხოა, მაგრამ მაინც წარმატებით იყიდება დაბალი ფასების გამო. საზოგადოების ზედაფენები ამ საქონელს ახლოსაც არ ეკარებიან, მაგრამ რა ქნას მომხმარებელმა, რომლის მყიდველობით უნარიანი მოთხოვნილება მათხოვრულია?

ხელისუფლებას უნდა, სასაქონლო წარმოება და გაცვლა-გამოცვლა მთლიანად გააკონტროლოს, რომ მისგან, რაც შეიძლება, მეტი ფული ამოიღოს. იგი დაინტერესებულია ყველაფერი ექსპორტის და იმპორტის ჩარჩოებში მოაქციოს. ქვეყნის შიგნით წარმოებისა და გაცვლა-გამოცვლის სრულყოფილად გაკონტროლება შეუძლებელია, ექსპორტი და იმპორტი კი ადვილად ემორჩილება სახელმწიფო კონტროლს. როდესაც ბაზარზე მსხვილი მაგნატები ბატონობენ და ფასებიც მონოპოლიურია, შეიძლება, ბაზრის სტიქიას ყოველი ლარი გეგმაზომიერად გამოსტაცო და არც ბიუჯეტის დეფიციტის გეშინოდეს. დღეს დიდ სახელმწიფოებს შორისაც ზოგჯერ აშკარად და ზოგჯერ ფარულად ნამდვილი საბაჟო ომია გაჩაღებული და ყველა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს. ამერიკა საკუთარ ბაზარზე ებრძვის იაპონურ ავტომანქანებს, იაპონია თავს იცავს ამერიკული ბრინჯის შემოტევისგან. ჩვენს ხელისუფლებას და ბიზნესმენებს კი სულ არ აწუხებთ საკუთარი წარმოების მფარველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ისინი ძირითადად იმპორტზე არიან ორიენტირებულნი. იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია ფასებით თავისუფლად და თვითნებურად მანიპულირება.

ასე რომ, შეიძლება კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე ლეგალური თუ არალეგალური მრავალმილიონიანი ხარჯი გაწიო ისე, რომ არ შეიქმნას ბიუჯეტის გარღვევის საფრთხე. ალიანსმა კარგად იცის, როგორ გაამართლოს ფასების მომატება _ გაძვირდა მსოფლიო ბაზარზე და ჩვენც ამიტომ გავაძვირეთო, _ იტყვის. ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები მერყევია, მაგრამ ამას რაღა ჩვენთვის აქვს ყოველთვის აღმავალი მიმართულება? სინამდვილე და მოჩვენებითობა ისეა ერთიმეორესთან გადახლართული, რომ რამდენჯერაც მოგესურვება, იმდენჯერ შეგიძლია, ეკონომიური ხასიათის დანაშაული ჩაიდინო და პასუხისმგებლობაც თავიდან აიცილო. მკითხველი, ალბათ, ხვდება ყველა სახის არჩევნები რატომ დაემსგავსა ბრძოლას.

ტელევიზიით ხშირად ვისმენთ ინფორმაციებს ქვეყნის გასაოცარ წარმატებებზე, სხვადასხვა გამოკითხვების შედეგებს, რომლებსაც უცხოელები ატარებენ და რომლებიც არჩევნების დროს ჩვენც გაგვიშინაურდება ეგზიტპოლების სახით. ამ ინფორმაციებში მუქ ფერებს ვერ ნახავ _ იქ ყველაფერი მიმზიდველი და მართლაც ვარდისფერია. ეს არის ხელისუფლების სტატისტიკა, რომელსაც სინამდვილესთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო და უფრო მეტად ციფრებით გართობას ჰგავს. ჩვენ სრულიად სხვა სტატისტიკა გვაქვს _ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება ორჯერ შემცირდა. ჩვენი სოფლების მაგალითზე ვხედავთ, რომ ეს მაჩვენებელი უტყუარია; ჩვენი სოფლების მაგალითზე ვრწმუნდებით იმაში, რომ აქ უკიდურესი სიღატაკეა. სისტემატურად ვადევნებთ თვალს ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებებს _ 3-4 წელია, ერთი და იგივე პირები წერენ ამ განცხადებებს, ყიდიან ყველაფერს და მიდიან სოფლიდან, მყიდველი და მომსვლელი კი არავინაა. შეიძლება მთელი სოფლები ისე გაიარო, რომ კაცის ჭაჭანება ვერ შენიშნო. დაკეტილი სახლ-კარი ჩვეულებრივი მოვლენა გამხდარა, ჯუნგლებად ქცეულა ერთ დროს მარჩენალი ჩაის პლანტაციები. სოფლებში კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა. თუ მთლიანად ქვეყანაში ასაკოვანი მოსახლეობის ხვედრითი წილი დიდია, ეს მაჩვენებელი სოფელში კიდევ უფრო მაღალია. საზოგადოების დაბერების გამო გახშირებულია სიკვდილიანობა, შობადობა კი ძალზე იშვიათია, ან სულ არ არის. ასეთია ვარდისფერი სტატისტიკისგან განსხვავებული ჩვენი ცხოვრების სტატისტიკა.

მე რომ ისეთი მაღალი დონის ქვეყნებში ვცხოვრობდე, როგორიცაა ავსტრია ან შვეიცარია და ჩვენი ტელევიზიების გადაცემებს იქედან ვადევნებდე თვალს, გამორიცხული არ არის, ვინატრო საქართველოში ცხოვრება. მხიარული სახეები, თბილი შეხვედრები პრეზიდენტთან და მაღალი რანგის სხვა მოხელეებთან მართლაც მაფიქრებინებს, რომ საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, ხალხი კი განცხრომას ეძლევა ბედნიერების მწვერვალზე. მოსახლეობის 10-15 პროცენტი აქ მართლაც კარგად ცხოვრობს და მათი მაგალითების გამოყენებით შეიძლება, საკმაოდ მიმზიდველი თეატრალური წარმოდგენა შექმნა. ხელისუფლება ამ შესაძლებლობებს წარმატებით იყენებს, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ იმდენად ყალბია, რომ თეატრალიზებულმა სანახაობამ პირვანდელი მიმზიდველობა დაკარგა. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელი გახდა იმის დამალვა, რომ საქართველო სამოთხე კი არა, პოტიომკინის სოფელია. ქვეყანას კი თავისუფალ შრომაზე დაფუძნებული ძლიერი და სისხლსავსე სოფელი სჭირდება. იგი რუდიმენტი არ არის, რომ მისი მოცილება ადვილად ასატანი გახდეს. საჭიროა, ყველამ იცოდეს, რომ ქვეყნის გადარჩენის გზა სოფელზე გადის.




 ახალი ამბები
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ : ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია"მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს, საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ წვლილის გამო, რომელიც შეაქვს ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში. „ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ერთად და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში", - განაცხადა იენს ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარადგინა"ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარადგინა. სია წარადგინა ევროპული საქართველოს ახალგაზრდა სპიკერმა, თათია ვახტანგაძემ. ვახტანგაძის თქმით, სია არ არის რიგითობით და შეადგენს და როგორც წარდგენაზე განაცხადეს, ეს იმ გუნდის სიაა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს. სია შემდეგნაირია: გიგი უგულავა,   ტარიელ ლონდარიძე, ლევან თარხნიშვილი, გოჩა გურგუჩიანი, არსენ კარაპეტიანი,  ზურაბ ჩილინგარაშვილი,  ირინე აფხაზავა, აჰმედ იმამკულიევი, ზურაბ ჭიაბერაშვილი,  გიორგი კანდელაკი,გიორგი ღვინიაშვილი, მაია კაციტაძე, ელენე ოზაშვილი, სერგო რატიანი, ირაკლი კიკნაველიძე,  მალხაზ პატარაია, ოთარ კახიძე, მარიამ რამინაშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე,  გიგა ბოკერია, ზაზა კედელაშვილი, ნინო გოგუაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, სერგი კაპანაძე,  გიგი წერეთელი, ტარიელ ნაკაიძე,  ხათუნა გოგორიშვილი, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე,  შალვა შავგულიძე.  შიდა კონკურენციის შედეგად დეპუტატი გახდება ის, ვისაც გადაწყვეტს „ევროპული საქართველოს“ აქტივი და ამომრჩეველი.​ ჯერჯერობით თანმიმდევრობას და არც პრემიერობის კანდიდატს არ ... ...
  • საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობსსაქართველოს ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი ბიზნესების არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს.  ბანკმა სპეციალურად 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით შექმნა სივრცე, სადაც მათ მათთვის საჭირო და საინტერესო მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებების ნახვა და ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი უფასო საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ბანკმა მის პარტნიორ  კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესების წინსვლისა და განვითარებისთვის სპეციალური შეთავაზებები შემდეგ სფეროებსა და მიმართულებებზე გააკეთა: • ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება • საბუღალტრო მომსახურება • საგადასახადო კონსულტაციები • მარკეტინგული კამპანიები • იურიდიული მომსახურება • შრომის უსაფრთხოება • ბიზნეს ტრენინგები • IT მომსახურება • კვლევა • თიმბილდინგი „საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვზრუნავთ მცირე და საშუალო ბიზნესებს დავუდგეთ გვერდით არამხოლოდ ფინანსურად ან ინტელექტუალურად, იმ ტრენინგების ორგანიზებით, რომელსაც მათი სამომავლო განვითარების მიზნით ვახორციელებთ, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნითაც. ამჯერად გვსურდა 4B-ის წევრი ბიზნესების გაძლიერების პროცესში ჩაგვერთო ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კონსულტაციის გაწევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ ბიზნესების  წინსვლასა და სამომავლო  განვითარებაში. ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ბიზნესებს მივცემთ დიდ სტიმულს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გახდნენ ეკონომიკურად სტაბილურები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბანკის მიერ მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით ისარგებლონ, ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b#offers, სადაც ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნონ.   დაინტერესებულმა კომპანიებმა კი, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციით დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმკლავდნენ კრიზისს, მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია და განაგრძონ ზრდა - განვითარება, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls