დამიმტკიცონ, რომ ეს ფაქტები სისულელეა და მერე მესროლონ ქვა!

მკითხველი

დამიმტკიცონ, რომ ეს ფაქტები სისულელეა და მერე მესროლონ ქვა!

2015 თებ 18 13:35:40

ვინაიდან ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია, სანამ მთავარ პრობლემას შევეხებოდე, საჭიროდ მიმაჩნია, მოგითხროთ საკმაოდ სამარცხვინო ისტორია, რომელიც ხალხისთვის და ქვეყნისთვის, დღესაც მეტად მნიშვნელოვანია .

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, თბილისში, ონკოლოგიურ საავადმყოფოში, ჩემი მეგობრის რვა წლის ვაჟს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით საოპერაციოდ ამზადებდნენ, მაგრამ ბავშვის მამამ მოახერხა მისი მოსკოვში წაყვანა. მაშინდელი საკავშირო დეპუტატის გივი წითლიძის რეკომენდაციით, ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში მოხვედრა შეძლეს, სადაც მეტად კურიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი:

პროფესორ ბოიკოს მისაღებთან მშობლების საკმაოდ გრძელი რიგი ყოფილა, ხოლო ბავშვები 15-20 მეტრის დაშორებით მისაღებიდან სპეციალურ საბავშვო "პლოშჩადკაზე" ერთობოდნენ. ვინაიდან ამ ბავშვის გასინჯვა პროფესორს თავად იმ ცენტრის დირექტორისგან ჰქონდა დავალებული, თვითონვე გამოსულა კაბინეტიდან და მოუკითხავს ჯაბუას გვარი. როცა მამას მიუნიშნებია, იქ მოთამაშე ბავშვებიდან რომელი იყო მისი, პროფესორი ჯერ გაფითრებულა, შემდეგ ჩამომჯდარა, გაუბოლებია და როგორც საშინლად გადაღლილ ადამიანს ჩვევია, ჩაულაპარაკია: _ საინტერესოა, ამ ხალხს რატომ არ ვეცოდებით, ჩვენ აქ მართლა დაავადებული ბავშვების პრობლემებში ვიძირებით, ესენი კი!!! შემდეგ მამას ბოდიში მოუხადა და პროფესორისთვის უჩვეულო ლექსიკით თბილისელი პროფესორის დედა მოიხსენია.

20 მეტრიდან დასმული დიაგნოზი სწორი აღმოჩნდა, მაგრამ პროფესორ ბოიკოს იმის ახსნა არ დასჭირვებია, რომ თბილისის დიაგნოზი უცოდინარობით არ ყოფილა დასმული _ ანუ მაშინდელი 600 მანეთისთვის, რაც მშობლებს ოპერაციაში უნდა გადაეხადა, ექიმი ღუპავდა სრულიად ჯანმრთელ ბავშვს.

რა ხდება დღეს? კაპიტალისტურ საქართველოში როგორც კომუნისტების დროს, ახლაც გაურკვეველია, რა განსხვავებაა, ქირურგის დანასა და ბანდიტის დანას შორის.

ხალხის ჯანმრთელობაზე რომ ვინმე ფიქრობდეს, მედიცინაში გატარებული რეფორმები მოსახლეობას პრობლემებს ხომ უნდა უადვილებდეს? ჩვენთან რატომ კეთდება ყველაფერი უკუღმა? როცა ადამიანს ფაღარათი აქვს, მას რეცეპტის ამოსაწერად რიგში დგომა შეუძლია?

როცა ქვეყანაში ოჯახისა და უბნის ექიმის ინსტიტუტი სერიოზულად არასდროს ფუნქციონირებდა, ახლა, მითუმეტეს, ამ რეფორმატორების პროფესიონალიზმი რა მოსატანია? ნუთუ იმ კაცთმოძულე როტშილდების მიერ დაფინანსებულმა სამარცხვინო პროგრამამ ჩვენამდეც მოაღწია?

ჯერ კიდევ იმპერატორულ ჩინეთში უბნის ექიმები მთლიან ჯამაგირს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდნენ, როცა მის უბანზე ყველა პაციენტი (რაღაც დაშვებული კრიტერიუმების გარდა) იკურნებოდა. ის ექიმი კი, რომელიც არასწორად მკურნალობდა პაციენტს, პასუხისგებაში ეძლეოდა და ზოგს სიკვდილითაც სჯიდნენ. ალბათ, ასეთმა სტანდარტმა განაპირობა ჩინეთის მოსახლეობის სიმრავლე და ქვეყნის არნახული წარმატებები. ჩვენთან კი, ჩინეთივით უძველეს ქვეყანაში, მედიცინა და ექიმი სანთლითაა საძებნელი.

ვეჭვობ, რომ მაშინდელ ჩინეთში მსგავსი "ინოვაცია" კოლექტიური წამოწყება ყოფილიყო _ ვიღაცას მოუვიდა აზრად და დაიწყო ბრძოლა მისი ცხოვრებაში გასატარებლად.

ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუწირავს საერთო კეთილდღეობისთვის. არც თუ ისე შორეულ წარსულში ჯონ ბრაუნი, რომელმაც არ იკადრა, გაქცეოდა სასამართლოს განაჩენს (იმის მიუხედავად, რომ მას ამის შანსი მიეცა) შეგნებულად ავიდა ეშაფოტზე, რომ დაჩქარებულიყო მონობის ინსტიტუტის გაუქმება აშშ-ში. შუა საუკუნეებში ბრუნომ, გალილეიმ, კოპერნიკმა, იან გუსმა, ასე ვთქვათ, დაიწვეს თავი, რომ გაენათებინათ სამყარო.

დღეს ჩვენს ცხოვრებაში უამრავი სამარცხვინო პრობლემაა დაგროვილი, რომლებისგანაც მე გამოვყოფდი რამდენიმეს.

_ რომელიღაც სატელევიზიო არხზე გაჟღერდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი საქართველოს კუთვნილი განძეულობიდან მხოლოდ "დუბლიკატები" არის დარჩენილი. ეს იყო ანონსი, რომელსაც გადაცემა არ მოჰყოლია, ანუ ვიღაცის ინტერესებში შედიოდა მისი დაბლოკვა. საინტერესოა, გადაამოწმა ვინმემ ეს სამარცხვინო ინფორმაცია? თუ სიმართლეა, სად არის განძი? თუ ტყუილია, რატომ არ დაისაჯა ის მოლაყბე ჟურნალისტი, რომ შემდგომში მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები ვერავინ გაბედოს?

_ სასამართლოს და პროკურატურის სისტემის უმოქმედობით, სადაც არც ღმერთის ეშინიათ და არც სარკეში ჩახედვის რცხვენიათ, ქვეყნიდან გააქვთ იგივე განძეულობები, ასობით მილიონი ნასესხები ვალუტა ე. წ. "ატკატის" სახით, რაც ჩვენს ე. წ. საზოგადოებას არც აწუხებს და არც აინტერესებს.

_ ევროპიდან და ამერიკიდან შემოდიოდა და შემოდის მეორადი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, რასაც დასაწყისში ჰუმანიტარული აქციის სახე ჰქონდა. თუმცა, დღეს ეს ევროპელების ჰუმანურობა აქ ჩვეულებრივ სამარცხვინო ბიზნესად იქცა. საინტერესოა, რომელი მინისტრი თუ პარლამენტარი დგას ამ ბიზნესის უკან? მე არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ კითხვას ვსვამ.

და ბოლო საკითხი, რომელზეც ერთადერთი გონივრული პასუხის მიღებისთვის ყველა არაგულგრილი ქართველი მართლა კოცონზე უნდა წავიდეს და აი, რატომ _ სააკაშვილის გუნდის გამყიდველობით, უვიცობით თუ გულგრილობით, ქვეყანაში შემოგვიტანეს სუპერსაიდუმლო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც დააბინავეს არა სადმე "ლეკიანში", არამედ თბილისში (თუ მასთან ახლოს), სუპერსტრატეგიულ ადგილზე. აქ ამერიკელების მოცემული გარანტიების მოსმენა სასაცილო იქნება. მაგრამ მოიძებნება კი ადამიანი ან კოლექტივი, ძველი თუ დღევანდელი ხელისუფლებიდან, ან ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიიდან, რომელიც ლოგიკურად აუხსნის ხალხს ზემოხსენებული ობიექტის საქართველოში შემოტანის აუცილებლობას? დავაკონკრეტოთ, რას ემსახურება ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია საქართველოში _ მისი გენოფონდის ზრდას თუ შემცირებას? თუ ჯერჯერობით, არაფერს არ ემსახურება და შორეულ სტრატეგიულ გეგმაში ზის?

რატომ არ უნდა გამოვიდნენ ახსნა-განმარტებით ისეთი განათლებული პარლამენტარები, როგორიცაა ზ. ძიძიგური, ზ. კვაჭანტირაძე, გ. ფოფხაძე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ისეთი კლუბის წევრია, სადაც ყველაფერი იციან, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ ობიექტის შემოტანის მიზეზს ვერ ამოხსნიან.

უბედურება იმაშია, რომ ჩვენ პარლამენტარებს ნებისმიერი სიმართლისთვის "კოცონზე" წასვლას, იმ კოცონზე შემწვარი მწვადების მირთმევა ურჩევნიათ, რომელიც მათ ელოდებათ ყველა ხის ძირში, სადაც კი წასვლას მოისურვებენ (რაც მათზე უფრო ჩვენი ბრალია). ასევე, საკვირველია, რატომ დუმს თსუ-ს სტუდენტობა, რომელიც დაარსების დღიდან პირველი გრძნობდა ქვეყნის მაჯისცემას?

მსოფლიოს ნებისმიერი ზრდასრული მოქალაქე მე-20 საუკუნეში დაბადებულია ანუ იმ საუკუნეში, რომელმაც ორი მსოფლიო ომი გადაიტანა. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი მსოფლიო ომი მოყვა პრინც ფერდინანდის მკვლელობას სარაევოში, ანუ გავრილა პრინციპის ერთმა გასროლამ 12 მილიონი ადამიანი შეიწირა და ამდენივე დაასახიჩრა.

მეორე მსოფლიო ომიც არ ყოფილა აუცილებელი გარდაუვალობა, ანუ სანამდე ჰიტლერი ფიურერი გახდებოდა, უმძლავრესი გერმანია, მიუნხენის ლუდის ბარში, სადაც ნაცისტური "ბიბლია" "მაინ კამპფ" იწერებოდა, ავტორს უთავაზებდა თავში ლუდის კათხას და დაუწყებლად დამთავრებული იყო მეორე მსოფლიო ომი.

ასე რომ, მსგავსი ავანტურისტებით დღეს სავსეა ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება. ამიტომ ახალგაზრდობამ არ უნდა დაუშვას იმ ლაბორატორიიდან ამერიკელებს "გაეპაროს" "ებოლა", ანუ დღესვე დაიწყოს შეურიგებელი ბრძოლა მისი ქვეყნიდან გატანისთვის.

თუ რომელიმე ხელისუფალი ამ წერილის წაკითხვისას იტყვის, რომ სისულელეაო, მას ჯერ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მართლაც სისულელეა და შემდეგ მესროლონ ქვა!

გრამიტო მამინაშვილი




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...