საახალწლო ზედაშე

მკითხველი

საახალწლო ზედაშე

1 იან. 1970, 04:00:00
იგავი

ერთ დიდ ტყეში, მოახლოებული ახალი წლის ღონისძიებათა ჩასატარებლად, მხეცთა და ფრინველთა საგანგებო ლაყბობა გაიმართა.

მოლაყბეთუხუცესმა, დიდმა ჭოტმა-ბაიყუშმა, ჩვეული რიხითა და დიდი თვალების ბრიალით გააცნო საზოგადოებას განსახილველ საკითხთა სია. შეუდგნენ მუშაობას, მივიდნენ ძირითად საკითხამდეც. მთავარი მოლაყბეები: ტურა, მელა, დათვი, აფთარი, მაჩვი, ციყვი, ვირთხა და მელოტა პრეზიდიუმში ისხდნენ დიდ გრძელ მორზე, მოლაყბეთუხუცესი _ ცენტრში, დიდი წიფლის გადანაჭერზე, რიგითი მოლაყბეები, რომელთაც ყაყანით შეეძლოთ აზრის გამოხატვა, იმავე მუხის ჩრდილქვეშ ჩამწკრივებულ მორებზე წამოსკუპულიყვნენ. გადაწყვიტეს საახალწლო ღონისძიებით გათვალისწინებული ყველა საკითხი. განხილვებში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა მოლაყბემ, მაგრამ განსაკუთრებით აფთარი და ვირთხა აქტიურობდნენ, შიგადაშიგ მელოტაც ჩააწოდებდა "ბრძნულ" აზრებს და საერთო აჟიოტაჟს იწვევდა.

ის-ის იყო, ბაიყუშს ლაყბობა უნდა დაეხურა, რომ მთავარი მოლაყბე დათვი აიტოტა და ნახევრადგაუგებრად აბურდღუნდა: _ მისმინეთ, ნადირ-ფრინველთ მოლაყბეებო! ის... ის დაგვავიწყდა _ რით დავლოცოთ ახალი წლის მოსვლა?! _ როგორც იქნა, თავი მოუყარა სათქმელს.

_ ვაი, ეს კი მართლაც გამოგვრჩენიაო!

უხუცესმა თვალების გადამეტებული ბრიალით და გაკაპასებით გადახედა მაჩვს, რომელიც ისე გაწითლდა და დაბეჩავდა, დედოფალაღა ეგონებოდა მნახველს.

საგონებელში ჩავარდა ნადირთა და ფრინველთა სალაყბო, აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ _ ბიუჯეტის ყველა რესურსი ამოწურული იყო.

ერთ-ერთმა მთავარმა მოლაყბემ, ციყვმა მარქაფამ მლიქვნელურად ფუნჯა კუდის ქიცინით გული გაუკეთა ბაიყუშს: _ უხუცესო, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. _ კი, კი კაცო! ამაზე უარესი სიტუაციიდანაც გვიპოვია გამოსავალიო, _ მხარი აუბა ციყვს რუხმა ვირთხამ, რომელსაც, ჩვენში დარჩეს და უხუცესის სკამისკენ ეჭირა ცალი თვალი. მთავარმა მოლაყბე მელოტამ ზურგს უკან ჩაილაპარაკა _ ამდენი ფინანსები გაანაწილეს და, აბა, ტყის უბნები თუ გაახსენდა საერთოდ ვინმესო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია.

მთავარმა მოლაყბე მელამ თვალები კეკლუცად მინაბა, აახამხამა და უხუცესს შესციცინა _ მზეზე მაღალო, ჩვენ ხომ საახალწლო ღონისძიებანი ერთად დავგეგმეთო! სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მთავარი მოლაყბე დათვი მორიდან ბურთივით ავარდა და დაიძახა: _ გამოსავალი ვიპოვეო!

_ აბა, მოგვახსენეო, _ უბრძანა უხუცესმა და აშკარად გამოხატული ინტერესით შეხედა დათვს, ხოლო მუხის ჩრდილში მსხდომი საზოგადოება არანაკლები ინტერესით გაილურსა.

_ უხუცესო, ტყის ბიუჯეტში შევიტანოთ მუხლი: "მთავარ მოლაყბეთა პრემია" _ საღვინე ყურძნის შესაძენადო, _ რიხით განაცხადა დათვმა და თან ცალი თვალით ცინიკურად გადახედა ისედაც გასაცოდავებულ მაჩვს, რომელიც ამ ფაქტმა საბოლოოდ გაანადგურა, თუმცა, უზომო მორჩილებით აღვსილი თვალები შეანათა ბაიყუშს იმედით _ იქნებ, დათვის აზრი არ მოეწონოსო.

და, იცით, რა მოხდა? უხუცესი წამოდგა და განაცხადა: _ მეგობრებო, გამოსავალი ნაპოვნია _ ამიერიდან ტყის ყოველწლიურ ბიუჯეტში დაწესდება სპეციალური მუხლი _ პრემია ნადირთა და ფრინველთა სალაყბოს მთავარი მოლაყბეებისთვის საღვინე ყურძნის შეძენისთვის! _ ბრძანა უხუცესმა, წიფლის გადანაჭერს ხის როკი კლანჭით მძლავრად დაჰკრა და ლაყბობა დახურა.

რიგითი მოლაყბეები უმალ წამოიშალნენ, თუმცა, კურდღელმა და ზღარბმა ჩაიბურტყუნეს _ ჩვენ, ყოველთვის და საახალწლოთაც მშივრები ვრჩებით, ისევე, როგორც ტყის ბინადართა უმრავლესობაო! მაგრამ ვიღა იყო მომსმენი.

იგავის არსი: მელას _ ხორცი; ვირთხას _ თხილი; დათვს _ ზედაშე; მაჩვს _ სიმინდი.

ტყის ბინადართ? თვალში _ ბისტი, ისიც დამდეგი ახალ წლისთვის!

შეგონება: _ გამოფხიზლდით, ხალხო!

დიატელი,2011 წლის 31 დეკემბერი, ოზურგეთი




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...