წამმზომი ჩართულია!

მკითხველი

წამმზომი ჩართულია!

2012 თებ 20 07:47:47
ამერიკის შეერთებულ შტატებში, "გურია ნიუსის" ვებ-გვერდის მეშვეობით. ყოველდღიურად ვეცნობი, თუ რა ხდება გურიაში. ამდენად, გავეცანი ფიქრია ბეღელაძის მიერ მომზადებულ, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიასაც, რომელიც აღწერდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფნარში არსებულ რეალობას. სოფლის სკოლის ხის კედლები ხავსს და სუროს დაუფარავს, დაზიანებულია სასკოლო ინვენტარი, თითქმის ყველა ოთახში წყალი ჩამოდის, გახსნილია კედლები... ბიბლიოთეკაში წიგნები ლპება. ქალბატონი ნუნუ ანდღულაძის დიდი დამსახურებაა, რომ წიფნარის დაწყებითი სკოლა, 80-იანი წლების ბოლოს, გაუქმებას გადაარჩინა; დაუღალავი შრომით იმასაც მიაღწია, რომ დანგრეული სკოლა საჯარო სკოლად გადააქცია და სამიდან 9-კლასამდე გაზარდა. ქალბატონი ნუნუ რომ არა, დღეს ის სკოლა საერთოდ არ იარსებებდა.

მინდა მოგახსენოთ, რომ სანამ სოფლის რწმუნებულად იქნება ისეთი ადამიანი, როგორიც უჩა კიკვაძეა და უბნის ინსპექტორი, პოლიციელი ვახტანგ მამეიშვილია, სოფელს არაფერი ეშველება. და თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ: სოფელ წიფნარში დავიბადე და ვიზრდებოდი 14-წლამდე. აშშ-ში უკვე 15 წელია ვცხოვრობ. ვარ როგორც საქართველოს, ისე ამერიკის მოქალაქე. 2010 წლის აგვისტოში ვიყავი სტუმრად ჩამოსული მშობლიურ წიფნარში. რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, ბურნათიდან წიფნარამდე გზაზე ზუსტად იგივე ორმოები დამხვდა, 15 წლის წინ რომ დავტოვე. სოფლის ცენტრში კი, ისევ ის გაპარტახებული მაღაზია, კანტორა, ბიბლიოთეკა, კლუბი, სკოლა, ნახევრად წაქცეული დენის ბოძები...

წიფნარის რწმუნებული უჩა კიკვაძე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. რამდენჯერმე სოფელში გამაფრთხილეს, რომ ეს კაცი ყველა მთავრობას მოერგო და ფრთხილად იყავიო. მიამბეს, როგორ იცავდა კბილებით შევარდნაძის მთავრობას, მაგრამ როცა ნაციონალებმა გაიმარჯვეს, ვითომ, მთელი ცხოვრება შევარდნაძის მტერი იყო ისე მოაქვს თავი. როგორც სოფლის რწმუნებულს ვკითხე კიდეც, ნუთუ ასე ძნელია სოფელში თუნდაც გზის გაკეთება-მეთქი. მან თქვა, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევს, ყველა ფულის საკეთებლად არის მოსული ვერავისთან მიხვალო. შემდეგ უჩამ მითხრა ასეთი რამ: ტრაქტორი იყიდება 1500 დოლარად, თუმცა, მისი ფასი 3-ჯერ მეტიაო. 500 მაქვს, 1000-იც რომ მაშოვნინა, სოფელს ეშველება, თორემ, ამ მთავრობის იმედზე ჩემი მტერი იყოსო. მეც ამოვიღე ჯიბიდან 1000 დოლარი და მივეცი, თუ სოფელს ეშველება-მეთქი. უჩამ მომცა ასეთი პირობა: 2011 წლის 5 სექტემბრამდე, ერთ წელიწადში ამ გზას ჩემი ეზოდან ბურნათამდე გააკეთებდა, იმ ფულს დამიბრუნებდა, ტრაქტორი კი ჩემი სახელით ეყოლებოდა სოფელს და ყველა გლეხს დაეხმარებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა უჩამ და მითხრა, რომ თავისი 500 დოლარი შემოეხარჯა და თუ სასწრაფოდ არ დავეხმარებოდი, ტრაქტორს დაკარგავდა. მე თბილისში ვიყავი, ამერიკაში მივფრინავდი, უცებ მოვძებნე რუსთავი-ჩოხატაურის მიკროავტობუსის მძღოლი და ის ფულიც გავატანე. უჩამ ფული მიიღო, დამირეკა, მადლობაც გადამიხადა და შემპირდა: ჩამოხვალ სოფელში და ნახავ, რა გზას დაგახვედრებო.

უკვე მეორე ზაფხული მოდის _ არც გზაა, არც კვალი. და რაც მთავარია, ირწმუნება, ჯართი ჩავაბარე და ტრაქტორი იმით ვიყიდეო. უჩამ კარგად იცის, რომ ჩემს მანქანაში ვიდეოთვალია დაყენებული და ყველაფერი ფიქსირდება. როცა 1000 დოლარი მივეცი, ის მაშინ ჩემს მანქანაში იჯდა. მიკროავტობუსის მძღოლის იმედიც ნუ ექნება _ ის ტყუილს არ იტყვის, უპატიოსნესი ბიჭია.

ასევე, მე და ჩემს კუთხეს, დაუპირისპირდა სოფელში აჭარიდან ჩამოსახლებული ირაკლი შავაძე, რომელიც, არც თუ სახარბიელო წარსულის მქონე პიროვნებაა; მან, ჩემი ამერიკაში წამოსვლის შემდეგ, ჩემზე საჩივარი შეიტანა პოლიციაში, თითქოს მის ოჯახს ვაშანტაჟებდი. ეს საქმე დაევალა წიფნარის უბნის ინსპექტორს, პოლიციელ ვახტანგ მამეიშვილს. მე დავურეკე და საქმის კურსში ჩავაყენე სოფლის რწმუნებული უჩა კიკვაძე. მამეიშვილსაც დავურეკე და ვუთხარი, თუ საჭირო იყო, სასწრაფოდ ჩამოვფრინდებოდი საქართველოში, რათა სიმართლე გარკვეულიყო. მამეიშვილი მეუბნებოდა, რომ საჭირო არ ვიყავი, რადგან თითონვე, თავისი ამერიკული იარაღით, ვინჩესტერით, რომელიც სახლში აქვს, გაუსწორდებოდა შავაძეს. პარალელურად, იბარებდა ირაკლის და ეუბნებოდა, გოჩა მოკალი და რაიონი დაგაფასებსო. ერთხელ მამეიშვილმა ტელეფონში მითხრა, რომ მან "კაი ბიჭებში" იკითხა ჩემზე და ყველამ თქვა, ირაკლიმ გოჩას ტყვიით შუბლი უნდა გაუხვრიტოსო. მამეიშვილს მაშინვე დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და უთხრა, რას ბედავო, რადგან, მე ისინი წინასწარ საქმის კურსში მყავდა ჩაყენებული. მამეიშვილმა იმ წუთშივე დაიწყო ბოდიშის მოხდა _ მაპატიეთ, რაღაც დაუფიქრებლად წამომცდაო. მამეიშვილი ფიქრობდა, რომ გოჩას რაღაცაში "გავჭედავ" და ფულს გავაკეთებო. როგორც ვიცი, მანქანის ყიდვას აპირებდა "ჩემი ხარჯით". თავის მხრივ, სოფლის რწმუნებული, უჩა კიკვაძეც ფიქრობდა, კარგია, ტრაქტორის მომკითხავი ჩამომშორდებაო. როგორც მულტფილმში _ "სოფლის მაშენებელი", მესამე ხმის მოძებნა დაიწყეს და მოძებნეს პოლიციელი მამალაძე, რომელიც, კიკვაძის თქმით, თურმე, ჩემზე ყოფილა გაბრაზებული. მე მას ტელეფონით ვესაუბრე და მერე კიკვაძესაც მოვასმენინე მისი საუბარი. ხელთ იმის ჩანაწერიც მაქვს, თუ როგორ აგინებს კიკვაძე პოლიციელებს. მათთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა, რომ ჩემს ადვოკატს ყველაფერი ჩაწერილი აქვს. მამეიშვილი ოზურგეთის პოლიციაში იყო დაბარებული ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ ეშინია მამეიშვილს ფაქტების. მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს საქმეში ჩართულ სხვა პოლიციელებთან, მაგალითად, ვალოდია დოლიძესთან, თუნდაც გამომძიებელ მარინა ბერაძესთან ან სხვებთან. იმიტომ, რომ ამ პოლიციელებმა ჩემთან საუბარში გამოავლინეს კულტურის უმაღლესი დონე, არც ერთი ქუჩური სიტყვა არ უხმარიათ, სულ თქვენობით მელაპარაკებოდნენ, მომისმინეს და იმოქმედეს კანონის ფარგლებში. მამეიშვილი კი, ყოველთვის ქუჩურად, "ძველბიჭურად" მელაპარაკებოდა.

როცა ჩვენ ძალიან ღარიბები ვიყავით და "უპერსპექტივოებად" გვთვლიდნენ, ჩემს ძმებს კიკვაძემ ფული "შეაწერა" და როგორც მაშინ ამბობდნენ, "წამმზომი ჩაურთო". ეს ძველი ამბების გახსენება კი არა, ისტორიაა. არადა, სოფელში ყველაფერი მისახედია _ ოჯახებიდან საქონელს იპარავენ, დროებით დაკეტილ სახლებში კი პატრონებს საწოლი, თეფში და ტაფაც კი არ ხვდებათ. კიკვაძე კი ყოვლად უფუნქციო სოფლის კანტორის სახურავს ცვლის, როდესაც, სკოლა და ბიბლიოთეკა სადაცაა ჩამოინგრევა.

სოფელს, ასევე, ისეთი ინსპექტორი სჭირდება, რომელიც ნაპერწკლიდან ცეცხლს არ გააჩენს და კვირაში ერთხელ მაინც რომ მოვა სოფელში.

არ იქნებოდა ურიგო, მამეშვილს სოფელში ეკითხა, გოჩა რამდენ გაჭირვებულს დაეხმარა, რამდენს _ მიცვალებული დაამარხვინა, წამლის თუ სწავლის ფული გადაუხადა; რა საჩუქარი გაუკეთა სკოლას; როგორ დააფინანსა ჩოხატაურის თეატრის მსახიობები; თუ როგორ ედგა გოჩა სოფელს გვერდში რაიონულ თუ რეგიონულ თეატრალურ ფესტივალებზე; თუ როგორ შეიყვანა სოფელი წიფნარი ოქროს ასოებით მსოფლიო სპორტის ისტორიაში... თუნდაც, იმ ირაკლი შავაძეს ჰკითხოს, როგორ ვეხმარებოდი ფინანსურად საოჯახო ბიზნესის გაუმჯობესებაში, როცა კი რამე დასჭირვებია.

იკითხოს, თუ რატომ არიან დაინტერესებულები ამერიკის კინოსტუდიები გადაიღონ ჩემი ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმი, რომლის სათაური უკვე შერჩეულია, "ჩინჩხოლადან-დელივერამდე"; ჩინჩხოლა პატარა ღელეა, ჩემს სოფელში; დელივერი კი მდინარე, რომელიც ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა, ვაშინგტონმა ლაშქრით გადალახა.

იმედი მაქვს, ჩემს წერილს წაიკითხავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქალბატონი ლელა იმედაშვილი და პოლიციის უფროსი ლევან სიხარულიძე და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ; თუ პოლიციელ მამეიშვილის საქმე არ იქნება ადგილზე განხილული, იძულებული ვიქნები, ჩემი ადვოკატის მიერ შეგროვებული ყველა მასალა გადავუგზავნო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს, მივმართო უზენაეს სასამართლოს.

მოვითხოვ უჩა კიკვაძისგან, ის ტრაქტორი მოახმაროს სოფელს და არა მარტო თავის თავს; ამასთან, აღიაროს პოლიციაში, თუ როგორ იყიდა ის ტრაქტორი სამჯერ იაფად და რა კანონდარღვევებით გააფორმა იგი; აღიაროს, ასევე, რაც ოცი წლის მანძილზე სოფლის აღმშნებელობისთვის გამოყოფილი ფული შეუჭამა სოფელს. ეს მას შეუმსუბუქებს სასჯელს. ასე, რომ დრო შეიცვალა, უჩა _ ახლა შენი საქმიანობის წამმზომი ჩაირთო!

პატივისცემით, გოჩა ფასეიშვილი,

ნიუ იორკი, 20 იანვარი.

წერილი იბეჭდება მნიშვნელოვანი შემოკლებით

რედაქციისგან: მკითხველს და წერილის ავტორს შევახსენებთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია მხოლოდ ერთი მხარის არგუმენტების მიწოდება მკითხველისთვის; წერილის დიდი მოცულობის გამო, ვაქვეყნებთ გოჩა ფასეიშვილის წერილს და მომავალ ნომერში აუცილებლად გამოვაქვეყნებთ მასში მოხსენიებული ყველა პირის მოსაზრებებს.




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს