სისხლიანი მადლობა სიცოცხლის ნაცვლად!

მკითხველი

სისხლიანი მადლობა სიცოცხლის ნაცვლად!

1970 იან 1 04:00:00
ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს... რისთვის? ავღანეთში ქართული ჯარის ყოფნის-საბრძოლო-სამშვიდობო მოქმედებისთვის!

სააკაშვილის გაბადრული სახე...

ტკივილმა გული დამისერა... 1992 წელს ბონდო მაცაბერიძის მიერ გამოცემული წიგნი "სადაურსა სად წაიყვან..." ისევ ვაქციე ჩემს სამაგიდო წიგნად _ "სად ღმრთისმშობლის წილხვედრი საქართველო და სად ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით გადაშლილი დაუმორჩილებელი ქვეყანა, ფანატიზმის ბურჯი?!" _ ასეთ შეკითხვას წიგნის ფურცლებიდან სვამს წერილის _ "ავღანეთი და საქართველო" _ ავტორი აკაკი გელოვანი.

ეს კომუნისტური რეჟიმის დროს, როცა საავდრო ღრუბელივით გადაუარა საქართველოს "ავღანურმა ომებმა". თუმცა, გადაუარა?

საქართველოდან ავღანეთში 128 ბიჭი დაიღუპა _ 123 სამშობლოში ჩამოასვენეს, 5 მათგანი კი... სად არის მათი საფლავი?! ეგებ მათ ქართულ გულს ავღანური მიწაც არ დაჰყრია?! 300 ახალგაზრდა დასახიჩრდა.

ეს იმ წლების საშინელი ექოა, რომლის ხმა, საღად განსჯისა და მოქმედებისთვის ვერ მიწვდა სააკაშვილს, მთავრობას, პარლამენტს...

არადა, სახეზე იყო ედუარდ შევარდნაძის მაგალითი: "ედუარდ შევარდნაძეს, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვნის. მოლაპარაკებისას 14-ჯერ ჩავიდა ავღანეთში".

ახლა ისევ ამონარიდი წიგნიდან: "... 1981 წლის 29 ივნისს გვაცნობეს შვილის დაღუპვის ამბავი. 6 ივლისს კი, ჯამბული ცინკის კუბოთი გამოგვიგზავნეს. მე წინათგრძნობით ვგრძნობდი, რომ კუბო ცარიელი იყო. მართლაც, ვერ მოვითმინე, კუბო დავჩეხე, რაშიც ორი ღერი ფიცარი და სამხედრო ტანსაცმელი იდო", _ თამარი, ჯამბულ კოსტავას დედა.

აი, რატომაა ტკივილით წასაკითხი "ავღანელი" ქართველის, ნოდარ გიორგაძის სიტყვები: "იყო შემთხვევები, როცა არაფერი იყო თუთიის კუბოში. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ზოგჯერ, აფეთქების შემდეგ, ადამიანის ნაშთიც კი არ რჩებოდა".

თუთიის კუბოთი ჩამოასვენეს ოზურგეთში ნასაკირალელი ზურაბ მახარაძე, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა.

უსამართლო ომის წინააღმდეგ ერთ-ერთმა პირველმა ხმა ანდრეი სახაროვმა აიმაღლა. მერე პოეტი ევგენი ვტუშენკო ლექსით აუმხედრდა უმოწყალო რეჟიმს:

"ღაღადებს ფუჭად დაღვრილი სისხლი,

დაჩეხილი და განაწამები,

ჩამოდიოდა თუთიის ყუთით

ჯერ კიდევ თბილი თქვენი გვამები".

საუბედუროდ, საქართველოში, დღეს, ისევ ჩამოდის "თუთიის ყუთებით" ქართველი ბიჭების "დაჩეხილი და განაწამები" გვამები.

წლების წინათ სსრ კავშირი "იცავდა" (ვისგან?!) ავღანეთს, რადგან "ავღანეთი წიაღისეული საბადოებით მდიდარი ქვეყანაა".

დღეს ამერიკა "ახდენ-აწესრიგებს" მის დაცვას და დგას "თავისუფლების მებაირაღე ამერიკის" გვერდით საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მიდიან ქართველი ბიჭები ავღანეთში მშვიდობის მისიით და ჩამოაქვთ საქართველოში თუთიის კუბოები.

ოზურგეთსაც მოუწია ავღანეთში მებრძოლი ოციოდე წლის ბიჭის, გია გოგუაძის დატირება, თუმცა, შემზარავი რამ მოხდა დაკრძალვისას _ გიას დედამ ჯერ ცას ახედა, მერე მიწას მიაპყრო მზერა და... ამოყვა სულის კივილს "იავნანა" და თითქოს ყველაფერი გაშავდა. ამ სიშავეში ვარსკვლავებით აენთო ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ჩვენი ბიჭების სახელები: მუხრან შუკვანი, რამაზ გოგიაშვილი, დავით ცეცხლაძე, გიორგი კოლხიდაშვილი, ნუგზარ კალანდაძე, ზურაბ გვენეტაძე, დანიელ კორძაია, გიორგი მარტიევი...

ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას ტკივილიანი სტრიქონებით მინდა მოვარგო ამ წერილს: "მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, ვახტანგ გორგასლის საბრძოლო ორდენი უბოძა ერაყში, სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილ მიშა ქუთათელაძეს...

მიშა ქუთათელაძე ამერიკის კეთილდღეობისთვის ერაყში, ნაღმზე აფეთქებული საქართველოა, ყავარჯენზე დაყრდნობილი საქართველო!"

ჰოდა, იღებს მიხეილი ობამასგან მადლობებს ჩვენი ბიჭების სიცოცხლის სანაცვლოდ. სისხლიანია ეს მადლობა, ტკივილის მომგვრელი და დამთრგუნველი, რატომ? ამ კითხვებზე პასუხს ისტორია გასცემს, მაგრამ იარას წლები ვერ მოაშუშებს, სიცოცხლეს ვერ დააბრუნებს.

"იმ ხუთი ათასი ქართველიდან, ხუთს ვერ ნახავდი პატრონიანს!" _ იწერებოდა ერთ-ერთი ავღანელი ოჯახში.

ეს იმ დროის წერილიდანაა. დავსვათ კითხვები: დღეს არიან თუ არა "პატრონიანები" იმ ქართველთა რიგებში ან რატომ არ არიან? მართლაც, პატრიოტული შეგნებით მიდიან სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოსაწერად თუ მაღალი ანაზღაურებისთვის?

ეს კითხვები ობამას მადლობამ და სააკაშვილის გაბადრულმა სახემ მომაძალა. თანაც, ერთიც არის გამოსაკვეთი: როგორც ჟურნალისტი ეკა ლომიძე წერს, "2010 წლის სექტემბერში, ავღანეთში დაღუპული მეომრები ისე ჩუმად ჩამოასვენეს და დაკრძალეს, როგორც ჩემი ბავშვობისას ჩამოჰყავდათ "ცინკის" კუბოებით ქართველი ჯარისკაცები".

თუმცა, ისე, ალბათ, იძულებით ორიოდე სიტყვას მაინც ამბობენ, თანაც ვალის მოსახდელად დასძენენ: "დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს!"

ამ სიტყვების გაგონებისას მყინავს: "დაიხოცენით, ჩვენ დაგკრძალავთ, ოჯახს ფულს არ გადავახდევინებთ!"

აი, პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროს პასუხი!

გარდაცვლილთა ოჯახებს დასაკრძალავი ფული, მიხეილს _ ობამას მადლობა! მიხეილი ამაყი და კმაყოფილია!

ასე ეწირება და შეეწირება პრეზიდენტის პატივმოყვარეობას სიცოცხლის მოყვარული ბიჭების სიცოცხლე _ 749 ჯარისკაცს დამატებით ისევ გაგზავნის ავღანეთში მიხეილი. და ისევ იქნება "საამაყო", რადგან "ნატოს არაწევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი კონტიგენტი ეყოლება."(?!)

და რჩება ჰაერში კითხვა: "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!"




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...