მე, მანდარინი და პოლიტიკა

მკითხველი

მე, მანდარინი და პოლიტიკა

1970 იან 1 04:00:00

გაზეთ "გურია ნიუსის" 95-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: "ფაფუ, სამმართველო გაუქმებულა! მანდარინი კი სირცხვილისგან გაშავებულა" _ ჟურნალისტი სოფლის მეურნეობის სამმართველოს გაუქმებასა და მანდარინის მოსავლის გაუარესებაზე ესაუბრება გურიის სოფლის მეურნეობის ყოფილ უფროსს, თამაზ სალუქვაძეს.
წელს, მართლაც არასახარბიელო სეზონი იყო მეციტრუსეებისთვის _ წინა წლებთან შედარებით, მოსვლის გაცილებით მეტი ნაწილი დაზიანდა, როგორც წერილშია აღნიშნული "გაშავდა და დალაქავდა." მიზეზებსა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, მართლაც, აუცილებელია საუბარიც და ქმედითი ღონისძიებების გატარებაც. მითუმეტეს, როცა ხარისხის გაუარესებამ, მეციტრუსეები გამოაფხიზლა და მათი მხრიდან ამ საკითხებით დაინტერესება საგრძნობლად გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სასოფლო სამეურნეო პროგრესის ცენტრი" შპს "ხელხვავთან" ერთად, ბოლო წლებია მთელი რეგიონის მასშტაბით ახორციელებს "ციტრუსების მავნებელ-დაავადებებისგან დაცვის პროგრამას." პროგრამით უკვე წარმატებით ისარგებლა ათეულობით მეციტრუსემ, დავაგროვეთ საინტერესო გამოცდილება, მზად ვართ პასუხი გავცეთ ამ პრობლემის შესახებ წარმოშობილ ნებისმიერ შეკითხვას. ფერმერთა მზარდი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ახალი წლიდან ვაპირებთ პროგრამის კიდევ უფრო გააქტიურებას და ფართო მასშტაბის საინფორმაციო კამპანიის წარმართვას მეციტრუსეებისთვის.
მანამდე კი არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ზემოთ ხსენებულ სტატიას. მსგავსი არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა საჯარო მოხელიდან დიდი ხანია არ გამიგია. მეტიც, საქმე გვაქვს დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობასთან, რომლის რეაგირების გარეშე დატოვება ასევე დანაშაული იქნებოდა. ამიტომაც ავიღე კალამი.
ყოფილი სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ მანდარინის გაშავება "რამ გამოიწვია ზუსტ პასუხს ვერავინ მიაგნო".
მინდა იცოდეს, რომ არა თუ ზუსტი პასუხი უკვე არსებობს, იგი არც ახლაა აღმოჩენილი, არამედ კარგა ხნის წინ აიწერა, გამოკვლეული იქნა, დაიწერა და რეკომენდაციები გაიცა ანუ განვლილი და გათელილი თემაა.
კიდევ, ბატონი უფროსი აცხადებს, რომ თურმე "სადაც შეწამლეს, იქ უფრო გაშავდა და უარესი შედეგი მიიღეს". მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უამრავმა მეციტრუსემ, ვინც ყურადღებით მოეკიდა სპეციალისტების რჩევა-დარიგებებს და მათი რეკომენდირებული შეწამვლების სქემა გამოიყენა, საუკეთესო მოსავალი მიიღო.
საინტერესოა, ამაზე რატომ არ საუბრობს სამმართველოს ყოფილი უფროსი? განა შეიძლება ცალკეული შემთხვევები განვაზოგადოთ და ამით შეცდომაში შევიყვანოთ ადამიანები?
რაც შეეხება სამმართველოს ყოფილი უფროსის პასუხს, რომ თურმე ციტრუსების გაშავების მიზეზი კივის დამტვერვის შედეგი არის თუ არა, ჯერ არავინ იცისო, ამჯერად უფრო "მოწყალე" ვიქნები და ამას ხუმრობაში ჩავთვლი. მაგრამ გვაქვს კი საქმე სახუმაროდ?!
ასე რომ, ბატონებო, ციტრუსებში არსებული მდგომარეობის შესახებ ყველა აქტუალურ საკითხზე უკვე არსებობს პასუხი. მთავარია, გვეყოს პასუხისმგებლობა არ დავიზაროთ, პროფესიონალებს ვკითხოთ და დავუჯეროთ.
აქვე მიჩნდება კითხვები, რატომ არ ახსენებს სამმართველოს უფროსი ამ საქმეში დიდი ტრადიციების მქონე ანასეულის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ან არასამთავრობო ორგანიზაციას "სასოფლო-სამეურნეო პროგრესის ცენტრს" ან შპს "ხელხვავს", რომელთა არსებობასაც და მოღვაწეობასაც თავის რეგიონში ნებისმიერი მეურნე და სოფლის მეურნეობის დარგის მესვეური ინატრებდა?
მახსენდება ამასწინათ გურიის ტელევიზიის ეთერით გასული გადაცემა, სადაც სტუდიაში მოწვეული იყვნენ ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ციტრუსების ხარისხზე საუბრისას, არც ერთ მათგანს "არ გახსენებია" ზემოთ ხსენებული ორგანიზაციები, მაშინ, როდესაც ისინი, მაგალითად, შპს "ხელხვავის" აქტიური კლიენტები არიან და თავიანთ ბაღ-ბოსტნებს წარმატებით უვლიან აქ მიღებული სასოფლო-სამეურნეო საშუალებებითა და კონსულტაციებით.
როცა გევალება იცოდე და არ იცი _ ეს ერთი ცოდვაა, მაგრამ როცა იცი და ადამიანებს გზას არ უჩვენებ _ ეს უკვე დანაშაულია.
რასთან გვაქვს საქმე? _ იქნებ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული? იქნებ სახელმწიფო მოხელეებს ეკრძალებათ ცალკეული პიროვნებებისა და ორგანიზაციების საჯაროდ ხსენება და კეთილგანწყობის გამოხატვა, მაგალითად, ჩემი და ჩემი მეუღლის _ ტიფო მიქატაძის?!
მე ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ვარ, ტიფო კი _ შპს "ხელხვავის" დირექტორი, ორთავე კი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, "რესპუბლიკური პარტიის" ხელმძღვანელები.
მკითხველი იკითხავს, რა შუაშია აქ პოლიტიკა?
ნუთუ ისეთ "უწყინარ" თემას, როგორიც სოფლის მეურნეობაა პოლიტიკასთან რამე შეხება აქვს?
ეჭვიანად რომ არ ჩამთვალოთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ უახლოესი წარსულიდან: რამდენიმე თვის წინ, მუნიციპალიტეტის აგრონომობის შესარჩევ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ჯერ თითქოს არ მინდოდა, რადგან ვიცოდი სახელმწიფო სამსახურში დამლაგებლებიც კი პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან, მაგრამ შემდგომ მაინც ჩავერთე _ მაინტერესებდა რა ფორმით მეტყოდნენ უარს; როგორც იტყვიან, "ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" _ არ გაითვალისწინეს ჩემი კონკურენტუნარიანობის არც ერთი ნიშანი და პირდაპირ, მოურიდებლად, თავხედურად მითხრეს _ სანამ ტიფო მიქატაძე პოლიტიკას თავს არ დაანებებს, არც იოცნებოო!
ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა! ყველა საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას "ეწირება". ეს დანაშაულია!
ამიტომაც, ყველა სამმართველოს ყველა უფროსი, ყოფილი თუ მოქმედი, ჯერ "ნაცმოძრაობის" აქტივისტია, შემდეგ კი _ მოხელე. უფრო სწორად, მოხელე იმიტომაა, რომ აქტივისტია და ბოლოს, თუ კი ადგილობრივი ხელისუფლება რეალურად არის დაინტერესებული მეციტრუსეობის პრობლემების გადაწყვეტით, ჩვენ მას ვთავაზობთ პარტნიორობას და თანამშრომლობას.
შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
ვნახოთ, აღმოჩნდება თუ არა ამჯერად პოლიტიკური მიზანშეწონილობა გადამწყვეტი ფაქტორი.

მარინე სუნგულია, ბიოლოგიის მეცნიერებათა ასოცირებული დოქტორი




 ახალი ამბები
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...
  • შესაძლებელია თუ არა სიგარეტზე ფასების მატებით მწეველების რაოდენობის შემცირებასიგარეტებზე ფასები ყოველწლიურად 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც იმატებს, 2016 წლის შემდეგ თამაბქოზე ფასები გაორმაგებულია, მაგალითად, 2016 წელს, ერთი კოლოფი „მალბორო“ თუ ღირდა 3 ლარი, დღეს მისი ფასი 6 ლარს შეადგენს, „პარლამენტის“ კი 4.30 ლარიდან 6.80 ლარამდე გაიზარდ. გაორმაგდა თუთუნის ფასიც. ეს გამოწვეულია, მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, რომლის თანახმად, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა,  ხოლო, უფილტრო(თუთუნი) აქციზის გადასახადმა მოიმატა. მთავრობის განცხადებით,  სიგარეტებზე ფასების მატება მიზნად ისახავს მოსახლეობაში მწეველების შემცირებას, თუმცა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგებიც გამოუჩნდა, საზოგადოების ნაწილის და ექსპერტების  განცხადებით, მწეველების შემცირება ამ რეგულაციებით ვერ მოხერხდება, პირიქით ეს  შედეგი, მხოლოდ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.  როგორც, კომპანია ,,ბრითიშ-ამერიკან-ტობაკოში“ აცხადებენ, დაუსაბუთებელია  ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ხაზს უსვანე იმ ფაქტს,  რომ სიგარეტით ვაჭრობამ “შავ ბაზარზე” გადაინაცვლა. მათი თქმით,  მწეველთა შემცირება,  შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევით. აღნიშნულმა რეგულაციამ კი ქვეყნაში არარეგალური სიგარეტის შემოდინება გამოიწვია.  “საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, მოწევას ამცირებს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევა. თუ ვინმე იტყვის, რომ სიგარეტს თავს დაანებებს საშინელი რეგულაციებით და აქციზის ზრდით, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება გაყიდვების შემცირებას, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ არალეგალური პროდუქტის ხარჯზე. არალეგალური  სიგარეტის შემოდინება გაიზარდა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევები ამაზე მეტყველებს. არალეგალური სიგარეტის ორი შემოდინება იქნება რადიკალური ორი მიმართულებიდან: ერთი- რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და მეორე - სომხეთიდან. სულ მალე 500-კოლოფიანი შეფუთვის ფასს შორის განსხვავება სომხეთსა და საქართველოს შორის 500 დოლარი იქნება. ასე რომ, არალეგალური სიგარეტის შემოტანის ცდუნება არის დიდი და ამის ხარჯზე მოხდება ჩვენი გაყიდვების შემცირება, თუმცა მწეველთა რაოდენობა იგივე დარჩება”,_  აცხადებენ კომპანიაში. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენად შესაძლებელია სიგარეტზე ფასების ზრდით, ადამიანებმა თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებონ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი   ფსიქიატრს,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილს  ესაუბრა. მისი განცხადებით, სიგარეტზე თავის დანებება ძალიან რთულია, რადგან  ადამიანისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით  მძიმე გამოწვევაა, ასევე აღნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი   მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ  ახდენს. _ ქალბატონო ნინო, რამდენად რთულია მწეველმა  თამბაქოს მოწევას თავი  დაანებოს? _თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება მარტივი არ არის - არც ემოციური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის მძიმე გამოწვევა ადამიანისთვის, მისი სხეულისთვის, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიეჩვია იმ „ქიმიურ“ სიმშვიდესა და სიამოვნებას, რაც ნიკოტინის მიერ ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვას და თავის ტვინში დოფამინური სისტემის აქტივაციას მოჰყვება. ანუ მოწევის შეწყვეტა დამოკიდეულების ციკლის გახლეჩას გულისხმობს... მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მოტივაცია ბევრ ადამიანს აქვს, მხოლოდ 4-დან 7 პროცენტამდე თამბაქოს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთბაშად,  მკვეთრად შეწყვიტოს მოხმარება. ეს, ერთი მხრივ, ძლიერი ნებისყოფის  საკითხია. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება თავად თავის დანებებისას გამოვლენილ ე.წ. აღკვეთის მძიმე   სიმპტომებს, როგორიცაა   გაღიზიანებადობა,  შფოთვა, მოუსვენრობა, უგუნებობა, მომატებული მადა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის სირთულე, კოშმარები ან ძილის პრობლემები... და ადამიანი, სწორედ ამ სიმპტომების გამო, კვლავ  სიგარეტის მოწევას იწყებს. _ თამბაქოზე ფასების მატება, ხელს თუ შეუწყობს მწეველების შემცირებას? _ დღეს არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია. როგორც კვლევები აჩვენებს, თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მაგალითად, 100%-ით სიგარეტის ფასის გაზრდა მხოლოდ 5%-ით ამცირებს მოზრდილ პოპულაციაში მის მოხმარებას. იაპონიაში 7 წლიანი დაკვირვებით ნაჩვენებია, რომ სიგარეტის 40%-ით გაძვირების შემდეგ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც თავის დანებების შემდეგ კვლავ დაიწყეს მოწევა, მცირედ  შემცირდა აქტიურ  მწეველთა რაოდენობა, მაგრამ მოხდა სხვა, “ნაკლებად საყვარელი გემოს“ ანუ უფრო იაფიან მოსაწევზე გადანაცვლება. _ თუ ფასების მატების მიუხედავად ადამიანები, ვერ შეძლებენ   მოწევის დანებებას, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის კუთხით თუ  შეექმნებათ  რაიმე სახის პრობლემა, როცა მოთხოვნილების  დააკმაყოფილებას ვერ ახერხებენ? _ დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, თუ ადამიანი მოწევას გააგრძელებს.  ადამიანი, რომელიც სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებას წინასწარ დაგეგმავს, შემცირებს იმ სიტუაციებს (ე.წ. ტრიგერებს), რაც აცხოველებს სიგარეტის მიმართ მოთხოვნას -  უფრო თანმიმდევრულად და ნაკლები პრობლემებით შეძლებს მოწევისტვის თავის დანებებას.  მინდა ყველამ იცოდეს, რომ კარგი შედეგები უკვე ერთი საათის შემდეგ იწყება... 1 დღის შემდეგ გულის შეტევის განვითარების რისკი შემცირებას იწყებს, 2 დღის შემდეგ მცირედით აღდგება ყნოსვისა და გემოვნებითი შეგრძნებები; 5 წელიწადში - პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის სიმსივნის რისკი ნახევრდება და მკვეთრად მცირდება ინსულტის განვითარების რისკიც. 10 წელში - ფილტვის და პანრეასის კიბოთი სიკვდილის შემთხვევები ნახევრდება. ამიტომაც ყოველი დღე - უსიგარეტოდ გატარებული, აღქმული უნდა იყოს, როგორც წარმატება და ნებისმიერი ჩავარდნა - დამარცხებად არ უნდა აღიქვათ. როგორც ცნობილია, ფასების მატება 2024 წლამდე ისევ ... ...
  • ყაჩაღობა თბილისში-დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქემ  თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...