უმაღლესი ხელისუფლება _ თავისუფლება თუ უღელი?

მკითხველი

უმაღლესი ხელისუფლება _ თავისუფლება თუ უღელი?

1970 იან 1 04:00:00

ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის ასაკი ნაკლებად შესამჩნევია, რაც მე ვერ გავითვალისწინე და ჩემს შეკითხვაზე, ასეთ ახალგაზრდა ასაკში როგორ მოასწარით პრეზიდენტობა და ფიქრობთ თუ არა, კიდევ დაუბრუნდეთ დიდ პოლიტიკას,-მეთქი, შემხედა როგორც არანორმალურს და მითხრა, ღმერთმა დამიფაროს და გემუდარებით, რომ დამიჯეროთო. მაშინვე დაეტყო სახეზე ასაკიც და არაადამიანური დაღლილობაც. ცოტა ამოსუნთქვისა და პაუზის შემდეგ დასძინა: _ მე ვარ თავისუფალი ადამიანი და ხელისუფლებით დიდხანს შებოჭვა სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგებაო.

თქვენ _ როგორც გენებოთ, მაგრამ მე მაშინაც დავიჯერე და ახლაც მჯერა მისი გულწრფელობისა.

ეს ამბავი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შემყურემ გიამბეთ, რომელიც საკონსტიტუციო ვადების დამთავრების შემდეგაც არ აპირებს ხელისუფლების გადაბარებას.

როცა ჩვენს ე.წ. ხელისუფლებას სურს, ყველაფერი იცის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ისტორიაზე, მაგრამ მათთვის, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ყველაზე დიდი ამერიკელის, ქვეყნის მამა-დამაარსებლის ჯორჯ ვაშინგტონის ავტორიტეტი, რომელმაც 215 წლის წინ ისეთი კონსტიტუცია შეიმუშავა და დაუტოვა მრავალეროვან ქვეყანას, რომ მის "მორგება-გადაკეთებაზე" არავის უფიქრია და ვერც იფიქრებს. ასეთი კონსტიტუციის ავტორმა და ასეთი ხელისუფლების დამაარსებელმაც კი, მიუხედავად მრავალმხრივი თხოვნისა სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში, იპრეზიდენტა მხოლოდ რვა წელი (1789-1797).

ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატიის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა.

საინტერესოა, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როცა რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს დასცინიან და აკრიტიკებენ, მაგრამ როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, ისინი ისეთ უკონტროლო ხელისუფლებას ფლობენ, რომ ამ ხელისუფლების გარეშე ცხოვრება მათთვის შეუძლებელი და წარმოუდგენელია!

მუამარ კადაფი 42 წლის განმავლობაში იყო ლიბიის პრეზიდენტი და როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ვიგებთ, ამ ხნის განმავლობაში მიუთვისებია 200 მილიარდი დოლარი; თითქმის იგივე გაუკეთებია ეგვიპტელ ჰოსნი მუბარაქს. მართლაც გულით უყვარს ხელისუფალს ისეთი ქვეყანა, სადაც მას ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, რასაც მოისურვებს?" ეჭვგარეშეა, რომ ჩვენც ასეთ "სიყვარულთან" გვაქვს საქმე.

მახსენდება გერმანიის კანცლერი, რომელიც საკონსტიტუციო ვადით გადადგომის შემდეგ, გამოსათხოვარ სიტყვაში, ხალხისა და გერმანიის სახელით გულწრფელ მადლობას უხდიდა ოპოზიციის ლიდერს _ რომ არა მისი ქვეყნისადმი ერთგულება და პრინციპულობა, ბევრ სასიკეთო საქმეს ვერ გავაკეთებდითო.

ომისშემდგომი გერმანიის კანცლერი ლუდვიგ ერჰარდი წიგნში _ "კეთილდღეობა ყველასთვის", წერდა: "როცა ოთხ ნაწილად გაყოფილი გერმანიიდან სამი გაერთიანდა, ჩემს მოწოდებას გერმანიის აღდგენაზე გამოეხმაურა ბანკირებისა და ბიზნესმენების უმეტესობა; "რეიხსმარკა" შეცვლილი იქნა "დოიჩმარკით." ოცდაათი "დოიჩმარკა" დაურიგდა ყველა ინდმეწარმეს და წარმატების შემთხვევაში, წარმატებულებს შეჰპირდნენ, რომ ოცს კიდევ დაუმატებდნენ".

ჩვენ ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, ასეთი თანხებით როგორ აღორძინდა გერმანიის ეკონომიკა _ განადგურებული თუ რეპერაციების სახით გამოზიდული გერმანიის ფაბრიკა-ქარხნები ხელმეორედ უკეთ აშენდა და ქვეყანა 10-15 წელიწადში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიაში დამკვიდრდა.

რა მოხდა ჩვენთან? ყოველგვარი ომის გარეშე, თავად საბჭოთა ხელისუფლება ჩაუდგა სათავეში ქვეყნის ძარცვას და ყოველგვარი ფასეულობები საზღვარგარეთ გაიტანა, უდიდესი დანაშაული "ტყემალივით" შერჩა, დაიკანონა ნაძარცვი... და ახლა ბროლის სასახლეში მხართეძოზე წამოწოლილნი, დამშეულ ხალხს პატიოსნებაზე უქადაგებენ და დემოკრატიაზე ლექციებს უკითხავენ.

მახსენდება, საქართველოში ველური კაპიტალიზმის მშენებლობის განთიადზე, ვიღაცამ ედუარდ შევარდნაძეს შესჩივლა, როგორ ახერხებს ნუგზარ შევარდნაძე ბიზნესში ყველა მწვერვალის დაპყრობასო; რაზეც ქვეყნის პირველმა პირმა უპასუხა: შევარდნაძე იქნება თუ დადეშქელიანი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან კაპიტალიზმის დროს, ფულს მარიფათიანები შოულობენო.

თუ ქვეყნის პირველ პირს ასეთი წარმოდგენა ჰქონდა კაპიტალისტური "სამოთხის" მშენებლობაზე, მაშინ რაღა მოეთხოვებათ იმ რიგით მტაცებლებს, რომლებმაც ფულის შოვნა დაიწყეს ერთდღიანი კოოპერატივების საშუალებით _ ავღანეთში ფარდების "გაგზავნით"?! თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ: სსრკ და ავღანეთის ომის დროს, ვიღაცას პოლიტბიუროში გაუჩნდა სურვილი, "დახმარებოდა" ავღანელ ხალხს და გაეგზავნათ მათთვის განუსაზღვრელი რაოდენობის ფარდები, რაც საყოველთაო "სახალხო საქმედ" იქცა. შეიქმნა "კოოპერატივები" და დაიძრა ვითომ დატვირთული, სინამდვილეში კი ცარიელი ვაგონები ავღანეთისკენ. ავღანეთის საზღვრის გადაკვეთისთანავე, ფული ავტომატურად ირიცხებოდა მათ ანგარიშზე, მაგრამ შემდეგ იწყებოდა ყველაზე საინტერესო _ ყველა ვაგონი "იწვოდა" ომის ქარცეცხლში, რასაც ამტკიცებდა ფარატინა აქტი, აქ კი იხსნებოდა მილიარდები! ასეთი "მარიფათით" მკვიდრდებოდა ბიზნესი ჩვენში...

დავუბრუნდეთ ისევ ხელისუფლების სურვილს მარადიული იყოს; როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, მას შემდეგ, ზოგიერთები ზედმეტად აქებენ, ზოგიერთები _ ზედმეტად აგინებენ. ღირსეული ერის უპირველესი ამოცანა კი ყველგან და ყველაფერში ნორმების დაცვა უნდა იყოს, თუმცა, იქნებ დამისახელოთ, რაში ვიცავთ ჩვენ ნორმებს?! კონსტიტუციის ჭრა-კერვაში? ამბობენ, რომ ეშმაკს დავიწყებია თავისი მოგონილი ტყუილის დაპატენტება და ამიტომ ჰყავს ბევრი კონკურენტიო. ყოველივე ეს ეხება არა მარტო ბ-ნ გიორგი თარგამაძეს, რომელსაც ყოველგვარი პასკვილების ყველანაირი რეკორდი მოხსნილი აქვს, არამედ, მთლიანობაში მინისტრთა კაბინეტს და პარლამენტს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყნის ქალაქებში შენობა-ნაგებობების 70% ავარიულ მდგომარეობაშია, ფასადებიც კი არ შეუღებავთ ჩვეული ცინიზმით, თავად კი ერთსულოვნად მხარს უჭერენ უნიკალური ეკოსისტემის ჭაობში მილიონიანი ქალაქის და პარლამენტის ქუთაისში გადატანას!

რა სახსრებით ან ვისთვის შენდება ეს ყველაფერი, როცა ჩვენი უძველესი ქალაქების მოსახლეობის 40% გახიზნულია და მონურად შრომობს უცხოეთში?! ჰიტლერის პირველი პროპაგანდისტი იოზეფ ჰებელსი ამბობდა, რომ "მასშტაბურად რაც დიდია ტყუილი, უფრო დამაჯერებელია ხალხისთვისო". ნუთუ არაფერი იცვლება, ხალხი ჭკუას ვერ სწავლობს და ჩვენი საზოგადოება ისევ ჰებელსისეული სიბინძურის მსხვერპლია?!

ლეიბორისტური პარტიის იურისტი ლიდერი გამოდის და გვიმტკიცებს იმას, რაც თავად ძალიან კარგად ვიცით: კილოვატი ელექტროენერგიის თვითღირებულება თეთრნახევარი, ხოლო რუსთავის აზოტი კიდევ უფრო იაფია. ელექტროენერგიას 0.6 თეთრად ყიდიან თურქეთში, ხოლო საქართველოს მოსახლეობას 16-18 თეთრს ახდევინებენ. 50 კილოგრამ აზოტს კი, თურქეთში 20 ლარად ყიდიან, როცა 40 ლარს ახდევინებს ქართველ გლეხს.... კილოვატი ელენერგია ჯერ კიდევ ვოლხოვის ჰესიდან (ერთადერთი იყო საბჭოთა კავშირში), ფასობდა სამ კაპიკს და ისე დაინგრა საბჭოეთი, დენზე ფასი არ მომატებულა. ხოლო 50კგ. აზოტი, კომუნისტების დროს, სიმბოლურად ფასობდა ორ მანეთს, მაგრამ მასში ფულს არავინ იხდიდა და ჩაის პლანტაციებში ან ფარდულებში ყოველგვარი კონტროლის გარეშე ეწყო. აზოტი სპეციალური დანადგარებით შეიწოვება ჰაერიდან და მისი თვითღირებულება ძალიან დაბალია.

მაგრამ მთავარი საკვირველება მაინც ის გახლავთ, რომ როცა ყოველივე ეს მტკიცებადი სიმართლეა, რატომ იურისტი ნათელაშვილი ამ აზოტისა და ელენერგიის საქმეს არ გადასცემს სასამართლოს და არ აქცევს საუკუნის პროცესად?! თუ ნათელაშვილი ტყუის და ცილს სწამებს ხელისუფლებას, რატომ დუმს ეს უკანასკნელი და არ აძლევს მას პასუხისგებაში?! ნუთუ, აქაც ურთიერთგაგებულ "სიყვარულთან" გვაქვს საქმე?!

ინდური ხალხური სიბრძნე ამბობს: როცა სპილოები ერთმანეთს ეჩხუბებიან ან ესიყვარულებიან, ამით ბალახს მათ ფეხქვეშ არანაირი შეღავათი არ აქვსო. აი, იმ ბალახის როლშია დღეს საქართველო და ქართველი ხალხი. ამაზე უნდა ფიქრობდეს ყველა ქართველი ბიულეტენის შემოხაზვისას და არა "სინგაპურიზაციასა" და დაჭაობებულ "ლაზიკაზე"!




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...