გაქცეულ დეპუტატს დადევნებული ამომრჩევლის ფიქრები

მკითხველი

გაქცეულ დეპუტატს დადევნებული ამომრჩევლის ფიქრები

2016 ივნ 30 12:50:34

"ქალბატონო რუსუდან! თქვენით მიყვარს გურია და გურულები... იმედიანი შემოდგომის მოლოდინით და უღრმესი პატივისცემით, თემურ ჭკუასელი, 2012 ზაფხული," _ ამ წარწერით მაჩუქა ბატონმა თეიმურაზ ჭკუასელმა თავისი წიგნი _ "კვამლის სინდრომი", რომელიც ჯერ სულმოუთქმელად გადავათვალიერე, მერე სულდათქმულად წავიკითხე და ისე მომეწონა, ჩემს სასასთუმლე წიგნებთან მივუჩინე ბინა. არავის ვათხოვე, არ დამიკარგონ-მეთქი. ისე, შუკაში გამრებთ ვაჩერებდი და ადგილებს ვუკითხავდი ამ წიგნიდან. ახლა? ახლა კარადის ბოლო უჯრის ბინადარია და თუ შესაძლებლობა მომეცა, მინდა ავტორს საჯაროდ დავუბრუნო! რა მოხდა? იკითხავთ, ალბათ.

ეს ამბავი ასე დაიწყო...

"მოროდს" (მეორე თოხი) ამთავრებდნენ მიდღემჩი თოხზე გადაკიდული და ხშირად მაინც უჭადოდ დარჩენილი გურულები, ხალხი რომ ღამეული ჩურჩულით "ჩამეიწვიენ", "ოცნების" ხალხი მოდის და გამოით ცენტრშიო! მეც მიმიწვიეს! მერე რა? რა და, წინა ხელისუფლებამ კეთროვანივით მომიძულა, როგორც "ანტი!" ხალხში არ "მაჩენდნენ", მაგრამ ეს ისევ მათთვის დარჩა წამგებიანი! მე ჩემს სათქმელს "გურია ნიუსით" უზარმაზარ აუდიტორიას ვაწვდი. იმდენი სიკეთე მე და თქვენც, "ცხრაწლიანებო", რამდენი "ვითომ აფერიო", მარა, დიდი ინტერესით კითხულობდით ჩემს სტატიებს. ჰოდა, იმას გეუბნებოდით,"შიშლოურეთ" გამოძვრა სოფლის ორღობეებიდან ხალხი და სტუმრებიც მოგვადგნენ.

ჰოი, საოცრებავ! გივი ჭიჭინაძე, თეიმურაზ ჭკუასელი, ზურა... ვიშოვე ნანატრი ასპარეზი და გადმოვალაგე ხალხის სატკივარი. თქვენი თითოეული სიტყვა ბიძინასთან მიგვაქვსო, _ გვითხრეს და მეც "დავაბარე" გივის და თემურს _ გადაეცით ბიძინას, უპირველესად განქართველების გზის დასასრულს მისულ ქართულ სკოლას უშველოს და "ახალი ქართველის" გამოყვანის პროცესი შეაჩეროს,-მეთქი.

_ მე თქვენ შეგახვედრებთ ბიძინას და თავად უთხარით თქვენი სათქმელი! _ ორჯერ გაიმეორა ჭკუასელმა.

ხალხიც გაშეშდა და მეც!

_ სად ცხოვრობთ? _ მკითხა.

_ აქვე ახლოს! _ ვუპასუხე.

_ მე თქვენთან სახლში მოვალ, _ მითხრა და მალევე შეასრულა.

საუბარი სისტემის შეცვლას, სკოლის და აღმოსავლეთ გურიის დიალექტის გადარჩენას ეხებოდა. წასვლისას ჩემი ნაწერიც გავატანე (მწარედ მეღიმება ახლა), მაგრამ უპოლიტიკოდ მაინც როგორ გავუშვებდი?!

_ ქალბატონო რუსუდან! მე პოლიტიკის არაფერი გამეგება, არაა მაგი ჩემი საქმე! მე დიდი ნაცნობობა მყავს და მხოლოდ ამ გზით შემიძლია ჩოხატაურს დავეხმარო... და გადაიარა "კარაბიაზე".

პირკატა მეცა!!! პარლამენტში უნდა შევიდეს კაცი და პოლიტიკის არაფერი გამეგებაო?!!! აგი რაფერ იქნება?! ვთქვათ და, ამ დიდი ნაცნობებით დაეხმარა ჩოხატაურს, იმ რაიონებმა რა ქნან, ვისი დეპუტატიც არ იცნობს მინისტრებს? აგია სამართალი? ანდა, თბილისიდან ბათუმს მიმავალი კაცი რას იტყვის, რომ ნახავს ამ აყვავილებულ ჩოხატაურს, ყველას დასაქმებულს, ყველას დაპურებულს, ყველა ავადმყოფს _ მორჩენილს, არ შეშურდება?! არ ვხუმრობ _ ასეთ ჭკუაზე ვიყავი მაშინ!

არჩევნებამდე

არჩევნებამდე, გზადაგზა ბევრი უხერხულობა იქმნებოდა, ერთმანეთში აზელილ ჭორ-მართალს, ხალხის "საოცნებოდ" მობილიზება სჭირდებოდა. მე კალმის გარდა, სხვა იარაღი არასდროს მქონია და "გეილია" აგი კალამი ჭკუასელის "სადიდებელი" სტატიების წერაში.

და სადაც ფეხი და კალამიც კი არ წვდებოდა, შვილებს ვაგზავნიდი.

არ გეშინოდაო, მკითხავთ, ალბათ, ძვირფასო მკითხველო! ვაღიარებ, მეშინოდა! მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ნამდვილად არ ვარ მშიშარა.

სექტემბრის დასასრულს, ბრძოლა გამძაფრდა სოფლებში, სადღეღამისო რეჟიმში რიგდებოდა ფული სიმწრით ნაშოვი. მართლა "საოცნებო" ხმები უკან დაითრიეს, ვინ ვალებს იხდიდა, ვინ ზამთრისთვის ემზადებოდა... შევშინდი და კორდინატორის თანხლებით ჭკუასელს ოფისში ვეწვიე. ავუხსენი საშიშროების შესახებ.

დაუძახეთ "ინფო 9"-ს, გადაუღეთ და მასალებს მიეცით მსვლელობა, _ იყო გულგრილი პასუხი. დავინახე, რომ ეს კაცი წაგებისთვის არ მოიკლავდა თავს და მე მერე რა უნდა მექნა?! ამას ემატებოდა შეუწყვეტელი სატელეფონო ზარები, მუქარა შვილიშვილების დაჭერით, ავტოავარიით. რაც უნდა მოხდეს, იმ სიტყვებს მუქარისას არასოდეს გავიმეორებ.

...და ჩამობრძანდა ივანიშვილი

გაბედულები ტრიბუნასთან იკრიბებოდნენ, გაუბედავები _ ფანჯრებიდან "იჭიტინებოდნენ". ამდენი თვის მანძილზე "ოცნების" მაისური ვერ ვიშოვე. კახა თედორაძემ მათხოვა თავისი (ამჟამად ერკეთის გამგებელი), ამიტომ დამაგვიანდა რაიონში ჩასვლა.

10 წუთში მოვა ბიძინა, თქვენ უნდა წარადგინოთო, _ მომნახა "ალეიაში" ბატონმა თემურმა. აქ ვჩერდები... დანარჩენი თქვენც გემახსოვრებათ, ძვირფასო მკითხველო!

"ნაბიძინარს" და ნაარჩევნალს

მიხეილ ჯავახიშვილის "გივი შადური" ბევრ თქვენგანს ექნება წაკითხული, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დამდევს ეს "ბედი მდევარი" და მომაკითხა "ნაბიძინარმაც". უცნაურ უხერხულობაში გავიხლართე _ კაი, ბატონო, ტელეფონს არ უპასუხებ ადამიანი, მაგრამ ჭიშკართან მომდგარ მანქანებს, ღამეულ სიგნალებს რას მოუხერხებ? არა მარტო ახლობელ-ნაცნობ-ნათესავები, სრულიად უცნობებიც მთხოვდნენ ბიძინასთან "საქმის ჩაწყობას". თურმე, ცოტაც დაიცადე! ნაარჩევნალიც ასეთი ტექსტით მოდიოდნენ _ თუ ბიძინასთან ვერა, ჭკუასელთან მაინც გამიკეთე საქმეო!!!

და ეს "პატარა" საქმეები სახსენებელიც არაა იმასთან, რაც ჩემს ოჯახს სასიცოცხლო პრობლემად ექცა, სულ მალე, არჩევნების შემდეგ და გრძელდებოდა სამი წელი! იცის ეს ამბები ჩოხატაურმა. ... და დავრჩით ასე გათიშულები.

დიდხანს ვცდილობდი წონასწორობის შენარჩუნებას, რადგან მე თქვენ ძალიან მჭირდებოდით, ბოლოწვეთგადაწურული სიცოცხლის შესანარჩუნებლად. როგორც იქნა, გამოჩნდით. 2013 წლის 4 მარტს, დაახლოებით, 100 კაცს შორის მეც ვიდექი დეპუტატის მისაღებში. ოთახიდან თქვენი ხმადაბალი ყვირილი ისმოდა. ქალბატონები ლანძღვა-გინებით და ჩვენებური წყევლა-კრულვით გამოცვივდნენ გარეთ.

მალე თქვენც გააღეთ კარები _ უი, ქალბატონი რუსუდანიც აქ ყოფილაო, უკანვე შებრუნდით, მერე ისევ გამობრუნდით, არც შემომხედეთ და თითქმის, გაიქეცით გამგებლის კაბინეტისკენ. დაგედევნეთ, დავძლიე სიამაყე ცხოვრებაში ერთხელ, კარებთან მისულს დაგეწიეთ, ბუნდოვანი პასუხით მომიშორეთ და გამგებლის კაბინეტს შეეფარეთ.

მხრებჩამოყრილი ხალხი მორჩილად დაიშალა. თქვენ მალე გაემართეთ სადღაც, როგორც ხალხს დაუბარეთ, საავადმყოფოს საკითხზე. მე უკან გამოგყევით ჩუმად. თქვენ სადილზე შებრძანდით ერთ ოჯახში. გურულს ვინ ასწავლის მასპინძლობას და არც უსადილობა იქნება. სუფრაზე ჩემზე წამოჭრილი საუბრის თქვენეულ შეფასებას არ გავიმეორებ, თუ ძალიან არ გამიჭირდა. ახლა თავს იმართლებთ, თურმე, ხომ ვიყავი სერგეენკოსთანო... არ არის ასე. თქვენ დიმიტრი ხუნდაძემ შეგაგდოთ ნამუსზე, მოგიყვანათ გონს. მასთან ერთად იყავით მინისტრთან, თუმცა, მე არავითარი სახის დახმარება არ მიმიღია, მაგრამ გმადლობთ მაინც, ადამიანური მოპყრობისათვის, ბატონო დიმიტრი!

მალე აუცილებელი გახდა თქვენთან დარეკვა, გაჭირვებამ გულში ჩამიბრუნა წყენა და სიამაყე _ დაგირეკეთ.

_ თქვენ ნუ შეწუხდებით, მე თვითონ დაგირეკავთო,_ ასე მომიშორეთ!

არ დამირეკეთ! ვერ მომინელებია, რომ ისევ მე დაგირეკეთ. მთელი კვირა ასე გრძელდებოდა, ზარი გადიოდა, არ იღებდით! სხვისი ტელეფონით ვცადე. აიღეთ, მაგრამ მე გავთიშე!

... და დავრჩით ასე გათიშულები _ დეპუტატი თემურ ჭკუასელი და მე, ოღონდ, არა რუსუდან ბერიშვილი, არამედ ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელმაც მთელი ოჯახი _ მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და საკუთარი თავი "ოცნებას" მიუძღვნა. გმადლობთ, უფალო, რომ ადამიანთაგან განწირული შენ არ გამიმეტე და ხელი შემაშველე! ეს ყველაფერი იყო! წარსულში იყო!

ახლა რა უნდა იყოს?

პოლიტსაბჭოში აგირჩიეს, ბატონო თემურ, მაგრამ როგორც "გურია ნიუსიდან" შევიტყვეთ, "თურმე" დეპუტატობაზეც "დათანხმებდით", თუ ჩოხატაურელები და ლანჩხუთლები, არც მეტი, არც ნაკლები _ "შეგეხვეწებიან"!

როგორც გურულები იტყვიან, აი ამბავი, მართლა აფერს არ გავს!

სხვის საქმეში ვერ ჩავერევი, მაგრამ მე გავდივარ ამ შემხვეწებელთა კატეგორიიდან ყველა იმ ჩოხატაურელთან ერთად, რომლებმაც, თუნდაც ჩემი და ჩემნაირთა ხათრით (და არა გავლენით!) მხარი დაგიჭირეთ 2012-ში. არც ის დაგავიწყდეთ, "ოცნების" მაშინდელი უზარმაზარი რეიტინგის მიუხედავად, თქვენ 51,1% მიიღეთ ხმებისა, მანანა ჯინჭარაძემ კი _ 46,7%. ჩემს სოფელში მხოლოდ 23 ხმით აჯობეთ ჯინჭარაძეს და ეს ხმები "ფრჩხილით და ჭვანკითაა" მოპოვებული ქალაქიდან ჩამოსული ჩემი ყოფილი მოსწავლეებისაგან და სხვებისგანაც. კაი გული მოგცეთ ღმერთმა, თუ მართლა ისევ აპირებთ დეპუტატობას, თანაც თუ შეგეხვეწებით!

რასაც ვწერ, ამას შურისძიება არ ჰქვია, ეს საშინელი გულისტკივილია, რადგან "ეროვნული ფორუმი" (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ) და "ოცნება" ჩემთვის დედა-შვილობას წააგავს. ახლა კი? ყრილობა ჩატარდა, ვინ ჩაანაცვლა "ოცნებელები"? ამ მოვლენას (დიახ, ამას მოვლენას ვუწოდებდი) ვერ მოვუნახე სათანადო სახელი. როცა ასე "ვიჭედები", წიგნებში ვეძებ შველას. "გრძნობა, განცდა, რომელსაც იწვევს რაიმე უხერხული, სათაკილო მდგომარეობა; საძრახისი, შეუფერებელი საქციელის ჩადენის შეგნება" (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. VI გვ. 1064). ეს განმარტება ქართულ სიტყვას _ "უსირცხვილოს" ნიშნავს. კიდევ კარგი, ძალიან ბევრი არ იმსახურებს ასეთ შეფასებას. ბევრი განრისხდება, ეს რა გვაკადრესო! ვინც თავის თავს ამოიცნობს უსირცხვილოთა ჯოგში, მეტიც ეკადრება!

აბა, რა უნდა უწოდო კაცს ან ქალს, რომელმაც ყველაფერი იკადრა 2012-ში, ნაარჩევნალს კი, პირველსავე დილას გადაიცვა მაისური და 5-დან 41-მდე ახტა!

მერე რაო, გაიკვირვეს კიდეც! ჩვენ იატაქვეშ ვმუშაობდითო! ყველა რევოლუცია იატაქვეშეთიდან იწყება, მაგრამ მითხარით "იატაქვეშეთელები" რას აკეთებდით ჩვენს ფერხთ ქვევით? გვირაბს ხომ არ თხრიდით?! თქვენ რა გითხარით მე, რაფერი ხათრიანები ხართ!!!

 უმადურობა დიდი ცოდვაა და უნამუსობაც. ცოდვილი და უნამუსო უნდა იყოს ადამიანი, რომ არ დაინახოს უდიდესი სიკეთე, რაც ბატონმა ბიძინამ გაუკეთა საქართველოს ჩვენი დახმარებით. მიწა არ მზიდავს, რომ არ დავინახო დიდი მცდელობა და მონდომება ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობისგან... და მაინც უმძიმეს დღეშია ხალხი! "ოცნება" ძლიერი კი არა, უძლიერესი ძალა იყო 2012-ში, მაგრამ მალე იწყო დაბლა სვლა.

ისევ თავიდან აყროლდა თევზი! კოჰაბიტაციისთვის გზა არ უნდა მიგვეცა, ეს დასაწვავი სავარძლები ხომ მაგიურ ძალებს ფლობენ ყველა ხელისუფლებაში. კლანები, ჯიპები, რესტორნები და პრემიები _ არაფრის კეთებისთვის გაცემული სოლიდური თანხები. ამას ისევ უმუშევრობა, სამართლის ვერაღდგენაც დაემატა და ეს ყველაფერი სოციალური დახმარების მოხსნით "დაგვირგვინდა", ნაშრომ-ნაომარი ხალხი კედელზე მიაჭყლიტეს, ისევ უღირსნი წამოყელყელავდნენ და ცინიკურადაც კი უყურებენ წარსულს, რადგან, თურმე, "ყველაფერი სულერთი ყოფილა"!

ამ ყველაფრის ერთ-ერთი კანონმდებელი და წინამძღოლი თქვენც ხართ, ბატონო თემურ! მენანებით! დღეს თქვენი წიგნები ამოვიღე ბოლო უჯრიდან, კიდევ გადავხედე და ვიფიქრე _ ამათი დამწერი მართლა ეს კაცია? სიმღერა რად გინდათ, "ხასანბეგურაზე" დაწერილი სტატია სიმღერა არაა?!

მე ორ თემურ ჭკუასელს ვიცნობ _ ერთი უზომოდ ნიჭიერი კალმოსანი და განსაკუთრებით გურულებისთვის საყვარელი მწერალია (თუმცა, მის წიგნებს ნაკლებად იცნობენ); სიმღერაზე რაღა ვთქვა, კარგი იუმორი ხომ აქვს და აქვს! მეორე? მეორე თემურ ჭკუასელი (ჩემი აზრით) ის კაცია, რომელზედაც ამდენი ხანია გესაუბრებით. უცნაური კონტრასტია ამ ორ კაცს შორის, რის მიზეზიც, ქართული პოლიტიკის ტრადიციული და დაუსრულებელი შეცდომაა _ არაპროფესიონალიზმი! თოფი მეთოფემ უნდა ისროლოს, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, მწერალმა კი წეროს, მომღერალმა _ იმღეროს და ნინუცა ბებიას შეგონებები ასწავლოს გურულებს.

ერთსაც ვიტყვი _ თუ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში "ოცნება" წაიჩოქებს, ან ვინ იცის და სულაც დაიჩოქებს, ამაში ლომის წილი თქვენ გექნებათ, ბატონო თემურ, თუ დეპუტატობის გზას ისევ დაადგებით!

...და იმ წიგნზე წარწერას დავუბრუნდები _ ვერ დავინახე თქვენი სიყვარული ამომრჩევლისადმი, შემოდგომა კი 2012 -ში მართლა ბარაქიანი დაგიდგათ.

ახლა ერთი უსახლკარო შეყვარებულის ფანჯარასთან ატუზული ბიჭის სიმღერა გამახსენდა _ არაფერი გამაჩნია, მაგრამ მაინც გადმოდიო, _ გოგოს რომ ეუბნებოდა. იმ ბიჭისა არ იყოს, არ ვიცი, სად წაიყვანს "ოცნება" ხალხს.

რუსუდან ბერიშვილი,
ჩოხატაური, ერკეთი

რედაქციისგან: ჩვენ უცვლელად და უკომენტაროდ ვაქვეყნებთ ჩვენი მკითხველის ­­_ ქალბატონი რუსუდან ბერიშვილის წერილს. სურვილის შემთხვევაში, ბატონ თემურ ჭკუასელს საპასუხოდ დავუთმობთ შესაბმისს საგაზეთო ფართს.




 ახალი ამბები
  • სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა. პოლიტოლოგის  შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება. „სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია.  აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს  პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი  ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ... ...
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს