"ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს"...

მკითხველი

"ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს"...

1 იან. 1970, 04:00:00
გაზეთ "გურია ნიუსში" დაბეჭდილი წერილის _ "მარტივი გამოცანა მკითხველისთვის"... გამო

სურათს დავხედე და... ცნობილი არია გამახსენდა!
სათაურმა გამაოგნა: "გამოიცანით, ჩვენი კითხვებია უფრო სულელური თუ გუბერნატორის პასუხები?!"
წერილის წაკითხვამდე დავიბენი  _ ერთმანეთის ასეთი გამეტება?!
წავიკითხე და გავოგნდი _ ასეთი დონის პასუხები, ასეთი შეფასებები?!
როგორც ჩანს, ბევრმა დღესაც არ იცის, ვინ და რა არის ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა, ამიტომ საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას განვმარტავ: "ჟურნალისტი _ პროფესიონალი ლიტერატურული მუშაკი, ჟურნალისტიკა _ ლიტერატურულ პუბლიცისტური მოღვაწეობა".
დაგეთანხმებით, რომ, თქვენეული გაგებით, ბევრი ვერ ვამართლებთ ასეთ ახსნას, მაგრამ ამ სტატიაში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვები შორს, ძალიან შორსაა გუბერნატორისგან შეფასებული "რაღაც სისულელისგან"!
რატომ დაგიმკვიდრებიათ თქვენს შემეცნებაში ასე ღრმად სიტყვა _  "სისულელე?!" რატომ არ ხმარობთ გასააზრებელ სიტყვებს: "არასწორი ინფორმაციაა?!"
ალბათ, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეფასება: "ქართული პრესა უაზროებებს ჯღაბნის და თავისივე ბოღმაში იხრჩობა" _ არ დაგეტოვებინათ მხარდაჭერის გარეშე. ბეჭდვითი პრესის ჟურნალისტებს არ წყალობს მიხეილი, თანაც ქართული პრესის, თორემ რუს თუ უკრაინელ ჟურნალისტებს გულის კარსაც უღებს და საამოდაც  ესაუბრება. ჰო, ქართულმა პრესამ დაბეჭდა: ... შუაღამისას, ორის ნახევარზე, ნახევრად გახდილ, თეთრ მინიკაბებში, მაღალ ქუსლებზე შემდგარი" რუსი ჟურნალისტები როგორი აღტაცებით მიიღო პრეზიდენტმა, თვითმფრინავში ჩასვა, ბათუმში ჩაიყვანა, სანაპიროზეც გაასეირნა და ცეკვა-თამაშშიც ჩართო.
ეს რუს ჟურნალისტებს ერგოთ პატივი. ისინი მიხეილს ქება-დიდებას შეასხამენ, პუტინსა და მედვედევზე კი, ალბათ, "საზიზღრობებს დაჯღაბნიან."
არ მოსწონს მიხეილს ბეჭდურ პრესაში მოღვაწენი.
არადა, "უაზრობა" სამ ტყუპისცალ ტელეარხს უფრო ესადაგება (მათი გადაცემების გამო), ვიდრე ჟურნალ-გაზეთებს.
მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ზოგი არ იმსახურებს ასეთ შეფასებას, მაგრამ სიტყვა "ქართული პრესა" ხომ კარგს და ავს აერთიანებს? თანაც ამ სტატიაში უაზრობა ვერ დავინახე, თუმცა, თქვენი პასუხები, მაპატიეთ და გაუგებრადაც მეჩვენა.
ამერიკელი მწერალი ერსკინ კოლდუელი ამბობს: "იყო ჟურნალისტი _ ნიშნავს, აღწერო ყოველი დღე. მე არ მეგულება ამაზე უკეთესი საქმიანობა. მუშაობა ჟურნალისტისგან უნდა ისწავლო!"
საოცარი შეფასებაა! თანაც, ამას ერთი გენიოსის სიტყვებსაც დავამატებდი: "ჟურნალისტი _ ეს ოქროს ფონდია!"
ოქროსი რა მოგახსენოთ და ამ სტატიაში დასმული კითხვები არ ჟღარუნებენ, არც მახვილივითაა ალესილი, უბრალოდ, ადამიანური გაგებითაა დასმული (ხაზს ვუსვამ _ კითხვები!).
პასუხები კი? რატომ არის ასეთი ბოღმიანი?
არც წყლის შესახებ ვიტყვი რამეს, არც გზის და არც სახურავის... რატომ? ეკლესიასტეს შეგონებას გაგიხსენებ: "ყველაფერს თავის დრო და ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში!"
მოვა დრო და დრო იტყვის სათქმელს, დიახ, იტყვის, თუ რატომ გააოგნა თქვენი "კარგი ეთერი დეიდა" გუბერნატორ ვალერის პასუხებმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე.
ახლა კი ერთი ღრმად გასააზრებელი ლექსის სტროფები მინდა შეგახსენოთ:
"ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს,
სიტყვებია ის,
რითაც გული კვნესის და კვდება,
სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება,
რომელიც, ალბათ, არ უნდა გვეთქვა,
არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს რადგან..."
არ ვუფრთხილდებით! რატომ? ამის დასტური ის არიაა, რომელიც თქვენმა სურათმა გამახსენა (ვალერი დიდზე დიდი ყანწით): "დამისხი, დამალევინე,
ეს ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა გავიგო,
ქვეყნის უკუღმა ტრიალი!"
დალიეთ?!
შეგერგოთ!
ღმერთს ვებარებოდეთ!




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...