ნაკრძალის "მოყანჭალებული" ჯებირი... ძნელია ადამიანობა!

მკითხველი

ნაკრძალის "მოყანჭალებული" ჯებირი... ძნელია ადამიანობა!

1970 იან 1 04:00:00
ქვეყანას ადამიანები სჭირდება, უადამიანოდ რომ ცარიელია ქვეყანა, ილიას ამ ნათქვამს რა შეხსენება სჭირდება! თუმცა, მაშინ, ილია, საერთოდ, ყველა რანგის ადამიანებზე საუბრობდა, რომლებიც საღამოს იძინებენ და დილით იღვიძებენ. მე ასე მგონია, ძილის დროს დროებით დაცლილ-დადუმებულ ქვეყანას გულისხმობდა ილია; თუმცა, მაშინაც ბევრ მათგანს, ძილშიაც არ ეძინა, ქვეყნის უბედურებით გულშეწუხებულს. ადამიანობა მეტისმეტად ძნელი რომაა, არც ესაა შესახსენებელი რამ და არც ისაა დასავიწყებელი, მამია გურიელმა ანდერძად რომ დაგვიგდო, _ "გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი"!

დასაწყისში მოტანილი სტრიქონების ავტორს, ჩემი აზრით, მძაფრი სატკივარი აშლია, _ სადღეისო გაჭირვების შემყურეს, სადღეისოდ საჭირო ადამიანების ძებნა დაუწყია, ისეთებისა, მართლაცდა, ნაკრძალში მომწყვდეული ცხოველებისაგან რომ განირჩევიან და დაპურება-გათბობა-შემოსვის გარდა, საქართველოს ქვეყნად ქცევა განუზრახავთ. მაინც რა ბედი დაჰყოლია საქართველოს _ საუკუნეებია ნაავდრალზე თავაწყვეტილი ღელესავით მიაქანებს ქვევით; ეს ქვეყანა კი მაინც მოფორთხავს ზევით, სულ ზევით და ამ ზევიდან ქვევით და პირიქით მოგზაურობისას, ხშირად ადამიანები ნაკრძალში შერეკილები რჩებიან! არაა ასე? რავა, ახლა არ ვართ ნაკრძალში შერეკილები თუ?

რომელი უფრო საშიშია, ღვინით მთვრალი თუ ხელისუფლებით?

ჰოდა, როგორც ნაკრძალშია ცხოველები სხვადასხვა ჯიშისანი, ისე ვართ ადამიანებიც.

გვივარგოდა ჯიში ქართველებს, ვუფრთხილდებოდით, სუფთად ვინახავდით. ძნელბედობამ ბევრჯერ არია ჩვენი სისხლი, მაგრამ ჯიშის გადარჩენა მოხერხდა.

ეეეჰ! ახლა, როცა ქართველები ანუ ნაკრძალში შერეკილები, ეგერის ხელზე თვალმიპყრობილები დარჩნენ, საეჭვოა ჩვენი ჯიშის გადარჩენა, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს გოგო-ბიჭებს კაი ხნის წინ მიუთითეს ბუჩქებისაკენ; როცა სამოსშემოძარცვული ანუ ცხოველთან მიახლოებული ახალგაზრდობის ნაწილი, ვეღარც ითვლის მერამდენედ ქორწინდება! როცა ტელევიზორში ისედაც იშვიათად გამოჩენილი ქართული კინო და სიმღერა, ისტერიკულად გადაჰყავთ სხვა არხზე; როცა დაბინძურებული, გაფცქვნილი და დამცირებული ქართული ენა ძლივსღა ფეთქავს.

ნაკრძალის უფროსისგან რას უნდა ველოდოთ? მაგისთანა ხალხს რომ ძალაუფლება უვარდებათ ხელში, ბებია, ე, მაგია საშიში. პაწაი ხელისუფლება აქვენ? ერცახე? პაწაზე და ერცახაზე გპწკენენ და გფრჩხილავენ კარალიოკივით? მერე, თუ უფრო მოზრდილ სკამს გამოკრენ ხელი, ბებია, თლად თახსირდებიან. რეიზა თუ იცი? იმიზა, რომე უჯიშოები არიენ მაგენი და უჯიშო კაცს, რომ ძალაუფლება უვარდება ხელში, წასულია იმის საქმე. ღვინო არ ათრობს უჯიშოს ისე, როვაც ძალაუფლება და ჯერე ღვინისაგან მთვრალი კაცი რაფერია და ძალაუფლებით მთვრალისაგან რა სიკეთეს უნდა ელოდო?

გურულების სასასთუმლე წიგნი

ახლა ასეთი დრო დგას საქართველოში, წიგნთა ბუმია. ვინ აღარ მწერლობს, პოეტობს, პუბლიცისტობს... მოკლედ, წერს ყველა, ვისაც წერა არ ეზარება და ამ ბევრ ჭკვიანურს და ბევრსაც "აბდლურს" წიგნად აქცევს ის, ვისაც ფული აქვს. წამკითხველი? ვაღიაროთ, ნაკლებია მკითხველთა რიცხვი.

მე, მაგალითად, თითქმის მოწყვეტილი ვარ სამყაროს. "თეფშები" მაშინ ვერ შევიძინე, შაქარი და ზეთი დღევანდელის ნახევარი რომ ღირდა. წიგნი ჩემამდე ვერ აღწევს და რომც აღწევდეს, ვიყიდი თუ?! მადლობა ღმერთს, ქართულ მწერლობას მუდმივი საკვები აქვს შვილებისთვის დატოვებული. ბევრი მათგანით ვცოცხლობთ და მათ "სასასთუმლე" წიგნებს ვეძახი. მათ ერთი წიგნი დავამატე ახლახან და გამოგიტყდებით, რომ წავიკითხე, სირცხვილით დავიწვი. როვა, აი წიგნი 2001 წელში გამოსულა, გურია ხელახლა დაბადებულა თავისი უცნაური ისტორიით, ვაჟკაცებით, დედაკაცებით, ბებიებით, ლექსიკით და მე არაფერი გამიგია?

მის ავტორს წინასწარმეტყველების უნარიც უნდა ჰქონდეს, თვარა, რატომ ათქმევინებს ბებიამისს ნინუცას ამას; "დამძახებელი აღარ ჰყავს, ბებია, ხალხს. ახლა რომ ვინცხამ დოუძახოს, ბებია ხალხს, რაფერ ფიქრობ, წაყობა ვინმეს? ხალხს რომ დამძახებელი არ ჰყავს, ბებია, წამხდარია საქმე, მითქვამს მე. რეიზა თუ იცი? თანდათან ისე ენატრება ხალხს დამძახებელი, ისე ენატრება რომე, ვინცხა გააბდლებულს გაყობა და მთლათ ვიფსებით მაშვინ". 11 წლის წინ დაწერილი წიგნის გმირებიც _ გურულები, 8 წლის წინ გაჰყვნენ დამძახებლებს.. დაგვიძახეს, გავყევით, მას მერე ჩვენც ვუძახით იმ დამძახებელს, მარა ვერაფერი გავაგონეთ.

ახლა ახალი დამძახებელი გამოჩნდა. _ წიგნის "კვამლის სინდრომი" რაცხაფერე უნდა ვიშოვოთ და გზადაგზა, წაკვრა-წაკვრით უნდა ვიკითხოთ. ქვეყნისთვის საჭირო ადამიანობას გვასწავლის ეს წიგნი და ცოდვა ვიქნებით გურულები ოლღა ბებიას ნინუცე ბებიე რომ არ გავაცნოთ და ერთმანეთს საქართველოს ქვეყნად ქცევაში ფხარი ფხარს არ მივცეთ. საქართველოს ქვეყნად ქცევა კი ჩვენ უნდა შევძლოთ _ ნაკრძალის "მოყანჭალებული" ჯებირი უნდა დავძლიოთ, კარალეთის ამბებმა გუნება მოგვიძმაროს და გავიხსენოთ, რომ... ადამიანები ვართ!

რუსუდან ბერიშვილი, ჩოხატაური




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...