მიხეილ, გუმბათზე რა გინდოდათ?!

მკითხველი

მიხეილ, გუმბათზე რა გინდოდათ?!

1 იან. 1970, 04:00:00

სხვა ახსნაც აქვს ამ სიტყვას: "ადამიანი, რომელმაც პირველმა... გაკაფა ახალი გზები; რისამე წამომწყები".

პიონერის ყელსახვევი მართლაც ბევრჯერ მოირგეთ. ჩამოვთვალო?

პირველი იყავით, როცა ერთგულებას ეფიცებოდით მამობილ ედუარდს, პირველი იყავით მაშინაც, როცა უღალატეთ, ხალხი ვარდების სურნელით გააბრუეთ და დემოკრატიის შუქურად "აენთეთ!"

მსოფლიომ პირველად ნახა ხეზე თამაშით გართული ბიჭი, რუსეთის მზვერავ-სნაიპერად რომ მონათლეთ!

მსოფლიომ ისიც პირველად ნახა, რუსული თვითმფრინავების გაგონებისას, როგორ ფორთხავდა ქუჩაში ქვეყნის მთავარსარდალი!

იპირველეთ ჰალსტუხის ღეჭვითაც!

პირველი ხართ, რომელმაც ძეგლები აუგეთ კვერცხს, ველოსიპედს, შლოპანცს...

პირველი ხართ, ვისაც მეუფე კალისტრატემ აღმაშენებელი უწოდა!

ისევ შემიძლია გავაგრძელო თქვენი პიონერ-პირველობის ჩამონათვალი, მაგრამ რადგან დიდი დავითის სახელი თქვენს პიროვნებთან წამომცდა (შენდობას ვთხოვ დიდზე დიდ წინაპარს), დავით მეფის ცხოვრების აღმწერის შემდეგი სტრიქონებით, მსგავსება კი არა, სხვაობა მინდა, დაგანახოთ ნამდვილ და მეტსახელ აღმაშენებლებს შორის: "წინდაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარსაკითხავად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთვალეთ ოცდაოთხჯერ წარეკითხა".

მართლაც, რომ მხოლოდ ასეთ ღმრთისმეტყველ ადამიანს შეეძლო ეთქვა:

"ზარი მეფობისაი წარხდეს

და დიდებაში დაშრტეს,

შუებაი უქმნ იქმნენ.

ყუავილოვნებაი დაჭნეს,

სხვამან მიიღოს სკიპტრაი,

სხვასა შეუდგნენ სპანი,

მაშინ შემიწყალე,

მსაჯულო ჩემო!"

რა მრავლისმთქმელი სტრიქონებია, დამაფიქრებელი და ღრმად გასააზრებელი. რატომ არ მოისურვა თანამედროვეობის მეხოტბე ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა დავითისთვის დამახასიათებელი ასეთი დიდებული თვისებები თქვენთვის განემარტა?

სამოციქულოს წამკითხავი რომ არ ხართ, მჯერა, რადგან თვით "ვეფხისტყაოსანსაც" ვერ მორგებიხართ! თორემ, ასეთ სიბრძნეებს ნაზიარები, ალბათ, გაიაზრებდით, რომ "იცოდა მორწმუნე მეფემ... სხვა მიიღებდა სკიპტრას, სხვა გაუჩნდებოდა ქვეყანას პატრონად. მისი დიდებაც შეიძლებოდა წაშლილიყო. ჩაიგრიალებდა წუთისოფელში მისი მეფობის ზარიც, ამაოების სუსხი მოზრავდა ყველაფერს."

ბევრი რამ იცოდა ბრძენმა მეფემ. იცოდა, რომ "მხოლოდ ტაძრის ეზოში იპოვიდა მისი ძვლები განსვენებას, სული კი ზეცაში დაივანებდა ღმერთთან. რაც ღმერთს მიაბარა და ღვთისა იყო, მხოლოდ ის შემორჩა ხილულად მის შთამომავლობას _ გელათი, ფრესკა, საფლავი და საწინამძღოლო ჯვრები, არც ტახტი შემონახულა მისი, არც გვირგვინი, არც სკიპტრა და არც სასახლე..."

არავის დავუტოვებ ჩემს აშენებულ საქართველოსო! _ ეს ისმის თქვენგან!

გავხართ ამით დიდ დავითს?!

"სხვამან მიიღოს სკიპტრაი!" _ ამბობს ბრძენი.

არ გმართებთ ასეთი სტრიქონის შემდეგ დაფიქრება?!

იქნებ, გგონიათ, გუმბათზე ასვლით თქვენი სული ზეცაში დაივანებს? მაინც რა გინდოდათ, მიხეილ, გუმბათზე?!

ახლა აღარ გავიხსენებ თქვენს პიონერულ-პირველობით "ნამოქმედ-ნამოღვაწარს". მხოლოდ ერთ ამონარიდს გავაკეთებ: "წმიდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. წარმართებში აღრეული მეფის სამხილებლად, წმიდა ათონის მთიდან ღირსი ბასილი ჩამოვიდა. მან ამხილა მეფე და მთავრები, მოუწოდა მეფეს დაეტოვებინა "უწესონი ქორწინებანი".

გაოგნებულმა მეფემ მდუმარედ მოისმინა ბერის სიტყვები და თავი დადრიკა.

ასე მოუვლენდა უფალი "ჟამით-ჟამამდე" საქართველოს სამხილებლად და გამოსაფხიზლებლად!

დღეს განუკითხაობის ჟამი გვიდგას!

გვჭირდება უფლის მადლით მოსილი მოკეთე, რომელიც გვამხელს და გამოგვაფხიზლებს!

ღმერთო, გვისაშველე!

ეთერ ქადეიშვილი




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...