არ ესროლოთ საქართველოს!

მკითხველი

არ ესროლოთ საქართველოს!

1970 იან 1 04:00:00
ხელისუფლებას ეგონა, თუ ხალხს სრულ ბნელეთში ამყოფებდა, ბოლომდე "დაჩაბანდებოდა" და ნაჩვევი გამარჯვებაც გარანტირებული ექნებოდა. ის კი არადა, ზოგიერთები ადრინდელზე მეტ ხმებსაც კი მოელიან.

"რომ გადახტები, "ჰოპლა" მერე დაიძახეო", _ ბრძნული ნათქვამია უდავოდ, მაგრამ რაცხა თუ არ ვთქვით, ძვირფასო მკითხველო, ქე დავმუნჯდებით პირველ ოქტომბრამდე. არ უნდა მიდიოდეს საქმე მთლად "ნაცების" გეგმით. ბავშვობას მაგონებს მათი საქციელი: დედა ჩურჩხელას რომ გვიმალავდა _ თქვენ ხომ მოგეცით თქვენი წილი, ამ დოლბანდში გამოკრულს არ გაეკაროთ, სასტუმროდაა შენახულიო. ჩვენ ყველას კუდებს ვაკვნეტდით და ერთიანად ვაფუჭებდით.

აკრძალულ ხილს ჰგავს და ჯანჯუხასავით გადამალული ნუგბარია დღეს სიმართლე ხალხისთვის. ამიტომ, ენერგიის დაუზოგავად ილტვის ხალხი მის მოსაპოვებლად. შედარებით "კაი დროში" შეძენილ "კორფუჯებში" სახელისუფლებო არხებს, უკაცრავად პასუხია და თავი მიწაზე უდევთ და ფეხები მაღლა აქვთ აშვერილი _ ყველაფერი უკუღმა და უკუღმართად გადმოიცემა. არ მეგონა, თუ იქამდე დაეცემოდა ხელისუფლება, რომ ნანატრ, სიმწრით დამონტაჟებულ ანტენებს ხალხს იძულებით ააღებინებდა. გურიაც, როგორც მთელი საქართველო, მძიმე ინფორმაციის ვაკუუმშია, მაგრამ სწორედ ეს მიმაჩნია "აქილევსის ქუსლად" აღიარებული კუთხის გამარჯვების სანიშნოდ.

მიმაჩნია, რომ "უწიგნობა", ამ შემთხვევაში, გურულების ისტორიის არცოდნაა იმის მიზეზი, რომ ვინმემ იფიქროს ამ კუთხის ხალხს დავაჩოქებო. მე იმ ხალხზე მოგახსენებთ, ჯიშით, სისხლით, შორეული წარსულით რომ ვერ ეგუებოდა ძალმომრეობას და სიცოცხლესაც კი სწირავდა თავისი მიწისთვის. ამ ხალხმა ისტორიას დიდი ხანია, დაუდასტურა, რომ "ზეიდან ყურებას" და "ფეხების ბაკუნს" არ შეეგუება.

ნურავინ დაივიწყებს არც თუ შორეულ ისტორიას _ სურებლებმა (დიდი ვანი) ალილოზე ურმით იარეს ჭიათურამდე, შემოწირულობებით წიგნები შეიძინეს და ბიბლიოთეკა შექმნეს. ამ წიგნებზე გაიზარდა ნოე რამიშვილი. სურების უკიდურესად მივარდნილ მთებში, ჩიხნარში, თოფის ქარხანა მოაწყვეს. ქარხნის ნაწილები ჯერ ურმით, მერე ცხენებით, მერე მხრით აიტანეს უკუნეთ ტყეში. უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას არ სჭირდება სატელიტური ანტენა. აქ მხოლოდ ბრძოლის სურვილია საჭირო და ბუნებისგან ნაბოძები ღვთიური ნიჭი, რომელიც გურულებს ნამდვილად არ აკლია. მაგრამ, ვაგლახ ჩვენც, გურულებსაც! შუაზეა გახლეჩილი გურია!

ერთნი არიან ქვეყნის მომავლის სწორად მჭვრეტნი, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით, მეორენი _ გაყიდულ-მოსყიდული, გამცემ-გონებადაბინდულნი. კიდევ და მრავალგზის ვაგლახ, რომ გურიაში საქმე საუკუნოვანი ტრადიციების ხელყოფამდეც მისულა. ადრე მეც ვწერდი "გურია ნიუსში" და სხვებიც: სალუქვაძნებში მოსული პრეზიდენტის საამებლად, გურიის ხელისუფლებამ გადალეწა გურულების საშობაო ტრადიცია და პირველ პირს სხვა დროს ჩაუტარეს "მუცლის სალოცავი". როგორ შეერგო მიშას ეს ლოცვა, მაი კი ვიცით, მარა მთავარი ისაა, ამ ტყუილისთვის პასუხი არავის მოსთხოვეს.

მიშა თავის მუცელს კი მოუვლის როგორმე, მაგრამ ყველაფრის დასაშვებობამ და ყველაფერზე პასუხის მოუთხოვნელობამ უკვე საშიში სახე მიიღო. აგერ ნახევარი თვე მიილია, ბატონი თემურ ჭკუასელი პასუხს ელოდება იმ მართლა გაუგონარ ძალმომრეობაზე, რაც ფერიცვალებას ბახმაროში მოხდა. მეც ველოდებოდი ვიღაცისგან იმის თქმას მაინც _ კაი, ბიჭებო, მაშინ მართლა გლახა საქმე დაგვემართა და აწი აღარ ვიზამთო!

გაგიგონიათ?! აბა, გაბედოს ვინმემ და მეიბოდიშოსავით, ცოტა რაცხა კი შეგვეშალაო. იმათ ვგულისხმობ, იმ გაყიდულთაგან, ვისაც ცოტა რამ ნამუსისა კიდევ შერჩენია. ყველას ეკუთვნის ისეთი საქართველო, ისეთი გურია და თუნდაც ბახმარო, როგორშიაც ვცხოვრობთ და როგორშიაც სწორედ მათი მხარდაჭერით უნდა იცხოვროს ჩვენმა მომავალმა სამუდამოდ!

დიახ! სამუდამოდ, რადგან "არც ერთი ერი იმაზე უკეთესის ღირსი არაა, რაც თავად დაუმსახურებია" (კონსტანტინე გამსახურდია).

რა შუაშია პოლიტიკა? სხვა თუ არაფერი, სტუმარს გამარჯობას და მობრძანდისაც თუ ვეღარ ეუბნები უფროსობის შიშით, მდუმარედ მაინც გაატარე! საითკენ? სალოცავისკენ, ხალხო! ეს სულიერი კატასტროფაა გურიისა, ამას ბეშუმიც სჯობს და კარალეთიც!

შერცხვენილი და დათრგუნული ვიღებ პასუხისმგებლობას ბახმაროში ყველა არშეშვებულის წინაშე, მოგიხადოთ ბოდიში ყველა "ნაცების" მხარდამჭერის მაგივრად, რომლებმაც უკვე აიღეს ფული და მომდევნო თვის "ქირას" ცქმუკვით ელოდებიან.

ეს ის ფულია, ხალხო, მეწისქვილე ბონიას რომ მისცა მუშნი ზარანდიამ, ძმა მოკალიო! თქვენ რომ ფულს გაძლევენ, საქართველოს მოსაკლავი ფულია ის. თქვენსა და ბონიას შორის ერთი სხვაობაა მხოლოდ _ ბონიას ერთი, დათა თუთაშხია უნდა მოეკლა, თქვენ მთელი საქართველო!

არ ესროლო საქართველოს!

რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...