კუჭით ნააზრევი სახეზეა!

მკითხველი

კუჭით ნააზრევი სახეზეა!

2011 მარ 29 07:48:10

გზას ჩვეული ფიქრით მივყვები.

_ გადირევა კაცი, აბა არ გადირევა? _ მომწვდა გაკვირვებული ხმა.

უკან მოვიხედე _ ორი საკმაოდ ხანდაზმული მამაკაცი საუბრით მოყვებოდნენ გზას.

_ რა გადარევაზე ლაპარაკობ? _ ჩაეკითხა მეორე.

_ ასე რაფერ დეემსგავსა ყველა მინისტრი გურულებს!?

_ ვეფერს ვერ მივხთი. კარქათ მითხარი, რას ჩივი.

_ რას და... ხომ უსმინე ტელევიზორში, რეებს ამბობენ? ეკონომიკა კარგათააო, ელექტრონს ვყიდითო, წამლების ფასებმა დაიკლოო...

_ ჩვენი მინისტრებისგან გეიგონე მაი? _ გაიკვირვა მეორემ.

ორთავეს დაკვირვებით შევხედე _ საღი, გლეხური, იუმორშეპარული აზროვნება!

მიწის შვილები! _ გავიფიქრე, _ ესენი ხომ მიწაზე მყარად დგანან (თუ იდგნენ?!), დგანან მტკიცედ, თანაც ისე, რომ მიწას არ ამძიმებენ, ზოგნი კი... საშინელებაა, როცა ადამიანი მიწას ამძიმებს, არადა, დღეს რამდენი ამძიმებს მიწას!

პარლამენტში გამართული დებატები გამახსენდა.

ტრაბახა მინისტრებიო! _ მიწის შვილმა.

როგორ განმარტავს სულხან-საბა სიტყვას _ ტრაბახი?! _ "ნამეტნავი სიტყვა ამპარტავნული!"

თავად ამპარტავანი?! _ "ესე არს თვისის ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, გულმაღალი და სწავლის მოთაკილე" (სულხან-საბა).

გვახსენდება ეს განმარტება, როცა ტელეეკრანიდან ვუსმენთ დეპუტატებს: ცისკარიშვილს, გაბაშვილს, წიკლაურს.

რას ვხედავთ? გამკაცრებული სახე და ტონი, დამცინავი მზერა, ბოღმიანი ხმა... მტკიცება იმისა, რომ მსოფლიო ჩვენი წარმატებებით გაკვირვებულია (?!).

არადა, გაკვირვებული ჩვენ ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები! რა გვიკვირს? _ უმრავლესობის მოსაწონს არასდროს არაფერს ამბობს უმცირესობა? როგორ შეიძლება, უმრავლესობაში ყველა ასე ერთნაირად აზროვნებდეს? ხალხს რატომ არ ეუბნებიან სიმართლეს?

მინისტრები? _ საღად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება მოწონებოდა ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის გამოსვლა, ან სიცილის რა ჟინმა შეიპყრო ქობალია?

რითი გვაწონებთ თავს? ეგებ იმით, რომ მსოფლიოში საქართველო იმათ სიაშია, სადაც წიგნი არ უყვართ! რომ ქვეყნის მცხოვრებთა 50% ღარიბი და უღარიბესია! რომ ათასობით ბავშვი ქუჩაში ნაშოვნით ცხოვრობს?!

არაფერს ვამბობ უმუშევრობასა და სურსათის სიძვირეზე, არაფერს ვამბობ დაპირებების შერულებაზე (პრეზიდენტის თქმით ხომ პენსიონერებს შარშან უნდა გვქონოდა 100 დოლარი პენსია?!).

მხოლოდ ერთ საკითხს გამოვყოფ _ საქართველოს საგარეო ვალებს!

ჯერ იმან გამაკვირვა, ჩვენი ქვეყნის ვალებით სომხეთი რომ დაინტერესდა. ინფორმაციას ჩავყევი და... თურმე, სომხეთის ვალი გვქონია 16 მილიონ 636 ათასი ამერიკული დოლარი (ალბათ, ფიქრობს, როგორ და როდის გადაგვიხდიანო)?!

2011 წლის მარტის მონაცემებით "საქართველოს შიდა და საგარეო ვალი 4 მილიარდ 21 მილიონ 210 ათასი ამერიკული დოლარია (?!).

ვისი ვალი არ გვქონია: თურქმენეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ჩინეთის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის... (ჩამოთვლას ვწყვეტ!).

გამოკვეთილად გამოვყოფ რუსეთის ვალს: 115 მილიონ 99 ათასი ამერიკული დოლარი (რუსეთთან როგორღა დავიმცირეთ თავი?!).

ქვეყნის ამაყი პრეზიდენტი, მთავრობა სამათხოვროდ გაწვდილი ხელებით... გამსესხებლები "ჰუმანურები" არიან, მაგრამ ქვეყნის ბედზე, მომავალზე თუ ფიქრობენ მათხოვარ-მსესხებლები?!

მსოფლიო მიხეილის საპრეზიდენტო მოღვაწეობით მოხიბლულ-აღტაცებულია!

ჩვენ _ ქართველები? გაკვირვებულ-გაოცებულები: ვის და რას მოხმარდა ნამათხოვარ-ნასესხები დოლარები?!

აი, მოტრაბახე და ამპარტავანი, ერთნაირად მოაზროვნე კრებულის წლებისმიერი ღვაწლი _ ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობა მშიერია, უმცირესობა _ გამძღარი ანაც ზედმეტადაც მაძღარი.

საშინელებაა კუჭით აზროვნება!

რას იტყვი, მკითხველო, ჩვენ _ ღარიბ-უღარიბესები, ვაზროვნებთ კუჭით თუ გამძღარ-მაძღარნი?!

არადა, კუჭით ნააზრევი სახეზეა!

ეთერ ქადეიშვილი




 ახალი ამბები
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...
  • ზვიად ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდაჟურნალისტი ზვიადი ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდა. ის რეგიონული ოფისების მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, ზვიად ქორიძე 2019 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებდა. აჭარის ტელევიზიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თავად ზვიად ქორიძემ ისურვა. ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. 1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2018 წლის 31 დეკემბრამდე ... ...
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. „დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს