"ჰოი, დედანო!"

მკითხველი

"ჰოი, დედანო!"

2013 მარ 12 16:49:31
თუმც წამებულის, მაგრამ მაინც ღიმილით. ამ ფოტოს "გადართმოვისას" (სურებში სურათის გადაღებას ასე ეძახდნენ) ამ ქალს 12-დან 7 შვილი, მეუღლე და ძმა ცოცხლები აღარ ჰყავს. სამი შვილი გადასახლებაშია ხანგრძლივი სასჯელით; ერთი _ ემიგრაციაში, მხოლოდ ერთი ქალიშვილი ეხმიანება ჩუმ-ჩუმად თბილისიდან _ მათ ერთმანეთის ნახვის უფლება არ აქვთ. როგორც ხედავთ, იღიმის ეს უბედური ქალი და ეს არ არის ნაძალადევი ღიმილი. რაღა უნდა აღიმებდეს? ვფიქრობ, თავისი დაქცეული ოჯახის მიწისქვეშა საუფლოს უღიმის და სრულ უიმედობაში ჩავარდნილი, საქართველოს შორეულ მომავალსაც.

კარგი ფოტოხელოვანი კიდევ მრავალგვარად წაიკითხავს ამ სახეს; კარგი ისტორიკოსი კი დაადასტურებს, რომ მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ქართველი დედა საქართველოს არ ჰყავს. კარგი ქვეყანა კი... კარგი ქვეყანა, ამ ბოლო ათწლეულში მაინც, შეძლებდა ამ ღმერთთან ძალიან ახლოს მდგომი ხალხის სათანადოდ დაფასებას.

მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და ყოველთვის ყველგან გვაგვიანდება.

ბედისწერა, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, ზოგჯერ სასიკეთო სხივსაც გამოაკრთობს. ალბათ, ამიტომაც გადაგვირჩა ამ ქალის სახე, რომელიც ახლახან მისმა უმცროსმა შვილიშვილმა, სურების ჩამქრალი კერიის ერთადერთმა "ამფუტებელმა", ოჯახის უკანასკნელმა მოჰიკანმა, ასმათ ბერიშვილმა გადმომცა. მე ამ ქალის სახეს მთელი ცხოვრება ვეძებდი, ვიპოვე! სიხარული მარტო ჩემში ვერ ჩავატიე და მინდა, თქვენც გიწილადოთ, ძვირფასო მკითხველო!

კოჯრიდან _ სურებამდე

სურების ხეობაში რამიშვილები სამცხედან მოსულან. დრომ ისინი სხვადასხვა შტოდ განაცალკევა, მეწინავეობა კი შლეგიშვილებს ერგოთ. ოტია რამიშვილი ტყვეთა ტაცებისას მოინათლა "ოტია შლეგათ". ეს სიტყვა თითქოს უხეშად გამოიყურება, მაგრამ, როცა ის მოტაცებული გოგო-ბიჭების გადასარჩენად გიჟურ თავგანწირვამდე მიდის, ვფიქრობ, საამაყოა. 1893 წელს დიდვანში, დიდი ქორწილი გაიმართა. ოტია შლეგის შვილთაშვილი ბესარიონის და შემოქმედელი აზნაურის ქალის, მაკა მგელაძის ერთადერთი ასული შუასურებელ ნესტორ ბერიშვილზე დაქორწინდა. მართას დიდ მაყრიონს მისი ექვსი ძმაც ამშვენებდა, რომელთაგან უმცროსი, ნოე (კოჟორა) მაშინ თორმეტი წლისა იყო.

სახლი, რომელშიც ქორწილი გაიმართა, 1921 წელსვე ბოლშევიკებმა დაშალეს და ჩოხატაურში მილიციის შენობად აქციეს. ეს წაბლის ხის მშვენიერი სახლი ბევრს დღემდე ახსოვს.

XIX საუკუნე იწურებოდა, წერა-კითხვის მცოდნე ქალი იშვიათობა იყო, მაგრამ მართა საბერიშვილოში "ვეფხისტყაოსნით" შემოვიდა და ამ წიგნით გაზარდა 12 შვილი, მეზობლის შვილები და ბევრი ახლობელი. 1894 წელს დაიბადა პირველი ვაჟი, მალაქია. იგი მომდევნო ძმასთან, შალვასთან ერთად, თუმც მოგვიანებულ ასაკში, ახალგახსნილი უნივერსიტეტის პირველი თაობის სტუდენტი გახდა.

წითელი შიში მოადგა საქართველოს, დამოუკიდებელ საქართველოს მძიმე დრო დაუდგა. რკინის მინისტრს, ახალ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პირველ მეპატრონეს, სიმწრით მონაპოვარი უნდა გადაერჩინა. დისშვილები ღამეს ტეხდნენ ბიძის გვერდით კოჯორთან. დამარცხებული მალაქია, ძმათა სისხლის ასაღებად ზღვისპირად მიყვება ბიძას. კოჯრიდან გამოყოლილმა ტიფმა იმსხვერპლა მალაქია ბერიშვილი. დრო არ ითმენდა, ნოე უნდა გაცლოდა საქართველოს. იგი მისულა სარდაფში, სადაც მისი დისშვილი უგონოდ იწვა. ცხვირსახოცით ოფლი მოუწმენდია სიცხიანისთვის, უბეში ჩაუდვია და წასულა _ თურმე სამუდამოდ. 21 წლის მარტში მალაქია სურებში აასვენეს.

ბაბუაჩემის ნაამბობი

"პირველი მარტის ქარბუქში სახლის წინ დასვენებულ მალაქიას მკერდზე დაემხო მართა და არავინ მიიკარა. თოვლმა დაფარა დედა-შვილი, ბოლოს ძალით ააყენეს. მალაქიას გულზე წითელი თოვლი ეყარა, მართას გახსნილი საკინძედან კი ჩანდა _ თავმოკვნეტილი ძუძუდან ისევ ჟონავდა შედედებული სისხლი".

შვილის სიკვდილი და ბედნიერება ერთად გაგიგონიათ? მაგრამ მართა ასე თვლიდა _ 1921-დან 1924 წლამდე ბედნიერი იყო, რადგან ზახტოურზე ლომის კარელის სასაფლაოზე ხშირად ადიოდა და შვილს გულზე ხელს უსვამდა. 1924 წელს შალვა, ბიძის კვალზე მოსიარულე უდიდესი პოლიტიკოსი ემიგრაციაში გაიქცა. 20 წელი იქ ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნებულს, 16 წელი ციმბირში გაატარებინეს. დედას იგი აღარ უნახავს. მესამე შვილი, უნიჭიერესი მათემატიკოსი, ტიტე ბერიშვილი 1939 წელს ვარშავაში გერმანელებმა დახვრიტეს. სამი თვის შემდეგ ააღწია სურებში ამ ამბავმა. მართამ შვილი შეიცხადა და მეორე ძუძუს თავიც მოიკვნიტა სიმწრისგან. 1943 ბიკენტი რუმინეთში დაიღუპა ტყვეობაში. გერონტი და ნოე ათწლეულობით იყვნენ გადასახლებაში. სტალინს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ნოე რამიშვილის და მისი დის ოჯახი. ისინი სრულად უნდა განადგურებულიყვნენ. ათ ძმას ორი და ჰყავდა. სამედიცინოს ამთავრებდა ნინო. რუხაძემ დაიბარა თავის კაბინეტში და გაქცეული ძმების დაჭერაში დახმარება მოსთხოვა. რას იზამდა ამ დროს ამაყი მთების შვილი? და რუხაძემ საკუთარი ხელით დაახრჩო ჯეირანივით გოგო. ოლია ბერიშვილი ექიმი იყო, იგი აკადემიკოს ბორია ხვედელიძის და დოცენტ გივი ხვედელიძის დედაა. 1949-ში ოლია ყაზახეთს გადაასახლეს. იქ მან 9 წელი გაატარა.

ჯერ კიდევ 1924 წელში დაჭერილი ოჯახის მამა, ნესტორ ბერიშვილი 1935-ში დაბრუნდა გადასახლებიდან და მალევე გარდაიცვალა. იგი მოწამლეს. ოჯახს აღარაფერი დაუტოვეს _ არც სახლი, არც მიწა და არც ერთი სული თხა, 800 მეწველიდან. მართა მარტო ცხოვრობდა. 1949 წელს თითქმის დაკარგა მხედველობა და იმ გაზაფხულს უმცროსი შვილი, მამია გადმოვიდა საზღვარზე. დედის სანახავად მისულმა, ფეხად გაასწრო რუხაძეს, რომელიც თავად ავიდა სურებში მის დასაჭერად.

ბაბუას ნაამბობი

"ალყაშემორტყმული პატარა სახლის აივანზე მართა გამოჩნდა დილის ბინდბუნდში, რუხაძემ თავად გამოუცხადა _ დაჭერილი ხართ და წამოგყევიო. მართამ შავი ცახოცი მოიგლიჯა, 86 წლის შავი თმები გაიშალა, "რუბაშკის" ღილებს ხელი დაჰკრა და მკერდი გადაიღეღა, ხელისგულებზე თავწაგლეჯილი, დამჭკნარი ტყავები დაიწყო და დაწყევლა სტალინი. რუხაძე შეშინდა. პირი იბრუნა. "ტაბურეტკაზე" დააკრეს მართა და გზამდე ისე ჩაიყვანეს. მანქანა ჩახჩახით გაუდგა გზას, რომლითაც ნოე რამიშვილის და, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა".

ამ გზით, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ გადარჩენილები, თუმც ძალიან ცოტანი. მართა ყაზახეთში ჩასვლამდე გზაში დაიღუპა.

არ შემიშვეს

გასული წლის თებერვალში, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მე ჩემი გულისტკივილი, სურებში დაკრძალულ და მის შემდეგ არხსენებულ მალაქია ბერიშვილზე გამოვხატე. გამოარღვია ხალხი ქალბატონმა ლელა იმედაშვილმა, შემომაფართქალდა და გადამეხვია ეს რა გმირი გვყოლიაო. სასწრაფოდ მივხედოთ მის ხსოვნასო, _ მოუწოდა მათ, ვისაც ეს ევალებოდა. მე კი ორი დღის შემდეგ, თავისთან დამიბარა საჭირო მასალებით. ეს ხომ ჩემი ოცნება იყო! მეორე დღეს თოვლმა გზები ჩაკეტა, ორი კვირის შემდეგ მივადექი ჩოხატაურის "თეთრ სახლს". თურმე, წინასაარჩევნო შიშის მოსაპოვებელი ბრძოლა დაწყებულიყო. დაცვამ კარებში არ შემიშვა, შეურაცხყოფილი უკან გამოვბრუნდი. ერთი კვირის შემდეგ ისევ ვცადე გამგებლამდე მიღწევა, ისევ გამომაბუნძულეს. წერილით შევეხმიანე ქალბატონ ლელას და ის გამომივიდა, რომ ჩემი მასალების ნაწილი სამუდამოდ დავკარგე.

გულუბრყვილობით არ მომსვლია ეს, ძვირფასო მკითხველო. ვიცოდი, არავის ადარდებდა არც კოჯრის გმირების და არც საქართველოს ბედი. ყველას, დაწყებული რაიონის და დამთავრებული ყველა სოფლის გამგებლით, ერთი მიზანი ჰქონდათ _ ხმების მოპოვება.

დედას საფლავი არ აქვს

და ისტორიამ კიდევ ერთი თებერვალი მიითვალა. 72 წელია, ელოდება მალაქია ბერიშვილი ჭირისუფალს. სურების მიწაში მარტო მალაქია წევს, დანარჩენი 11_ის ძვლები უცხოეთში ბორგავენ. დედა? დედას საფლავი არა აქვს.

ბაბუას ნაამბობი

"სოფელი ღამეს უთევდა მწუხარე ოჯახს. გამთენიას მართას ჩაეძინა. ეზოში ხალხი ხმადაბლა მსჯელობდა:

_ დათვი რომ მოგერევაო, ბაბე უნდა დუუძახოო!

ვის ებრძვი, კაცო, შენ, ვინცხა სურებელი _ სტალინს?!

_ ყველამ რომ მასე იფიქროს, ვინ დეიცავს ამ ქვეყანას და ამ მიწას, ზაქარია?

_ ვინცხამ უნდა იმან დეიცვას, ჩემო ბიძია, ქვეყანა და აი მიწა მეც ქე მიყვარს, მაგით ვირჩენ თავს, მარა, შვილს ვერ გავწირავ მაგიზა!

პარმახზე მართა გამოვიდა:

_ შენ მიწა მარტო ჭადის მოსაყვანად გინდა, ზაქარია, შენი ჯიში ვერ გაწირავს თავს ამ მიწიზა. მაგი, რომ ქნა ოტიე შლეგის და გოგიე ნათათრის (ბერიშვილების წინაპარი) ჯიშის უნდა იყო მაშინ, თვარა, შენ ძველს ცოლი რომ მოსტაცეს თათრებმა, სამი დღეი ფუღუროში იმალებოდა, არ მობრუნდნენ უკან და მეც არ წამიყვანონო...და მართამ მოთქმა გააგრძელა".

რა იქნებოდა?

72 წლის წინანდელ ამბავს ვყვები და ვფიქრობ, სინანულით "ჰოი, დედანო", მართლაც და რა იქნებოდა, "რომ ჩვენთა დედათ, სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ"? რა იქნებოდა და სურები თავს არ დაუხრიდა შიშს, რომელიც მხოლოდ კუჭზე გადის და ეს საოცარი წარსულის მქონე კუთხე საჭარბავამდე სავსე გოდრებით არ ჩამოურბენინებდა ნაციონალურ ხმებს ჩოხატაურის კრაზანას ბუდეს. მაშინ ვიღაცა გამოჩნდებოდა ამ ხალხის ისტორიის გასამზეურებლად სოლიდური მონახვეჭიდან მცირე თანხას გაიმეტებდა...

მაშინ სურებელი ბავშვები დაბლა დაიხედავდნენ და იფიქრებდნენ, რომ მშობელი მიწა მარტო მჭადის მოსაწევად არ უნდა გვინდოდეს. მშობელი მიწა ჩვენი მაჯისცემაა და იგი არ უნდა გაჩერდეს და ამ მიწის სიყვარულს დედები უნდა ასწავლიდნენ შვილებს.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...