ფრთხილად, წინ საშიში წარსულია! _ "მაგი რომ გეცოდინება, ვეღარ შეძლებ აქ ცხოვრებას!"

მკითხველი

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია! _ "მაგი რომ გეცოდინება, ვეღარ შეძლებ აქ ცხოვრებას!"

2018 სექ 17 13:23:06

ათი წელიც და საუკუნე-ნახევარი გახდება მას შემდეგ, რაც იმ ადამიანებმა, რომლებზედაც ამ ბოლოს ხშირად ვსაუბრობ თქვენთან, ძვირფასო მკითხველო, მშობელი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. დაიწყეს, მოიგეს, სამ წელიწადში კი უდიდესი მონაპოვარი დაკარგეს.

სხვადასხვა ფორმით, დღესაც გრძელდება ეს ბრძოლა, მაგრამ  ბრძოლას თავისი წესები აქვს _ მისაღები და მიუღებელი; ბრძოლაში გამარჯვებასაც თავისი ღირსება აქვს (თუმცა, ზოგჯერ უღირსი წესებით მოგებულს) და დამარცხებასაც. ბრძოლაში გამარჯვების წყურვილი რას არ მოაფიქრებინებს ადამიანს _ ღირსეულ საქმესაც და უღირსსაც.

1921-ში დამარცხდა საქართველო. სწორედ უღირსმა ძალამ გაიმარჯვა მაშინ. მაგრამ ეს კიდევ არაფერი _ რამდენი ავი საქმე დამართეს შემდგომ ისევ ქართველებმა ჩვენს ქვეყანას და მის ღირსეულ შვილებს; მეტიც _ მოძმე მეზობელმა, ნათესავმა, ცივი ჭადის ნატეხის მოზიარემ და მისი დედის ძუძუს ნაწოვარმა.

"გურია ნიუსმა" ბევრს გაუხსნა წინაპრის ჭრილობა _ არც ისე ცოტანი აღმოჩნდნენ ასაკოვანი ადამიანები, რომელთა ხსოვნაში ამოტივტივდა ბაბუა-პეპერების სხვისგან მონაყოლი ამბები. მოყვებიან ამ ამბებს დანჯღრეული ხმით და ბოლოს აყოლებენ: _ მაი არ დაწერო, ცა!

_ არა, არ დავწერ, რაღა დაწერა უნდა! ვაი, სიკვდილო და თავის მოჭრავ, ამას ქვია ჭირმა თავი არ დამალაო.

ჩემზე 10 წლით უფროსი ახლობელი მიყვება მონასმენ ამბებს. ვიწყებთ ნაფაცხვარიდან (ადგილია შუასურების დასაწყისში) და ავდივართ სოფლის ცენტრამდე. ამ უბანს საბერიშვილო ქვია.

_ მაი რაფერ იყო, მე ნენედან ვიცი. აქვსენტიზე გიყობი. ხეი მოუჭრია ზედა მხარეს მის ეზოში, ვერ მუუზომავს და ხის წვერი გზაზე მავთულს დაცემია. გამწყდარა აი მავთული. ამ ხანში ქი დაღამებულა. ვეღარ გადუუბამს. დილას გადავაბამო, უფიქრია და გამთენიეს ხანს ქე წოუყვანიენ.

გადაირბინა ჩემმა ბავშვობამ აქვსენტის ეზოში. მუდამ სახეჩამომტირალ თამარა ბიცოლას შუბლი სულ ცახოცით ჰქონდა შეკრული. მიდღემჩი თოხი ეჭირა ხელში. სამი შვილი სანაქებოდ გაზარდა და დააკვალიანა  _ დარეჯან, ოტია, ფიქრია ბერიშვილები. სიკვდილს მარტო შეხვდა. ჭიშკრისკენ მოცქირალი სახლი ახლაც დგას. "მედანოსე" ახლობელი იყო.

აქვსენტი ბერიშვილის სახლის ბოლოს სოფლის გზა გადის. გზის ქვემოდან ჯაბულო ბერიშვილის ნასახლარია! ჰო, ნასახლარია! ჯაბულომ რვა შვილი გაზარდა. მიწები წაართვეს, საქონელიც მიაყოლეს. ჯავრს გადაყვა! მისი შვილი დომენტი შუასურების  სკოლის მასწავლებელი იყო. დაიჭირეს. ათი წლის მერე მოვიდა დათრგუნული. იცოდა, ვინ იყო "მედანოსე" _ შემომაკვდება და კიდევ ციხეს აქედან წასვლა მირჩევნიაო. წავიდა კიდეც. იძულებული იყო წასულიყო.

გავყვეთ ახლა შარაგზას, რომელიც პავლე ილიას ძე ბერიშვილის ჭიშკართან მიგვიყვანს. ერთი შვილი ჰყავდა პავლეს _ ილია ერქვა, ცნობილი აგრონომი იყო. დაიჭირეს პავლე. რას მერჩითო, იკითხა, თურმე. შენ არაფერს, შენს გვარს ვერჩითო. პავლეს მეუღლე _ ნინა ბებია არასოდეს მინახავს გაღიმებული. ისიც მარტოობაში წავიდა.

უკვე სტუდენტი ვიყავი, არდადეგებზე ჩამოსულს ჩვენს ზემოთ, გორაზე სახლის ადგილას ბუხარიღა დამხვდა.

_ რე იქნა ბაბუა აგენი?

_ წევიდენ, ბაბუა, გადასახთენ!

_ რეიზა, ბაბუა?

_ რეიზა და ვეღარ იყარენ ჭიჭვი პავლიეს მერე, შევიცვლით ადგილსო, _ ცრემლი ჩაყლაპა ბაბუამ.

ეს მეორე პავლე ბერიშვილის ოჯახი იყო, ბაბუას ძმის.

_ შალიკო ბერიშვილი რომ გამევიდა გრანიციდან, ჩაატარა კრება. პავლიეც იქინე იყო, საქონელი ყავდა, ვახშამზე მონატრებულმა ახლობლებმა ადღეგრძელეს შალიკო. პავლიამ, თურმე, ქუდი ისროლა ცაში, მევიდნენ მენშევიკები, აგია და გოუმარჯოს მაგენსო! დილას პავლიამ სხვას დაუტოვა საქონელი, სახში ჩევირბენ, ხვალე თვარა, ზეგე, დილას აქანე ვიქნებიო. აღარც ხვალ მისულა, აღარც ზეგ და არც არასოდეს! (ბაბუას ნაამბობი)

იმავე ღამეს წაიყვანეს, სახლში ახალშესული.

_ რას მერჩითო, _  უკითხავს.

_ არაფერს, იმის საკითხავად მევედით, ქუდს რეიზა ისროდი ცაშიო!

პავლეს მეუღლე, მამაჩემის ბიცოლა, ექვთერი რამიშვილი, ნოე რამიშვილის მკვიდრი ბიძაშვილი იყო!

შარაგზიდან აღმა რომ ავუყვეთ ბილიკებს (და ასეც ვაპირებ, თუ ძალიან არ შეგაწყინეთ თავი, ძვირფასო მკითხველო), იქაც ყველა ნასახლარი და (უფრო მეტი ნასახლარებია) მართლა "საიანცარო" ამბები ამოვარდება. ალბათ, ამიტომ იყო, რომ ჩემი თაობის (და მომდევნოსი კიდევ უფრო მეტად) ბავშვობა ზედმეტად დაფიქრებული, უჩინარი ტვირთით დამძიმებული იყო, რაც უფროსებისგან გვქონდა გადმოდებული. ამიტომაც, ჩვენ ომის დროს და ომის შემდგომ დაბადებულებსაც, სიხარული ნამდვილად გვაკლდა.

ყველა ბრძოლა, რაც კაცობრიობას გადაუხდია, მსტოვრის, ჯაშუშის და ჯალათის გარეშე არ წარმოებულა.

ენის მიმტანს და მაბეზღარას გურიაში "მედანოსე" ერქვა. "დანოსი" ფარულ ღალატს ნიშნავს.

გურიაში დღეს აღარ ისმის ეს სიტყვა. "უდანოსენ" და დაიჭირენ, _ ასე ერქვა ღალატს, მაგრამ "მედანოსენი" "ჩამშვების" სახელით არსებობენ. ეს უმძიმესი საქმეა, რომელსაც არ უხერხდება მიტევება.

1949 წელს ბერიშვილების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე მოგახსენებდით. 1950 წელს, მოძმის ღალატით გამწარებული მამია ბერიშვილი არალეგალურად გადმოვიდა საზღვარზე და პირდაპირ "მედანოსე" მეტყევის ოჯახს მიადგა (სახლში აღარავინ ჰყავდა სანახავი). ნიგოზს ამოეფარა ასაფეთქებლად მომზადებული ხელყუმბარით. სიბნელეში ფანჯარას ეძებდა და... "ისივლა" ბავშვმა. აინთო ლამპა. ოჯახის წევრები აივანზე დარბოდნენ "გადაჩიჩინებული" ბავშვის მოსაბრუნებლად. როგორც იქნა, ბავშვმა სული მოითქვა და... მამია ეზოდან გადმოვიდა!!!

ასმათ ბერიშვილი: "როცა მამია ბიძია პირველად გვესტუმრა სურებში და მამასთან საუბრობდა, ვუთხარი: _ მითხარით, ვინ იყო ეს ხალხი. თქვენ მოხუცები ხართ, მე აქ ხომ უნდა ვიცხოვრო და ხომ უნდა ვიცოდე, ვინაა ჩვენი მტერი?

_ შენ მართალი ხარ, ბიძია, მარა მაგი რომ გეცოდინება, ვეღარ შეძლებ აქ ცხოვრებას".

აი, კიდევ ერთი საოცარი გმირობა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობას აღემატება.

მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო მკითხველო. ერთს კი გკითხავთ მორიდებით: ვერ ნახავთ სოფელს, რომელსაც არ ჰყავდეს უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანები. რატომ დუმხართ? ისინი ძალიან საბრალონი არიან. მოგონებებში მაინც გავაცოცხლოთ მცირე ხნით. მონატრებულ სამშობლოში დავანახოთ საქართველოს ცა.

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...