ფურცელი გაყვითლდა... იმედი?! ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პარლამენტარებს

მკითხველი

ფურცელი გაყვითლდა... იმედი?! ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პარლამენტარებს

14 ნოე. 2018, 21:17:29

იმედი ბოლოს კვდებაო! არადა, ე. წ. "კომუნისტური რეჟიმის" (ასე საქართველოს "თვალისჩინებმა" მონათლეთ) გაუქმებისთანავე პატიოსან, შრომისმოყვარე ხალხს იმედი მიყოლებით გაუცრუეთ: ეროვნულმა მოძრაობამ, მოქალაქეთა კავშირმა, "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ოცნებამ"! მეტიც, იმედი ჩაუკალით, დაუსამარეთ!

უცნაურია, ასე როგორ გავხართ ერთმანეთს? ასე როგორ დაოსტატდით ტყუილების თქმაში, დაპირებების სიუხვეს და არშესრულებაში, საქართველოს დანაწევრებაში, არასამთავრობოების, პარტიების მომრავლებაში, ერთმანეთის დაპირისპირებაში, ზიზღის, სიძულვილის გაბატონებაში, ხელფასის, სარგოების, პრემიების, ჯილდოების მიღებაში?

ფურცლის გაყვითლებით დავიწყე და... ტკივილიანმა ფიქრებმა ისევ დამსერა.

და მაინც... გაყვითლებული ფურცელი. იგი ახლა ხელთ მიჭირავს და იმ წლებს ვიხსენებ, როცა ბანკი საიმედო იყო, არ ასახლებდა ხალხს სახლიდან, არ მევახშეობდა.

მაინც რას ამბობს ეს ყვითელი ფურცელი? რომ 1993 წელს 22 მარტს, ოზურგეთის სააქციონერო კომერციულ აგროსამრეწველო ბანკში 15 000 მანეთი შემიტანია....

დიახ! შევიტანე, შევინახე და...

რატომ ვეღარ შევძელი მისი დაბრუნება? იმიტომ, რომ ვიღაცეებმა ჩემი და ჩემნაირების თანხა მიისაკუთრა, სათავისოდ აქცია.

რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ, ვის არ ვთხოვეთ დახმარება... აღგზნებული ვაიქართველები რას არ გვპირდებოდნენ, მაგრამ, მოკალათდებოდნენ თბილ ადგილას, პარლამენტში და დანაპირები ავიწყდებოდათ.

რატომ არავის ესმოდა და ესმის ხალხის ვედრება _ იმიტომ, რომ მისაღწევს მიაღწიეთ, სურვილი დაიკმაყოფილეთ, ხალხი დაამშიეთ, ძალა გამოაცალეთ. ასეთები თქვენნაირებისთვის ხმას გავიმეტებდით?

ეგებ "ოცნებამ" სურვილი შეგვისრულოსო. მაგრამ... თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ხალხის ნდობა დაგეკარგათ.

ახლა იქნებ მაინც გაიაზროთ და ეს ყვითელი ფურცლები იმ თანხად გვიქციოთ, რომელიც ბანკებს შესანახად მივანდეთ.

ეს ფული ახლა კაპიკების ტოლფასიაო, _ მითხრა ერთმა.

მინდა გითხრათ და მინდა მიხვდეთ, რომ ეს კაპიკი ჩემთვის ღირსების, სიმართლის ტოლფასია.

ახლა  იქნებ მაინც გაიგონოთ გაღატაკებული ხალხის ხმა!

მინაწერი: მრავლისმთქმელი სიბრძნეც მინდა შეგახსენოთ _ მიბარებული მგელმაც შეინახაო!

ადამიანი მტაცებელ მხეცზე უარესი რომ გახდება...

მე არ ვიცი, ვინ მიიტაცა ხალხის ფული და ის ბანკი, სადაც 15 000 მანეთი შევიტანე, მაგრამ ვითომ მისი ვინაობა თქვენთვისაც არაა ცნობილი?!

 ეთერ ქადეიშვილი, 79 წლის ჟურნალისტი




 ახალი ამბები
  • გიგა ბოკერია: “ამ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება”"ევროპული საქართველოს", ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლქში, მეორე ტური ჩატარდება . ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება. ამასთან, ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მათი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი, ზოდელავას სასარგებლოდ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა. „ფოთში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველი ხალხისგან ქვეყნის მართვაზე, ეს არის უკვე ფაქტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა, დაშინებისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და განსაკუთრებით დღეს, ზოგიერთ ოლქებში, სამარცხვინო, საგამგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე ფაქტი. სამწუხაროდ, მანდატების გადანაწილების საბოლოო შედეგი გადაწყდება მეორე ტურში, ესეც ფაქტია. ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში სენაკსა და ხობში, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატი იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონ ზოდელავა. რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ჩვენს ამომრჩეველს, ხმა მისცეს ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბატონ ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიანი მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლობა იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა. ეს უკვე წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ“, _ განაცხადა ... ...
  • თორნიკე ართქმელაძე: "არჩევნებმა ჩაიარა მასიური დარღვევებით"ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონის ოლქში აცხადებს, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით. "არჩევნებმა ჩაიარა მასობრივი დარღვევებით, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება იყო ძალიან ბევრ ადგილას. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ ამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგია მოსული", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" საუბრისას თორნიკე ართქმელაძემ. ... ...
  • "ყველა ზღვარს გადავიდნენ, თიანეთში მიდის მასობრივი გაყალბება" _ მეჭიაური"თიანეთში მიდის მასობრივი გაყალბება", _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ავრცელებს. "თიანეთში მიდის მასობრივი გაყალბება! უბნებზე დიდი რაოდენობით აბათილებენ ჩემს ბიულეტენებს... ყველა ზღვარს გადავიდნენ!!! რას გვაწვალებთ, დადეთ პირდაპირ, პარლამენტის რომელიმე რადიატორთან, თქვენი კანდიდატი", _ წერს ... ...
  • გუთურშიც "ქართული ოცნება" ლიდერობსგუთურშიც "ქართული ოცნება" ლიდერობს. მმართველმა პარტიამ 380 ხმა მოიპოვა, მისმა დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ კი _ 416. გუთურში "ნაციონალურმა მოძრაობამ" 46 ხმა მოიპოვა, პარტიის კანდიდატს მანუჩარ კვირკველიას კი  44-მა ამომრჩეველმა დაუჭირა ... ...
  • სამების საარჩევნო უბანზეც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვასამების საარჩევნო უბანზე ხმა 261-მა ამომრჩეველმა მისცა. ვასილ ჩიგოგიძემ 148 ხმა მოიპოვა, მანუჩარ კვირკველიამ _ 54. რაც შეეხება პროპორციულ სიებს, "ოცნებამ"  132 ხმა მოიპოვა, ნაცმოძრაობამ _ 54. გაბათილდა _ 10 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...