"როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო"

მკითხველი

"როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო"

2019 ნოე 11 13:22:00

ამ სიტყვების ავტორს, ვახტანგ კოტეტიშვილს, ლექციაზე სტუდენტებთან, შავბაფთიანი ფანდური და შავი ჩოხის კალთებქვეშ შეფარებული ქართული სული შეჰქონდა. როცა იგი ამის გამო გახდა საშიში და შინსახკომელებს სახლიდან გაჰყავდათ, მხოლოდ ერთი რამ ითხოვა _ ჩემი მაგიდის უჯრებში ქართული სულია, ნუ გაანადგურებთო. ყველაფერი წაიღეს!

საქართველოს ისტორიაში ნაკლებად შეგხვდებათ დროის მონაკვეთი, ქართველებისთვის ბრძოლის გარეშე რომ ჩაუვლია. ასე იყო, ასე არის ახლაც და... არ მეგონა, რომ 21-ე საუკუნეში ისევ ყოფნა-არყოფნის ჟამი დაგვიდგებოდა!

190 სახელმწიფო, 4 000-მდე ერი და ეთნოსი! ზოგიერთს დამწერლობაც კი არ ჰქონდა, ისე გაქრა! გადარჩა უზარმაზარ ქვეყნებს წინგასწრებული პატარა ერი! 2000 წელს იუნესკოს კონკურსზე 19 სიმღერას შორის მოხვდა "ჩაკრულო".

"ისევ ცოცხლები ვართ! როგორ მოხერხდა ეს? განათლებულ და კულტურულ (რაც მუდამჟამს აკლდა მოწინააღმდეგეებს) ხალხს, თავშეკავების და შესაბამისად, მშვიდად აზროვნების უნარი აქვს. ეს ხალხი სიმღერით, ლექსით და ძნელადსაშოვნელი წიგნით იზრდებოდა. ჰომეროსიდან მოყოლებული, დღემდე, რაც კი რამ კარგი შექმნილა, ლაღი და გენიალური, სათავე ხალხური შემოქმედების წიაღში ეძებნება" (ვახტანგ კოტეტიშვილი)

... მაგრამ ყოველთვის ვერ ვქართველობდით! 400 წლის წინ ფერეიდანში წაღებულ სიმღერას დღესაც უცვლელად ინახავენ იქ, ჩვენ კი აქ დავკარგეთ! როცა უარესის საშიშროება გაჩნდა, "ხმალი ალესეს ქართველებმა".

"შევარდნაძეს ვუთხარი, კულტურას მიხედეთ, ედუარდ! _ ძვირი ჯდებაო, _ მიპასუხა! უკულტურობა რა ჯდება? _ შევუბრუნე კითხვა. გულიანად გაიცინა!" (ჯემალ ჭკუასელი).

ვერც კი შევაფასებთ, იმდენად ძვირი დაჯდა ქართველობის საკუთარ ფესვებზე მოგლეჯა და უფესვო ქვეყნებში ბორიალი, "სხვის ფანდურზე ბუქნაობა", უთამადო და ულექსო სუფრასთან დროსტარება...

... და არც ეს იყო მთავარი უბედურება. ქვეყანას საძირკველში პირველად მაშინ ჩაუდგა მღვრიე წყალი, როცა სოროსმა ჩვენზე "ზრუნვა" დაიწყო. ჭკვიანი კაცია სოროსი, ზუსტად გათვალა, რომ საქართველოსთანა ქვეყანას "უწიგნურობა და შური ანგრევს და არა შემოსეული მტერი". დაინგრა მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, სოფლის დაქცევით ქვეყანას მთავარი არტერია გადაუჭრეს. ამოწყდა გლეხი კაცი, დაძაბუნდა საქართველო.

...და მაინც, თურმე, ეს არ იყო ყველაფერზე უარესი. აბა, რაღა? 20 წლის წინ ჩვენს პირველკლასელებს "დედა ენა" გამოგლიჯეს პაწია ხელებიდან და საპილოტე ფურცლები შეაჩეჩეს. გაშრა "დედის ძუძუ მეორე"! ოკეანის გადაღმა გადაწყვეტილმა საქართველოს ბედმა, ნაკუპონარ და წლობით ნაშიმშილებ მასწავლებელს პროტესტის უნარი დააკარგინა და სამაგიეროდ, გაყინული ხელფასი მოაპოვებინა!

ვეღარ უწინამძღვრა მასწავლებელმა ერს, ხმა არ ამოიღო! ერის გადასაჯიშებლად გამოზრდილმა და შემოგზავნილმა სააკაშვილმა "წარმატებით" ჩააბარა გამოცდა ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანისა!!!

მაგრამ არ უწერია საქართველოს გადაშენება, რადგან ყველაზე მძიმე ჟამს მოგვხედავს განგება! აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ვერ გაიმეტეს ერი. ჩოხატაურშიც მრავლად აღმოჩნდნენ ასეთები. მეც მოვინდომე შევერთებოდი მათ. ჩემს ჩანაფიქრს თანამოაზრენიც გამოუჩნდნენ. ნებისმიერი ახალი იდეის გზა დასაწყისში იოლად გასავლელი ჩანს, მაგრამ მალე შეიძლება გაუვალ ეკალ-ბარდში აღმოჩნდე. გაოგნებული დავრჩი იმ ადამიანთა ინერტულობით და უდარდელობით, რომლებიც იმასაც ვერ ხვდებიან, რომ არა მხოლოდ მორალურად და პროფესიულად, თანამდებობრივადაც, ვალდებულნი არიან, ის მაინც იცოდნენ, სად ცხოვრობენ ამჯერად და რა ბაჯაღლო ისტორიას ფლობს ის მიწა, რომელზედაც დააბიჯებენ. არ იციან და არც სურთ იცოდნენ!!!

ყოფითი პრობლემებისგან გაწვალებული ადამიანები კარგის დანახვას და მადლობის გამოხატვას გადაეჩვივნენ. ამჯერად ჩოხატაურის ხელმძღვანელობას მინდა ვუთხრა: თუ თქვენ, განვლილი წლების განმავლობაში სასიკეთო, ეროვნულობის გადამრჩენი რამ გაგიკეთებიათ, ეს იმ პროექტისადმი თანადგომაა, რომელმაც ჩოხატაურელთა დიდ ნაწილს ხელში კალამი ააღებინა, წარსულის დახშული კარი შეაღებინა, სამშობლოს დაკარგული შვილები დაუბრუნა.

"უკან, წარსულში, მომავლის გადასარჩენად!" _ ასე ქვია პროექტს, რომელზეც წელიწადნახევრია ვმუშაობთ. ჩემი იდეა პირველად ბატონებს _ ირაკლი კუჭავას, ზაალ მამალაძეს და თამაზ ჯინჭარაძეს გავაცანი. მოეწონათ. დახმარებაც აღმომიჩინეს. ქალბატონი მაია გოგოლაძე კი თვეების განმავლობაში კითხულობდა ჩემს ნაწერებს, რომ მათთვის ადგილი ეპოვნა!

მონდომება მითხარით, თორემ გაუკეთებელი საქმე არ არსებობს. შენი სამშობლო მისი წარსულით გაყვარებს თავს. ჩოხატაურს მუდამ ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომელთაც ცხოვრების აზრად გაუხდიათ, ემსახურონ მშობელ ქვეყანას იმით, რითაც შეუძლიათ. შეაკავონ დამღუპველი პროცესი _ ქართველებს ცხელი გული თანდათან უგრილდებათ! 2015 წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს და შსს-ს არქივის ურთიერთთანამშრომლობით, დიდი საჩუქარი მიიღო გურიამ _ "არქივის კვალდაკვალ ჩოხატაურში".

იდეის ავტორი ზაალ მამალაძეა, წამოწყების ინიციატორი მედიასახლი "გურია ნიუსი". წიგნის შესავალში წერია: "არქივის თაროებზე, მუყაოს ყუთებსა და საქაღალდეებში ჩალაგებულ დოკუმენტებს მხოლოდ დროებით "სძინავთ", როგორც კი ადამიანის ხელი შეეხება, ყველაფერი ცოცხლდება" (ია მამალაძე).

ამ წიგნის ბინადარ, უკვე გარდასულ ადამიანთა კვალში ჩადგომას მართლაც მოჰყვა ზოგი მათგანის გაცოცხლება. ძალიან ბევრი კი გველოდება!!! არქივში ბევრი მათგანის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ასეთთა შორისაა ნოე რამიშვილის დისშვილი მალაქია ბერიშვილი. იგი 1921-ში კოჯორთან დაიჭრა და მალე დაიღუპა. ნოე რამიშვილის ნათესავთაგან ბევრი მათგანის ხსენებაც არსადაა, ცნობილი მიზეზების გამო.

ათეული წლების მანძილზე მათ არავინ ახსენებდა, გულწრფელად ვწუხდი, თუმცა, როცა ჯერი დადგა უშიშრად მათზე საუბრისა, ხელთ თითქმის არავის არაფერი აღმოაჩნდა. ძებნამ შედეგი გამოიღო, მაგრამ არავინ ისურვა მიეხედა ამ ხალხის ხსოვნისთვის. თუ რამ გამხარებია, ერთი ისიცაა, რომ გასული წლის ივლისში, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში მიპატიჟებულს, ნოე რამიშვილის დის, მართას თორმეტშვილიანი ოჯახის სურათები დამხვდა. ღონისძიება მძიმე განცდებით ჩატარდა. გამოცხადდა კონკურსი _ "ფრთხილად, წინ საშიში წარსულია". "გურია ნიუსმა" გული გაუხსნა ტკივილს და ბევრ უდანაშაულო მსხვერპლთა ახლობელს, მალამოდაც დაედო დათუთქულ და შეურაცხყოფილ წარსულს.

კოჯრის ბრძოლების ისტორიით ამაყობს საქართველო, მისი გმირის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა. 2018 წლის ივლისში, შუასურებში, ზახტოურზე ლომისკარელის ძველი საბრძანისის სასაფლაოზე, "გურია ნიუსის" მთავარმა რედაქტორმა გიორგი სიხარულიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, მონიშნული ხის ძირას დაკრძალული მალაქია ბერიშვილის საფლავი მოინახულა. რაიონის მერის აქტიურობით საქმე დაიძრა, შუა სურებელი ლომგული ტრაპაიძე თავისი სურვილით ჩაუდგა სათავეში სოფლის ახალგაზრდობას და მან 21 მაისისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში 99 წლის წინ დაკრძალული და ერთი შეხედვით, საბოლოოდ დაკარგული კოჯრის გმირის, მალაქია ბერიშვილის სასაფლაოზე საქართველოს დროშა აფრიალდა! გმადლობთ! გმადლობთ! გმადლობთ!

ძვირფასო მკითხველო! არ მიყვარს ფრაზების გამეორება, რაზეც წინათაც ვწერდი, მაგრამ ახლაც დამჭირდა ვთქვა _ ვრწმუნდები, რომ ყველა საქმე უფლის ნებით კეთდება (ან არ კეთდება). როცა ზემოთ ნახსენები კონკურსი გამოცხადდა, ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა მუშაობა სოფლების ისტორიებზე. ჩვენი საქმეები გაერთიანდა.

ახლა, ნახევარი საუკუნის უკან დავიხიოთ და ისევ ვიმოგზაუროთ წარსულში.

1962 წელს, ჩოხატაურის რაიკომის ბიურომ დაავალა ყველა სოფლის ხელმძღვანელს დაეწერათ სოფლის ისტორიები. ბუნებრივია, მთავარი საქმე სკოლებმა გააკეთეს. რვა თვეში ყველა სოფელმა წარმოადგინა მაღალ დონეზე შესრულებული ნამუშევრები და ჩააბარა ჯერ კომპეტენტურ კომისიას, შემდეგ _ მუზეუმს.

გამოხდა ხანი. დღეს მუზეუმს მხოლოდ რამდენიმე სოფლის ისტორია აქვს. ნახეთ, თვალს ვერ მოწყვეტთ საჭამიასერის (ნოდარ ჭკუასელი), ზემოსურების (შაქრო კეკელიძე) დიდივანის (მირინოსე რამიშვილი) შუა სურების (გუგული უღრელიძე, ზაირა ეზიეშვილი) ერკეთის (მიხეილ რამიშვილი) გასაოცარი კალიგრაფიითა და რუდუნებით შესრულებულ ნაშრომებს. სხვა რაღა იქნა? _ დაკარგულა... რა თქმა უნდა, დაკარგულია, თორემ დაუჯერებელია, რომ აკაკი სიხარულიძემ (ბუკისციხე) და ანიკო კალანდაძემ (ხიდისთავი) უისტორიოდ და უპატრონოდ მიაგდეს თავისი სოფელი!

აუცილებლად მივიჩნიეთ ძველი ისტორიის ახლით შევსება და აღარ არსებულის ხელახლა დაწერა. უმძიმესი საქმეა, მაგრამ საამაყოდ და სახალისოდ საკეთებელი.

ბევრმა გამაკვირვა თავისი შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობით, წარსულისადმი თაყვანისცემით. ჩვენ მალე შევიკრიბებით მათთვის მადლობის სათქმელად, მაგრამ ეს ჩვენი მოლოდინის მცირე ნაწილია, თუ ვივარაუდებთ, რომ თემა მარადიული და ამოუწურავია. არ დავასახელებ სოფლებს, მათ ხელმძღვანელებს და სკოლებს, რომელთა მშობელ კუთხეს, უბრალოდ, არ ეკადრება ასეთი გულგრილობა, განსაკუთრებით, სკოლების გვერდზე გადგომაა გულსატკენი.

თხუთმეტი წლის წინ გოდებდა შეძრწუნებული გოდერძი ჩოხელი: "თქვენ, ჩვენო დიდო პაპებო, არ მოგვესვლება თქვენამდის!"

ჩვენი მიზანი, სწორედ წინაპრებთან პირნათლად მიახლებაა, საპირველქართველო საქმის კეთებაა!

და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, ჩვენთან ერთად გააგრძელოს მოგზაურობა, მობრძანდით ჩოხატაურის მუზეუმში, იქ ჩვეული ინტერესითა და დიდი სიხარულით დაგიხვდებიან.

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...