რა მოჰყვა თვითმმართველობის საქმეებში მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას

მთავარი თემა

რა მოჰყვა თვითმმართველობის საქმეებში მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას

2017 მაი 16 11:47:06

გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. პროცედურის თანახმად, საკრებულოს სხდომამდე მმართველ ფრაქციას სხდომა უნდა ჩაეტარებინა, კანდიდატი შეერჩია და, შესაბამისად, ბიუროზე  წარედგინა.

თუმცა, ფრაქციის სხდომა არ გამართულა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ზვიად მამალაძემ განმარტა, ამის მიზეზი  ის გახდა, რომ კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა.

იგივე ითქვა ბიუროს სხდომაზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

_ საკრებულოს ბოლო სხდომაზე, ბიუჯეტის ანგარიშის შესრულება მოვისმინეთ, თუმცა, მას არ ახლდა სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნა, რადგან კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა _ ჩაიშალა. ეს იმ დროს, როცა ა(ა)იპ-ებში ხელფასების შემცირება მიმდინარეობდა, სოციალური პროექტების განხილვა იყო. ახლა წარმოდგენილია პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც პირველ რიგში ამ კომისიის განსახილველია, მაგრამ კომისიას ისევ არ ჰყავს თავმჯდომარე და შესაბამისად, საკითხებიც ჩავარდა. სოციალური სფერო ზედამხედველობის გარეშეა დარჩენილი და ამით საქმე ფუჭდება, ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია არჩევნები. გვაქვს არგუმენტი,  რომ ფრაქცია ვერ ჩამოყალიბდა და ეს შველის საქმეს? _ თქვა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ ირაკლი ახობაძემ.

ახობაძის კომენტარს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა არ შეფერხებულა:

_ როდესაც საკრებულოში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შემოვიდა, ფუნქციები სხვადასხვა კომისიებზე გადანაწილდა და შესაბამისად, არც ერთი სფერო არ დარჩენილა განხილვის გარეშე. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევას, გვაქვს დღეს ეს რეალობა, რომ ფრაქციამ კანდიდატი ვერ შეარჩია და მხოლოდ ამის გამო, გთხოვთ, ამ საკითხის რამდენიმე დღით გადადებას. ვატყობთ, რომ უხერხული სიტუაციაა და გამოსავალი უნდა ვნახო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პიროვნული გადაწყვეტილების მიღება მიწევს, _ განაცხადა ზაალ მამალაძემ.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე გოჩა ჯიქია დაინტერესდა, ვინ შექმნა ეს უხერხულობა და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი, რაზეც განმარტებები ზვიად მამალაძემ გააკეთა:

_ არავინაა დამნაშავე ამ საქმეში და აქ დანაშაულიც არ არსებობს.  არაა ჩამოყალიბებული მმართველი ფრაქცია კანდიდატზე და აქედან გამომდინარე, წევრები და ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს ითვალისწინებენ, მხარს ვუჭერთ ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, _ აღნიშნა ზვიად მამალაძემ.

გოჩა ჯიქიამ კონკრეტულად ზვიად მამალაძე დაადანაშაულა ამ პრობლემის შექმნაში და აღნიშნა, რომ ეს არაა გუნდური პრინციპით მუშაობა:

_ დაჭამეთ ერთმანეთი  და არ არის დანაშაულიო, ამბობთ. ეს არც გუნდურობაა და არც მუშაობა. სასაცილოდ აიგდეთ ყველაფერი. "გურია ნიუსში" ამდენი ხანია იბეჭდება ის, რაც ხდება. ყველამ გაიგო, რომ 4 თვეა, ფრაქციამ კანდიდატი ვერ შეარჩია და ამის მერე კიდევ რაზე საუბრობთ? ეს არ ყოფილა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი, ამისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, _ აღნიშნა ჯიქიამ, რაზეც ზვიად მამალაძემ უპასუხა, რომ მას "ქართული ოცნების" სახელით საუბრის უფლება არ ჰქონდა.

_ მე არ მაქვს "ქართული ოცნების" სახელით საუბრის უფლება? შეგრცხვეს მაინც _ სად იყავი მაშინ შენ საერთოდ?! _ ჰკითხა ზვიად მამალაძეს ჯიქიამ, რომელიც 2012 წელს კოალიცია "ქართული ოცნების"  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

_ არ იცი, სად ვიყავი? შენ სად იყავი მაშინ? _ შეეპასუხა მამალაძე, რამაც დაპირისპირება გაამწვავა და მათი გაშველებაც გახდა საჭირო.

_ ვერ დაალაგე სიტუაცია და ერთმანეთს ჭამთ. ესაა რეალობა, რაზეც ბევრი შეკითხვაა, ერთ-ერთი კი ისაა, თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდით 4 თვის განმავლობაში. "ქართული ოცნება" ჩემი ნაწილია და მე მაქვს ამაზე საუბრის უფლება სხვებზე მეტად, _  მიმართა ჯიქიამ მამალაძეს.

დეპუტატებს შორის საკმაოდ დაძაბული სიტუაციის განმუხტვა საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა და აღნიშნა, რომ იმაზე საუბარი, "ვიღაც 2012-იანია, ვიღაც _ 2014-იანი, არასწორია და მოსახლეობამ ყველას ისტორია კარგად იცის":

_ ყველამ კარგად იცის, ვინ რას აკეთებდა. ისიც იციან, ვის რა სახელი ერქვა და ვინ როგორ იქცეოდა,  მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.

საკითხის განხილვას ზვიად მამალაძეს და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დიმიტრი კორიფაძეს შორისაც მოჰყვა დაპირისპირება:

_ ძალიან დიდ პატივს ვცემ საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ არ შემიძლია ეს არ ვთქვა _ როგორც ჩანს, დროს იმისთვის წელავთ, რომ ადამიანები გადმოიბიროთ თქვენთვის სასურველი ადამიანის მხარდასაჭერად. ამის ეჭვი ნამდვილად მაქვს, _ აღნიშნა დიმიტრი კორიფაძემ, რომელიც ზვიად მამალაძემ არასწორი დასკვნების გაკეთებაში დაადანაშაულა და ტონის დაწევისკენ მოუწოდა.

_ სასაცილოა თქვენი არგუმენტები.  მედიიდან ვიგებთ, რომ ერთ კანდიდატს ნინო წილოსანი უჭერს მხარს, მეორის შესახებ სხვა ამბავი გვესმის. რა გახდა ამხელა ფრაქციაში ერთი ადამიანის შერჩევა?! თუკი იმის შიშია, რომ "რესპუბლიკელების" კანდიდატი, დავით ტყეშელიაძე მოუგებს თქვენს კანდიდატს და ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ეგ სხვაა, _ აღნიშნა კორიფაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის ამ რეპლიკაზე გოჩა ჯიქიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ტყეშელიაძემ ფრაქცია დატოვა და შესაბამისად, ის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია.

ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება ზვიად მამალაძეს და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, მმართველი ფრაქციის წევრ დავით გუდავაძეს შორისაც მოხდა. გუდავაძეს კითხვის დასმა სურდა და კოლეგებს მოუწოდა საკითხი მშვიდ ვითარებაში და ხმადაბალ ტონზე განეხილათ:

_ გთხოვთ, თავი შეიკავეთ და დამასმევინეთ  შეკითხვა, _ ითხოვა დავით გუდავაძემ, რაზეც ზვიად მამალაძე გაღიზიანდა:

_ რაზე უნდა შევიკავო თავი?! ეს მე როგორ უნდა მითხრა?! _ თქვა მამალაძემ და გუდავაძეს მიუთითა, რომ მას ასე არ უნდა ესაუბროს.

_ ყველას ვეუბნები მე ამას და ვერ გავიგე, რა გინდა, ზვიად? აღელვებული ხარ, გეტყობა, _ მიმართა გუდავაძემ მამალაძეს, რაზეც ეს უკანასკნელი დაეთანხმა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი გაჩერების უფლება გუდავაძეს არ ჰქონდა.

_ რამე არ შეგეშალოს შენ! _ მიმართა გუდავაძემ ზვიად მამალაძეს და ბიუროს სხდომა დატოვა, სადაც ინციდენტები ამით მაინც არ ამოწურულა.

საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა იმის გარკვევა, უნდა გადადებულიყო თუ არა საკრებულოს სხდომა:

_ როცა ბატონი დავით შარაშიძე  გარდაიცვალა, იმავე დღეს, ორ საათში მოვიდნენ ჩემთან _  კომისიის თავმჯდომარეობა გვინდაო. ის ადამიანები საკრებულოს თავმჯდომარესთანაც იყვნენ მისულები და კარგად მახსოვს, ზაალმა უსაყვედურა: ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ თბილია და ამაზე ფიქრიც კი სირცხვილიაო. ამის შემდეგ მოდის ეს გარჩევები და საქმის "ჩაწყობები". უბრალოდ, სირცხვილია ეს ყველაფერი.  4 თვეა გასული და ისევ ეს პრობლემა დგას.  გასაგებია, რომ არ არის ჩამოყალიბებული ფრაქცია კანდიდატზე, მაგრამ ასე სადამდე უნდა გაგრძელდეს?! მთელი ჩოხატაური ამაზე ლაპარაკობს და ყველა კუთხეში დაპირისპირებაა ამის გამო. ამდენი  წელია საკრებულოში ვმუშაობ და ასეთი არაფერი მინახავს, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სიხარულიძემ, რომელსაც სიტყვა საკრებულოს საფინანსო კომისიის  თავმჯდომარემ მაია პაიჭაძემ შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ "ასეთი დრამატიზება საჭირო არაა".

_ ეს დრამატიზება კი არა, სირცხვილია, ყველას სირცხვილი. კომისიის თავმჯდომარის არჩევა გახდა პრობლემა, რაც ერთი წუთის საქმეა _ განიხილავდით ფრაქციაში ორივე  კანდიდატურას, აირჩევდით ერთს და დამთავრდებოდა. საკრებულოს წევრი ვარ, მოდის ხალხი და კითხვებს მისვამს, მე კი პასუხი არ მაქვს და უხერხულობაში ვვარდები. ელემენტარული თავმოყვარეობის ამბავია, _ აღნიშნა სიხარულიძემ, რომლის თქმით, ის თავიდანვე არ იყო მომხრე, ეს საკითხი რიგგარეშე სხდომაზე გაეტანათ.

_ მე გთავაზობთ, რომ ეს საკითხი დავაყენოთ რიგით სხდომაზე, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მანამდე ფრაქცია ჩამოყალიბებული. ვინც იქნება კანდიდატი, იმას ვუყაროთ კენჭი, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რაზეც ბიუროს სხდომაზე მყოფთა უმრავლესობა დაეთანხმა.

თუმცა, რეპლიკა გააკეთა მაია პაიჭაძემ, რომლის თქმით, "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ის გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს: "უბრალოდ, სამუშაო პროცესი გახანგრძლივდა".

_ გადაწყვეტილების მიღება კი ეტყობა ამ საქმეს! თვითმმართველობის წარმომადგენლები ზევიდან მიღებულ დირექტივებს ემორჩილებით და სულ არ გადარდებთ, რომ ამით საქმე ფუჭდება. ეს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება კი არა, თვითმმართველობაში მაჟორიტარი დეპუტატის _ წილოსანის ჩარევის შედეგია, _ აღნიშნეს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ადასტურებენ პირად საუბრებში, თუმცა ღიად, ამის დაფიქსირებას ერიდებიან.

_ იმდენი მოახერხეს ზევიდან, რომ "ქართული ოცნების" წევრებს და მათ მხარდამჭერებს ერთმანეთი დააჭმევინეს. ასეთი რამ ამ საკრებულოს არ ახსოვს. მმართველმა ფრაქციამ სიტუაციის კონტროლი ვერ შეძლო, რის შედეგიც ისაა, რომ დაგვცინიან, _ გვითხრა ერთ-ერთმა დეპუტატმა მას შემდეგ, რაც "ოცნების" წევრების დაპირისპირების დროს "ნაციონალი" კორიფაძის ჟესტი დაინახა, რომელიც კოლეგების ჩხუბის პარალელურად გულზე ხელს იცემდა და "კარგია, კარგიაო", იძახდა.

 საბოლოოდ, ბიუროს წევრების უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა და საკითხი შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. საწინააღმდეგო პოზიცია მხოლოდ ირაკლი ახობაძემ და დიმიტრი კორიფაძემ დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე არ გამორიცხა კომისიის ხელმძღვანელის არჩევა ამ მოწვევის საკრებულოში საერთოდ აღარ მოხდეს და თავმჯდომარის ფუნქციები  მოვალეობის შემსრულებელს დაეკისროს, რომელიც ამჟამად კომისიის უხუცესი წევრია და კომისიის მუშაობას ამჟამადაც უსასყიდლოდ უძღვება.




 ახალი ამბები
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...
  • ხუნდაძე: "უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე  ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. „თუმცა მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ნაწილი. ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერმინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად, შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით,520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენადდა დასათვლელად. მისივე თქმით, მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში. „მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ  სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შემხებლობაში მოსახლეობასთან,გეთანხმებით,სწორედ ჯანდაცვის სექტორი არის. ამიტომ თქვენი დახმარებაც,თქვენი რესურსიც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება გამოვიყენოთ პოზიტიურად. ჩაერთეთ, ვიმუშაოთ ერთად, პრობლემები, ხარვეზები აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე", - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ლევან ... ...
  • რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯარუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში  ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ  უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1269,794 გრ. ნივთიერება „ADB-FUBINACA", რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერების ნაწილი 2019 წლის 29 ივლისს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის, ხოლო ნაწილი 22 აგვისტოს, ქ.რუსთავში,  ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს. სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ  ჰ.გ.-მ  უკანონოდ შეიძინა და შეინახა 96,2421 გრ. ნარკოტიკული საშუალება "მდმა", (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 1,5381 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას. სამართალდამცველებმა   ჰ.გ.  2019 წლის 29 ივლისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  წარედგინა (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ... ...
  • ნინო წილოსანმა ხელოვნების სასახლეში 2019 წლის ანგარიში წარადგინა14 იანვარს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 2019 წლის ანგარიში წარადგინა. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ანგარიშის მომზადებისას ყურადღება ოთხ ძირითად საკითხზე გაამახვილა. კერძოდ, ამომრჩეველთან კომუნიკაციაზე, ინფრასტრუქტურაზე, წარმატებულ გურულებსა და 2020 პრიორიტეტებზე. შეხვედრას, ძირითადად, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ. დეპუტატის ანგარიშის მოსმენაზე ჩვეულებრივი მოსახლეობის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელს შენიშნავდით. ნინო წილოსანმა სლაიდების სახით წარმოადგინა და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა უკვე შესრულებული სამუშაოების და იმ პროექტების შესახებ, რომელიც დეპუტატის დახმარებით, წარმატებით გახორციელდა მის სამაჟორიტარო ოლქში. ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ხელს უწყობდნენ და მასთან ერთად ცდილობდნენ რეგიონის განვითარებას. ანგარიშის მოსმენის შემდეგ მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქალბატონმა ევროპული საქართველოდან და ამავე სახელწოდების ფრაქციის თავმჯდომარემ, ლია ჩიგოგიძემ დასვა კითხვა _ მან თვალი მოავლო დარბაზს და ჩამოთვალა სამსახურები, რომლის წარმომადგენლებითაც გადაჭედილი იყო ხელოვნების სასახლის ფოიე: _ ქალბატონო ნინო, აქ არიან მუნიციპალიტეტების პირველი პირები, ა(ა)იპ-ების (რომლებიც ისეა გადაჭედილი, რომ სკამის დასადგამი ადგილი არ აქვთ) თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, პედაგოგები; შეხვედრაზე ვერ ვხედავ უბრალო მოსახლეობის წარმომადგენლებს. რატომ არ იყო ცნობილი ანგარიშის წარდგენის შესახებ? მეც, პირადად, შემთხვევით გავიგე. ჩიგოგიძეს დეპუტატის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ანგარიშის წარდგენის შესახებ გამოქვეყნდა დეპუტატის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, რაც, რა თქმა უნდა, არც ჩიგოგიძისთვის და არც იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იგივე კითხვა გაუჩნდათ, მისაღები პასუხი არ იყო. ჩიგოგიძე, ასევე, დაინტერესდა, იცოდა თუ არა დეპუტატმა, სად იყო მისი სამუშაო ოთახი: _ იცით თუ არა სადაა ჩემი კაბინეტი? კითხვის პასუხად წილოსანმა თქვა, რომ მან იცის, სად არის მისი გუნდის წევრების კაბინეტები და სთხოვა დარბაზს და უშუალოდ ჩიგოგიძეს, რადგან დღესასწაულია და გურულები ზეიმობენ კალანდას, ნუ გადავიდოდნენ მწვავე პოლემიკაში. შემდეგი კითხვა, რომელიც ჩიგოგიძემ დასვა, საბავშვო ბაღებში ბავშვებით გადატვირთულ  ჯგუფებს ეხებოდა. კითხვაზე წილოსანმა უპასუხა, რომ თემები, რომლებიც ჩიგოგიძემ დააყენა, ყველა მთავრობის დროს იყო მივიწყებული: "ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ყოველი სიკეთე, რაც ხელისუფლების და კონკრეტულად, ჩემ, როგორც მაჟორიტარის მიერ იქნება გაკეთებული თანაბრად და სამართლიანად გადანაწილდება და ის ყველას შეეხება", _ თქვა შეხვედრის ბოლოს ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...