უკავშირდება თუ არა ნათია მოგელაძის წასვლა საპარლამენტო კომისიის შემოწმებას

მთავარი თემა

უკავშირდება თუ არა ნათია მოგელაძის წასვლა საპარლამენტო კომისიის შემოწმებას

8 მაი. 2013, 13:13:03
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მოგელაძის მიერ თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდში ნათია მოგელაძის სახელი მთელი საქართველოსთვის ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ შემომწირველთა მასობრივი დაჯარიმებით.

მისი მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი „გურია ნიუსისთვისაც“. მოგელაძის სამსახურისადმი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიწერილი ათეულობით წერილი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მუდმივად უპასუხოდ რჩებოდა. ნათია მოგელაძეს საკუთარი თანამშრომლების ვინაობაც კი გასაიდუმლოებული ჰქონდა.

მიუხედავად არაერთი უკანონობისა და დარღვევისა, რომელსაც აღნიშნული სამსახური ახორციელებდა და რის შესახებაც არაერთი ადვოკატი საჯაროდ საუბრობდა, ნათია მოგელაძე ამ დრომდე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად რჩებოდა.

არ არის გამორიცხული მისი საკუთარი სურვილით წასვლა პირდაპირ კავშირში იყოს აუდიტის სამსახურში საპარლამენტო კომისიის შეცვლასთან. საპარლამენტო კომისია უკვე რამდენიმე თვეა, რაც აუდიტი სამსახურის 2012 წლის საქმიანობას ამოწმებს და მათ შორის, მოგელაძის სამსახურისაც. პირველადი ინფორმაცია შემოწმების შედეგებზე, დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი. საპარლამენტო კომისია, რომლის ხელმძღვანელი პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე გახლავთ, საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს მაისის ბოლოს წარუდგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათია მოგელაძე აქამდე საკმაოდ „ომახიანად“ გამოიყურებოდა და ის თათბირებზე კორპორატიული ქეიფის მოწყობის ინიციატივითაც გამოდიოდა.

ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ჯერ კიდევ 2012 წლის 3 ნოემბერს წერდა სტატიაში _ „რა მოითხოვა მოგელაძემ თათბირზე და როდის შეამოწმებს პარლამენტი კონტროლის პალატას. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, აუდიტის სამსახურში (ყოფილ კონტროლის პალატაში), "ნაციონალური მოძრაობა" ძალების მობილიზაციას ახდენს და უწყებას საკუთარი კადრებით აკომპლექტებს. მართალია, ეს კადრები საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებული მაჟორიტარები არიან, მაგრამ ამას ხელი შეუშლია იმისთვის, რომ აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე დაენიშნათ. რა დამსახურებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.

ჩვენი წყაროს ცნობით, კონტროლის პალატის საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზესტაფონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან ბუცხრიკიძე დანიშნეს, რომელიც, წლების განმავლობაში, კონტროლის პალატის შემმოწმებელ საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობდა. ასევე, ცვლილება განხორციელდა აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტშიც, რომლის უფროსად ასევე "ნაცმოძრაობის" დამარცხებული მაჟორიტარი ჩუღურეთის რაიონში, ანდრო ალავიძე დაინიშნა.

ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ირენა მელუა კი ქუთაისის კონტროლის პალატაში გადაუყვანიათ.

აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ფატი მამიაშვილი, როგორც ყოველთვის, "გურია ნიუსთან" კომენტარს არ აკეთებს. კითხვის _ ადასტურებდა თუ არა ის ამ საკადრო ცვლილებებს_ მოსმენის შემდეგ, მამიაშვილმა გაგვიცხადა, რომ უკვე სამუშაო საათები ამოწურული იყო და გვირჩია, ორშაბათს შევხმიანებოდით. აუდიტის სამსახურის„ ორშაბათი“ კი, ჩვენი გამოცდილებით, მინიმუმ, 6 თვე შეიძლება, გაგრძელდეს. რაც შეეხება სამუშაო საათებს, შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების დაჯარიმებისას, ეს უწყება სადღეღამისო რეჟიმში მუშაობდა.

ასევე, წყაროს ცნობით, ამ საკადრო ცვლილებებს, წინ უძღოდა გასული თვის ბოლოს აუდიტის სამსახურში ჩატარებული თათბირი, რომელიც გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ თავის კაბინეტში ჩაატარა. თათბირს, სხვა თანამშრომლებთან ერთად, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ნათია მოგელაძეც ესწრებოდა, რომელსაც მეტად საინტერესო კითხვა გასჩენია ლაშა თორდიასთან, _ კორპორატიული ქეიფი როდის მოვაწყოთო?

როგორც წყარო იუწყება, თორდიას, რომელიც თურმე ძალიან კარგ ხასიათზე იყო იმ დღეს, უპასუხია, _ მალე მოვაწყობთო. მთავარი აუდიტორი, რომელიც, კანონის თანახმად, ამ თანამდებობაზე 2017 წლამდეა დანიშნული, როგორც ჩანს, ჯერ წასვლას არ ფიქრობს“.

როგორც ჩანს, მოგელაძე აუდიტის სამსახურის კორპორატიულ ქეიფზე ვერ მოხვდება...




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...
  • "ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით"- ჩოხატაურში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენესჩოხატაურში, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები, ხოლო  გმირებისადმი მიძღვნილი პანაშვიდი  წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში დეკანოზმა მამა თომამ გადაიხადა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავაც დაესწრო. როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა და ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით. „ეს არის  ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას ეს ტრაგედია.  საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის სახით. აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს, მათგან სამი ჩოხატაურელია,  მერაბ ახობაძე, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ტაძარში აღევლინა დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ვიყავით მათ საფლავებზე. მათი სახელების და გმირობის უკვდავყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვეთათვის, მომავალი თაობებისთვისაც. ამიტომ მათი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,_ განაცხადა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...