კოაბიტაცია, სანაძლეო, 10 მილიონი და პროკურატურისგან დავიწყებული რამაზ ნიკოლაიშვილი

მთავარი თემა

კოაბიტაცია, სანაძლეო, 10 მილიონი და პროკურატურისგან დავიწყებული რამაზ ნიკოლაიშვილი

9 მაი. 2013, 00:54:29

ამ ამბის გარკვევა ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან ვცადეთ. რამაზ ნიკოლაიშვილი სწორედ მისი კონკურენტი იყო არჩევნების დროს.

_ მე და რამაზ ნიკოლაიშვილი  პარლამენტში ერთმანეთში ვესალმებით ადამიანურად.  ჩემი გადასახედიდან, მე რასაც ვამჩნევ, შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ვიყავით ერთი დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში.  რამაზი არის თავდაცვის კომიტეტის წევრი უმცირესობიდან. ის ამ კვოტით მოხვდა დელეგაციაში.  იქ, განხილვების და   პოლემიკის დროს  ნამდვილად ზოგად სახელმწიფოებრივ პოზიციას იცავდა. მაგალითად, მისი კოლეგის,  თინა ბოკუჩავასგან განსხვავებით, რომელიც იწყებდა საუბარს დადებითზე და მერე დაამთავრებდა ახალი ხელისუფლების კრიტიკით,  ნიკოლაიშვილის მხრიდან ნამდვილად არ მომისმენია არცერთი კრიტიკული სიტყვა "ქართული ოცნების", მისამართით.

_ თქვენ კოაბიტაციაში ხართ მასთან?

_  პირადად მე , გარდა ნორმალური ურთიერთობისა, მის მიმართ არანაირი ზედმეტ კოაბიტაციაში არ ვარ. (?)  აბა, სხვანაირად რა უნდა ვქნათ, (?) ადამიანური ურთიერთობები საჭიროა.   დელეგაციის დროს ერთ სუფრაზეც კი  ვისხედით!. . .   ნახევარი ოზურგეთი რამაზ ნიკოლაიშვილს თვალებში უყურებდა   და მე გამარჯობაც აღარ ვუთხრა?  თუმცა, იქ ხაზგასმით აღნიშნავდა, როგორ წამაქციე, როგორ მომიგე,  ბატონო ზვიადო!   ერთ მომენტსაც გეტყვით, როცა სტამბულიდან მივფრინავდით ბრიუსელში, მეუბნება, რომ მე გასასვლელში მინდოდა ბილეთიო. მე ვუთხარი, რომ გასასვლელის ბილეთი გაქვს, ეს დიდი თვითმფრინავია-მეთქი. არაო, მითხრა, არ არსებობსო. არ დამიჯერა  და  სანაძლეო დავდეთ. რომ გადმოვედით ავტობუსიდან და ახედა თვითმფრინავს, მეუბნება, _ ხელს ვწევ, ძმაო, შენ რა მაგარი ხარ, ოზურგეთში რომ მომიგე მე, იმის მერე ხმა არ უნდა ამომეღოო. რატომ დაგენიძლავეო და ბევრი ვიცინეთ! აი, ასეთი ურთიერთობები არსებობს, რომელიც მე ყველაზე პირწავარდნილ "ნაციონალებთანაც" კი მაქვს. ამას რაც გინდათ, ის დაარქვით!

_ბატონო ზვიად,   დავით ნარმანიამ "გურია ნიუსთან" განაცხადა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილის დროს სახელმწიფომ  10 მილიონი ლარით იზარალა. თუმცა, ამ განცხადების შემდეგ, გავიდა თვეები და ის პროკურატურაში არც არავის დაუბარებია. არაა საეჭ ეს ამბავი?

_ ასე ფიქრობთ,  რომ რამაზი პროკურატურაში არავის დაუბარებია? შეიძლება, ამის აფიშირება არ უნდოდათ.  ვერ გეტყვით, რა! თუმცა, ის არის ინფორმაციის უდიდესი წყარო.

_ნიკოლაიშვილი არც 19 აპრილის აქციაზე  ყოფილა. თუ დაიბარეს, რა იყო დასამალი? თუ  რომელიმე უბრალო საჯარო პირის დაკითხვაზე დაბარება ხდება ცნობილი, ამ შემთხვევაში რა იყო დასამალი?

_ძალიან მიძნელდება დაჯერება.

_თუმცა ფაქტია, ბატონო ზვიად და ვერც თქვენ უარყოფთ, რომ ვერ ამჩნევდეთ კოაბიტაციას.

_შეიძლება, ეს ასე ჩანდეს. გულწრფელად გეტყვით, რამაზ ნიკოლაიშვილი დღემდე არ ყოფილა  ჩემი ინტერესის სფერო.  არჩევნების პერიოდშიც კი,  ის როგორც პიროვნება, ნამდვილად არ ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო. არც დღეს არის.  აწი დავუკვირდები მე ამ პროცესებს, დავინტერესდები რა ხდება ამასთან დაკავშირებით.  მე ასე სიღრმისეულად არ შემიხედია ამ პრობლემისთვის  მიუხედავად იმისა, რომ იყო სადღაც  შეკითხვები და უცებ გაქრა კითხვები.  ახლა  ნამდვილად არ მაქვს პასუხი ამ შეკითხვებზე.  ისე, ძალიან ბევრი კითხვები არსებობს, თუნდაც ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, რომელიც აშენებულია ბიუჯეტის გარეშე და ვის როგორ უხდიდნენ  ფულს, ეს კიდევ აბსოლუტური უღრანი ტყეა. ყოველივე ეს  გაუგებარი და გაურკვეველია. ნებისმიერი მშენებლობები, თუნდაც ოზურგეთში, ეს ყველაფერი კითხვებია, რომელიც მისი მისამართით არსებობს, _ გვითხრა კვაჭანტირაძემ.




 ახალი ამბები
  • კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს სამართებლით თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენაბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“. „ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია. „ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა. არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – გვითხრა ასმათ ვარშალომიძემ. ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა: „მახრჩობდა და ჟანგბადი არ მყოფნიდა, ალბათ ამიტომ. ხელები რომ გადამიგრიხა, მაჯა ახლაც მტკივა, მგონი ამოვარდნილი მაქვს“. ექთანი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ პაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა. სასტუმროში პოლიცია მივიდა და კოვიდპაციენტი სხვაგან გადაიყვანეს. ექთნის თქმით, სასტუმროს დაცვა ჰყავს, თუმცა შემთხვევა სწრაფად მოხდა და მისი დახმარება ვერ შეძლეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: ... ...
  • "მათ ვურჩევდი, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე" _ კაპანაძეევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და ხელისუფლების მხრიდან მის გაჭიანურებას ეხმაურება. კაპანაძის თმით, ხელისუფლების წამომადგენლებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ურჩევნიათ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება. კაპანაძემ ხელისუფლების წარმომადგნელებს ურჩია, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ნორმალური და რაციონალური წინადადებით მივიდნენ. „ძნელი სათქმელია რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ურჩევნიათ ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს. ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება.“ - განაცხადა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩიბათში _ ტრაილერი გზიდან გადავარდაცოტა ხნის წინ სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და არსებულ არხში ჩავარდა.  არიან თუ არა დაშავებულები ამ ეტაპზე ... ...
  • “ლანჩხუთის“ ფეხბურთელი ანა გობრონიძე “გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდაფონდ “გურულ დღიურებს“ ახალი ბენეფიციარი ჰყავს. საქართველოოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის და “გურული დღიურის“ დამფუძნებლის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, სტიპენდია ამჯერად კლუბ “ლანჩხუთის“ ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელს ანა გობრონიძეს გადაეცემა. ანა ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთში“ ორი წელია თამაშობს, მანამდე კი სკოლის შეჯიბრებებსა და სპორტულ თამაშებში აქტიურად მონაწილეობდა. “ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო. გოგოებმა და ნაკრების ხელმძღვანელობამ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს ბედნიერი წუთები ყოველთვის დამამახსოვრდება.“ _  გვითხრა ანა გობრონიძემ. ანა გობროინძემ დღეს გაიგო, რომ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდა. “ნამდვილად სასიხარულო ამბავია და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო გიორგი კეკელიძის "გურული დღიურების" სტიპენდიანტი", სატელეფონო ზარი", _ გვითხრა ანა ... ...
  • ურეკში სახლი დაწვას გადაურჩაურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში,  ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა. „სახურავში დაგროვილმა კვალმა როცა გარეთ გამოჟონა, მობინადრეებიც გარეთ გამოცვივდნენ. აშკარა იყო, ცეცხლი ელექტროსადენებს მოედო,“ _ გვეუბნებიან ურეკიდან. წყარო. _  როცა კვამლში გახვეული სახურავი დავინახეთ და ცეცხლის ალი  სადენს მიჰყვებოდა,  ხალხიც გარეთ იყო გამოსული, უცებ ენერგოსამსახურში დავრეკეთ.   ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა გია ნაკაიძემ გვიპასუხა, რომ სოფელ შრომიდან დაუყოვნებლივ გამოგზავნიდა  იქ მყოფ ბრიგადას. 5 წუთში მოვიდნენ და სასწრაფოდ ჩახსნეს ხაზები, ცეცხლიც ადგილობრივი ძალებით   ჩავაქრეთ.  სახანძრო სამსახურის გამოძახება აღარ დაგვჭირდა.  ნამდვილად დაწვას გადავურჩით ამ ოპერატიული მოქმედებით და ამ სიცივეში უსახლკაროდ არ დავრჩით,_ გვითხრეს ურეკის მცხოვრებლებმა:  მიხეილ კიკვაძემ,  ელენა ეგოროვამ, ლალი თავართქილაძემ და შორენა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...