96 წლის მიშა მდინარაძის 68-ჯერ აღნიშნული 9 მაისი

მთავარი თემა

96 წლის მიშა მდინარაძის 68-ჯერ აღნიშნული 9 მაისი

2013 მაი 9 01:12:49

პირველი დღიდან ვიყავი სამამულო ომში. სამ საათზე დაიწყო ომი და მანამდე უკვე საზღვარზე ვიყავი, იქედან მოყოლებული 1200 დღე დავყავი ფრონტზე. 68 წლის შემდეგ 96 წლის ასაკში იმის საშუალება მაქვს, 9 მაისი დღესასწაული მე გადავიხადო და გადავუხადო სხვებსაც, _ გვიყვება თავის შესახებ ომის ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე, მიშა მდინარაძე.

ბატონი მიშა ყოველი წლის 9 მაისს ტრადიციულად ემზადება და თავის მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად აღნიშნავს. ტრადიციას არც წელს დაარღვევს და თბილისში ამ დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ის "გურია ნიუსთან" ერთ ისტორიას იხსენებს:

_ ბევრი რამ გადამხდა თავს, ომი ეს ისეთი რაღაც არის, რომელიც შენს თავზე თუ არ გამოცადე, ისე რომ მოგიყვეთ, ამას აზრი არ აქვს. ყველაზე მძიმე დღე იყო, როდესაც ომი დაიწყო. პირველი დღეები მეტად მძიმედ მახსენდება.  ყველაზე სასიხარულო დღე კი გამარჯვების დღეა. 1941 წლის აგვისტოში დივიზიას ესტუმრა გენშტაბის პოლკოვნიკი.  500 კაცში მეც აღმოვჩნდი და სექტემბრის ბოლოს გაგვაგზავნეს ქალაქ არხანგელსკში, ეგრეთწოდებულ მცირე აკადემიაში, იქ ვსწავლობდი ნოემბრის ბოლომდე, ხოლო 1942 წლის 5 იანვარს, ვადაზე ადრე მომანიჭეს უფროსი ლეიტენანტის წოდება.დამნიშნეს მეტყვიამფრქვევეთა ასეულის უფროსად და გვარდიის 28-ე მსროლელთა დივიზიის შემადგენლობაში, გაგვაგზავნეს ფრონტის წინა ხაზზე.

1944 წლის დასაწყისში 39-ე არმიის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, დავინიშნე გვარდიის 279-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად,  ეს იყო თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა. ორ წელიწად-ნახევარში ასეულის ზემდეგიდან პოლკის მეთაური გავხვდი! ეს, საბჭოთა ჯარში, უიშვიათესი შემთხვევა იყო!

_ ბატონო მიშა, ახლა როგორ გრძნობთ თავს, ძალიან ომახიანად და მედგრად გამოიყურებით!

_ ცოტა ფეხებმა მიმტყუნეს, თორემ კი ვარ ჯანზე.  96 წლის ასაკში ვმუშაობ, ომის ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე ვარ და ახლა 9 მაისის ღონისძიებებს ვხელმძღვანელობ. როგორც გურულ კაცს შეეფერება ისე მხნედ გამოვიყურებ.

სატელეფონო საუბრის დროს ბატონმა მიშამ გურულ ვეტერანებსაც თბილისიდან მიულოცა 9 მაისის დღესასწაული და მათ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

ამ წერილის ავტორი, რომელიც ბატონ მიშა მდინარაძის მისამართით არის დაწერილი და მის იუბილეს უკავშირდება, საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის ბიუროს სახელით, პოლკოვნიკი რევაზ ნაცარიშვილია.

"მხედრული ტრადიციების ოჯახში აღზრდილი გურული ყმაწვილი ფაშიზმთან ომის დაწყების დღეებში უყოყმანოდ წავიდა სამამულო ომის ფრონტზე სამშობლოს დასაცავად. მან ღირსეულად განაგრძო საყვარელი ბაბუის გმირული საბრძოლო გზა, რომელსაც რუსეთ-თურქეთის ომში მიღებული ჰქონდა მაღალი ჯილდოები. ბატონი მოსეს მამა ჯიმშეთი აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1942 წლის იანვარში მოსე მდინარაძემ წარმატებით აითვისა არხანგელსკის ე. წ. "მცირე აკადემიის" სამხედრო თეორიის პროგრამა, რისთვისაც მას მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება, დაინიშნა მეტყვიამფრქვევეთა ასეულის მეთაურად, შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა მოთხილამურეთა ბატალიონს. 1944 წლის ივნისში მისმა პოლკმა გაარღვია გერმანელ ფაშისტთა თავდაცვის ხაზი და პირველი გავიდა სახელმწიფო საზღვარზე, მაგრამ აქ იგი ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. ცხრა თვე იშუშებდა ჭრილობებს. იგი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით დაუბრუნდა თავის დივიზიას, რომელიც იმ დროისთვის მონღოლეთის ტერიტორიაზე ბაიკალისპირეთის ფრონტის შემადგენლობაში იმყოფებოდა. მ. მდინარაძის მეთაურობით პოლკმა აქტიური მონაწილეობა მიიღო იაპონიის კვანტუნის არმიის დამარცხებაში.

დიდ სამამულო ომში გამოჩენილი მამაცობისა და სარდლობის საბრძოლო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის მოსე მდინარაძე დაჯილდოებულია სამი წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე, მრავალი საბრძოლო მედლით.

1995 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობაში."




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...