კირკიტაძის პროექტი და მთავრობის განკარგულება _ პროკურატურისთვის გადაგზავნილი ახალი მასალები

მთავარი თემა

კირკიტაძის პროექტი და მთავრობის განკარგულება _ პროკურატურისთვის გადაგზავნილი ახალი მასალები

2013 მაი 10 22:51:46

აღნიშნული განკარგულების პროექტის ავტორი გახლდათ ქვემო ქართლის გუბერნია, რომელსაც დავით კირკიტაძე ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ინიციატივით წარედგინა მაშინდელ მთავრობას განკარგულების პროექტი.

განმარტებით ბარათში მითითებულია: "დღეის მდგომარეობით თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაობეზე დამტკიცებულია პროექტი და გამოვლენილია სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია, რომელიც უკვე ახორციელებს მშენებლობას. ამავდროულად, რეგიონში არის ინვესტორების მოთხოვნილება გზის მიმდებარედ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე... გამომდინარე ზემოთქმულიდან, განკარგულების იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, ვინაიდან მიღებულია გადაწყვეტილება მოდერნიზებული საავტომობილო გზის მშენებლობაზე, შეტანილ უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები."

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მიზეზი, რომელსაც განმარტებით ბარათში კირკიტაძე ასახელებს, არის სიცრუე - თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა იმ პერიოდში არათუ დაწყებული არ ყოფილა, ოფიციალურად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელსაც შემდგომში ავტომაგისტრალის მშენებლობა უნდა დაეწყო, ხელშეკრულებაც არ იყო გაფორმებული. როგორც ჩანს, კირკიტაძემ ან შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში მთავრობა, ან ეს წინა მთავრობის მორიგი აფიორა იყო.

"მნიშვნელოვანია, რომ განკარგულება საქართველოს მთავრობამ მიიღო სწორედ 2012 წლის 20 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როდესაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდებოდა, რის შემდეგაც ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა. რა გახდა ასე ნაჩქარევად განკარგულების მიღების მიზეზი, ამას, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ."_ აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოხდა თუ არა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 27 აპრილამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გასხვისება აღნიშნულ ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხით დგინდება, რომ 2012 წლის 24 ოქტომბერს, ანუ მთავრობის განკარგულების მიღებიდან ოთხ დღეში, 8057 კვ.მ მიწა გადაეცა მოქალაქე ჯორჯ გვიმრაძეს. ხოლო 2012 წლის 27 დეკემბერს აღნიშნული ნაკვეთი ჯორჯ გვიმრაძემ აჩუქა მოქალაქე გურამ გვიმრაძეს. ვინ არიან აღნიშნული პირები, აქვთ თუ არა კავშირი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რატომ მოხდა ასე სასწრაფოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისება - ყოველივე ამას მოკვლევა დაადგენს.

"ბოლო პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლის გუბერნატორი კირკიტაძე ხშირად გვსაყვედურობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა ახალმა მთავრობამ შეაჩერა. მშენებლობა, რომელიც არც დაწყებულა, ბუნებრივია, ვერც შეჩერდებოდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტის მონაწილეობით თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დადგმული ფარსი წინა ხელისუფლების დიდი სპექტაკლის ერთი პატარა ნაწილი იყო. რაც შეეხება კირკიტაძის პერმანენტულ თავდასხმებს, ეჭვი გვაქვს, რომ მისი განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ განკარგულებიდან და გასხვისებული სახელმწიფო ქონებიდან გამომდინარეობს და არა რუსთაველებზე ზრუნვის დაუოკებელი სურვილიდან." _ აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო აღნიშნულ მასალებს პროკურატურას უგზავნის და გამოძიების შედეგებს დაელოდება.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...