მაჟორიტარის ბიუროს ხარჯები და "უმისამართოდ" დატოვებული 11 590 ლარი

მთავარი თემა

მაჟორიტარის ბიუროს ხარჯები და "უმისამართოდ" დატოვებული 11 590 ლარი

14 მაი. 2013, 15:47:49

ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს განცხადებით 22 აპრილს მივმართეთ.

"გთხოვთ, მოგვაწოდოთ 2013 წლის 1 იანვრიდან დღეის მდგომარეობით, ოზურგთის მაჟორიტარი დეპუტატის  ბიუროს ხარჯთაღიცხვა. რამდენი ლარია სულ ჩამორიცხული და რაში განიკარგა თანხა. გთხოვთ, მიუთითოთ ყოველი თვე ინდივიდუალურად."

პასუხი 8 მაისს მივიღეთ, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 5000 ლარი. ამასთან ოზურგეთის ბიუროში თანხები გაიხარჯა შემდეგნაირად:

იანვარი:  ხელფასები _ 1070 ლარი, სამეურნეო ხარჯები _ 200 ლარი; თებერვალი: ხელფასები  _ 1070 ლარი; მარტი : ხელფასები 1070 ლარი.

3 თვის ხარჯმა ჯამში 3410 ლარი შეადგინა. 2013 წლის 1 აპრილისთვის ბიუროს განკარგულებაში არსებული სახსრები შეადგენს 11 590 ლარს. წერილს ხელს საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აწერს.

რამდენად ამომწურავია ზვიად კვაჭანტირაძის ეს პასუხი, ამაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ  ეს თავად კითხვის ავტორმა უნდა  განსაზღვროს.

"თუ პირს აინტერესებს  კონკრეტულად რაში დაიხარჯა სამეურნეო ხარჯისთვის გამოყოფილი თანხა,  მოთხოვნილ უნდა იქნას და შესაბამისად მიწოდებული შესყიდვის ანგარიშფაქტურების (ზედნადების ასლები);

წერილიდან ჩანს, რომ სამი თვის (2013 წლის იანვარი-მარტი) განმავლობაში ბიუროს შემოსავალს წარმოადგენდა 15 000 ლარი. 3 410 ლარი გახარჯულია ხელფასისა და სამეურნეო ხარჯისთვის. ბიუროს აქვს დარჩენილი 11 590 ლარი".

რაში დაიხარჯა  11 590 ლარი, ამის პასუხი ოფიციალურ წერილში არ ჩანს.

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე   ბიუროს მუშაობაზე  "გურია ნიუსთან" საუბრობდა.

"დღემდე მუშაობდა  ორი ადამიანი, რომლებიც ვერ წვდებოდნენ  ბიუროში საქმიანობას. ლუკას უფრო ტექნიკური საქმეები ევალებოდა, მარინა მაინც თავის პარტიულ ინტერესს გამოჰყოფდა ხოლმე, რაც გარკვეულწილად დისკომფორტს ქმნიდა. ახლა გვეყოლება ბიუროს ახალი შემადგენლობა, არის რაღაცეები, რაც დასალაგებელია. ამ საფუძველზე ვაპირებ, გავაძლიერო საშტატო შემადგენლობა. იმ მანქანას, რომელიც გამგეობამ მათხოვა, შეიძლება ვთქვა, რომ 20 მეტრი არ გაუვლია დღემდე და დავაბრუნეთ,  აღარ არის ჩვენს ბალანსზე. ტექნიკას რაც შეეხება, სანამ ცენტრალიზებულად არ შეიძენს პარლამენტი, მანამ ჩვენ არ გვექნება. ბიურო არის იმისთვის, რომ იქ  შესული თითოეული სიტყვა ავტომატურად აღწევდეს ჩემამდე, რაც აქამდე ასე არ იყო,“ _ განაცხადა დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ.

ამის შესახებ თავის პოზიციას აფიქსირებენ ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინე სუნგულია და თანამშრომელი ლუკა ბაბილოძე.

_ ქალბატონო მარინა,  აწვდიდით თუ არა დეპუტატს  ინფორმაციას ბიუროში შესული მოქალაქეების  განცხადებების შესახებ?   როგორც ყოფილი ხელმძღვანელი, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ ჩემდა საბედნიეროდ, არსებობს ელექტრონული ფოსტა, სადაც წაუშლელია ყოველდღიური ინფორმაციები, როდის რას ვაგზავნიდი და გეტყვით უფრო მეტს, _  არცერთ ინფორმაციას არასდროს დაუგვიანია. ის, რომ დეპუტატის ყურამდე რაიმე ინფორმაცია არ მიდიოდა,  არის აბსურდი და ტყუილი. ადამიანები, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ ბატონი ზვიადის ნახვას,  მას კი მოუცლელობის გამო, ხალხთან შეხვედრები ნაკლებად ჰქონდა, მე  ძალიან აქტიურად ვიყავი.

_ რატომ არ იყო დეპუტატი  თქვენი მუშაობით კმაყოფილი?

_ ბიუროში ვმუშაობდით მე და ლუკა ბაბილოძე. ჩვენ გვიწევდა კოლოსალური შრომა, ვერ გეტყვით, რა რაოდენობის ხალხი იდგა ჩვენს კართან. მართალია, ადამიანებს ვერ ეხმარები, მაგრამ მათ ხომ ყველას პასუხი უნდა გასცე? არ ვიცი,  რისთვის დასჭირდა დეპუტატს იმის თქმა, რომ ბიუროს მუშაობით  უკმაყოფილო იყო. მაშინ ერთხელ მაინც უნდა გამოეხატა ამის შესახებ  პოზიცია.  იყო ერთი შემთხვევა, რომელიც   ეხება ჩემი  მუშაობის ბოლო პერიოდს.  ბატონი ზვიადი კვაჭანტირაძე მწერს, რომ ის არის უკმაყოფილო ბიუროს მუშაობით.

_ რა მიზეხს ასახელებდა?

_ გეტყვით.  ბიურომ რომ სრულყოფილად იმუშაოს და სოფლებში გავიდეს, ამისთვის საჭიროა საწვავი, მანქანა, ასევე ტექნიკა, რომელიც არ გვქონდა   და ვიყავით ნათხოვარის იმედად.  ის ტექნიკა გაიტანეს და მუშაობის რეჟიმი წავიდა ძალიან ცუდად.  მიუხედავად ამისა, ბიუროში ხალხი მოდიოდა და ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდით მუშაობას. არსებობს სია ადამიანებისა, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით  რჩევით თუ სხვა მხრივ,  შეძლებისდაგვარად. თუ თქვენ ორ კაცსაც იპოვით, რომ ვინემ ჩემით უკმაყოფილოა, მე ბოდიშს მოვიხდი.

_ ქალბატონო მარინა, თქვენ ახსენეთ საწვავისა და მანქანის პრობლემები, ასევე ტექნიკის... რა ხდებოდა ხარჯებთან დაკავშირებით ბიუროში? ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი დეპუტტისგან, სადაც ბატონი ზვიადი გვწერს, რომ ბიუროში გამოყოფილი 5000 ლარიდან ხელფასებში მიდიოდა 1070 ლარი, სხვა თანხებთან დაკავირებით ფლობთ თუ არა ინფორმაციას?

_ 5000 ლარიდან ხელფასებში მიდიოდა ზუსტად 1070 ლარი, სხვა თანხაზე მე ვერაფერს  გეტყვით.  განკარგავდა ბატონი დეპუტატი.  მე არ ვიცი,  რისთვის იხარჯებოდა სხვა თანხა. მე თანხებთან არანაირი შეხება არ მქონია. არც დამიხარჯავს არცერთი თეთრი... ერთი მინდა დავამატო, თუ დეპუტატი ოთხ ადამიანს ასაქმებს ბიუროში სხვადასხვა მიმართულებით, მე ერთ ადამიანს რამდენი უნდა მექნა,  როცა ბიუროს გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდა? ეს იყო ერთადერთი დასაყრდენი, სადაც ხალხი ახალი მთავრობის სუნთქვას გრძნობდა.

_ ქალბატონო მარინა, თქვენ, როგორც ხელმძღვანელი, საქმის კურსში იქნებით, უამრავი მოქალაქის განცხადებაა შემოსული. რამდენია დაკმაყოფილებული?

_ ვერ გეტყვით რომ დეპუტატისგან არ გაეწია დახმარება მოქალაქეებს. ბევრის წერილი შეეხებოდა უკანონობას და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს, რომლებსაც ბატონი ზვიადი ამისამართებდა შესაბამის სამსახურებთან. ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა. მაგალითად, დაფინანსდა პატარავას ოპერაცია... თუმცა, ძალიან ბევრი იყო ბატონ ზვიადთან პარლამენტში.

ლუკა ბაბილოძე: მე ვიყავი  დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი. მოვიდა დეპუტატის  ბიუროს ახალი ხელმძღვანელი  მურთაზ ფოცხიშვილი, რომელმაც განმიცხადა, რომ ბატონმა ზვიადმა გითხრა, განცხადება დაწერეო. მე გამიკვირდა, რატომ -მეთქი, ვკითხე. მივედი ზვიად კვაჭანტირაძესთან და ვუთხარი, რის საფუძველზე მათავისუფლებთდა. მან არგუმენტი ვერ წამომიყენა. აი, იკითხეთ თუ რამე დანაშაული მქონდა. რაღაც დარღვევა უნდა მქონოდა, რომ გავეთავისუფლებინე. ხელშეკრულების ვადა 28 ნოემბერს მთავრდებოდა. მე ვთვლი, რომ უსამართლოდ ვარ დათხოვილი. ბატონი კვაჭანტირაძე უკანონოდ მომექცა. არავინ არ გაითვალისწინა ჩემი პატიოსანი შრომა. ეს არის უსამართლობა.  მე მინდა, სხვა რამეზეც გავაკეთო კომენტარი. მანქანა, რომელიც ბიუროს ჰყავდა, გამგეობის იყო. როცა ჩვენ დავიწყეთ სამსახური, პირველი ორი თვე ვიყავით გამგეობის დაფინანსებაზე, გვქონდა საწვავიც და ყველაფერიც. შემდეგ, როცა პარლამენტის დაფინანსებაზე გადავედით, კი აფინანსებდა  პარლამენტი ბიუროს, მაგრამ  ამ ხნის მანძილზე, მე და ქალბატონი მარინე სუნგულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენს მიერ შეძენილ საწვავით ვემსახურებოდით ხალხს! აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენი ხარჯებით ვანაზღაურებდით.  ელემენტარულად,  ჩიპით დავრბოდით გამგეობის ოთახებში, როცა რაიმეს ქსეროქსი გვჭირდებოდა.  მე  მაინტერესებს,  სად არის სხვა თანხა? მე რატომ უნდა დამეხარჯა ჩემი ხელფასიდან რაიმესთვის ფული ან მე ან ქალბატონ მარინეს? მანქანის შეკეთებას, საწვავს და სხვა რამესაც საკუთარი ფულით ვანაზღაურებდით. ბიუროში არც კომპიუტერია, არც ქსეროქსი, არანაირი ტექნიკა არაა შეძენილი. გვაინტერესებს, სად წავიდა დანარჩენი თანხა?  თაბახის ფურცელსაც ჩვენ ვყიდულობდით!

_ აქამდე რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ?

_მე უკვე სათქმელი ვთქვი...

_ თქვენი აზრით,  რატომ დაგითხოვეს ბიუროდან?

_ აღარ აწყობთ ძველი თანამშრომლის დარჩენა, იმიტომ, რომ სიმართლე ვიცით იმაზე, რაც ხდებოდა. ხალხს არ ექცეოდა  სათანადო ყურადღება  დეპუტატის მიერ. მე მინდა იმის თქმა, რომ  იქ ვერ ვიმუშავებ, აზრი არ აქვს რაიმეს გასაჩივრებას.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls