სკანდალი სკოლაში _ "მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"

მთავარი თემა

სკანდალი სკოლაში _ "მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"

14 მაი. 2013, 21:26:30

იმის გადასამოწმებლად, ნამდვილად იყო თუ არა შეტანილი განცხადება პოლიციაში, ჩვენ აბაშის პოლიციის განყოფილებაში მივედით.  აბაშის პოლიციის კანცელარიის უფროსმა დალი ნადარეიშვილმა დაადასტურა განცხადების მიღბა და გვითხრა, რომ აღნიშნული საქმე ჩაებარა ქალაქის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს მიხეილ ხუნწარიას.

"გურია ნიუსი" ინსპექტორ-გამომძიებელსაც გაესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ათანხმებს საქმის დეტალებს პროკურორთან, შემდეგ გაესაუბრება ორივე მხარეს და განყოფილებაში შესული განცხადების საფუძველზე   დაიწყება მოკვლევა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი და რა თქმა უნდა მედია საშუალებებსაც მიეწოდებათ ინფორმაციაო -გვითხრა ხუნწარიამ.

ჩვენ აბაშის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ჯილდა ცომაია და პედაგოგი ინგა ზასეიშვილიც ვნახეთ და განცხადებაში მოყვანილ ფაქტზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ჯილდა ცომაია: "სასწავლო პროცესის დროს მეორე სართულიდან საშინელი ხმაური ჩამოვიდა, მე მაშინვე მანდატურთან ერთად ავედი მე-2 სართულზე, სადაც მე-12 კლასს  მათემატიკის გაკვეთილი უტარდებოდა. შემხვდა ამ კლასისი  მოსწავლე ლევან ჩიქოვანი, რომელიც დაჟინებით იმეორებდა ერთსა და იმავეს, მასწავლებელმა გაკვეთილიდან გამომაგდო და მცემაო. ჩვენ მაშინვე შევედით საკლასო ოთახში და მოსწავლეებს ვკითხე რა ხდებოდა. ბავშვებმა გვითხრეს, რომ არანაირი ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მასწავლებელმა ლევანს მოსთხოვა ნამუშევარი ჩაებარებინა, რაზეც მან უარი უთხრაო. იგივე დაადასტურა პედაგოგმაც.  ე.ი. მიმდინარეობდა ტესტური გამოკითხვა და ამ დროს მოხდა შელაპარაკება პედაგოგსა და მოსწავლეს შორის. სხვა ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი.

ინგა ზასეიშვილი: თქვენ რომ მასწავლებელი იყოთ და მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ? მე მათ კლასში ყოველთვის პირველი გაკვეთილი მაქვს. თითქმის ყოველ დილით მოდის ეს ბავშვი, მოაქვს განცხადებები, მიმართვები, აკრავს საინფორმაციო დაფაზე, კლასშიც შემოაქვს და იწყება გაწევ-გამოწევა  მასსა და კლასელებს შორის, მომრიგებლის როლი მაქვს ხოლმე. რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ კონკრეტულ ფაქტს. საკონტროლოს ვწერდით. ერთ-ერთ საკითხზე ბავშვებმა შეკითხვა მომცეს და ვუხსნიდი, ნამუშევარსაც განახებთ ახლა.

პედაგოგმა ფაილში  ჩადებული ტესტების მოსწავლეების პასუხებში  ლევანის ნამუშევარი მოძებნა და მაგიდაზე დაგვიდო.

_ დახეული რატომ არის ფურცელი?

_ ახლავე გეტყვით. მე რომ მოსწავლეებს პასუხს ვაძლევდი, ლევანმა რეპლიკის სახით სწორი პასუხი წამოიძახა, მეც დავეთანხმე და ბავშვებს ვუთხარი სწორია-თქო. მერე ლევანს ვკითხე, დაამთავრე წერა-თქო? მან მითხრა, რომ წერა დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ ნაშრომი არ ჩამაბარა, კიდევ მქონდეს ცოტა ხანსო. ამ სიტყვების მერე გადმოაბრუნა ფურცელი და ხატვა დაიწყო. ამ ნათამაშევს თქვენც ხედავთ ფურცელზე. კიდევ ვუთხარი, ჩამაბარე ნაშრომი-თქო და ისევ უარი მივიღე, მერე თავი დავანებე და სხვა ბავშვებთან მივედი, რომ მოვბრუნდი, ლევან ჩიქოვანი ამ ფურცლისგან თვითმფრინავს აკეთებდა, რომ ჩემთვის ესროლა. მე მივედი მასთან, ფურცელს ხელი მოვკიდე და გამორთმევა მინდოდა, არც მან გაუშვა ხელი და ფურცელი თავზე გადაიტარა, უკან წაიღო. ჩემი ხელიც მიყვა და ალბათ შემთხვევით სახეზე მოხვდა. ნამდვილად ვამბობ, არ გამილახია, ხელი შემთხვევით მოხვდა სახეზე. ჩვენს ჭიდაობაში ფურცელი გაიხა, ნაწილი მას შერჩა ხელში, ნაწილი მე. რაც დარჩა ისიც დახია. აი, ნახეთ ფურცელი, საკონტროლოზე ასე ერთობოდა მოსწავლე. გაკვეთილიდან ნამდვილად გავაგდე და ვუთხარი, რომ დღეის შემდეგ ჩამს გაკვეთილს არ დაესწრები-თქო.  თქვენ გგონიათ ეს პირველი შეთხვევაა? გამოცდების დროს შენიშვნა მივეცი და იმის მერე დამიპირისპირდა, როგორ გავბედე და შენიშვნა მივეცი.  დედამისი ჩვენს სკოლაში პედაგოგია, პედსაბჭოს თავმჯდომარეა, ისიც ჩავაყენე საქმის კურსში და მისგან ასეთი პასუხი მივიღე-რაც გინდათ, ის უქენითო. ლევანი სპეციალურად მოდის ინტრიგაზე, საჩივრებს საჩივრებზე წერს, საინფორმაცი დაფა სულ აჭრელებულია  მისი საჩივრებით და მიმართვებით. სოციალურ ქსელში ჩვენი სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის, მიშა ქვილითაიას ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩაუდვია. გუშინ პედსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე არ ესწრებოდა, რადგან თავის შვილს ხათრს ვერ უტეხავს, ბატონმა მიხეილმა განაცხადა, რომ ახსნა-განმარტებით ბარათში ბოლო აბზაცში სიტყვები ჩამატებულია და მას არ ეკუთვნის. საინფორმაციო დაფაზე გაკრულ განცხადებაზეც გააკეთა მინაწერი.

მთელი გაკვეთილები ტელეფონზე ლაპარაკობს, მანდატურმაც კი დაუწერა ამის გამო ოქმი. არღვევს სკოლის შიგაგანაწესს, სკოლა მარტო ლევან ჩიქოვანისთვის არ არის. არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი.

დირექტორის კაბინეტიდან გამოსულებმა ვცადეთ მანდატურებთანაც გასაუბრება. მათ დარეკეს თავიანთ ხელმძღვანელობასთან. სატელეფონო საუბრის შემდეგ მანდატურებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს და გვითხრეს, რომ ხელმძღვანელობამ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთების უფლება არ მისცა.

რესპოდენტებთან საუბარი რომ დავამთავრე, მოვიდა ამ სკოლის პედაგოგი ირა ბოკუჩავა და სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით "გურია ნიუსის" რედაქციისთვის მიმართვა გადმომცა. პედაგოგების თქმით ამ განცხადებაში წერია სკოლაში  ამ გაუთავებელი დაპირისპირების საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ მიმართვის ტექსტი ძალიან ვრცელია, მკითხველს მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს ვთავაზობთ.

"ჩვენ, მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები, დიდი გულისტკივილით მოგმართავთ თქვენ რჩევისთვის-როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ?

სკოლა დიდი ოჯახია, ჩვენთან საკმაოდ თბილი და მეგობრული ატმოსფერო სუფევს. ჩვენი კოლექტივის აქტიური წევრებია სკოლის დირექტორი ჯ. ცომაია და სასწავლო ნაწილის გამგე -ი. ზასეიშვილი. დღევანდელი ყოფა სკოლაში კი გაუსაძლისია. დილიდანვე, შემოვდგამთ თუ არა სკოლაში ფეხს, თავში ყველას ერთი აზრი გვიტრიალებს: ვაი, თუ ისევ ახალი საჩივარია, ისევ ახალი მიმართვაა, ისევ ახალი ბრალდებებია?...ბოლო არ უჩანს საჩივრებს.

დაახლოებით 25 წელზე მეტია, რაც ჩვენს სკოლაში პედაგოგად მუშაობს თინათინ  შალიკაშვილი, ის პედსაბჭოს თავმჯდომარედ ავირჩიეთ-თავისი სურვილის თანახმად. დირექტორობის სურვილმა გონება დაუბინდა,  ბოლო დროს სრულიად შეიცვალა და გარდაიქმნა. ნუთუ სკამის სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე ადამიანობა და კეთილსინდისიერება? თინათინის „გასადირექტორებლად“ მან და მისმა ოჯახმა შეიმუშავა ბრძოლის გეგმა : შეთხზან, წერონ და მიიქციონ ყურადღება ზემდგომი ორგანოების. მათ უნდათ სკოლის ამ კოლექტივის განადგურება, იქექებიან დოკუმენტაციაში და თუ რამე საკბილო იპოვეს, მთელი ოჯახი ერთად ერთვება საჩივრების შეთხზვაში. "ბრძოლის ჟინით აღტკინებულები" ახალი საჩივრებით აღჭურვილნი მიეშურებიან საჩივლელად.

რაიონში ყველას უკვირს, ამდენს რატომ კადრულობენო. ბავშვებიც განუდგნენ არარსებული ახალგაზრდული ფრთის თვითმარქვია პრეზიდენტს.

დროა დასრულდეს ეს გაუსაძლისი აურზაური! სკოლა სკოლას დაემსგავსოს! ერთ ოჯახს არა აქვს არანაირი უფლება მართოს თვითნებურად სკოლა და კოლექტივი.

გთხოვთ, დაგვეხმაროთ-შეაჩეროთ ეს უმსგავსობა. ნუთუ არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც გამოესარჩლება ამდენ პედაგოგს და სიმშვიდეს დაუბრუნებს მათ?"

მიმართვას ხელს 25 პედაგოგი აწერს.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ  უკვე  დაიწყო არსებულ საქმეზე მოკვლევა და დაკითხვაზე დაიბარა ლევან ჩიქოვანი თავის მშობლებთან ერთად.




 ახალი ამბები
  • "დედა-შვილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში არიან"ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოჯახის ნათესავი ესაუბრა: "გოგონას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ვლოცულობთ, რომ გადარჩეს. რაც შეეხება დედას, ის აპარატზეა შეერთებული. უბედურება მოხდა და ფაქტობრივად, ოჯახი განადგურდა”. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ დიმში 25 ოქტომბერს მოხდა _ ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, სავალი გზის ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ ... ...
  • “აი ია, ძია იაკობ, აი იაო” _ დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეაიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობი ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. “დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”. არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა. “დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი. წყარო: ... ...
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...