საავადმყოფოს "იდუმალმა" მფლობელმა ხელფასები შეამცირა

მთავარი თემა

საავადმყოფოს "იდუმალმა" მფლობელმა ხელფასები შეამცირა

2011 აპრ 19 00:58:33

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "ადიტტი" კავშირშია ასევე ებრაულ კომპანია "აიჰოპთან", რომელსაც სახელმწიფოსთან შეთანხმებული, მაგრამ შეუსრულებელი პროექტების გამო, დისკვალიფიკაცია მიეცა.

 

ლანჩხუთის საკრებულოს სესიაზე, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ახალი კომპანია საავადმყოფოში მაღალ ფასებს აწესებს _ როგორც ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ მარიკა თურნავამ აღნიშნა, ფასები ლამის გასამმაგებულია.

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრს კომპანია "ადიტტი"-ს რეგიონული მენეჯერი ზურაბ დანელია სტუმრობდა. იგი კომპანიასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმის შესახებ ამბობს: _ ჩვენი კომპანია საკმაოდ წარმატებულია სამედიცინო სფეროში. ჩვენი დონორია ებრაული კომპანია, რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 რეგიონულ სამედიცინო ცენტრს ააგებს. ბუნებრივია, ყველა რეფორმას თან ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როცა რეფორმა იწყება, დასაწყისში, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს უარყოფითი, მაგრამ შემდეგ ვითარება უმჯობესდება. ჩვენი კომპანია კერძოა და ბუნებრივია, ბიზნესის თვალით უყურებს ყველაფერს. ლანჩხუთში მომუშავე მედპერსონალს იმ დონეზე ვიცნობ უკვე, რომ გარკვეული ანალიზის გაკეთება შეიძლება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე შტატები შენარჩუნდება, მომავალში კი რა იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: არსებული პერსონალი აუცილებლად უნდა გადამზადდეს. საერთოდ, რეგიონებში, მედიცინის მუშაკების მენტალიტეტიც არის შესაცვლელი. ლანჩხუთში ვინც კარგი სპეციალისტია, ბუნებრივია, იმუშავებს, ვისაც სერთიფიკატი არ აქვს, მასთან თანამშრომლობა, ალბათ, არ შედგება.

პირობას გაძლევთ, ლანჩხუთში იქნება კომფორტული საავადმყოფო, რომელიც დღევანდელს ბევრად აჯობებს. კლიენტს, რომელსაც ფულს ახდევინებ, შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნა.

გავიგე, რომ ჩვენი ფასები მაღალი იყო, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. გიდასტურებთ, რომ თავდაპირველად მართლაც მაღალი ფასები იყო. შემდეგ შევისწავლეთ არსებული ბაზარი, არსებული რეალობა და გადავწყვიტეთ, მომსახურება გაგვეიაფებინა. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არსებულ ფასებთან მიმართებაში ჩვენი შემოთავაზება არათუ გაზრდილი, უმეტეს შემთხვევაში, დაბალიც კია.

როგორც მენეჯერი ამბობს, ყველა სადაზღვევო კომპანიასთან ითანამშრომლებენ: _ გვექნება გარკვეული სოციალური პროექტებიც. ვითანამშროლებთ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და კლინიკებთანაც. ბენეფიციარს არჩევნის საშუალება უნდა ჰქონდეს და თავად წყვეტდეს, რომელ კლინიკას მიმართოს. ლანჩხუთში ჩამოვიტანთ თანამედროვე დანადგარებს. გამოკვლევები, რომლის ჩატარება ადგილზე არ იქნება შესაძლებელი, ალბათ, ქუთაისში ჩატარდება. თუ პაციენტთა რიცხვი იქნება მაღალი, ჩვენ შეგვეძლება სპეციალისტები მოვიწვიოთ თბილისიდან ან ქუთაისიდან. ამით მოსახლეობას ზედმეტი ხარჯებისგანაც დავიცავთ. მაგალითად, ჩოხატაურში არის საკმაოდ მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგი, რომელიც გარკვეულ დღეებში ლანჩხუთში ჩამოვა. ჩვენ ქსელში დასაქმებული ექიმები გარკვეულ როტაციას აუცილებლად გაივლიან.

ახალი შენობა აუცილებლად აიგება. საავადმყოფო 35 საწოლზე იქნება გათვლილი და ვფიქრობთ, რომ ბენეფიციარები მომსახურებით კმაყოფილი გვეყოლება.

ისიც გავარკვიეთ, რომ "ადიტტი" ადგილობრივი ხელმძღვანელის შეცვლას არ აპირებს: _ ქალბატონი თინიკო გოგუაძე ძალიან კარგი მენეჯერია. ჩემი შეფასებით, რეგიონებში ის ყველაზე საუკეთესოა. ის დარჩება ხელმძღვანელად და ჩვენთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

მასალა დასაბეჭდად მზად გვქონდა, როცა ჩვენმა წყარომ გვაცნობა, რომ ახალმა მფლობელმა მომსახურე პერსონალს ხელფასები შეუმცირა, რის გამოც, ექიმები სამედიცინო ცენტრიდან წასვლაზე ფიქრობენ. მათ შორის, ასახელებენ პროფესორ მალხაზ მირცხულავას, რომლის მაღალი კვალიფიკაცია საქვეყნოდ არის ცნობილი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ზურაბ დანელიას ტელეფონით დავუკავშირდით:

_ მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ ექიმებს ხელფასები შეუმცირდებათ?

_ ჩვენი კომპანია კერძოა და ამ შეკითხვას არ ვუპასუხებ. ვის რა ხელფასი ექნება, ეს ჩვენი შიდა საქმეა. რაც საჭირო იყო, ყველაფერი ვუთხარი კორესპონდენტს. დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი კონსტიტუციური ნებაა, ექიმებს ჰკითხოთ ამის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, გიპასუხებენ.

_ გასაგებია, გმადლობთ.

_ ერთი რაღაც მინდა გითხრათ _ როცა კორესპონდენტი რაიმეს იკითხავს, ჯერ უნდა გაარკვიოს, რას კითხულობს. ჩვენ შესახებ არის ინფორმაცია ინტერნეტში და ვინც ინტერნეტში მუშაობა იცის, ნახავს, რომ ჩვენ ვართ კერძო კომპანია. შევთანხმდით ამაზე? რაც კითხვა გექნებათ, დამიკავშირდით და გიპასუხებთ(?!).

რედაქციისგან: კითხვამ "კერძო კომპანიის" მენეჯერი, რომელიც ჯერ ფასებს აწესებს და მერე სწავლობს ბაზარს, აშკარად გააღიზიანა და "ჭკუის დარიგება" დაგვიწყო _ თურმე, სანამ კითხვას დავსვამდეთ, მანამდე "ინტერნეტში მოვიძიოთ", შეიძლება თუ არა ამ კითხვის დასმა. ამასთან, "ინტერნეტში მუშაობაც უნდა ვიცოდეთ"! ალბათ, ბატონი დანელია ფიქრობს, რომ ჩვენისთანა "სოფლელებისთვის" ინტერნეტი საკმაოდ უცხო ხილია. თუმცა, ამ შემთხვევაში მენეჯერი შეცდა _ ინტერნეტის ცოტა რაღაცა გაგვეგება და ამ " ADITTI "-ს (კომპანიის სახელი სწორედ ასე ეწერა დანელიას სავიზიტო ბარათზე) შესახებ ინფორმაციის მოპოვება ბატონი ზურაბის მიერ "ნასწავლი გზით" ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ: თავიდან მენეჯერის ელფოსტის მისამართის _ zdanelia@aditti.ge, მიხედვით, ბრაუზერში www.aditti.ge (საერთოდ, ელფოსტის, თუ ის უფასო სერვერზე არ არის განთავსებული, მისამართის ბოლო ნაწილი სწორედ კომპანიის ვებმისამართს ნიშნავს) ავკრიფეთ, მაგრამ მსოფლიო ქსელმა უარი გვტკიცა, რა დაგკარგვიათ, რას ეძებთო! მერე ცნობილი საძიებო სისტემებით ვცადეთ ADITTI -ს მოძებნა _ ეს სახელი ქართულად, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და თქვენ წარმოიდგინეთ, ებრაულადაც კი ავკრიფეთ, მაგრამ ისევ არაფერი გამოგვივიდა _ ინტერნეტში ორი-სამი ADITTI კი ვნახეთ, მაგრამ ჩვენ რომ გვაინტერესებდა, იმის მსგავსი არაფერი _ მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მომსახურების ფირმა ინდოეთში; Aditti Chopra _ ინდოელი მომღერალი; დოღის ცხენი გერმანიაში... რაც ამ კომპანიას მივამსგავსეთ, ის იყო, რომ ვიღაც ADITTI, თბილისში ვაკანსიას აცხადებს, თუმცა, განცხადებაში არ არის მითითებული, სად მდებარეობს ვაკანსიის გამომცხადებელი ან რას წარმოადგენს ის.

ასე რომ, ჩნდება საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი _ ADITTI იგივე "აიჰოპი" ხომ არ არის, რომელიც "100 საავადმყოფოს" პროგრამაში მონაწილეობდა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, საქართველოს მთავრობამ, 2010 წელს, პროგრამიდან "გამოთიშა"?!




 ახალი ამბები
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...
  • "ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთში ოფისი გახსნადღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთში ოფისი გახსნა. ,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას  კახა სიორიძე ... ...
  • საქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს აფრთხილებსსაქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები. კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: http://ncov.mohw.go.kr/en/ http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი: 1339 ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/ ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp… საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“ – წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი იპოვესარჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა. "პირველადი გამოძიებით რაც დასტურდება, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. ... ...
  • პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა მემორიალს უდგამენქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა: მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...