ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს _ პასუხი ზვიად კვაჭანტირაძეს

მთავარი თემა

ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს _ პასუხი ზვიად კვაჭანტირაძეს

2013 მაი 15 23:43:55

მანამდე შეგახსენებთ, რომ მაჟორიატრის კიდევ ერთი გამოხმაურება "ფეისბუქით" "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას "მაჟორიტარის ბიუროს ხარჯები და "უმისამართოდ" დატოვებული 11 590 ლარი" მოჰყვა.

"გამომდინარე იქედან, რომ ამ პუბლიკაციაზე კომენტარი მე ჯერ კიდევ გუშინ საღამოს გავუგზავნე პუბლიკაციის ავტორს და ვთხოვე მისი გაზეთის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაზეც თანხმობა მივიღე, იგი აქამდე არ გამოქვეყნებულა.

ჩემი აზრით, მე კორექტულად მოვიქეცი და დანაპირების შესრულებას ველოდებოდი მთელი დღის განმავლობაში. რადგანაც ვებგვერდზე ჩემი კომენტარი 22 სთ და 10 წთ.-სთვის არ გამოქვეყნებულა, ხოლო ჩემი მეგობრები და მომხრეები მთხოვენ ამ პუბლიკაციაზე რეაგირებას აქვე ვდებ შემდეგ კომენტარს:

" დიდი მადლობის მეტს ვერაფერს გეტყვით ამ პუბლიკაციისთვის. კიდევ ერთხელ, ამჯერად თქვენ დამარწმუნეთ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეში და მათ გარდაუვალობაში. რაც შეეხება ჩემს ოფიციალურ პასუხს, რომელიც თქვენს პუბლიკაციაში ჩანს , იქ ნათლად წერია, რომ დაზოგილი თანხა 11590 ლარი ბიუროს ანგარიშზეა, ანუ ჩემს განკარგულებაშია და იგი გამოყენებული იქნება არსებული კანონმდებლობის და პარლამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ტექნიკისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, (ავეჯის და ა.შ.) შეძენის თვალსაზრისით მე, ისევე როგორც სხვა მაჟორიტარებს, თავად გვაქვს პრეტენზიები პარლამენტის სამეურნეო სამსახურის მიმართ, რომელმაც აქამდე ვერ უზრუნველყო ცენტრალიზებული წესით შესაძენ მატერიალურ საშუალებებზე ტენდერების დროულად გამოცხადება და მაჟორიტართა ბიუროებისთვის შესყიდვების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დაზოგილი საკმარისზე მეტი თანხა, ასეთი შესყიდვების განხორციელება ბიუროს მაინც, დღესაც კი არ შეუძლია, აკრძალული აქვს. ამის უფლება არ გააჩნია.

რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს. ორივე თანამშრომელი გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე. არსებული კანონმდებლობით, მე სრული უფლება მქონდა მეთხოვა ჩემი თანაშემწისთვის ლ. ბაბილოძისთვის კონტრაქტის შეწყვეტა და ვთხოვე კიდეც. სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც საარჩევნო პერიოდში გვერდში მედგა მე ლუკა გამოვარჩიე, როგორც ძალიან კულტურული და კარგად გაზრდილი ახალგაზრდა და შევთავაზე მას ჩემთან მუშაობა. სამწუხაროდ, მისი შესაძლებლობებით ნამდვილად მოტყუებული აღმოვჩნდი.

მე ვთვლი, რომ მას ჯერ ბევრი რამის სწავლა მოუწევს. მახსენდება, რომ მან ერთი თვის თავზე მთხოვა დავხმარებოდი გამგეობის ბალანსზე მყოფი მანქანის შესყიდვაში, რაზეც უარი ვუთხარი. ამაში გამგებელიც უდაოდ დამემოწმება. როგორც ჩანს, ლუკა ჯერ კიდევ მაშინ ნაწყენი დარჩა. სამწუხაროა, რომ მას ასეთი კრიტიკული აზრები ჩემს მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სამსახურიდან დავითხოვე. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მას ჩემთან არაერთი საუბრისას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ლუკამ დაწერა შესაბამისი განცხადება გათავისუფლების შესახებ და გამომიგზავნა, რაც ჩავაბარე პარლამენტის აპარატს და ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ უკვე ხელმოწერილია.

რაც შეეხება ქალბატონ მარინას, მიუხედავად იმისა, რომ იგი და მისი მეუღლე ჩემი მეგობრები არიან, მას თავად გააჩნდა დიდი სურვილი წასულიყო ბიუროდან და ამის შესახებ მან თქვენი გაზეთისათვის ადრე მიცემულ ინტერვიუებში თავად განაცხადა. რა თქმა უნდა, მიზეზები ჩემთვის ცნობილია. თუ ეს მიზეზები შეიცვალა, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, მართლაც არასაკმარისად ეფექტურად მუშაობდა ბიურო მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაშიც ქ-ნ მარინას ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის. ეს არასდროს მითქვამს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს და უპირველეს მიზეზად ბიუროს მატერიალურ - ტექნიკური აღჭურვილობის საკითხის აქამდე მოუგვარებლობას მივიჩნევ.

იმედი მაქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე ამ პრობლემებს მოევლება, ბიურო სრულად აღიჭურვება ყველა საჭირო ტექნიკით და სხვა მატერიალური საშუალებებით და ახალი თანამშრომლების მეშვეობით, ახალი ენერგიით ჩვენ ერთად, უმოკლეს დროში შევძლებთ ბიუროს მუშაობაში მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევას".

მაჟორიტარისთვის ჩვენ კომენტარის გამოქვეყნებაზე უარი არ გვითქვამს, მაგრამ მისგან დამატებითი ინფორმაცია გვაინტერესებდა, ამიტომ ამ შინაარსის პასუხი მივწერეთ:

"გამარჯობა ბატონო ზვიად. კი დავდებთ მასალას, რა თქმა უნდა, ოღონდ ერთი კითხვა გვაქვს:

თქვენ ამბობთ, რომ ის 11 590 ლარი არის შენახული. რატომ შეინახეთ ეს თანხა მაშინ, როცა თქვენი ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ არ ჰქონდათ ელემენტარულად თაბახის ფურცელიც კი, სხვა მატერიალურ - ტექნიკურ უზრუნველყოფაზე რომ არ გკითხოთ....თქვენ როგორ ფიქრობთ, მაშინ არ იყო ამის საჭიროება?

ამ კითხვაზე ჩვენ მაჟორიტარისგან პასუხი არ მიგვიღია.  ჩვენ ვსაუბრობდით ელემენტარული თაბახის ფურცლების შეძენაზე და არა მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვაზე.

ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით კი დგინდება, რომ ისეთი ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა თაბახის ფურცელი და საწვავი, პარლამენტის სამეურნეო სამსახურის მიერ ტენდერის გამოცხადება საჭირო არ იყო.

თანაც, ჩვენამდე არცერთი მაჟორიტარის პრეტენზია არ მოსულა, რომელსაც ამ საკითხის მოუგვარებლობის გამო გამოთქვამდნენ. თუ ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს აქვს იმის მტკიცებულებები, რამდენჯერ მიმართა მან პარლამენტის სამეურნეო სამსახურს მსგავსი თხოვნით და რა პასუხი მიიღო მათგან, ასევე დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, მაინც შევასრულეთ დანაპირები და ვებგვერდზე დეპუტატის კომენტარის სრული ვერსია გამოვაქვეყნეთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ  ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს განცხადებით 22 აპრილს მივმართეთ.

"გთხოვთ, მოგვაწოდოთ 2013 წლის 1 იანვრიდან დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხარჯთაღრიცხვა. რამდენი ლარია სულ ჩამორიცხული და რაში განიკარგა თანხა. გთხოვთ, მიუთითოთ ყოველი თვე ინდივიდუალურად."

პასუხი 8 მაისს მივიღეთ, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 5000 ლარი. ამასთან ოზურგეთის ბიუროში თანხები გაიხარჯა შემდეგნაირად:

იანვარი:  ხელფასები _ 1070 ლარი, სამეურნეო ხარჯები _ 200 ლარი; თებერვალი: ხელფასები  _ 1070 ლარი; მარტი : ხელფასები 1070 ლარი.

3 თვის ხარჯმა ჯამში 3410 ლარი შეადგინა. 2013 წლის 1 აპრილისთვის ბიუროს განკარგულებაში არსებული სახსრები შეადგენს 11 590 ლარს. წერილს ხელს საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აწერს.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...