იყო თუ არა "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი "ნაცმოძრაობის" შემწირველი

მთავარი თემა

იყო თუ არა "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი "ნაცმოძრაობის" შემწირველი

2013 მაი 16 21:32:27

"საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა და გვითხრა, რომ მამუკა ბახტაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემწირველი არ იყო.

დაჩი ცაგურია: მამუკა აქ არ არის, მაგრამ გავარკვიე, რომ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს.

_  ის ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხა არ გადაურიცხავს?

_ მამუკა ახლა უკრაინაშია, კონფერენციაზე. მოვიკითხე და გავარკვიე, რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს. შეიძლება, სახელი და გვარი ემთხვეოდეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მოპოვებულ დეკლარაციაში ვნახულობთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემწირველთა სიაში მამუკა ბახტაძე ორჯერ ფიქსირდება (#699-700), შპს "ბათუმის სიტი" და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია".

მის ბიოგრაფიულ მონაცემებში, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ სს "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, (2013 წლის, 27 მარტი), გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში იყო ვაკანტური, ბატონი მამუკა ბახტაძე დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ის ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე მამუკა ბახტაძე "ნაცმოძრაობის" შემწირველთა სიაში არის და მან 2012 წელს 20 000 ლარი გადარიცხა.

_ მამუკა ბახტაძის სახელის და გვარის მქონე პირი ნამდვილად არის ერთ-ერთი შემწირველი. კონკრეტულად მან 2012 წლის 2 აგვისტოს შეწირა 20 000 ლარი. თქვენ შეგიძლიათ, ეს ნახოთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეკლარაციაში,  _ გვითხრა ლევან ნატროშვილმა.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში განმარტავენ, სხვადასხვა პარტიებში თანხების გადარიცხვა, ფიზიკური პირების სახელით ხდებოდა.

_ იურიდიულ პირებს, კანონის ფარგლებში, ეკრძალებოდათ თანხის გადარიცხვა პარტიებისთვის და ჩვენ უბრალოდ, მივუთითეთ იმ ადამიანთა თანამდებობები, რომლებმაც განახორციელეს შეწირვა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ლევან ნატროშვილმა.

2012 წლის 1 იანვრიდან 8 აგვისტომდე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის, ასევე საჯარო რეესტრის  ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სპეციალური პროგრამა შექმნა და შეეცადა, დაედგინა კავშირები  პოლიტიკური პარტიებსა და მათი დონორების მიერ კონტროლირებად კომპანიებს შორის. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით კომპანიებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობების გახორციელება და ხშირ შემთხვევაში რთულდება პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ კომპანიათა იდენტიფიცირება. როგორც აქამდე იყო აღნიშნული  ანგარიშში, წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, საქართველოში მოქმედი კომპანიები რიგ შემთხვევებში საკუთარ კომერციულ ინტერესებზე მაღლა მმართველი პარტიის მიზნებს აყენებდნენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": კორპორატიული კავშირების მქონე შემომწირველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიების მიხედვით. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 735 შემომწირველიდან, კერძო კომპანიასთან 404 პირი არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში ამ ბიზნესკომპანიებში მაღალი თანამდებობა უკავიათ. შედარებისთვის, „ქართული ოცნების” 673 შემომწირველიდან, მხოლოდ 64 არის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” თითოეულმა შემომწირველმა საშუალოდ 22,666 ლარი გაიღო, მაშინ როცა ამ რიცხვმა „ქართული ოცნების” დონორთა შორის 1,554 ლარი შეადგინა. მმართველი პარტიის სასარგებლოდ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ დონორების მიერ შემოწირულმა თანხამ 10,102,251 ლარი შეადგინა (ჯამში 16,659,586 ლარიდან). „ქართული ოცნებისთვის” კი ამ რიცხვმა 540,184 ლარი შეადგინა (ჯამში 1,046,159 ლარიდან).

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული სია სრული არ არის, რადგანაც შემომწირველთა სიები სრულად წლის ბოლოს იქნება ცნობილი, ვფიქრობთ, რომ მაინც შესაძლებელია გარკვეულ ტენდენციებზე საუბარი, რაც საკმაოდ ახლოს დგას რეალურ სურათთან.




 ახალი ამბები
  • ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებსისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, _ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, შესრულდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ამასთან საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შეთავაზების მცდელობა, მოკლებულია რეალურ საფუძველს და რისკების ... ...
  • რომელი დაავადებები ართულებს დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას ყველაზე მეტადთბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში ის დაავადებები დაასახელა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ყველაზე მაღალ რიკს-ფაქტორს წარმოადგენს. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ასეთია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი და თირკმლების ქრონიკული უკმარისობა. „ნებისმიერი ორგანოსა და ორგანოთა სისტემის უკმარისობა წარმოადგენს რისკს, თუმცა, ყველაზე მაღალ რისკად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ... ...
  • გურიაში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (R)კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოცვისა და თხილის ბაღები მოინახულა. შპს ბლუბერი ფარმი, რომელიც გასულ წელს დაარსდა აშენებს ლურჯი მოცვის პლანტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში (50 ჰა ), საიდანაც დღეის მდგომარეობით ათვისებულია 21 ჰა და დარგულია ჯამში 67200 ნერგი. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან მიღებული აქვთ გრანტი, ნერგები იმპორტირებულია პოლონეთიდან. როგორც კომპანიის საველე მენეჯერმა ნიკოლოზ კურტანიძემ განმარტა მომავალ წელს იგეგმება პლანტაციის გაფართოება და შემნახველ-გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. დასაქმებულია მუდმივად 12 ადამიანი და სეზონურად 150 კაცამდე. კოოპერატივ „აგრო-ლიხაურში“ გაწევრიანებულია 32 მეთხილე ფერმერი, მთლიანი ფართობი მოიცავს 43 ჰა-ს. ამჟამად მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები თხილის პლანტაციებში. კოოპერატივი მონაწილეობას იღებდა „ENPARD”-ისა და „ელკანას“ პროექტებში. „ ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. ჩვენი სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება, როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გურიის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, კერძოდ მოცვისა და თხილის ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით 250 000 ლარი არის „დანერგე მომავალის“ თანადაფინანსება შპს „ბლუბერი ფარმის“, კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, მინდა აღვნიშნო ქართული თხილის წარმოება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს შემოსავლების გენერირებას და ექსპორტის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. „ საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საველე სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება. ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ მოსავლის მიღება შევძლოთ დროულად და მარაგი იყოს იმ პროდუქტების, რასაც საქართველო აწარმოებს“, - აღნიშნა გურიის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.  ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. „მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნალექი და ძლიერი ქარი_ უახლოესი დღეების ამინდი30 მარტიდან 31 მარტის დილამდე  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,_ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით,  1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17  გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი.  1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...