ელისო ჩაფიძე: "პრემიერი კარგად გაეცნობა ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას"

მთავარი თემა

ელისო ჩაფიძე: "პრემიერი კარგად გაეცნობა ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას"

2013 მაი 17 00:11:35

_ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვა, არსებობს ჟურნალისტიკის განვითარების რამდენიმე კონცეფცია: ერთი მათგანი ეს გახლავთ ე.წ. დაბალანსებული ჟურნალისტიკა. ის გულისხმობს ჟურნალისტის მხრიდან ყველა მხარის კომენტარების ჩაწერას, მომზადებას და გადმოცემას და დიახ, ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი თამაშობს ფოსტალიონის, დიქტოფონის და ასე შემდეგ როლს. ეს არის ერთი გაგება ჟურნალისტიკის და ეს არის რეპორტიული ჟურნალისტიკა, როდესაც ჟურნალისტის პერსონა და პიროვნება არ ჩანს და ის მხოლოდ გადმოსცემს ანუ ახალ ამბებს აწოდებს საზოგადოებას და აცნობს მოსაზრებებს ვინ რა თქვა, ესეც თავისებური ტიპის ჟურნალისტიკაა, მაგრამ როდესაც ჩვენ მივდივართ მაღალ განვითარებული ჟურნალისტიკის სახეობებისაკენ, მაგალითად ეს გახლავთ ანალიტიკური, საგამომძიებლო ხასიათის ჟურნალისტიკა და ა.შ. თუ კი მე-17 მე-18 საუკუნეში განვითარებული იყო ე.წ. დაბალანსებული ჟურნალისტიკა, 20-21 საუკუნემ, განსაკუთრებით 70-იანმა წლებმა  ჟურნალისტიკას მიანიჭა ახალი დატვირთვა ანუ ჟურნალისტი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩამწერის ან ინფორმაციის გადმოცემის როლში გამოდის, არამედ ის საკუთარ მოსაზრებებსაც გამოთქვამს და კვლევა-ძიების შედეგად აჩვენებს, რომელ მხარეს არის სიმართლე და რა მოხდა რეალობაში. კიდევ ერთი განვითარებული ამ ბოლო პერიოდში არის სამოქალაქო ჟურნალისტიკა, რომლის შესახებ თქვენ კარგად იცით, როდესაც მოქალაქეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ინფორმაციის მოპოვებისა და გადმოცემის პროცესში, ასევე საკუთარი კომენტარებით გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მაგრამ, როგორც ასეთი, საგამომძიებლო ჟურნალისტიკა და ანალიტიკური ჯერჯერობით ვერაფერმა  შეცვალა ანუ ჩემის აზრით, ის სიტყვები, რომლებიც ჟურნალისტებმა საწყენად მიიღეს, რომ თქვენ არა ხარ მხოლოდ ფოსტალიონები და თქვენ უნდა გქონდეს თქვენეული ვერსია სიმართლისა, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტიკის როლი საზოგადოებაში, როგორც მეოთხე ხელისუფლებისა, ესმის უფრო ფართოდ და რეალურად მოუწოდებს ადამიანებს, იგრძნონ საკუთარი ძალა და გქონდეს საკუთარი პოზიცია. ის თვლის, რომ ჟურნალისტი ღირებულია იმდენად, რამდენადაც ეძებს სიმართლეს. აი ეს არის ჩემს ენაზე გადმოთარგმნილი ის დამოკიდებულება, რაც პრემიერ მინისტრმა განაცხადა.

_ მსგავსი ტონით საუბარი ჟურნალისტებთან ცუდ შედეგს ხომ არ გამოიღებს? როგორც გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ხშირად იყო ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტები.

_ მე, ვერ დაგეთახმებით! ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის არის ძალიან გახსნილი, ძალიან გულახდილი რესპოდენტი.

_ ჟურნალისტები ფაქტებითაც საუბრობდნენ...

_ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება ჟურნალისტებს და შედის მასთან დებატებში, პოლემიკაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს ამ ჟურნალისტების აღიარებას და იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ თანასწორებად თვლის და არგუმენტებით ეკამათება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან კარგად გაეცნობა ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...