ვის დაუჭერს მხარს რეჟიმის გასამართლების მომხრე ახალი მოძრაობა

მთავარი თემა

ვის დაუჭერს მხარს რეჟიმის გასამართლების მომხრე ახალი მოძრაობა

2013 მაი 19 19:03:28

"1 ოქტომბერს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი გახლდათ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და არა კვლავ წინა რეჟიმთან "თანამშრომლობა". სამართლიანობის აღდგენა კი პირველ რიგში დამნაშავე რეჟიმის კანონის ძალით გასამართლებას მოითხოვს. უკვე ყბადაღებული ტერმინი "კოაბიტაცია" ზოგად ასპექტში მისაღებია, მაგრამ არის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ ეგების," _ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც აქციის ყველა მონაწილეს დაურიგდა.

ყოფილი პოლიტპატიმრები, მწერლები, მსახიობები და პოლიტიკოსები _ ასეთი იყო დღეს შეკრებილი საზოგადოების სპექტრი. აქციას რამდენიმე წუთით შემოუერთდა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც სამართლიანობის აღსადგენად ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ურჩია: "პრობლემები, რომლებიც აქ დაისვა, უნდა მოაგვაროს არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორი ავტორიტეტულიც უნდა იყოს ის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ. დღეს აქ ადამიანები იმისთვის მოვიდნენ, რომ ახალ ხელისუფლებას უთხრან, ჩვენ არ მიგვიცია 1 ოქტომბერს ხმა დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაციისთვის, ჩვენ ხმა მოგეცით იმიტომ, რომ ეს ადამიანები და ათასობით სხვა ადამიანი ელოდება სამართლიანობის აღდგენას," _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი აქციას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო. დავითაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო, მაგრამ პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის მიზეზად ის სასამართლო რეფორმის შეფერხებას ასახელებს და აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაცილებით ეფექტური იქნებოდა, სასამართლო რომ არ უშლიდეს ხელს.

" მიმაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს კანონი, რომელიც შეუძლებელს გახდის ავტორიტარული რეჟიმების არსებობას ქვეყანაში. არა მხოლოდ არსებული რეჟიმების გასამართლება, არამედ მომავალში ამის არდაშვება არის მთავარი ამოცანა. ამიტომ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის გასამართლება საკმარისი არ არის, საჭიროა ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები, რას ეფუძნება ეს ორგანიზაცია, რომ ის ტოტალიტარულად ჩაითვალოს," _ განაცხადა დავითაშვილმა.

აქციაზე მისვლა ცნობისმოყვარეობით ახსნა კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა გედეონ ფოფხაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაწყებულია. იგივე პოზიცია აქვს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის საქმეში ხელისუფლება უმოქმედოდ არ არის: "გათავისუფლებულია არა ერთი პოლიტპატიმარი, არა ერთ კანონპროექტზე მიდის მუშაობა, რომელიც დაამკვიდრებს ერთგვარ მექანიზმს, რომ მოხდეს უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა".

სიტყვით გამომსვლელები ხელისუფლების კრიტიკისგან გარკვეულად თავს იკავებდნენ და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვთ.

"ღმერთკაციც რომ იყოს ბიძინა ივანიშვილი, მარტოს ის ვერაფერს შეძლებს. სრულიად საქართველო უნდა დაუდგეს მას გვერდით, რათა რეჟიმი გასამართლდეს," _ განაცხადა მსახიობმა დიმა ჯაიანმა.

აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნა დააანონსა, რომელიც თავისი არსებობით ხელისუფლებას უმთავრეს წინასაარჩევნო დაპირებას შეახსენებს. ამავე დროს შეიქმნება კომისია, რომელშიც დაზარალებული ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი შევა. კომისია ითანამშრომლებს პარლამენტთან და პარალელურად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციებს შესთავაზებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სამოქალაქო მოძრაობას უკვე ჰყავს ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატი _ ნინო ბურჯანაძე.




 ახალი ამბები
  • მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდესკარანტინის ზონად გამოცხადებულ მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა, ნისიების რვეული და პროდუქტი. შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღაზიის მეპატრონის თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ. როგორც მაღაზიის მეპატრონე „მთავარ ახთან“  ამბობს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით ... ...
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...