დავით ბაქრაძე: "თუ ახალი მთავრობა საბჭოთა ანაბრების თემას "დაძრავს", ამას მივესალმები!"

მთავარი თემა

დავით ბაქრაძე: "თუ ახალი მთავრობა საბჭოთა ანაბრების თემას "დაძრავს", ამას მივესალმები!"

2013 მაი 20 21:48:27

"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რიტორიკაში ანაბრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს საკითხი ყველას მიავიწყდა.

თემა დღესაც აქტუალურია და როგორც ექსპერტები აცხადებენ, თუკი სახელმწიფო მისი გადაჭრის გზებს თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმავს, ეს იქნება სოციალური სამართლიანობის აღდგენა და დადებით იმიჯს შეუქმნის იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ვალდებულების შესრულებას დაიწყებს.

ახალი ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძისთვისაც მისასალმებელი ფაქტი იქნება.

"თუ ახალი მთავრობა რამეს გამოძებნის, მათ შორის პრემიერის პირადი შესაძლებლობებით რაიმე გზა თუ გამოიძებნება ამ საკითხის გადასაჭრელად, მე ამას საჯაროდ მივესალმები და ვიტყვი, რომ კარგი ნაბიჯი გადადგა ახალმა მთავრობამ,"_ აცხადებს ის "გურია ნიუსთან" ინტერვიუში.

_ ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, ახალი მოწვევის და ახალი მთავრობის პირობებში დადგება ანაბრების თემა დღის წესრიგში? რამდენად რეალურია საბჭოთა ანაბრების დაბრუნება დაზარალებული მეანაბრეებისთვის?

_ ანაბრების თემა ერთის მხრივ ძალიან მტკივნეული და მეორეს მხრივ, ძალიან რთულია. ეს ის პრობლემაა, რომელიც ფაქტობრივად ყველა ოჯახს ეხება საქართველოში. მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოს ბიუჯეტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს  საბჭოთა ანაბრების გასტუმრებას თანხის რაოდენობიდან გამომდინარე.

გარკვეული საუბრები ამ თემაზე ახალი ხელისუფლების მხრიდან არის, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ინიციატივა მათგან არ მომისმენია, ვნახოთ...

თუ ეს მთავრობა შეძლებს, რომ საბჭოთა ანაბრების თემა დაძრას და რაიმე პროცესი დაიწყოს, მე ამას მხოლოდ მივესალმები, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ხდება, როდესაც რეალურად ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არსებობს,   ეკონომიკური ზრდა შემცირებულია, მთავრობას  ამის რესურსი ჰქონდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მათ ამის პოლიტიკური სურვილი გააჩნიათ, თუ ამის დასაბუთებულ გეგმას წარმოადგენენ, მე მზად ვარ, ამას საჯაროდაც მივესალმო.

_ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის სათავეში მოდიოდა, ერთ-ერთი  წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ანაბრების დაბრუნებას ეხებოდა. რატომ ვერ მოახერხა თქვენმა პარტიამ ამ პრობლემის გადაჭრა?

_ მე ასეთი საარჩევნო დაპირება არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში, რაც მახსოვს, 2004 -ის საპარლამენტო არჩევნების აქეთ და ასეთი დაპირება არ გაგვიცია. შეხვედრებზე ხშირად აყენებდნენ ამ საკითხს ადამიანები, მაგრამ ყოველთვის გულახდილად ვპასუხობდი: რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ კი ბატონო, დავიწყებთ ამის მოგვარებას და 30 წლის შემდეგ გაგისტუმრებთ, მაგრამ  ეს იქნება ტყუილი, რადგან ახლა ქვეყნის ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს-მეთქი. მერჩივნა მწარე სიმართლე მეთქვა ადამიანებისთვის, ვიდრე იმ ბიუჯეტის პირობებში რამეს შევპირებოდი ტყუილად. მე მათ ყოველთვის გულწრფელად ვპასუხობდი ამ შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ასეთი, როგორც დაპირება, არ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან  ვმონაწილეობ.

თუ ახალი მთავრობა რამეს გამოძებნის, მათ შორის პრემიერის პირადი შესაძლებლობებით რაღაც გზა გამოიძებნა, მე ამას საჯაროდ მივესალმები და ვიტყვი, რომ კარგი ნაბიჯი გადადგა ახალმა მთავრობამ




 ახალი ამბები
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...