ლელო შუხუთში

მთავარი თემა

ლელო შუხუთში

2011 აპრ 26 23:30:45
ოღონდ პირველად მოხდა, რომ ხელისუფლებამ თამაშობა ზეიმად აქცია _ გურიაში ხომ ყველაზე გავლენიან მინისტრებსა და ბოლო წუთებამდე თვით "პირველსაც" ელოდნენ. "მინდა სხვა მინისტრებიც ჩამოვიყვანო აქ ლელოს სანახავად, რათა უკეთ გაიგონ, რას ნიშნავს ეს სანახაობა თქვენთვის და არა მარტო თქვენთვის. ვფიქრობ, აქ ყველაზე კარგი ვარიანტი ლელოს მუზეუმის გახსნაა. ამ ტრადიციული სანახაობით თქვენს სოფელს ისეთი პოტენციალი აქვს, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეს იქნება შემოსავლის წყარო, ტურიზმის განვითარების პირობა," _ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გოგა ხაჩიძის მიერ შუხუთელებისადმი დანაპირებს.

შემოსავლებისა რა გითხრათ, მაგრამ სხვა მხრივ მინისტრმა სიტყვა შეასრულა _ შუხუთს შს და იუსტიციის მინისტრები, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ესტუმრნენ. აქვე იყო სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელსაც კოლეგები ეხუმრებოდნენ: _ იცი, შენზე რას ამბობენ, ეგ ხო ისაა, იმერეთის გუბერნატორიო(?!). გურულ ზეიმს ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი რომ არ დააკლდებოდა, ყველამ იცოდა. მისი და ხაჩიძის (როგორც ორგანიზატორების, პლუს "შემსრულებლების" _ ადგილობრივი ხელისუფლების) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ზეიმი ნამდვილად შედგა და "დიდ სტუმრებთან" თავი და გურია არ შეურცხვენიათ. შუხუთელებს მუზეუმის გაკეთებას დაჰპირდნენ და საკრებულოს ეზოში ლელოს ქანდაკებაც დაიდგა. სპეციალურად შუხუთური ლელოსთვის მაისურები შეიკერა, თუმცა, თათა ვარდანაშვილის ნახელავს აქა-იქ თუ დაუნახავდით ლელობურთელებს.

ლელომდე ცხენოსნების საჩვენებელი სანახაობა და ანსამბლ "მგზავრების" კონცერტი გაიმართა. სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც, ხაჩიძესთან ერთად, ისიც სრულად იყო საქმის კურსში და სხვა მაღალჩინოსნებს ლელოს დეტალებს უხსნიდა. ლელოს "გორგალოსანში" რამდენჯერმე აღმოჩნდა გოგა ხაჩიძე, თუმცა, იგი უმეტესად ლელოს ახლოდან ცქერით იყო დაკავებული, რასაც ვერ ვიტყვით "მგზავრების" სოლისტ გიგი დედალამაზაშვილზე _ იგი უფრო აქტიურად ჩაერთო თამაშში.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, უპირატესობას თავიდანვე ზემოურები დაეუფლნენ და შანსი ხელიდან არ გაუშვიათ. ასეთ სიტუაციაში ვითარების რადიკალურად შეცვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში ხდებოდა მხოლოდ, როცა ლელოს დიდი მოტრფიალე ევგრაფი შევარდნაძე "ატეკის" დირექტორის რანგში მძღოლებს 20-20 ძლიერი მამაკაცის გამოყვანას ავალებდა.

ამჯერად კი, როგორც ვთქვით, ზემოურებმა გაიმარჯვეს _ მათვე გადაეცათ მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ დამზადებული ლელობურთელის ქანდაკება.

როგორც გვითხრეს, შუხუთელებს რიგი საორგანიზაციო საქმეებისთვის თანხა თვით ვანო მერაბიშვილმა გამოუყო. ვერ გეტყვით, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, მაგრამ შს მინისტრი და ადეიშვილი მთავარი სტუმრები რომ იყვნენ, ფაქტია.

ჩვენ ამ "დიდი სტუმრობის" ისეთ დეტალებს გავახმაურებთ, რომლის გაჟღერებასაც ცენტრალური არხებით არც არავინ მოელოდა: როცა ყველას ეგონა, გავლენიანი მინისტრები მათთვის განკუთვნილ ადგილთან მანქანით მოვიდოდნენ, მოულოდნელად ფეხით მომავლები შევნიშნეთ. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მერაბიშვილ-ადეიშვილს ნიკოლაიშვილი-ვარძელაშვილი და გურული მაღალჩინოსნები დახვედრიან. სტუმარ-მასპინძლებს ურეკში რესტორან "მონტე-კარლოში" უსადილიათ _ მართალია, სუფრა ისეთი ყოფილა, მინისტრებს რომ შეეფერებოდა, თუმცა, ბევრი არაფერი უჭამიათ; შს მინისტრს კი ერთი ჭიქა ღვინოც არ დაულევია _ საჭესთან ვარო, მოუმიზეზებია. რა თქმა უნდა, ვერავინ იფიქრებდა, მერაბიშვილი ლანჩხუთს მძღოლის გარეშე თუ ეწვეოდა. არადა, თავადაც გავხდით ამ ფაქტის მომსწრე _ საჭესთან მერაბიშვილი, გვერდით კი _ ადეიშვილი. სუფრაზე, მინისტრების გარდა, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და აქაური მაჟორიტარი დეპუტატები ყოფილან. საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლებისთვის კი, როგორც გავიგეთ, ადგილი გათვალისწინებულიც არ ყოფილა.

როგორც კი მინისტრებმა "ლოჟაში" ადგილები დაიკავეს, ვანო მერაბიშვილი ბავშვებმა ავტოგრაფებისთვის შეაწუხეს, რასაც აუღელვებლად არიგებდა. მოგვიანებით, იგივეს გაკეთება ვარძელაშვილსაც მოუხდა. სტუმრები, რა თქმა უნდა, ლელოს წესებითაც დაინტერესდნენ _ მათ ამის შესახებ ახსნა-განმარტებებს ჩიტაიშვილი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე და ვარძელაშვილი აძლევდნენ. როგორ მერაბიშვილს, ისე ადეიშვილს აშკარად ეტყობოდათ, რომ სანახაობით კმაყოფილები დარჩნენ. მართალია, მინისტრები, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე იყვნენ, მათთან მიახლოება იმ უბრალო მიზეზით გაგვიჭირდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გვარიანი "ალყა" ჰქონდათ შემორტყმული (ვერ გეტყვით, რა საჭირო იყო რიგითი სამსახურების წარმომადგენლების "ლოჟაში" გამოჩენა, თუმცა, ვარაუდის გამოთქმა შესაძლებელია _ ხელისუფლებამ ხალხს დაანახა, რომ "ერთი გუნდია" და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებაც "ერთად თამაშობს"). ამის მიუხედავად, ჩვენ თვითმხილველთა საუბრიდან გავიგეთ რამდენიმე დეტალი, მათ შორის ის, თუ რატომ აცინებდა მთელი საათის მანძილზე მერაბიშვილი გარშემომყოფებს: როგორც გავიგეთ, შს მინისტრი ენაკვიმატობდა, თუმცა, ვერ შევიტყვეთ, მართლაც გააკვირვა ამ მხრივ გამორჩეული გურულები ვანომ, რომელიც მართლაც არ არის იუმორთან მწყრალად, თუ ადგილობრივი ჩინოსნები "საუფროსოდ" იცინოდნენ. რამდენიმეჯერ მერაბიშვილმა ადეიშვილიც გააცინა. მხიარულება, თურმე, შს მინისტრის ასეთ ხუმრობას მოჰყვა: _ წესით, აქ პრაქტიკა უნდა მიგვეღო. ზურა, ხომ იცი, წინ როგორი დემონსტრაციები გველისო!

როგორც გავიგეთ, მინისტრს თანაგუნდელებსა და ოპოზიციაზეც უხუმრია. ყველაზე დიდი "ხუმრობა" კი ნამდვილად კოკო გამსახურდიამ შემოგვთავაზა _ ოპოზიციონერი სამთავრობო ტრიბუნასთან მივიდა, აღდგომის დღესასწაული მიულოცა ხალხს და კარგა ხანს ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ერთად მიადევნა თვალი ლელოს. მართალია, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უბრალოდ, როგორც ქართველი, მივიდა ხელისუფლებასთან, თუმცა ოპოზიციონერი მერაბიშვილ-ადეიშვილის გაცილების დროსაც შევნიშნეთ "გამცილებელთა" როლში. კოკომ მანამდე თანამოაზრებთან "განიხილა" "ინტრიგანი ჟურნალისტებისთვის" გაცემული პასუხი და კმაყოფილებით აღნიშნა, ნამდვილად მეგრული პასუხი იყოო, მისმა მასპინძლებმა კი დაუმატეს, უფრო მეგრულ-გურული პასუხი გამოვიდაო.

თითქმის 2 საათის მანძილზე იყვნენ სტუმრები შუხუთში. როცა ზემოურებმა ბურთი თავისკენ წაიღეს, მაღალჩინოსნებიც წამოიშალნენ, ფეხით გაუყვნენ მაგისტრალს და ასე ადევნებდნენ თვალყურს სანახაობას. შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთით შეჩერდნენ. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მერაბიშვილი და ვარძელაშვილი ბევრს ეწეოდნენ, სიგარეტის ნამწვავებს კი, იქვე, მაგისტრალზე ყრიდნენ, თუმცა, პატრულის სიმრავლის მიუხედავად, მინისტრებისთვის 50-ლარიანი ჯარიმების "გამოწერა" თავში არავის მოსვლია.

ის იყო, სტუმრები წასვლას აპირებდნენ, რომ დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და ერთი ქალბატონის ასეთი საუბარი მოვისმინეთ:

_ მიმიშვით, რა, მერაბიშვილთან. ძალიან გთხოვთ.

_ არ შეიძლება, ბებო, _ კორექტული იყო ახალგაზრდა.

_ გეხვეწები, შვილო, ერთი წუთი მეყოფა.

_ რა გინდა, წერილი ხომ არ უნდა გადასცე?

_ არა... უთხარი და არ მგონია, უარი გითხრას. ძალიან მიყვარს.

_ კარგი ადამიანი ხართ, გაიხარეთ. არ შეიძლება, თორემ...

_ ერთს ვაკოცებ, მეტი არაფერი მინდა, _ იხვეწებოდა ქალბატონი.

ამასობაში, სამთავრობო კოლონა მოვიდა. სტუმრები მასპინძლებს დაემშვიდობნენ, მერაბიშვილი საჭესთან დაჯდა, გვერდით ადეიშვილი დაისვა და დაცვის მანქანასა და "სირენიან" გზისმწმენდსაც არ დაელოდა, შუხუთი ისე დატოვა.

დასასრულ, ერთიც: რაც ლელოს თამაში დაიწყო, ჩვენს თვალს არ გამოპარვია, რომ სტუმარი მაღალჩინოსნები იქვე მდებარე წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში არ შესულან. რა თქმა უნდა, ვერ დავიჩემებთ, რომ ლელოს დაწყებამდე, ანუ შუხუთში მოსვლამდე მათ სანთელი სხვა ტაძარში არ დაუნთიათ. მიზეზი, რომ ლელობურთელებს მიმდებარე ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ, არ გამოდგება _ მინისტრებს "მოესურვებინათ" და "ხალხის გადაწევას" რა უნდოდა?! თუმცა ერთიცაა _ როგორც გავარკვიეთ, ვანო მერაბიშვილი და გოგა ხაჩიძე შუხუთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც ტრადიციული სახალხო თამაშობის _ ლელობურთის მთავარი ორგანიზატორია, ღონისძიებისთვის საჭირო სუფრის მოწყობისთვის ფინანსურად დაეხმარნენ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...