აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პრემიებს პროფესიონალების მოსაზიდად იყენებდნენ

მთავარი თემა

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პრემიებს პროფესიონალების მოსაზიდად იყენებდნენ

28 მაი. 2013, 18:33:22

_ ბატონო აკაკი, შესაძლოა ამ საკითხზე ლევან ბეჟაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

_ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ წავა  ლაპარაკი, იმიტომ რომ რეალურად  არანაირ კანონდარღვევებზე კომისიაში საუბარი არ ყოფილა ლაპარაკი, იყო სამუშაო ჯგუფის მხრიდან მხოლოდ ერთ რამეზე, ხედვებზე. ნაწილს მიაჩნდა, რომ უკეთესად შეიძლებოდა ორგანიზება სამუშაოსი. ის რომ ვიღაცას ჩემზე უკეთესად შეუძლია სამუშაოს ორგანიზება, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და არ არის ჩემი  დანაშაული. არანაირი დარღვევები არ ყოფილა პრემიების გაცემაზე.  ვიღაცას მიაჩნია რომ უკეთესად შეიძლებოდა ამ ფონდის ათვისება, ვიღაცას მიაჩნია რომ ისე უნდა ათვისებულიყო, როგორც ათვისდა. შეიძლება უარესადაც ყოფილიყო ათვისებული სხვა ხელმძღვანელის პირობებში. კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა გავყოთ დასკვნა ორ ნაწილად:  ერთი _ სად იყო კანონი დარღვეული და მეორე _ სად შეიძლებოდა უკეთესად  ორგანიზება და რა რეკომენდაციები შეიძლება მისცეს კომისიამ პარლამენტს, რომ მომავალში სამუშაო იყოს არა სუბიექტზე დამოკიდებული, არამედ იყოს მკაცრად რეგლამენტირებული.

_შესაძლოა აღნიშნული მასალები პროკურატურას გადაეგზავნოს...

_ მე არ ვიცი, ეს გადაიგზავნება  თუ არა, ვერ ვხედავ იქ ვერანაირ საფუძველს მასალების პროკურატურაში გასაგზავნად. კომისიამ რეალურად ვერ დამიდო ნორმა,  სად იყო დარღვეული იურიდიული ნორმები,  ეს ვერ დამიდეს. მაპატიეთ მაგრამ 20 წლის უკან რომ მუშაობდა კონტროლის პალატაში და იმას შეუშვებ დღეს კონტროლის პალატის შესამოწმებლად, იმას აბსოლუტურად სხვა ხედვები აქვს კონტროლის პალატის მუშაობაზე და ჩვენ სულ სხვა. 200 და 300 ლარზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი არც კი მოგივა სამსახურში, ამიტომ ხდებოდა ადამიანების დაინტერესება პრემიებით. მეტსაც გეტყვით მე მაქვს იმედი რომ კომისია შევა პარლამენტთან მოწოდებით  რომ კონტროლის პალატაში ხელფასები გაიზარდოს. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მაღალკვალიფიციური ადამიანების ადგილი .

დღეს კერძო აუდიტში უფრო მაღალი  აქვს ანაზღაურება სპეციალისტებს ვიდრე კონტროლის პალატაში და ასეთი პირობებში  სახელმწიფო სტრუქტურები დარჩება მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე",_განაცხადა აკაკი ბობოხიძემ  "გურია ნიუსთან" საუბრისას.




 ახალი ამბები
  • „ლიდერფუდის“ საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნაც სარჩელის ჩაბარების ფაქტს კვლავ გამორიცხავს - არჩილ კაიკაციშვილი "დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელია, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს" - აღნიშნული განცხადება  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ დავაზე ახალი მტკიცებულების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიისთვის 2019 წლის 22 მაისს კურიერს ორი კონვერტი აქვს მიტანილი და მათ შორის არც ერთი არ არის სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება „ლიდერფუდის“ ირგვლივ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სასამართლო დავაზე განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან შეფასდეს საქმეზე გამოქვეყნებული ორგანიიზაციის კვლევის შინაარსთან მიმართებით სასამართლოს შემდგომი დასკვნების მართებულობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომპანიის ყოფილი მესაკუთრის სარჩელი (შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ირაკლი დუმბაძე აღირიცხა შპს „ლიდერი-ფუდის“ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ), ამჟამად გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. ორგანიზაციამ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, არსებითად შეილახება თუ არა პროცესის მონაწილე ერთი მხარის თანასწორუფლებიანობა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მას პირდაპირ უსპობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუ არც ერთ მხარეს, ამ დრომდე, არ მისცემია საკუთარი მტკიცების ტვირთვის განხორციელების შესაძლებლობა. ორგანიზაციამ სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო, 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა სხდომა, კვლევა გადაცემული იქნა საქმის განმხილველი პალატისთვის, ასეთი შედეგი კი, ხაზს უსმევს კვლევაში გამოთქმული შეხედულებების მართებულებას, რადგანაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის განსახილველად დაშვების საფუძვლებსა და არსებითი განხილვის გადაუდებელ წინაპირობებზე საუბობდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში, სარჩელის ჩაბარების ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება. ორგანიზაციამ მოქმედ მენეჯმენტს მიმართა და გამოითხოვა დასახელებული დოკუმენტი. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა. ექსპერტი პასუხსს სცემს შემდეგ შეკითხვებს: „შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტის სისქის მიხედვით 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტს?“, „წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს გააჩნია თუ არა სასამართლოს კონვერტისათვის დამახასიათებელი გაფორმება, თუ ის არის გაფორმების გარეშე თეთრი ფერის გარეშე?“. დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდები, რომლებს შორის, ვიზუალური დაკვირვებით, გამოიყოფა კონვერტის მსგავსი აგებულების არა ერთი, არამედ ორი კონვერტი სათითაოდ მიმაგრებული ფურცლებით, რომელთაც აფრიალებს ქარი. ორივე A4 კონვერტების სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია, რადგანაც შეიმჩნევა სისქეების დიდი სხვაობა ხელის მოჭერის ადგილსა და განაპირა ნაპირებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეულ იყოს კონვერტის მაგვარ შეკვრებში სხვადასხვა სისქის ფურცლების ან ჰაერის არსებობით - მითუმეტეს ქარიანი ამინდის დროს, შესაძლებელია ჰაერის შეკვრებში შეღწევა. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი. ორგანიზაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნის მიხედვით, განმარტავს, რომ სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტი, 2019 წლის 22 მაისს, მართლაც საკამათოა, რაც გამოქვეყნებულ კვლევაში შესაბამისი არგუმენტებით დასაბუთდა კიდეც. 22 მაისს, კომპანიამ ნამდვილად ჩაიბარა მოდავე მხარის კორესპონდენცია, თუმცა არ არსებობს ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, ჩაიბარა თუ არა სარჩელი და მასზედ თანდართული მასალები. სარჩელის ჩაბარების ეპიზოდისთვის პროცესის მონაწილე მხარეების მიერ წარმოდგენილია უკვე სამი შინაარსის მქონე დოკუმენტი/დასკვნა: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის ირაკლი დუმბაძეს და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის დავით ზეიკიძეს. ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ვიდეომასალა, კერძოდ შპს ,,ლიდერი-ფუდის“-ს ოფისის სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერები (2019 წლის 22 მაისს კურიერის ვიზიტი ოფისში), კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს, და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება. ბ) აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, დავით ზეიკიძის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვით, ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ასახულ მამაკაცს უჭირავს ხელში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის. გ) დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვითაც, სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავადაც გაეცნო 2019 წლის 22 მაისის კურიერის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საწარმო დაწესებულებაში, თუმცა ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, ცასლახად რთულია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი ჩანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაც, რომელიც ახალია, იმავე შეხედულებებს იზიარებს, რაც სასამართლოსთვის ანალიზის, შედარებისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ორგანიზაცის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ახალი დასკვნა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე კვლევა: „ბიზნესი და სასამართლო - „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზი“, 2020 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნეს. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაციამ, ამ მიზნით, საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა. პროცესის მონაწილე მხარეებმა სრულად მიაწოდეს ორგანიზაციას საქმის მასალები, რაც იქნა შესწავლილი, კვლევა კი მიეწოდა სასამართლო სისტემას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს-ინსტიტუციებს. ორგანიზაცია საქმეზე აგრძელებს დაკვირვების ... ...
  • "სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღების შეცვლისთვის დღეს საფუძველი არ არსებობს"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყების გადადებისთვის წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს. „დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განაცხადა ... ...
  • შაქარაშვილის საქმე _ რის შესახებ გააფრთხილეს ბრალდებულების ადვოკატები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია  საზოგადოებას მიეწოდა. გამოძიების  საწყის  ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს - მკვლელობას და    მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების  ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ“,_ ამბობენ ... ...
  • ჩარკვიანი: გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდიგიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. მას დღევანდელ საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი განმარტებით, „სტარტეგია აღმაშენებელში“ გაწევრიანდა, რადგან გიორგი ვაშაძესთან ღირებულებითი თანხვედრა აქვს. „მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო. მიხაროდა, რომ იქ იყო ადამიანი, რომელსაც ინდივიდუალური ხმა ჰქონდა. პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,_ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ... ...
  • შსს მესტიაში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობსპოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორების ინფორმირებას. პოლიცია მოქალაქეებს რეგულარულად, დეტალურად უხსნის საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით გაეწიათ დახმარება იმ პირებსაც, ვინც სვანეთში საკუთარი ტრანსპორტით არ იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ პატრულირებას. პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნულის გარდა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...