ნოდარ ებანოიძე: "კონტროლის პალატა მთლიანად ემორჩილებოდა პოლიტიკური ძალის ინტერესებს"

მთავარი თემა

ნოდარ ებანოიძე: "კონტროლის პალატა მთლიანად ემორჩილებოდა პოლიტიკური ძალის ინტერესებს"

2013 მაი 29 10:35:52

ნოდარ ებანოიძე "გურია ნიუსთან" აუდიტის სამსახურის  დანაშაულებრივი სქემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საჯარო უწყებაში  პრივილეგირებულ თანამშრომელთა სია არსებობდა, რომლებიც ყოფილ მმართველ  პოლიტიკურ ძალასთან იყვნენ დაახლოებულნი და  მათი ხელფასები თუ პრემიები გაცილებით აღემატებოდა იმ პირების ყოველთვიურ შემოსავალს, რომლებიც უშუალოდ აუდიტს აწარმოებდნენ.

ნოდარ ებანოიძე აცხადებს რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში სრულიად მმართველი პოლიტიკური ძალის დაკვეთებს ასრულებდა, რის გამოც სამსახურმა ფუნქცია სრულიად დაკარგა. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ფიქრობს რომ ანგარიშის მომზადებისას  ბევრი ისეთი საკითხი გამოიკვეთა  რაზეც გამოიძიება აუცილებლად  უნდა დაიწყოს.

_ ბატონო ნოდარ, საპარლამენტო კომისიამ უკვე დაასრულა აუდიტის სამსახურის შემოწმება, რაც 2012 წლის პერიოდს მოიცავდა და მალე, კომისია ანგარიშით წარსდგება პარლამენტის წინაშე.

რა სახის დარღვევები გამოიკვეთა ყველაზე აშკარად და რა არგუმენტები აქვს მათზე საპარლამენტო უმცირესობას?

_ ზოგადად  ასეთი შემოწმების მიზანია არა დარღვევების გამოვლენა, არამედ რამდენად სწორად ასრულებს თავის მოვალეობას აუდიტის სამსახური.  ეს არის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო თავისი მოვალეობით, ასევე უმაღლესი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო. ეს არის სამსახური, რომელიც ყველაზე მეტად დამოუკიდებელი უნდა იყოს თავისი არსით. იმის გამო, რომ ბოლო წლებში ამ სამსახურში ბევრი არასასურველი ვითარება იყო,  წარმოჩინდა ისეთ  ორგანოდ, რომელიც მთლიანად ემორჩილებოდა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს. ამის მრავალი ასპექტი აღმოჩნდა და იოლიც არის მათი ჩამოთვლა. ამ სამსახურისათვის მთავარი იყო არა ქვეყანაში არსებული რეალური სურათის ასახვა,  ან ქვეყანაში არსებული ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი, არამედ როგორ შესრულებულიყო ის დავალება რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა. არის დარღვევები, რომელიც რიგი მიმართულებით არსებობს. ეს არის იგივე  ბიუჯეტის დაგეგმარების კუთხით. ხდებოდა შტატების 350- 400 მდე ადამიანამდე  დამტკიცება, როცა პრაქტიკულად ამის ნახევარი ადამიანი მუშაობდა. ბიუჯეტიდან წაღებული  სახსრები კი  ხმარდებოდა იგივე ადამიანების პრემირების თემას. აუდიტის სამსახურში სპეციფიკური საკითხია პრემირება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. ეს თემა ძალიან ბუნდოვანია.  პრემიების გაცემა, თუ არის სახსრები,   ასიგნებები,  არ არის კანონით აკრძალული. მაგრამ სხვაა, რამდენად სამართლიანია ეს პროცესი. ფულად ჯილდოს სჭირდება შესაბამისი დამტკიცება და დასაბუთება, თუ რატომ გაიცა.   ჩვენ იქ ვნახეთ თანხების არასწორი მიღება, თანამდებობის პირებისა და შტატგარეშე მოსამსახურეებისგან. ვნახეთ ასევე რომ, თვითონ აუდიტის პროცესი არ არის შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის. კანონი იმდენად  გამარტივდა, რომ ნებისმიერი ქმედების გამართლება შეიძლებოდა აუდიტის სამსახურში. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას რომ, ჩატარდა  შემოწმება დაიდო ანგარიში, აქტი და ეს აქტი შეიძლება 2 წელი ყოფილიყო თაროზე  ვიღაცის ნებაზე  და არა კანონის, დამტკიცებულიყო ან არ დამტკიცებულიყო. ძირითადში წარმოჩინდა, რომ პრივილეგირებული იყო არა აუდიტის შემსრულებელი  ადამიანები, არამედ აპარატის თანამშრომლები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე რომ ეს სამსახური არასწორი მიმართულებით მიდიოდა.

- შესწავლილი იქნა თუ არა შემომწირველების გახმაურებული საქმე და ხომ არ უკავშირდება ნათია მოგელაძის სამსახურიდან წასვლა თქვენი კომისიის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს?

_ მე ვერ ვიტყვი  რას უკავშირდება ქალბატონი მოგელაძის წასვლა სამსახურიდან. ჩვენ საკმაო ხანი ვიმუშავეთ, იანვრიდან და ქალბატონი მოგელაძე ახლახანს  წავიდა სამსახურიდან. მე ეჭვი მაქვს, ეს არ უნდა იყოს კომისიის მუშაობის მიზეზი. რაც შეეხება ამ მიმართულებას, ეს  ყველაზე რთული იყო ჩვენი კომისიისათვის სამუშაოდ. ის ფორმატი, რომელშიც ვიყავით, არ ითვალისწინებდა საგამოძიებო ელემენტებს, უფრო მეტად მოიცავდა სუფთა აუდიტორულ შემოწმებას. ჩვენ ამოვედი სტატისტიკით და ვნახეთ დოკუმენტები. კანონმდებლობა შეიქმნა ისეთი, რომ იძლეოდა სუბიექტური მოსაზრებების ადვილად მიღების შესაძლებლობას  და ამის კანონით გამართლებას. სტატისტიკა რომ ვახსენე, ვგულისხმობ რომ "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა  თანხები  6,5 -ჯერ უფრო მეტი იყო,  ვიდრე "ქართული ოცნების". ამიტომ, ამ სამსახურის მიზანი ადვილი დასადგენია, წარმოადგენდა იმას, რომ ყველა საშუალებით მოესპოთ  ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი. ჩვენ დავსვით ანგარიშში საკითხი, რომ იმ ფორმატში საქმის  ასე  იოლად მიჩქმალვა არ შეიძლება. მე ვთავაზობ პარლამენტს სპეციალურად ამ საკითხის დაწვრილებით შესწავლას თუ რა სქემებით არჩევდნენ ადამიანებს  რომელიც ხდებოდა მათი დაკვირვების საგანი.სქემები ვერ ვნახე, თუმცა არის რაღაც პროგრამები. ამის აღმოჩენა საინტერესოა რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

_ ბატონო ნოდარ, წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდშიც, მედიას ძალიან უჭირდა კონკრეტული საჯარო ინფორმაციის მიღება აუდიტის სამსახურიდან. შეისწავლეთ თუ არა შესული საჯარო წერილების რაოდენობა და მათზე რეაგირების მექანიზმები და ასევე საშტატო ნუსხა მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით? მოგახსენებთ, რომ ერთი ადამიანის, ფატი მამიაშვილის გარდა, მედიას არ ჰქონდა საშუალება მის შემცვლელს დაკავშირებოდა.

_ ეს საკითხი  ვფიქრობ რომ საკმაოდ სრულად იქნა შესწავლილი. ვნახეთ ყველა ის პრობლემები რომელიც ყველას ექმნებოდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით თქვენ "გურია ნიუსს" ალბათ იმიტომ რომ ყველაზე მეტი მცდელობები თქვენ გქონდათ და ვისაც მეტი მცდელობა აქვს, ბუნებრივია მეტი ხელის შეშლა აქვს. რიგ შემთხვევებში აკმაყოფილებდნენ საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნებს, თუმცა  ამის გაჭიანურება  თვეობით გრძელდებოდა, როცა ალბათ ინფორმაციის მიღება ფასსაც კარგავს. ჩვენ ვნახეთ ასევე რომ ფაქტობრივად 2011 წლის განმავლობაში, ოფიციალურ ვებგვერდზე არანაირი ინფორმაცია არ დადებულა და ეს იყო ჩაკეტილი ორგანიზაცია ამ კუთხით, რადგან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო.

_ წინასაარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურში ხელოვნურად ხდებოდა შტატების გაბერვა, რაც შემდგომ გამოიყენებოდა საარჩევნო რესურსისთვის, კონკრეტულად კი "ნაციონალური მოძრაობის" სააგენტოდ, ბევრი მათგანი ან ტერენერად იყო გადანაწილებული სხვადასხვა რაიონში, ან საოლქო კომისიებში

_ შტატების გაბერვა, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ არა მხოლოდ არჩევნების  წელს ყოველწლიურად  2008, 2009, 2010, 2011, 2012, წლებშიც ხდებოდა.  ასე იყო საბიუჯეტო კანონში მტკიცდებოდა ჯერ 400  შემდეგ 350 შტატი  რომელიც შემდგომ აღარ ივსებოდა. მარტო 2012 წელს  350 შტატიდან მხოლოდ 211 შტატი  იყო დაკავებული. დანარჩენი ეს თანხა, რომელიც მოყვებოდა შტატებს და ბიუჯეტს, ნაწილდებოდა პრემიებზე.  მაგ: ერთ-ერთ მოადგილეს შოთა თარხნიშვილს 2012 წელს აღებული აქვს 140 000 ლარამდე.

_ ბატონო ნოდარ, აუდიტის სამსახურის მიერ მკაცრად იყო გასაიდუმლოებული პრემიების თემა, თქვენს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, ვითარება საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება...

_ საერთოდ ჩვენ გავასაჯაროვეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აღებული ქონდათ ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით, შენიშვნები ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს პირადი საიდუმლოა. თუმცა ისინი საჯარო პირები იყვნენ და ვერ ვხვდები რატომ იყო ეს პირადი საიდუმლო. ამიტომ ჩვენ ეს გავასაჯაროვეთ ჩვენ დაგვჭირდა სახელები და გვარები რატომ? ადამიანები რომლებიც არ იყვნენ დაკავებული უშუალო საქმიანობებით, სწორედ ისინი იღებდნენ პრემიების თანხის დიდ ნაწილს. მაგალითებიც გვაქვს, ყველა აუდიტორის ხელფასს აღემატებოდა ერთი სამსახურის, შიდა დეპარტამენტის და აპარატის  თანამშრომლების ხელფასები. პრივილეგირებულები იყვნენ  უფრო ის ადამიანები, რომლებიც დაახლოებული იყვნენ თვითონ მმართველობასთან. სწორედ ამას გავუსვით ხაზი ჩვენ და ვთქვით სახელები და გვარები.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...