დემონტაჟისთვის დახარჯული რვაასი ათასი ლარი და გამქრალი ჯართი

მთავარი თემა

დემონტაჟისთვის დახარჯული რვაასი ათასი ლარი და გამქრალი ჯართი

2013 მაი 30 14:57:31

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ თავდაპირველად შედგა პროექტი, რომლის ღირებულება 7 მილიონამდე ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან ლანჩხუთის ბიუჯეტს 800 ათასი ლარი ჩამოერიცხა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ოქტან მედეა" ატარებდა, რომელთანაც ხელშეკრულება ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2012 წლის ივლისსა და აგვისტოში გააფორმა. ჩამორიცხული 800 ათასი ლარი კი მთლიანადაა ათვისებული.

ოქტომბრის შემდეგ თანხა აღარ ჩამორიცხულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შეჩერდა. რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის კვლევა, მოსამზადებელი სამუშაოები, შეკეთდა სათადარიგო სტადიონის სველი წერტილები და გასახდელები. ძირითად სტადიონზე მოინგრა დასავლეთისა და ჩრდილოეთის ტრიბუნები. აღმოსავლეთ ტრიბუნას ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი, გაკეთებულია სამაგრებიც, რომლებზედაც მომავალში ინდივიდუალური სავარძლები უნდა დამაგრდეს.

გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა ისიც, რომ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის გადახდილია 60 ათასი ლარი; გეოლოგიური გამოკვლევისთვის _ 5 200 ლ; საინჟინრო-ტექნიკური კვლევა 3 500 ლარი დაჯდა; ტოპო-გეოდეზიური აზომვითი ნახაზის მომზადებაში გადახდილია 16 000 ლარი; სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 54 999 ლ; სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 240 685 ლ; სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ 419 289 ლარი.

მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რომელიც სამ ეტაპად გახორციელდა, საუბარია სტადიონის სადემონტაჟო სამუშაოების, სარწყავი სისტემის, სატუმბი სადგურისა და მილსადენი სატუმბი სადგურიდან სარწყავ სისტემამდე შესრულებულ სამუშაოებზე, ჯამში 799 673 ლარი დაიხარჯა. თუმცა, დარჩენილია მთელი რიგი სამუშაოები, კერძოდ, მოსაწყობია: აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვემოთ დამხმარე შენობა-ნაგებობები; დასავლეთ ტრიბუნა ვიპ-ლოჟით, პრესსამსახურის და სხვა სათავსოებით, ელექტროფარი, აგრეთვე; დასავლეთ ტრიბუნის ქვემოთ მდებარე გასახდელები, სხვა დამხმარე სათავსოები და დირექციის ოთახი; სანიაღვრე და ფეკალური კანალიზაცია; წყალმომარაგება; ელექტრომომარაგება, მოედნის განათება, ტრიბუნის ქვემოთა კომუნიკაციების გათბობა-კონდიცირება, სტადიონის შემოღობვა, სტადიონის გარშემო ტერიტორიის შემოღობვა, სტადიონის გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა. უფრო მეტიც, სტადიონის ტერიტორიიდან დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ნაგავი დღემდე არაა გატანილი და ტერიტორია მოუწყობელია.

ხელშეკრულებაში, რომელიც "ოქტან მედეასა" და ლანჩხუთის გამგეობას შორის 2012 წლის 7 აგვისტოს 240 684.90 ლარზე გაფორმდა, წერია: "მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება სტანდარტებთან შესაბამისობაში... სათადარიგო სტადიონის გასახდელების შეკეთება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საგარანტიო ვადაა 5 წელი. შესყიდვის ობიექტს არ უნდა გააჩნდეს უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, რომელიც აუარესებს მისი გამოყენების მაჩვენებელს."

ამ ხელშეკრულებას ხელს იმ დროისათვის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ღლონტი და "ოქტან მედეას" დირექტორი სოსო მამულაიშვილი აწერენ.

მეორე ხელშეკრულება ამ ორ მხარეს შორის უკვე 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა 419 289 ლარზე და მასში საუბარი ისევ სათადარიგო სტადიონის გასახდელების შეკეთებასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზეა(!). მეორე ხელშეკრულებას უკვე გამგებლის მოვალეობის სხვა შემსრულებელი, ყოფილი გამგებლის კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე, კახა ასკურავა და ისევ სოსო მამულაიშვილი აწერენ ხელს.

ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება-ჩაბარების აქტი გამგეობის მიერ ორჯერ შედგა _ გასული წლის 7 და 24 სექტემბერს. ორივე შემთხვევაში აქტში აღნიშნულია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექსთავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის 2011 წლის 2 მარტის #29 ბრძანებით, დაინიშნა ინსპექტირების ჯგუფი. "გურიას" ძირითად სტადიონს ექსპერტიზა ი/მ ექსპერტ-კონსტრუქტორმა თ. ლაზარიაშვილმა ჩაუტარა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ნაგებობა იმყოფება არასაკმარისი მდგრადობის პირობებში და საჭიროებს გაძლიერებითი ღონისძიებების ჩატარებას."

გაჩნდა კითხვა _ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, აუცილებელი იყო თუ არა სტადიონის დემონტაჟი? ცოტა ხნის წინ, ლანჩხუთში სტუმრად იმყოფებოდა საქველმოქმედო ფონდ "ატუს" გენერალური დირექტორი კარლო ლეკვეიშვილი და ფინანსური დირექტორი. მათ თავად ნახეს სტადიონზე არსებული მდგომარეობა. კარლო ლეკვეიშვილის თქმით, მიმდინარე თვის ბოლოსთვის უკვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და სეზონის დასაწყისისთვის სტადიონის მშენებლობა დასრულდება კიდეც.

თუმცა, თვის ბოლო უკვე მოახლოვდა, მაგრამ სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. სტადიონის შესახებ ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჩხაიძეს ვესაუბრეთ. როგორც დეპუტატმა გვითხრა, სტადიონი, თავის დროზე, სულ რაღაც ორ თვეში აშენდა, მთელი საქართველო აშენებდა: _ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო, სუფთა საფეხბურთო სტადიონი ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელსაც არ ჰქონდა სარბენი ბილიკები და ახლოდან უყურებდი თამაშს. დღესდღეობით ყველაფერი დანგრეულია, დარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ მხარე, რაც არ შეიძლება. აქ შეუძლებელია თამაშის ნახვა, განსაკუთრებით, მზიან ამინდში. არის სამი პროექტი, მაგრამ დრო არ ითმენს, სამივე პროექტს განხილვის შემდეგ დაგვიფინანსებს საქველმოქმედო ფონდი "ატუ". არსებობს ძალიან კარგი პროექტი, რომელიც 2 მილიონ ნახევარ ლარამდე ჯდება. ბრალეულობას რაც შეეხება, მე არ ვიცი ვისი ბრალია, რომ სტადიონი ასეთ დღეშია, მაგრამ დამალვით არაფერი არ იმალება და მალე გაირკვევა ყველაფერი. ერთი კი ფაქტია _ სეზონი იწყება და სტადიონი გასაკეთებელია. რაც შეეხება იმას, რომ მიგვიღებენ თუ არა უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ სტადიონის გამო, შეიძლება უარიც კი გვითხრან _ არანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. როდის დაიწყება მშენებლობა, ჯერ გარკვეული არ არის _ პროექტები შეტანილია, უნდა განიხილონ, დააკმაყოფილებენ ერთ-ერთ ვარიანტს და ამის შემდეგ გადაწყდება. შეიძლება პირველად გასახდელები გავაკეთოთ, რომ თამაშები ჩატარდეს. ყველაფერი გათვლილია. ყველაფერი კარგად იქნება, ისე იქნება, რომ, ღმერთმა ქნას, ევროპაზეც, რომ გავიდეთ, თამაშებს აქ ჩაატარებენ. მთავარია, პროექტი დაგვიმტკიცონ, _ გვითხრა თემურ ჩხაიძემ.

ყოფილი გამგებლის ყოფილი მოადგილე კახა ასკურავა ამბობს, რომ პროექტი გაიყო სამ ნაწილად: _ პირველ ნაწილში შედიოდა სტადიონის დემონტაჟი. იმ პროექტშივე გათვალისწინებულია, რომ დასავლეთ ნაწილი ტრიბუნისა უნდა დარჩენილიყო და უნდა აგებულიყო აღმოსავლეთ ტრიბუნა. დემონტაჟის პროექტი ორ ნაწილად გაიყო.

_ დემონტაჟი იყო თუ არა აუცილებელი?

_ იმ პროექტის მიხედვით, რომელიც დამტკიცებული იყო, დემონტაჟი აუცილებელი იყო, რაადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ამის დასკვნაც არსებობს. ეს პროექტი მაქვს ნანახი, მაგრამ მის ნაწილში არ ჩავრეულვარ, მე როცა ვასრულებდი გამგებლის მოვალეობას, ეს პროექტი გამზადებული დამხვდა. რა ეტაპმაც ჩემს ხელში გაიარა, ის ეტაპი შესრულებულია. მაქვს ერთადერთი პრობლემა და მე თვითონ გამიჩნდა კითხვა _ როცა მოხდა არსებულის დემონტაჟი, აღმოჩნდა რკინა-ბეტონში არმატურა. ხელშეკრულებაში წერია, რომ სამშენებლო ნაგავი დემონტაჟის ადგილიდან 5 კილომეტრში უნდა გადაყრილიყო. ამის შემდეგ მე შევხვდი შპს-ს ხელმძღვანელს და პასუხი მოვთხოვე _ თქვენ რატომ გაიტანეთ ჯართი, არ გქონდათ უფლება გამოგეყენებინათ,-მეთქი. შპს-ს ხელმძღვანელი აქეთ შემომედავა, სამშენებლო ნაგავი ჩემი გადასაყრელი იყოო. როცა გურიის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ებრალიძემ წერილი მომწერა, ვუთხარი, რომ ჩემს კომპეტენციას ეს შორდება და მიმართე შესაბამის სამსახურებს,-მეთქი. ჩემი წერილის საფუძველზე ებრალიძემ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში.

დარჩენილია შემდგომი ეტაპი, რასაც სტადიონის აშენება ჰქვია. თუ პოლიტიკურ ჭრილში ამის გადაყვანა უნდათ, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება გამოგვედავონ, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ გატანილია დიდი რაოდენობით ჯართი. აქ ამ დემონტაჟს კი არ უნდა მისდევდნენ, არამედ იმას, რომ დიდი რაოდენობით რკინაა გატანილი. ეს საქმეც ჩემი წერილის საფუძველზე დაიძრა, _ გვითხრა კახა ასკურავამ.

აღნიშნულ საქმეს მართლაც იძიებს პროკურატურა და დაკითხვაზე ყოფილი გამგებელი გიორგი გოგუაძეც იყო დაბარებული.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...