მოსამართლე: „ბატონო კოტე და პარლამენტარებო, რაზე შეთანხმდით?“

მთავარი თემა

მოსამართლე: „ბატონო კოტე და პარლამენტარებო, რაზე შეთანხმდით?“

2013 ივნ 9 13:57:24

ამ წინადადებას მხარი მხოლოდ 58  მოსამართლემ დაუჭირა. შესაბამისად, ძალაში დარჩა ძირითადი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც სამი ადგილი მხოლოდ 11 პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარისთვის იქნება განკუთვნილი.

მოსამართლეთა კონფერენცია ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა რამდენად სამართლიანია პალატებისა და  კოლეგიების თავმჯდომარეებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამ ადგილიანი კვოტის მიცემა, მაშინ როდესაც დარჩენილ 4 ადგილზე 200-ზე მეტი მოსამართლე იყრის კენჭს. მოსამართლე მაია ბაქრაძის განცხადებით, რომელიც სავარაუდოდ იუსტიციის საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, მთელი 9 წლის განმავლობაში კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს წევრებად სასამართლოების თავმჯდომარეებს სთავაზობდა, თუმცა, ამ უსამართლობაზე ხმას არავინ იღებდა. ბაქრაძე თვლის, რომ როდესაც მოსამართლეებს ყოფენ რიგით და თავმჯდომარე მოსამართლეებად ამით მათ დისკრედიტაციას ახდენენ.

_ „ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ერთნი და 9 წლის მანძილზე, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრებად წარმოგვიდგენდნენ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად იყვნენ სასამართლოების თავმჯდომარეები, მაშინ არავინ ლაპარაკობდა უსამართლობაზე. დღეს იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი არის სასამართლოს თავმჯდომარე გარდა 7 თვის წინ დანიშნული ერთი წევრისა, რომელიც ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მე, ერთი რიგითი, მოსამართლე ვკითხულობ რატომ ვარ განსხვავებულ პირობებში სასამართლოს თავმჯდომარესთან შედარებით, როდესაც  ამას კანონი არ არეგულირებს. ამის საპასუხოდ მეუბნებიან _ აბა რა, სასამართლოების თავმჯდომარეებს რომ არ ეძლევათ კანდიდატურების დაყენების უფლებაო. ეს არის ამის საპირწონე, ასე განვმარტავთ კანონს?თქვენ გეკითხებით ბატონო კოტე, როდესაც ეს საკითხი შეთანხმებული იყო სასამართლოსთან, ამაზე შეთანხმდით? იმ შემთხვევაში შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის საბჭოს და იმ შემთხვევაში არ იყარონ კენჭი თავმჯდომარეებმა, თუ პარლამენტი დაუშვებს იმას რომ 11 პალატის და კოლეგიის თავმჯდომარეს ექნებოდა 3 ადგილიანი კვოტა? თუ არიან აქ პარლამენტის წევრები, მათი აზრიც მაინტერესებს, ეს იყო შეთანხმების საგანი და ჩვენ ვიყავით შეთანხმების საგანი?“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა მეიშვილი ამტკიცებს, რომ 3 ადგილიანი კვოტა ადმინისტრაციულ თანამდებობეზე მყოფ მოსამართლეებს კანონიერად ეკუთვნით და ამის მოწინააღმდეგე ზოგიერთი  მოსამართლე რაღაც კონკრეტული სტრატეგიის განხორციელებას ცდილობს.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...