სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კვალდაკვალ

მთავარი თემა

სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კვალდაკვალ

2013 ივნ 19 11:59:02

მუნიციპალიტეტს სარეაბილიტაციო მასალებით დახმარება საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გაუწიეს.

ჩვენ მიერ გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ 2013 წლის 23 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების გახორციელებისთვის გამოყოფილი იქნა 2 000 ლიტრი დიზელი, რომლითაც, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება გახორციელდა და ასევე, 1 000 ლიტრი ბენზინი, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, ზარალის დამთვლელი კომისიის მოძრაობას მოხმარდა.

# 497 ბრძანების საფუძველზე, 2013 წლის 23 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესასწავლად, საგანგებო სიტუაციათა მართვის დროებითი კომისია შეიქმნა.

კომისიის თავმჯდომარეა კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილე _ გიორგი ღურჯუმელიძე, გამგებლის მოადგილე; წევრები: თემურ გიორგაძე, ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილების უფროსი, გელა ჭანუყვაძე, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ალეკო ბერიძე, საფინანსო _ საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დროებით კომისიას უნდა შეესწავლა დაზიანებული ოჯახების მდგომარეობა, შეედგინა სადეფექტო აქტები და წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა.

ბრძანებას ხელს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე აწერს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 23 მარტის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ეტაპობრივად მიმდინარეობდა დაზარალებულთა დახმარება. მუნიციპალიტეტის გამგეობას 400-მდე დაზარალებულმა მომართა. ამ დროისათვის 220 დაზარალებულ ოჯახს სამშენებლო მასალებით დახმარება გაეწია, ხოლო 50 სახლი სრულად იქნა გადახურული."

ჩვენ შევეცადეთ, გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია და რეალურად გვენახა, არიან თუ არა დაკმაყოფილებულები ის ოჯახები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულთა სიაში მოხვდნენ, ვისი სახლები გადაიხურა და ვინ ვერ მოხვდა დახმარების სიაში, რა კრიტერიუმებით შეირჩა ის ოჯახები, რომლებსაც გამგეობამ დახმარება გაუწია, ადევს თუ არა პროცესებს პოლიტიკური სარჩული და იყო თუ არა ვალდებული გამგეობა, ის განცხადებები, რომელიც შემოვიდა, შეძლებისდგავარად დაეკმაყოფილებინა.

გაგაცნობთ რამდენიმე ოჯახის პრობლემებს, რომლებმაც "გურია ნიუსს" მომართეს _ მათ სტიქიამ საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაუზიანა, აქვთ განცხადებები შეტანილი გამგეობაში, რომლითაც დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, ეს დახმარება დღემდე არ მიუღიათ. როგორც ისინი აცხადებენ, კომისია მივიდა ადგილზე, შეისწავლა ვითარება, დაპირდა მათ, რომ აუცილებლად დაეხმარებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ მესამე თვე გადის და მოსახლეობას უკვე იმედი გადაეწურა.

ოზურგეთში ი. ჯავახიშვილის ქუჩის #27-ში მცხოვრები ლედი ინწკირველი და თამაზ ხუხუნაიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობენ, რომ არ ეგონათ, თუ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ასე უყურადღებოდ დატოვებდნენ: _ საშინელი შეგრძნება იყო _ სტიქიის დღეს სულ ჩამოგვიყარა ფანჯრები, დაგვილეწა ყველაფერი, ოთახებში თავზე გვაწვიმს. სულ დაზიანებულია სახლი. საშინელ სიტუაციაში ვართ. მოვიდნენ გამგეობიდან, აზომეს, დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად გაგვიკეთებდნენ. ორი თვეა დავდივარ და გამგებლის ნახვა არ მოხერხდა _ ზუსტი, კონკრეტული პასუხი ვერავისგან ვერ გავიგე. ორი დღის წინ ვიყავი მისული, მაჩვენეს კომპიუტერში, რომ ნამდვილად ვარ შეყვანილი სიაში, თუმცა, კონკრეტული პასუხი მაინც ვერ გამცეს, დამეხმარებოდნენ თუ არა, _ გვითხრა ლედი ინწკირველმა.

უფრო მძიმე სიტუაციაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები ნუნუ კალანდაძის ოჯახში.

_ 72 წლის მოხუცი პენსიონერი ვარ, დიაბეტიანი, გულით ავადმყოფი. 6 წლის განმავლობაში ვითხოვ დახმარებას. ნახეთ, როგორ ოჯახში ვცხოვრობ. შვილები უმუშევრები მყავს, გვახრჩობს წყალი _ ზევიდან, ქვევიდან. ნახეთ, გეხვეწებით, გადაიღეთ _ იქნებ, ვინმე დამეხმაროს. წინა ხელისუფლება მატყუებდა, აღარ მეგონა თუ ახალი ხელისუფლებაც ყურადღებას არ მომაქცევდა. დავდივარ მოხუცებული ადამიანი წინ და უკან. ჩემი ათასი განცხადება დევს გამგეობაში, რომლითაც დახმარებას ვითხოვდი. ახლა ამ სტიქიამ სულ გადააძრო სახურავი სახლს, კედლები დააზიანა. სოციალურ დახმარებას რომ ჩემნაირს მოუხსნის, ეს სახელმწიფოა? გადაიღეთ ფოტოები, ყველამ ნახოს, რა პირობებში ვცხოვრობ, _ გვითხრა ნუნუ კალანდაძემ.

იურისტი ია მემარნიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ოჯახი დარჩა დახმარების გარეშე: _ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ფონდი, სადაც ხდებოდა ამ ოჯახების აღრიცხვა. საქმეს შეისწავლიდა შესაბამისი კომისია. მიუხედავად ამისა, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დახმარების გარეშე დარჩნენ, კვლავ დიდია. ჩვენ უამრავი მოქალაქე მოგვმართავს და შველას ითხოვს. ისმის კითხვა _ რამდენად სამართლიანად იქცევა ადგილობრივი თვითმმართველობა? როგორც ვიცი, სტიქიით დაზარალებულთა დახმარება უკვე დამთავრდა თუ შეჩერდა ისე, რომ ზოგიერთ დაზარალებულ ოჯახში კომისიაც არ შესულა. ასევე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ რეალურად ამ ქმედებებს ადევს პოლიტიკური სარჩული. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეარჩია კომისიამ ის ოჯახები, ვისაც დახმარება გაეწია? რატომ დარჩა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები დახმარების გარეშე?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ შესაბამისი დახმარება ყველა დარჩენილ ოჯახს გაეწევა: _ ჩვენ აბსოლუტურად ყველა დაზარალებულ ოჯახს დავეხმარეთ, ვეხმარებით და დავეხმარებით კიდეც. ყველაფერი უცებ და ერთბაშად არ და ვერ გაკეთდება.

_ ბატონო კოტე, რამდენი ოჯახი დარჩა დახმარების გარეშე?

_ ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, თუმცა, კი არიან დარჩენილები...

_ თქვენ იყავით კომისიის თავმჯდომარე. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ის ოჯახები, ვისაც გადაუხურეთ სახლები? ამბობენ, რომ ეს ნათესაური კავშირებით მოხდა. ასევე, უმეტესად, "ნაციონალებს" გაეწიათ დახმარება. ასევე ამბობენ, რომ ოჯახებს, რომლებსაც მხოლოდ ორი შიფერი აუძრო ქარმა, თქვენ სულ გადაუხურეთ, იმიტომ, რომ თქვენი ახლობელი იყო.

_ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვინაა. ვისაც დაუზიანდა სახლი სტიქიის დროს და დაზარალდა, ყველას დავეხმარე. ამას ძირითადად ჩასაფრებული ადამიანები ამბობენ, კი იცით, ამ ბოლოს როგორც მოქმედებენ.

_ თქვენი კომისიის მიერ ხდებოდა თუ არა დაზიანებული სახლების დასურათება, ვინ რა კატეგორიით დაზარალდა? ასევე, კეთდებოდა თუ არა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, სადეფექტო აქტები? აგრეთვე, გვაინტერესებს იმ ინდმეწარმეების ვინაობა, რომლებმაც ეს სამუშაოები შეასრულეს.

_ ყველაფერი კეთდებოდა კანონიერად. შეგიძლიათ, ამოიღოთ დოკუმენტები, რომელიც დევს გამგეობაში. ჩემი თხოვნაა, ვინც ინფორმაციები მოგაწოდათ, რომ მე თითქოს რაიმე არაკანონიერად გავაკეთე, მოვიდნენ თქვენთან ერთად და მითხრან, რა სურთ. დამიდონ ფაქტები და ვისაუბრებ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით.

_ გაუწევს თუ არა მუნიციპალიტეტი შესაბამის დახმარებას თამაზ ხუხუნაიშვილისა და ნუნუ კალანდაძის ოჯახებს?

_ რა თქმა უნდა, გაუწევს.


სტატია მომზადებულია ფონდის"ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...
  • სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ... ...
  • აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა. საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის ... ...
  • გიორგი გუგავა: „ივანიშვილმა სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოძრაობა „გაბედეს“ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსი გიორგი გუგავა მივიდა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა აქციაზე მოძრაობის 6 წევრი უკანონოდ დააკავეს, ივანიშვილმა კი სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. „ეს არის კლასიკური დიქტატურის გამოვლინება, როდესაც ახალგაზრდებს არ აცლიან სამართლიანი პროტესტის გამოთქმას. აკავებენ უკანონოდ, იყენებენ ბრუტარულ ძალას და სწორედ ის ჩაიდინა სუს-მა რის გამოც, აქ მოსული იყვნენ ახალგაზრდები. ეს ორგანო ივანიშვილმა პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. ის უსაფრთხოებაზე ზრუნვით კი არ არის დაკავებული, არამედ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დასდევს, იჭერს, აპატიმრებს, უთვალთვალებს და ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ვერ დაიჭერთ მთელ ქვეყანას. ვერ შეაჩერებთ ამ გულანთებული ახალგაზრდების მიზანს.  6 ახალგაზრდა ამ ორგანიზაციიდან სრულად უკანონოდ დააკავეს“,_ განაცხადა გუგავამ. სუს-თან გამართულ აქციაზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას და კითხვაზე პასუხს ითხოვდნენ თუ რატომ აკავებენ ქვეყანაში ახალგაზრდებს, მათ მეგობრებს, მაშინ როდესაც ექიმი  ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია დაკავებული უკანონოდ. მათ შენობის გვერდით მდებარე საავტომობილო შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება და სამართალდამცავების მხრიდან 2 ადამიანის დაკავება მოჰყვა. მოძრაობის წევრების დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტეს და ზებრაზე განლაგდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ გზის პარალიზების საშუალება არ მისცა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. როგორც კახა ბუხრაძემ სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ სუს-თან დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან ასევე „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?