ვანო მერაბიშვილი და მისი ოფიცრები _ გირგვლიანის საქმის "გმირები"

მთავარი თემა

ვანო მერაბიშვილი და მისი ოფიცრები _ გირგვლიანის საქმის "გმირები"

2013 ივნ 28 14:04:34

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს ხანებში ეს საქმე გაიხსნება და მთელი საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი ამ საზარელი მკვლელობის შემსრულებლები"_ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2006 წლის 28 თებერვალს ს. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული საჯარო გამოსვლისას გააკეთა.

2006 წლის 6 მარტს, შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ივ. მერაბიშვილმა კვლავ საჯაროდ განაცადა, რომ ს.გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნა პირადად მისი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟის საქმე იყო, და სწორედ ამიტომ, მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქმის გამოძიებას, დანაშაულის გახსნამდე, აწარმოებდა მისდამი დაქვემდებარებული უწყება  (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო).

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენიდან  2-3 დღეში, საქართველოს  პარლამენტის იმჟამინდელიმა თავმჯდომარემ - ნინო ბურჯანაძემ, თავისთან მიიწვია ივ. მერაბიშვილი და მოსთხოვა  ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე  პირების, მათ შორის - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას პასუხისგებაში მიცემა. ივანე მერაბიშვილი, რომელიც  სრულად ფლობდა ინფორმაციას ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას_ ჩადენილ დანაშაულში ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთ შემთხვევაში, მას  თავად მოუწევდა  პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ანუ  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება.

საქმის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სინამდვილეში, ივანე მერაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური/თანამდებობრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით ახალაიასთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად,  პირადი მოტივით  დაგეგმა და განახორციელა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის  გარემოებების  შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა, შეცვლა და მათი იმგვარი საპროცესო დამაგრება, რამაც გამოიწვია დანაშაულის შემკვეთებისა და თანაამსრულებლებისათვის გარდუვალი, კანონიერი და ადექვატური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.

"მერაბიშვილისა და სხვა თანამდებობის პირთა შეთანხმებული ქმედებებით განხორციელდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის  გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთის მხრივ, დაეფარათ დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები, მათთან შემხებლობაში მყოფი, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე  და მისი შესაძლო მონაწილეობა დანაშაულში, ხოლო მეორეს მხრივ,  მოეხერხებინათ გ. ალანიას,  ა.აფციაურის, ალ. ღაჭავას და მ. ბიბილურიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მსჯავრდება ჩადენილზე უფრო  მსუბუქი დანაშაულისათვის, მოსალოდნელი სასჯელის ვადისა და პირობების   წინასწარ შეპირებული გარანტიებით." _ ვკითხულობთ მერაბიშვილის ბრალის დადგენილებაში.

ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ,  2011 წლის 26 აპრილის განჩინებით - "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ," დაადგინა, რომ გირგვლიანის საქმეზე ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.

ჩადენილი დანაშაულის ამჟამინდელი გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად  ს. გირგვლიანის გვამის აღმოჩენიდან მე-2-მე-3 დღეს,  ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ ივ.მერაბიშვილს პირადად მოახსენა თბილისის კრიმინალური სამსახურების მიერ დადგენილი,  ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, კერძოდ ის, რომ  ს. გირგვლიანს კონფლიქტი მოუხდა "შარდენ ბარში" მყოფ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დ. ახალაიასთან,  შსს პრეს-სამსახურის უფროს  გ. დონაძესთან და მათი სუფრის სხვა წევრებთან,  რის გამოც,  „კუდ“-ის თანამშრომლების მიერ  შემდგომში მოხდა  ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის  გატაცება. ივ. მერაბიშვილს მოხსენდა,  რომ გამოძიებას ამოღებული ჰქონდა სატელეფონო ამონაწერები, რითაც დასტურდებოდა "კუდ"-ის თანამშრომლების ყოფნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ოქროყანის სასაფლაოზე. ასევე დადგენილი იყო ავტომანქანა ("Mercedes - ML"), რომლის საშუალებითაც ჩადენილი იქნა დანაშაული.

მითითებული ავტომანქანა კი იმ დროისათვის სარგებლობაში ჰყავდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსს გ. ალანიას.ივ. მერაბიშვილს ასევე მოახსენა, რომ "შარდენ ბარში",  სუფრის წევრებს შორის იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი. მინისტრთან საუბრისას, მ. ბაღათურიასთვის ცხადი გახდა, რომ   ივ.მერაბიშვილმა უკვე  იცოდა საქმის გარემოებები და მ. ბაღათურიას ნაამბობი მისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა.  ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მინისტრის - ივ. მერაბიშვილისაგან თანხმობას  ითხოვდა  "კუდ"-ის იმ მოხელეების დაკავებაზე, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენა ოქროყანის სასაფლაოზე  დგინდებოდა მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით. თუმცა,  მ. ბაღათურიამ ასეთი თანხმობა ივ. მერაბიშვილისაგან ვერ მიიღო, მიუხედავად ამ საკითხზე მათ შორის გამართული რამდენიმე შეხვედრისა.

მერაბიშვილსა და მ. ბაღათურიას შორის ს. გირგვლიანის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში კვლავ შედგა შეხვედრა, რომელსაც  მათ გარდა, ესწრებოდნენ:  დ. ახალაია და  ვ. სანოძე. საუბრისას, ს.გირგვლიანის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მინისტრის შეკითხვაზე, დ.ახალაიამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო.  თავის მხრივ, მ. ბაღათურიამ მოახსენა მერაბიშვილს, რომ გამოძიებას  მოძიებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც ინციდენტის დროს იმყოფებოდა "შარდენ  ბარში" და იძლეოდა ჩვენებას, ბარში მყოფ ს. გირგვლიანსა და  შ.ს. სამინისტროს თანამშრომლებს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე. მოწმე  ადასტურებდა ინფორმაციას, რომ იგი თავად მივიდა ს. გირგვლიანთან და გამოარიდა  დ. ახალაიასა და მინისტრის მეუღლის სუფრას, რითაც შეეცადა მათ შორის კონფლიქტის აღმოფხვრას. მიღებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა მინისტრი და  განმარტება დ. ახალაიასგან მოითხოვა.  მიმდინარე გამოძიების მათ ინტერესებში განვითრებისათვის  პრობლემად წარმოჩინდა "შარდენ ბარში" მყოფი მოწმის - ზაალ ქურციკაშვილის ჩვენება, რომელიც თვითმხილველი იყო  გირგვლიანსა და  ახალაიას სუფრას შორის ინციდენტისა,  რისი გამოაშკარავებაც კატეგორიულად არ შედიოდა   მერაბიშვილის ინტერესებში.

გამოძიებით დადგენილია, რომ  გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მერაბიშვილმა ფაქტიურად მე-2 დღეს დადასტურებულად იცოდა, რომ:

1. დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები; 2. ამ დანაშაულს წინ უსწრებდა ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის ყოფნა 'შარდენ ბარში", სადაც მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად  იმყოფებოდა  მისივე მეუღლე - თამარ მერაბიშვილი,

3. ალბათობის მაღალი ხარისხით, თამარ მერაბიშვილი იყო  "შარდენ ბარში" და ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარი ფაქტის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ფიგურანტი და როგორც მინიმუმ - მოწმე;  4 ს. გირგვლიანსა და ამ სუფრის წევრებს შორის მოხდა  ინციდენტი,  რაც გახდა მიზეზი შემდგომში ს.გირგვლიანზე  გაუგონარი  სისასტიკით ანგარიშსწორებისა; 5. დ. ახალაია წარმოადგენდა  გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს;

6. ამ დანაშაულის ინიცირებასა  და აღსრულებაში მონაწილეობდა 4-ზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.

ივ. მერაბიშვილმა ასევე იცოდა, რომ პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ოპერატიული დანაყოფებისა და საგამოძიებო სამსახურისათვის (რომელიც იძიებდა  ამ დანაშაულს), ასევე ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ.  სწორედ ამიტომ,  იგი  დ. ახალაიასთან ერთად ეძებდა დანაშაულის დაფარვისა და  მისი არასრული, "იძულებითი" გახსნის გზებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გირგვლიანზე ჩადენილი ძალადობის, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის საქმის გამოძიების  და მსჯავდრებულთა მიერ სასჯელის მოხდის დროს, განზრახ იქნა დაშვებული არაერთი სიყალბე და კანონდარღვევა, რაც მიზნად ისახავდა   ამ საქმეზე მართლმსაჯულების არგანხორციელებას,   რაც მიღწეულ იქნა.

მიუხედავად იმისა,  რომ ივ. მერაბიშვილმა  იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ მისი უწყების მოხელეები და მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ხოლო საქმის  მნიშვნელოვანი ფიგურანტი მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი იყო, სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მან 37 დღის განმავლობაში  საქმის ე.წ. "გამოძიება" წარმართა მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო დანაყოფის მეშვეობით,  ვინაიდან,  მას გამიზნული ჰქონდა - საქმის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურანტის და მათ შორის - საკუთარი მეუღლის დაკითხვა  მომხდარიყო მისდამი დაქვემდებარებული  უწყების შიგნით და  პირადი  კონტროლის ქვეშ.

2006 წლის 16 თებერვალს, შინაგან საქმეთა თბილისის მთ. სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების  გამომძიებელი, ამავე განყოფილების უფროსის მოადგილესთან ერთად, მათთვის მიცემული დავალებისამებრ, დაკითხვის საწარმოებლად გამოცხადდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის - ვასილ სანოძის კაბინეტში, რომელიც ამავე საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტს წარმოადგენდა.

ვ. სანოძის, თ. მერაბიშვილის,  დ. ახალაიას, ვ. მელნიკოვის, გ. დონაძის, თ. მაისურაძის,  ა. კალანდაძის ე.წ. "დაკითხვა" განხორციელდა ვ. სანოძის სამუშაო კაბინეტში ყველა ზემოთ დასახელებული პირის  ერთობლივი მონაწილეობით და  თამარ  მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე. დაკითხვა წარმოებდა ერთმანეთის თანდასწრებით და დასაკითხ პირთა პოზიციებისა და მათ მიერ გამოთქმული ფრაზების ურთიერთშეჯერებით, რასაც უსიტყვოდ აფიქსირებდა გამომძიებელი და რომელსაც ზედამხედველობდა  იქვე მყოფი - საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ  "შარდენ ბარში" მომხდარი ინციდენტის შემსწრე ზაალ ქურციკაშვილი დადგენილი ჰყავდა იმჟამინდელ გამოძიებას დანაშაულის ჩადენიდან  მოკლე დროში. იგი არაერთხელ შეხვდა საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, რომელმაც იგი მოწმის სახით დაკითხა.  ზ. ქურციკაშვილის ვინაობა და ჩვენების შინაარსი მ. ბაღათურიამ შეხვედრაზე მოახსენა ივ. მერაბიშვილს.  თუმცა, ზ. ქურციკაშვილის ჩვენება აღარ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებში, ასევე არ მომხდარა მისი შემდგომი დაკითხვა  პროკურატურაში  გამოძიების  ეტაპზე. ამ მოწმის მიერ მიცემული განმარტებების საპირისპიროდ, გამოძიება წარიმართა იმ ვერსიით, თითქოს, დ.ახალაიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სუფრასთან, გარდაცვლილ ს. გირგვლიანს რაიმე ურთიერთობა ან ინციდენტი არ ჰქონია.

ამდენად, ივ. მერაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაუთმო საქმე პროკურატურას, რაც  მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დანაყოფმა პროცესუალურად დაამაგრა თავისივე მინისტრის პირად ინტერესებში მყოფ მოწმეთა ჩვენებები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რაც სინამდვილეში ივ. მერაბიშვილის მეუღლის საქმიდან განრიდებისა და შესაბამისად,  სუფრასთან მყოფი პირების ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარ დანაშაულთან კავშირის არარსებობის დადგენის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, ამგვარი ქმედებებითთ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, გ. დონაძის, ო. მელნიკოვის და ვ. სანოძის ჩვენებათა შინაარსი ამავე სახით შენარჩუნდა საქმის პროკურატურაში  გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროსაც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმიდან, გამოძიების ეტაპზე ამოღებული იქნა მთელი რიგი საპროცესო დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის შეკვეთით ჩადენას  და იმას, რომ ამ დანაშაულთან კავშირში იმყოფებოდნენ  ივ. მერაბიშვილის მეუღლის თანამესუფრეები.  გამოძიების  პირველივე  ეტაპზე სატელეფონო საოპერატორო ქსელებიდან  მოპოვებული იქნა 10-მდე აბონენტის დეტალური ამონაწერი,  საიდანაც  მხოლოდ  ორი (ს. გირგვლიანის და გ. ალანიას) დარჩა,  ყველა სხვა დანარჩენი, საქმიდან ადრევე იქნა  ამოღებული.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმე, 2006 წლის 5 მარტს, ქ.თბილისის იმჟამინდელ პროკურორს გ. ღვინიაშვილს, მისივე მოთხოვნით, სათანადო მიმართვით დაუტოვა საკუთარ კაბინეტში. შემდგომ, აღნიშნული მიმართვის ტექსტი  ასევე შეიცვალა სხვა მიმართვის წერილით,  ვინაიდან  ს.გირგვლიანის საქმეს  გ. ღვინიაშვილისათვის გადაცემის დროს, თან ერთვოდა 3 ლაზერული დისკი: "მაგთის" ანძების მონაცემები; "ჯეოსელის" ანძების მონაცემები და  ბ.პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ასახული იყო დამნაშავეთა მოძრაობა ოქროყანის მიმართულებით და უკან. დისკი მოიცავდა ჩანაწერს ღამის 02.00 საათიდან 03.00 საათამდე. საქმეში დღეს წარმოდგენილი მიმართვა აღარ მოიცავს მითითებას ამ დანართებზე და შესაბამისად, საქმეზე დართული ჩანაწერი ამჟამად  არის მხოლოდ 34 წამი.

საქმისადმი საზოგადოების ძალზე მაღალი ინტერესისა და იმის გამო, რომმიუხედავად განსაკუთრებული ძალისხმევისა, მაინც ვერ მოხერხდა  "კუდ"-ის კონკრეტული მოხელეების დანაშაულში მონაწილეობისა და მისი წინაპირობის - „შარდენ ბარში“ მინისტრის მეუღლისა და შ.ს. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების  ყოფნის სრულად დაფარვა,  ივ. მერაბიშვილი იძულებული გახდა დანაშაულის ჩადენიდან ერთი თვის შემდეგ გამოეცხადებინა დანაშულის ე.წ. "გახსნა" კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას ვითომდა "განსაკუთრებული ძალისხმევით".

2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ ს. გირგვლიანის ჯანმრთელობის დაზიანების სასიკვდილო შედეგით და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი)  და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი). თუმცა, პასუხისგებაში მისაცემ პირებთან წინასწარ შეთანხმდა  მათი დაკავების დღე, პირობები, სასჯელის სახე და ზომა. მორიგების თანახმად, სასჯელის ზომა თითოეული მათგანისათვის არ იქნებოდა  წელიწადნახევარზე მეტი.  ამასთან, დასაკავებელ პირთა მონაწილეობით, წინასწარ, უკანონოდ განხორციელდა შემთხვევის ადგილების: "შარდენ ბარი"-სა და  ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და საგამოძიებო ვერსიის შემუშავება-შეჯერება.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, მ. ბიბილურიძეს, ალ. ღაჭავას და ა. აფციაურს, მათ მიერ სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების და, კერძოდ,  დ. ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ყოფნის პერიოდში. გამოძიების საწყის ეტაპზევე, ივ. მერაბიშვილი  შეხვდა ბრალდებულებს და შეპირდა, რომ "მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ",  რაც მან განახორციელა კიდეც. ივ. მერაბიშვილმა "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების საკანში ბრალდებულებთან შეხვედრისას, თანადგომა და მხარდაჭერა  აღუთქვა მათ.  დაპირებული თანხის ნაწილი "საჩუქრის" სახით "შეფისაგან", (იგულისხმება შ/ს მინისტრი), იქვე გადასცეს დაკავებულებს.  დანარჩენი თანხის გადაცემა კი, ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში.




 ახალი ამბები
  • "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_ ფოტოები აცანადანგურიის თითოეული სოფელი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, თუმცა, სოფელ აცანას ზღაპრული ხიბლი აქვს. აცანა  მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და  მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. ცნობისთვის, აცანაში აღმოჩენილია უნიკალური, ანტიკური, სპორტული ინვენტარი _ საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირად თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა, ეს იყო ვაჟკაცთა ქვა. აგრეთვე დავით ქინქლაძის ოჯახში ინახებოდა გოთიკური ტიპის გასაღები, ოქონის ბეჭედი, რომელიც მან გადასცა აცანის მამათა მონასტერს. "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ამო ქინქლაძე და აცანის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ. ... ...
  • ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების - მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც იმის შესახებ, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და - რატომ. 30 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ითხოვდნენ, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინათ პარლამენტისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. პროექტის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციები სამინისტროს  თანამშრომლობასაც სთავაზობდნენ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციების თვალსაზრისით, პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება ... ...
  • აქცია პარლამენტთან_ "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის"დღეს დილიდან პარლამენტთან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა. როგორც ოპოზიცია აცხადებს პარლამენტის პიკეტირების მცდელობები და აქციები მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუ საჭირო გახდა საპარლამენტო არჩევნების დღემდე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის შენობაში შესვლა დღეს შეძახილების ფონზე მოუწია.  როგორც მან ჟურნალისტებთან  განაცხადა,  "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია". მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ ... ...
  • ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,  დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით,  ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახაჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...